imedi /  11 თებერვალი 2020, 13:07 / სანდო წყარო

ირაკლი ლექვინაძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყველა მხარის უფლება სამართლიანი კონკურენციის პირობებში მკაცრად იყოს დაცული

ირაკლი ლექვინაძე

ირაკლი ლექვინაძე

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ კონკურენციის თემატიკით დაინტერესებული საკონსულტაციო კომპანიების, სამეცნიერო წრის და არასამთავრებო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

„2014 წელს საქართველოს პარლამენტმა „კონკურენციის შესახებ“ კანონში ცვლილებების დამტკიცებით შექმნა და საფუძველი ჩაუყარა უწყებას, რომელიც ქვეყანაში კონკურენციის პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს. სწორედ 6 წლის წინ, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერითა და რეფორმების ეფექტიანად გატარების გზით იწყება ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრირების პროცესი. ახლახანს გამოქვეყნდა - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის ანგარიში, სადაც საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ წარმატებით განხორციელებულ აქტივობებზე ვრცლად არის საუბარი. ასოცირების შეთანხმების, ისევე როგორც DCFTA-ის კონკურენციის ერთ-ერთ თავში ყურადღება კონკურენციის სამართლის ეფექტიანი აღსრულების მნიშვნელობაზე მახვილდება. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქმედო გეგმის მიხედვით, ამ წლების განმავლობაში, კონკურენციის სააგენტოს მიერ აღებული ვალდებულებები სრულყოფილად იქნა შესრულებული“, - განაცხადა ლექვინაძემ. 

მისი თქმით, კონკურენცია არის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის და უწყება რესურსის გამოყენებით მაქსიმუმს გააკეთებს. „ჩვენი დღევანდელი სამუშაო შეხვედრაც არის წინაპირობა და საშუალება იმისა, რომ სამომავლოდ სააგენტოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება დაცული იყოს სავარაუდო რისკებისგან. ჩვენი მთავარი ამოცანაა ყველა მხარის უფლება - სამართლიანი კონკურენციის პირობების ფორმატში იყოს მკაცრად დაცული, გარანტირებული და სააგენტოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, მიღებული გადაწყვეტილებები თითოეულმა მომხმარებელმა საკუთარ კეთილდღეობაზე იგრძნოს. საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიზანი და ამოცანა არ არის ვინმეს დასჯა. პირიქით, ჩვენი მიზანია კონკურენციის ხელშწყობა, დაცვა და ამ მიზნით: შესაბამის ბაზრებზე, ეკონომიკური აგენტებისათვის თავისუფალი დაშვების შესაძლებლობის შექმნა; სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა; საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა და ყველა ტიპის ანტიკონკურენციული შეთანხმების, ქმედების გამოვლენა და აღკვეთა“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა, სადაც განხილულ იქნა ქვეყანაში კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების პრაქტიკული მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები და სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. 

ყველა სიახლე

გური სულთანიშვილი

26 სექტემბერი 2020, 00:59

საზოგადოება

გური სულთანიშვილი: თუ ადრე ინფორმაცია იყო ყველაზე მთავარი რამ, დღეს ინფორომაციისგან დაცვაა მთავარი

ჩვენ გვაქვს ფეიკნიუსთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლის ევროპული გამოცდილება, რომელიც ერთი მხრივ კონცეპტუალურად ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ფეისბურგი“ ფილოსოფოსმა, გური სულთანიშვილმა განაცხადა. „ევროპული კანონმდებლობა გარკვეულწილად იცვლება და ამბობენ, რომ დღევანდელი მთავარი გამოწვევა არის ფეიკნიუსი. თუ ადრე ინფორმაცია იყო ყველაზე მთავარი რამ, დღეს ინფრომაციისგან დაცვაა მთავარი. დღეს 2

26 სექტემბერი 2020, 00:58

ტაბლოიდი

იტალიელ ფეხბურთელ მარიო ბალოტელისა და მსახიობ ალეასია მესინას ნიშნობა ჰქონდათ

იტალიელი ფეხბურთელი მარიო ბალოტელი 27 წლის მსახიობზე ალეასია მესინაზე დაინიშნა. ბალოტელიმ ის სულ რაღაც ერთი თვის წინ გაიცნო, თუმცა წყვილი ძალიან მალე დაახლოვდა და ორი კვირის წინ ფეხბურთელი სიცილიაზე გოგონას მშობლების გასაცნობად იმყოფებოდა.

ვირთხა

26 სექტემბერი 2020, 00:49

ტაბლოიდი

კამბოჯაში სპეციალურად გაწვრნთილმა ვირთხამ 39 ნაღმი იპოვა 🐀

კამბოჯაში გაწვრნთილმა ვირთხამ 39 ნაღმი და 28 სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა იპოვა, რის გამოც საქველმოქმედო ორგანიზაცია PDSA-ის საპატიო ჯილდო მიიღო.

26 სექტემბერი 2020, 00:48

სპორტი

ინგლისის რაგბის კავშირი გაკოტრების პირასაა

ინგლისის რაგბის კავშირში კრიზისული მდგომარეობა მას შემდეგ შეიქმნა, რაც მთავრობამ 1-ელი ოქტომბრისთვის სტადიონებზე გულშემატკივრის დაბრუნების დაგეგმილი პროცესი შეაჩერა.

გური სულთანიშვილი

26 სექტემბერი 2020, 00:48

პოლიტიკა

გური სულთანიშვილი: პანდემიის დროს ინტერნეტში „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული აქტივისტების ძირითად სამიზნეებად ექიმები იქცნენ

ბოლო პერიოდში, კორონავირუსის პანდემიის დროს ინტერნეტში „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული აქტივისტების ძირითად სამიზნეებად ექიმები იქცნენ. ამ დროს საქართველოს კრიზისმენეჯმენტი იყო ძალიან მაგარი და მთავარი შეტევა სწორედ მმართველ გუნდსა და ექიმებზე მოდიოდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ფეისბურგი“ ფილოსოფოსმა, გური სულთანიშვილმა განაცხადა.

