imedi /  19 თებერვალი 2020, 14:46 / სანდო წყარო

გადამუშავებული ტვირთების რაოდენობით ფოთის საზღვაო ნავსადგური ლიდერობს

ფოთის პორტი

2019 წელს საქართველოს საზღვაო ნავსადგურებმა და საზღვაო ტერმინალებმა 17.2 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 2.1 მლნ ტონით აღემატება.

ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს გაიზარდა ნავსადგურებში კონტეინერების გადამუშავების მაჩვენებელიც. კერძოდ, 2019 წელს საზღვაო ნავსადგურებმა 647 816 ერთეული კონტეინერი გადაამუშავა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 193 878 ერთეულით აღემატება.

გადამუშავებული ტვირთების მოცულობით ფოთის ნავსადგური ლიდერობს, რომელმაც გასულ წელს 8.6 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა, მეორე ადგილზეა სუფსის საზღვაო ტერმინალი, რომელიც 2019 წელს 3.7 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურა. 3.2 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა გასულ წელს ბათუმის ნავსადგურმა, 1.6 მლნ ტონა კი ყულევის ტერმინალმა.

ჯამურად, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს სატრანსპორტო დარგებმა 42.3 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც 2018 წლის მონაცემს მხოლოდ 0.2 მლნ ტონით აღემატება.

სატრანსპორტო დარგებიდან, გადაზიდული ტვირთების მოცულობით, საავტომობილო ტრანსპორტი ლიდერობს, რომელიც 2019 წელს 31.4 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურა. მეორე პოზიციას ამ მიმართულებით სამოქალაქო ავიაცია იკავებს. სამოქალაქო ავიაციით, 2019 წელს 24.9 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდეს, 10.9 მლნ ტონა ტვირთს კი რკინიგზა მოემსახურა.

ყველა სიახლე

რუმინეთი

19 სექტემბერი 2020, 23:45

მსოფლიო

პოლიციამ რუმინეთში €2.7 მილიონის ღირებულების მოპარული წიგნები იპოვა

პოლიციამ რუმინეთში, რეიდისას €2.7 მილიონის ღირებულების მოპარული წიგნები იპოვა. წერს Euronews-ი. 3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წიგნები ლონდონის მახლობლად, საცავიდან მოიპარეს. პოლიციამ დაახლოებით 200-მდე წიგნი ამოიღო, რომელთა საერთო ღირებულება £2.5 მიოლიონს შეადგენს. ოპერაცია ქალაქგარეთ მდებარე სახლში ჩატარდა.

19 სექტემბერი 2020, 23:29

ეკონომიკა

სამთავრობო პროგრამაში „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ინვესტირებულია 300 მილიონი ლარი. ამ თანხამ დაახლოებით 2 მლრდ 700 მილიონამდე კერძო და საბანკო რესურსი მოიზიდა

COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, მიმდინარე სამეურნეო წელი, უხვმოსავლიანობის თვალსაზრისით, გამორჩეულია. როგორც დარგის ექსპერტები აცხადებენ, ამაში დიდი წვლილი სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილმა პროგრამებმა შეიტანა განვლილ პერიოდში, სახელმწიფო პროგრამაში „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ინვესტირებულია 300 მილიონი ლარი.

19 სექტემბერი 2020, 23:24

ეკონომიკა

2012 წლიდან დღემდე, სოფლის მეურნეობაში იმპორტის შემცირებისა და ექსპორტის ზრდის გამო, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $400 მილიონით შემცირდა

გადაცემამ „ბიზნესი იმედზე“ სოფლის მეურნეობაში არსებული ტენდენციები შეაჯამა. ხორბალი, ატამი და ვაშლატამა, ვაშლი, თხილი, ყურძენი - ამ კულტურებში წელს მოსავალიც კარგია და პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავალიც.

ნაომი ოსაკა

19 სექტემბერი 2020, 22:47

სპორტი

იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა, როლან გაროსის პრესტიჟულ გათამაშებას გამოტოვებს

ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონი ნაომი ოსაკა როლან გაროსის პრესტიჟულ გათამაშებას გამოტოვებს. ამის მიზეზი ბარძაყის ტრავმაა, რომელიც იაპონელმა ჩოგბურთელმა ვიქტორია აზარენკასთან ფინალური შეხვედრისას მიიღო.

