imedi /  17 თებერვალი 2020, 12:59 / სანდო წყარო

ნათია თურნავა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების აღდგენას გამორიცხავს

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

„ანაკლიის განვითარების კონსურციუმთან შეწყვეტილი ხელშეკურულება არ აღდგება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კონსორციუმის სუვერენული უფლებაა, მიმართოს არბიტრაჟს. თურნავა იმედოვნებს, რომ ეს საკითხი უფრო მშვიდობიანად მოგვარდება.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტი იყო და რჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ახალი ტენდერის მომზადებაში EBRD-ისა და მსოფლიო ბანკის კონსულტანტების ჩართვა განიხილება. სამომავლოდ, უწყება მხარს დაუჭერს პროექტში ამერიკელი ინვესტორების ჩართვას.

9 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს და პორტის ასაშენებლად ახალ ინვესტორს მოიძიებს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.

ყველა სიახლე

საინფორმაციო კამპანია

29 მარტი 2020, 13:57

COVID19

მარნეულში კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია გრძელდება

მოსახლეობაში გავრცელებული მასალები აზერბაიჯანულად და სომხურად მოიცავს კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციებს, წესებს, რეკომენდაციებსა და შეზღუდვებს. მოქალაქეებს აგრეთვე დაურიგდათ სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთების, „ვრასტანისა“ და „გურჯისტანის“ სპეციალური გამოცემები საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის წესების შესახებ.

მეუფე იაკობი

29 მარტი 2020, 13:56

COVID19

მეუფე იაკობი: თუ არ დავიცავთ დადგენილ წესებს, ქვეყანა კარანტინის წინაშე აღმოჩნდება

მეუფე იაკობმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პროცესში რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა. ჟურნალისტებთან საუბარში მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ ჩვენ რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, რათა ჯანდაცვის სისტემამ გაართვას თავი გამოწვევას.

პრინცესა მარია ტერეზა

29 მარტი 2020, 13:50

COVID19

ესპანელი პრინცესა მარია ტერეზა კორონავირუსს ემსხვერპლა

კორონავირუსს ესპანელი პრინცესა მარია ტერეზა ემსხვერპლა. Daily Mail-ის ცნობით, 86 წლის პრინცესა ევროპის სამეფო ოჯახების წარმომადგენლებს შორის კორონავირუსის პირველი მსხვერპლი გახდა.

საირმე

29 მარტი 2020, 13:35

COVID19

საირმის საკარანტინო ზონა ინკუბაციური პერიოდის გასვლის გამო 30-მა ადამიანმა დატოვა

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, საჩხერეში 52 მოქალაქეა, აქედან 30 მარნეულის მკვიდრია. საირმის კარანტინი ინკუბაციური პერიოდის გასვლის გამო 30-მა მოქალაქემ დატოვა.ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 186 მოქალაქე, „წყალტუბო პლაზაში“ - 92, წყალტუბოს ყოფილი სამხედრო სანატორიუმში კი 75 ადამიანია.

მეუფე შიო

29 მარტი 2020, 13:32

COVID19

მეუფე შიო: დავარქვათ ამას მწარე წამალი, რაც იმისთვის ხდება, რომ ადამიანი გამოსწორდეს

„მართლმადიდებლები და არამხოლოდ, ასევე პოლიტიკოსებიც არაერთი ქვეყნისა სინანულზე საუბრობენ. ფიქრობენ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს მიზეზი ამ უბედურებისა - ხომ არ შევცოდეთ ჩვენ“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

მაიკლ ჯორდანი

29 მარტი 2020, 13:29

სპორტი

გამოკითხვის თანახმად, ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენად მაიკლ ჯორდანი დასახელდა

ავტორიტეტულმა ვებგვერდ TheTopTens-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენად NBA-ის ექვსგზის ჩემპიონი მაიკლ ჯორდანი დასახელდა. მეორე და მესამე ადგილებზე ამერიკელი მოკრივე მუჰამედ ალი და კანადელი ჰოკეისტი უეინ გრეტცკი გავიდნენ. ფეხბურთელები ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ მე-14 და მე-15 ადგილებს დასჯერდნენ, რეიტინგში ერთადერთი ქალი სპორტსმენი კი ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი აღმოჩნდა ().

ილია მეორე

29 მარტი 2020, 13:20

საზოგადოება

პატრიარქი: მსოფლიო დიდ განსაცდელშია, თუმცა მწუხარება სიხარულით შეიცვლება

„მსოფლიო დიდ განსაცდელშია, თუმცა მწუხარება სიხარულით შეიცვლება“, - ამის შესახებ კათალიკოს-პატრიარქმა ბოდბეში განაცხადა,სადაც საკვირაკო წირვა ჩატარდა. „დიდ განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღცთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს. მწუხარება სიხარულით შეიცვლება. ღმერთმა დაგლოცოთ"- ბრძანა ქადაგების დროს უწმინდესმა და უნეტარესმა“.

ტოკიო 2020

29 მარტი 2020, 13:12

სპორტი

ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონია შესაძლოა 2021 წლის 23 ივლისს გაიმართოს

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია, შესაძლოა, 2021 წლის 23 ივლისს გაიმართოს. ამის შესახებ გამოცემა New York Times-ი წერს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტმა თამაშების ჩატარების ახალი ვადების შესახებ გადაწყვეტილება უახლოესი სამი კვირის განმავლობაში უნდა მიიღოს. კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა 30 მარტს არის ჩანიშნული.