26 სექტემბერი 2020, 00:42

მსოფლიო

CNN: დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ემი კონი ბარეტს წარადგენს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ემი კონი ბარეტს წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი „რესპუბლიკურ პარტიაში“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2020, 00:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის 60% -ს მივიღებთ

ვერცერთი პარტია ვერ ბედავს იმის თქმას, რომ მოიგებს არჩევნებს „ქართული ოცნების“ უპირატესობა იმდენად დიდია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის 60% მივიღებთ, თავისი პლიუს მინუსით, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2020, 00:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ომბუდსმენზე: 5 წელია ერთი სახელი და გვარი ვერ დამიდგინე და 5 წელია საუბრობ დაშინებაზე და მუქარაზე, სირცხვილი არაა?

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „ღამის კურიერის“ ეთერში ომბუდსმენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საარჩევნოდ დაშინებებზე და ზეწოლაზე საუბრობდა.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2020, 00:33

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე დავით გარეჯზე: შემიძლია დავაყენო წინადადება, მოთხოვნაც კი, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჰქონდეს საზოგადოებას

მეც არ ვიცი, სამწუხაროდ, დეტალები. ალბათ საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიწოდება და აუცილებლად მიაწვდის ხელისუფლება ამ ინფორმაციას საზოგადოებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც ასეთ მგრძნობიარე საკითხზე ვსაუბრობთ, საზოგადოებას რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.

სტეფანო დომენიკალი

26 სექტემბერი 2020, 00:10

სპორტი

„ფორმულა ერთს“ „ფერარის“ ყოფილი პრეზიდენტი სტეფანო დომენიკალი უხელმძღვანელებს

იტალიელი ფუნქციონერი პოსტს ახალი სეზონის დაწყებამდე ჩაიბარებს. სტეფანო დომენიკალი ჩეიზ კერის შეცვლის. 55 წლის დომენიკალი ამჟამად სპორტული ავტომობილების მწარმოებელ იტალიურ კომპანია „ლამბორგინის" ხელმძღვანელია და იმავდროულად, ერთადგილიანი სარბოლო ავტომობილების კომისიასაც უძღვება.

ირაკლი ჩიქოვანი

25 სექტემბერი 2020, 23:46

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: პრემიერის გზავნილები მიმართული იყო მშვიდობიანი გზით ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებისკენ

გაეროს 75-ე გენერალური ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ მინისტრის მიმართვას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

დავით ზალკალიანი

25 სექტემბერი 2020, 23:35

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო ყოვლისმომცველი და ყველა აქტუალურ საკითხს ეხებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო ყოვლისმომცველი და ის თავის გამოსვლაში შეეხო ყველა იმ საკითხს რომელიც აქტუალურია, როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ასევე საქართველოსთვის, - ასეთი შეფასება მისცა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას.

25 სექტემბერი 2020, 23:33

სამართალი

გლდანის საპატიმროს დირექტორმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მისი დაკითხვის მოთხოვნით მიმართა

N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა, ნოდარ ქინქლაძემ და მისმა მოადგილემ, როინ დეკანოიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მათი დაკითხვის მოთხოვნით მიმართეს. ამასთან დაკავშირებით, პენიტენციური სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

25 სექტემბერი 2020, 23:29

მსოფლიო

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

უკრაინაში, ხარკოვის ოლქში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

ილია წულაია

25 სექტემბერი 2020, 23:18

პოლიტიკა

ილია წულაია „ლელოს“ ბრალდებაზე: აბსურდია, რომ თითქოს თანხა კერძო პირებზე გავასესხე

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ილიაწულაია პოლიტიკური პარტია „ლელოს“ გამოეხმაურა. დღეს „ლელომ“ გამოაქვეყნა „ქართული ოცნების“ დეპუტატების ე.წ. სია, რომლებიც „მევახშეობით“ ფულის „ხელზე გასესხებით“ არიან დაკავებულები.

ირაკლი კობახიძე

25 სექტემბერი 2020, 23:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ კოალიციის ფორმირება არ დასჭირდება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ უპირატესობა იმდენად დიდია, რომ ვერცერთი პარტია ვერ ბედავს იმის თქმას, რომ მოიგებს არჩევნებს. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 23:12

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 7 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 7 მილიონს გადააჭარბა.

საკონსტიტუციო სასამართლო

25 სექტემბერი 2020, 22:59

სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ ნიკა მელიას სარჩელი არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ ნიკა მელიას სარჩელი არ დააკმაყოფილა. ინფორმაცია ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ზაზა ლომინაძე

25 სექტემბერი 2020, 22:58

რეგიონი

ზაზა ლომინაძე: მე მაქვს ქუთაისელების მხარდაჭერის იმედი და მათი იმედების გამართლებაც ჩემი უმთავრესი მიზანია

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან აგრძელებს. ზაზა ლომინაძე მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად გუგუნავასა და სულხან საბას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატებმა ადგილობრივებთან, ხელისუფლების მიერ მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალურ პროექტებზე ისაუბრეს.

დავით ზალკალიანი

25 სექტემბერი 2020, 22:34

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი გაეროს გენასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში მაღალი დონის ღონისძიებებში მონაწილეობს

გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში მაღალი დონის ღონისძიებებში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო გერმანიისა და საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „ალიანსი მულტილატერალიზმისთვის“ და შვედეთის მიერ ინიცირებული მეგობართა ჯგუფის „მეგობრები დემოკრატიის დასაცავად” საინაუგურაციო შეხვედრაში.