19 სექტემბერი 2020, 22:27

სპორტი

ლიბანელი ფეხბურთელი მოჰამედ ატვი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა

ბეირუთის ქუჩებში ერთი თვის წინ, აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნის საპატივცემულოდ ისროლეს და ერთი ტყვია თავში ფეხბურთელს მოჰამედ ატვი შემთხვევით მოხვდა.

19 სექტემბერი 2020, 22:15

სპორტი

გარეტ ბეილი მადრიდის „რეალიდან“ „ტოტენჰემში“ გადავიდა

31 წლის უელსელმა ფეხბურთელმა ლონდონის კლუბთან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინგლისელები ფეხბურთელს ხელფასის მესამედს გადაუხდიან, დანარჩენ თანხას კი მადრიდელები დაფარავენ.

შალვა კერესელიძე

19 სექტემბერი 2020, 21:50

პოლიტიკა

მცხეთა-მთიანეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა

შალვა კერესელიძე ყაზბეგში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მცხეთა-მთიანეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სნოს ხეობის სოფლების და ყაზბეგში გერგეტის უბნის მცხოვრებლებს შეხვდა. კანდიდატის პრესსამსახურის ცნობით, შალვა კერესელიძემ მოსახლეობისგან არსებული საჭიროებები პირადად მოისმინა და გადაჭრის გზებზე ადგილობრივებთან ერთად იმსჯელა.

19 სექტემბერი 2020, 21:47

თავდაცვა

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი გაიხსნა

დღეიდან, ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია იმსახუროს საქართველოს თავდაცვის ძალებში, შესაძლებლობა ექნება საწყისი საბრძოლო მომზადება თანამედროვე სტანდარტის, უახლესი ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობილ სამხედრო ბაზაზე გაიაროს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი ჩიქოვანი

19 სექტემბერი 2020, 21:45

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქიოვანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩასა და კოკში მოსახლეობას შეხვდა

ზუგდიდში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ხურჩასა და კოკში შეხვდა. კანდიდატის პრესსამსახურის ცნობით, მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლოებას ის გეგმები გააცნო, რის განხორციელებასაც გამარჯვების შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაიწყებს.

კახა კახიშვილი

19 სექტემბერი 2020, 21:24

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: კოალიციური მთავრობის შექმნის მოლოდინი არ მაქვს

კახა კახიშვილი კოალიციური მთავრობის ალბათობას არ უშვებს. ამის შესახებ ისანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. მისი თქმით, კოალიციური მთავრობის შედეგად არც ერთი ქვეყანა არ დანგრეულა და საქართველოსაც ახსოვს კოჰაბიტაციის პერიოდი.

კახა კახიშვილი

19 სექტემბერი 2020, 21:09

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: ქვეყანაში საარჩევნო გარემო უკეთესობისკენ შეიცვალა

ქვეყანაში საარჩევნო გარემო უკეთესობისკენ შეიცვალა. კერძოდ ცვლილებებია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და საჩივრების მიღების წესებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამ დაიხვეწა, - ამის შესახებ ისანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

კახა კახიშვილი

19 სექტემბერი 2020, 21:08

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: აქ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების არ მჯერა

კახა კახიშვილს საქართველოში ჩატარებული ასეთი კვლევების არ სჯერა. ამის შესახებ ისანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. არასდროს არ მჯეროდა სოციოლოგიური კვლევების. 47 წლის კაცი ვარ და არ მახსოვს, ვინმეს რამე ეკითხა. როგორ მოხდა ისე, რომ არც ერთ სოციოლოგიურ კვლევაში ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომელიც ჩემთან რაღაც საკითხით მოვიდა.

ბათუმი

19 სექტემბერი 2020, 20:45

რეგიონი

აჭარაში 400-ზე მეტ ტურისტულ ობიექტს კოვიდსტანდარტების გაუმჯობესებაში გიდები ეხმარებიან

როგორ დავიცვათ კოვიდსტანდარტები და ჰიგიენის ნორმები ტურისტების მიღებისას - ამ საკითხებთან დაკავშირებით აჭარაში გიდები კონსულტაციებს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს უწევენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის გიდების დროებითი დასაქმების პროექტის ფარგლებში გიდებმა 400-ზე მეტი ტურისტული ობიექტის მეპატრონეს მიაწოდეს ინფორმაცია თუ როგორ უმასპინძლონ ტურისტებს უსაფრთხოდ კოვიდის პირობებში.