თსუ

29 მარტი 2020, 13:06

COVID19

თსუ-ს ფსიქოლოგები მოქალაქეებს პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევენ

თსუ-ს ფსიქოლოგები მოქალაქეებს პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევენ. ინფორმაცია ამის შესახებ უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

საუნივერსიტეტო კლინიკა

29 მარტი 2020, 12:59

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფ სამ პაციენტს კორონავირუსის ნიშნები აღარ აქვს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსის ნიშნები აღარ აქვს და, სავარაუდოდ, მალე ისინი გამოჯანმრთელებულებად ჩაითვლებიან. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს.

თენგიზ კალანდაძე

29 მარტი 2020, 12:38

COVID19

თენგიზ კალანდაძე: ბოლნისიდან და მარნეულიდან შემოსულ პროდუქტს განსაკუთრებული დამუშავება არ სჭირდება

საკარანტინო ზონიდან, მარნეულიდან და ბოლნისიდან პროდუქციის გატანა არ შეფერხებულა. იქ მიმდინარეობს რძის, ფრინველისა და კვერცხის, ფქვილის წარმოება, ეს პროდუქცია ჩვეულებრივად გამოდის ამ რაიონებიდან. არანაირი განსაკუთრებული დამუშავება ამ პროდუქტს არ სჭირდება, - ამ საკითხებზე ტელეკომპანია „იმედის“ „დილის შოუში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, თენგიზ კალანდაძემ ისაუბრა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალი

29 მარტი 2020, 12:31

COVID19

გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა პაციენტების მდგომარეობაზე ისაუბრა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეისთვის 50 პაციენტი იმყოფება. აქედან 29 სამხედრო მოსამსახურეა და 12 სამოქალაქო პირი. გუშინ 28 სამხედრო დაუბრუნდა თავის ქვედანაყოფებს. ჯანდაცვის და თავდაცვის სამინისტროების კოორდინაციით, ყველა კონტაქტი დადგენილია, გამოკვლეულია და დაკვირვება მიმდინარეობს.

ზურაბ მხეიძე

29 მარტი 2020, 12:16

COVID19

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს კორონავირუსზე ისე, რომ მათთვის ეს გასაგები და ნაკლებად შემაშფოთებელი იყოს

როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს კორონავირუსზე და შესაძლო საფრთხეებზე ისე, რომ მათთვის ეს გასაგები და ნაკლებად შემაშფოთებელი იყოს, - ამ საკითხებზე ტელეკომპანია „იმედის“ „დილის შოუში“ ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ ისაუბრა.

29 მარტი 2020, 12:06

სამართალი

სამცხე-ჯავახეთში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი - 1954 წელს დაბადებული ს.პ. და 2001 წელს დაბადებული ა.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობაში ედებათ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კორონავირუსი

29 მარტი 2020, 11:43

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსმა ჩინეთში 5 ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს. გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 45 ახალი შემთხვევა. სულ კორონავირუსით ჩინეთში 3 300 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რიცხვი 81 439-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 75 448 პაციენტი.

29 მარტი 2020, 11:34

COVID19

რუსეთში დღეიდან უქმე დღეებია გამოცხადებული

რუსეთში დღეიდან უქმე დღეებია გამოცხადებული. მოსკოვში დახურულია რესტორნები, კინოთეატრები, სავაჭრო ცენტრები, მუშაობს მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები. ქალაქში გადაადგილება შეზღუდული არაა, თუმცა მთავრობა მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

კორონავირუსი

29 მარტი 2020, 11:21

COVID19

სომხეთში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის ინფორმაციით, ინფექციას 55 წლის ქალი და 73 წლის კაცი ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 407 შემთხვევაა დაფიქსირებული, 3 ადამიანი გარდაიცვალა, 30 კი გამოჯანმრთელდა.

ბოდბე

29 მარტი 2020, 11:06

საზოგადოება

ილია მეორე ბოდბეში ჩავიდა

კათოლიკოს პატრიარქი კახეთში ჩავიდა. ილია მეორე საკვირა წირვას ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღავლენს. მრევლის განცხადებით, ისინი ითვალისწინებენ რეკომენდაციებს და დისტანციას იცავენ.

ბათუმი

29 მარტი 2020, 10:57

COVID19

ბათუმში, კორონავირუსით დაინფიცირებული 70 წლის კაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ბათუმში, კორონავირუსით დაინფიცირებული 70 წლის კაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის კლინიკა „მედალფაში” მართვით სუნთქვაზეა. პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს. ორმხრივი პნევმონია აქვს კიდევ ერთ პაცინეტს, შუახნის ქალის მდგომარებას მედიკოსები საშუალოდ აფასებენ. სულ ბათუმში 7 პირია COVID 19 -ით ინფიცირებული. ისინი ორ კლინიკაში არიან გადანაწილებულები. ხუთი პაციენტის შემთხვევაში ვირუსი მინიმალური სინტპტომებითაა გამოხატული.

მარინა ეზუგბაია

29 მარტი 2020, 10:33

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა

„დილის მონაცემებით, ქვეყანაში 90 დადასტურებული შემთხვევაა. გუშინ გამოვლენილი ექვსი შემთხვევიდან ჩვენთან არც ერთი არ იმყოფება. გუშინ ჩვენთნ 14 ტესტირება გაკეთდა, ყველას პასუხი იყო უარყოფითი. 2 პაციენტთან განმეორებითი ტესტირება უარყოფითია და ისინი დღეს დატოვებენ კლინიკას, შესაბამისად 18-ს მიაღწევს გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, აქედან 17 ჩვენთან გადიოდა მკურნალობას“, - განაცხადა ეზუგბაიამ.