19 სექტემბერი 2020, 20:36

სამართალი

კასპში დაჭრილი კაცის მდგომარეობა სტაბილურია

კასპში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი კაცის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კახა კახიშვილი

19 სექტემბერი 2020, 20:30

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: კატეგორიული წინააღმდეგი ვარ აგრესიული და ბინძური კამპანიის

„აგრესიული საარჩევნო კამპანიის მომხრე არ ვარ - როდესაც წარმადგინეს, ოპონენტებსაც კი ვთხოვე, თუ გნებავთ შევხდეთ და გავიაროთ ის თამაშის წესები, რომელიც გვექნება საარჩევნო კამპანიის პერიოდში“, - ამის შესახებ ისანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. მისი თქმით, თუ შტაბების დონეზე იქნება რეაგირება, ეფექტიც მეტია.

არჩილ თალაკვაძე

19 სექტემბერი 2020, 20:14

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანაში დაცულია მშვიდობა და სტაბილურობა და ეს ყველაზე უკეთ სწორედ ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა, თქვენი, საზოგადოების მხარდაჭერით შეძლო

„ჩვენ დღეს ვიმყოფებით ისტორიულ ადგილას და შესაძლოა ეს დღეც შევიდეს ისტორიაში როგორც დღე, როდესაც სამომავლო და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ვისაუბრეთ. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი, ჩვენ გვყავს გამოცდილი და ძლიერი ლიდერები, გვაქვს ხალხის ძლიერი მხარდაჭერა და რაც მთავარია, ვაკეთებთ ქვეყნისთვის საჭირო საქმეს. მადლობა მხარდაჭერისთვის, ერთად საქართველოს წარმატებისთვის!” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წყალტუბოში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. არჩილ თალაკვაძემ დამსწრეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მიღწეულ შედეგებზე, განხორციელებულ რეფორმებსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ზურაბ რამაზაშვილი

19 სექტემბერი 2020, 20:05

ეკონომიკა

ზურაბ რამაზაშვილი: ყურძნის სუბსიდირება მომგებიანია როგორც ღვინის კომპანიისთვის, ასევე ყურძნის ჩამბარებლისთვის

​„რთველი 2020“- კახეთში გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. უკვე გადამუშავებულია 90 ათასზე მეტი ტონა ყურძენი. მოსავლის საპროგნოზო რაოდენობა კი, 300 ათასი ტონაა. მიმდინარე წელს, პანდემიის გამო მევენახეობა-მეღვინეობის დარგი მნიშვნელოვნად დაზარალდა. მათ მხარდასაჭერად, მთავრობა „რქაწითელისა“ და „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირებას ახორციელებს. კილოგრამზე 30 თეთრის სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1 000 ტონა „რქაწითელს“ ან „კახურ მწვანეს“ და ფერმერს 1 კილოგრამში არანაკლებ 80 თეთრს გადაუხდის.

19 სექტემბერი 2020, 19:55

ეკონომიკა

წელს ვაშლის მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, 3-ჯერაა გაზრდილი და დაახლოებით 120 ათასი ტონა იქნება

სამეგრელოში თხილს, ქართლში კი ვაშლის მოსავალს აბინავებენ. წელს, პროგრამა „დანერგე მომავალის“ ფარგლებში გაშენებული ბაღები პირველი მოსავლის მოცემას იწყებს. ახალი, ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ბაღებიდან მიღებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოსავალი, 30 ათას ტონას გაუტოლდება. არასტანდარტული ვაშლის მქონე ფერმერების მხარდასაჭერად, სახელმწიფომ სუბსიდირების პროგრამა შეიმუშავა.

19 სექტემბერი 2020, 19:52

საზოგადოება

კომპანია „PHARMIN“-ი: გაკვირვებული ვართ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ანონსის შინაარსით - ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს

„გაკვირვებულები ვართ ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში გასული ანონსის შინაარსით, რომელშიც ყოველგვარი არგუმენტების გარეშე საუბარია საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე ურუგვაიში დაფუძნებულ ჩვენს კომპანიასთან“, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

არჩილ თალაკვაძე

19 სექტემბერი 2020, 19:49

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევს საქართველო, რუსეთი ცდილობს მეტად შეუშალოს მას ხელი

„რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება არის შესაძლებელი მას შემდეგ, რაც მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და რუსეთის ჯარისკაცები, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ორ რეგიონში, დატოვებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება უკვე საუბარი ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზაციაზე“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.