imedi /  24 თებერვალი 2020, 17:35 / სანდო წყარო

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო გაძვირდა

ოქროს ზოდები

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი ბოლო თვეების მაქსიმუმზეა. „ტრუას უნციის“ (31,1035 გრამი) ფასი $1690-ია. ნიუ-იორკის ბირჟაზე ოქროზე მარტის ფიუჩერსები 2,52%-ით გაძვირდა.

ასევე 1,7 %-ით გაძვირდა ვერცხლი და უნციაზე $ 18,84 შეადგინა. ექსპერტები ძვირფასი მეტალების გაძვირებას კორონავირუსის საფრთხეს უკავშირებენ. 

2019 წლის იანვრის მონაცემებით, მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი ბოლო 8 თვის მაქსიმუმზე იყო. „ტრუას უნციის“ (31,1035 გრამი) ფასი 1300 დოლარს შეადგენდა.

2019 წლის აგვისტოს მონაცემებით, ლონდონისა და ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟებზე ოქროს ფიუჩერსის ღირებულება 1,2%-ით გაიზარდა, ტრუას უნციისთვის (31,1 გრამი) $1,500 აშშ დოლარი შეადგინა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ოქროს ფასზე გავლენა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელების პროგნოზმა იმოქმედა. ინვესტორებმა საკუთარი აქტივების დაცვა დაიწყეს.  

ყველა სიახლე

19 სექტემბერი 2020, 19:38

სამართალი

კასპში 45 წლამდე კაცი მოკლეს

მკვლელობა მოხდა კასპში. გრიშაშვილის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 60 წელს გადაცილებულმა კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით 45 წლამდე კაცი მოკლა, რომელიც მასთან მანქანის შესაღებად იყო მისული.

არჩილ თალაკვაძე

19 სექტემბერი 2020, 19:28

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: 2012 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების მხრივ

„2012 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა დემოკრატიული რეფორმები სასამართლოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების განმტკიცების მხრივ და სწორედ ამიტომ არის, რომ როგორც სტრასბურგში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა არის მკვეთრად შემცირებული, ასევე გაუმჯობესებულია ბალანსი სასამართლო დავებში მოქალაქეების სასარგებლოდ, რაც ობიექტურად ჩანს სასამართლოს მუშაობის სტატისტიკაში. ჩვენ რეფორმების 4 ეტაპი გვქონდა, ახლა ვახორციელებთ მეოთხე ტალღას და სწორედ ახლა პარლამენტში განიხილება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვან საკითხს - მოსამართლეების დანიშვნას უკავშირდება. ეს არის მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დასაბუთების, გასაჩივრების და კენჭისყრის საკითხები“, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გივი ჭიჭინაძე

19 სექტემბერი 2020, 19:19

პოლიტიკა

გივი ჭიჭინაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ქვეყანაში სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტი, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი

წყალტუბო, თავისი უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტებით, ჯერ კიდევ შუა ცნობილია. სამთავრობო გუნდთან ერთად ვიწყებთ არსებული სანატორიუმების აღდგენას , სამედიცინო ტურიზმის განვითარებას , რათა მოვიზიდოთ მეტი დამსვენებელი და ტურისტი, დავუბრუნოთ წყალტუბოს ძველი დიდება და თანამედროვე ევროპულ კურორტად გადავაქციოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გივი ჭიჭინაძემ წყალტუბოში, წარდგენაზე განაცხადა.

19 სექტემბერი 2020, 19:15

ეკონომიკა

ატმისა და ვაშლატამას კარგი მოსავლისა და გაზრდილი ექსპორტის გამო წელს სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმა დაახლოებით 120 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს

გადაცემამ „ბიზნესი იმედზე“ სოფლის მეურნეობაში არსებული ტენდენციები შეაჯამა. კოვიდ-19 პანდემიის მიუხედავად, მიმდინარე სამეურნეო წელი, უხვი მოსავლის თვალსაზრისით, გამორჩეულია. ატამი და ვაშლატამა, თხილი, ვაშლი, ყურძენი - ამ აგროკულტურებში წელს მოსავალიც კარგია და პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავალიც მაღალია.

თანაინვესტირების ფონდი

19 სექტემბერი 2020, 19:07

პოლიტიკა

თანაინვესტირებს ფონდი: ბიძინა ივანიშვილს და მისი ინიციატივით დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდს, კავშირი არ აქვს ურუგვაიში არსებულ წარმოებასთან

თანაინვესტირების ფონდი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას თითქოს თითქოს ბიძინა ივანიშვილი, სამხრეთ ამერიკაში, კანაფის კულტივაციის პროექტის ავტორი და ინვესტორია. ამასთან დაკავშირებით თანაინვესტირების ფონდი განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სამხრეთ ამერიკაში, კანაფის კულტივაციის პროექტის ავტორი და ინვესტორია.

კახა კალაძე

19 სექტემბერი 2020, 18:49

პოლიტიკა

კახა კალაძე: წყალტუბოს აღმშენებლობა ათობით ათას სამუშაო ადგილს შექმნის, ქალაქს ასობით ათასი ტურისტის მიღება შეეძლება, რაც განვითარებულ ტურიზმს, ეკონომიკას, მეტი სიმდიდრის გაჩენას ნიშნავს

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენს წინაშე, საკუთარ სამშობლოზე შეყვარებული, მშრომელი მომავლის იმედით აღსავსე ხალხის წინაშე წარდგომა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ წყალტუბოში პარტიის სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა.

19 სექტემბერი 2020, 18:47

ეკონომიკა

„თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ დირექტორი: 50 ათასი ტონა თხილი ნიშნავს 300 მილიონ ლარს, რომელიც დასავლეთ საქართველოს მეთხილეების ოჯახებში შევა

ატამისა და ვაშლატამას წარმატებული სტარტი სოფლის მეორნეობაში ასევე წარმატებულად გაგრძელდება. წელს თხილის მოსავალი, წლების შემდეგ, რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც წარმატებულია. დარგის მხარდასაჭერად დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „თხილის მწარმოებელთა ასოაციაციასთან“ ერთად შეიმუშავა თხილის გადარჩენის სახელმწიფო პროგრამა. ასოციაციას გადაეცა 2 500 ერთეული თხილის შესაწამლი აპარატი.

19 სექტემბერი 2020, 18:46

რეგიონი

მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაო მიმდინარეობს

ადგილზე დილიდან მობილიზებულია ტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაო. ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე მოძრაობა სრულად აღდგენილია. ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებთან მისასვლელი გზები უმოკლეს დროში გაიხსნება.

გიორგი გახარია

19 სექტემბერი 2020, 18:39

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ძალიან დიდი იმედი გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ახალი ინიციატივის - წყალტუბოს განახლების პროექტის მხარდაჭერის, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს წყალტუბოს და მთლიანად იმერეთის რეგიონს

წყალტუბო, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე, საქართველოს ბრილიანტია და მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ბუნებაზე. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანები, ყველაზე მნიშვნელოვანი ხართ თქვენ, თუმცა ეს ბუნება საქართველოსთვისაც შეუდარებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, წყალტუბოში, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის და ხონის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა.

19 სექტემბერი 2020, 18:38

რეგიონი

ირაკლი ქადაგიშვილი ყვარელში ფერმერებს, მეწარმეებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, მმართველი პარტიის კანდიდატი ყვარელში ჩავიდა და ფერმერებს, მეწარმეებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

არჩილ თალაკვაძე

19 სექტემბერი 2020, 18:14

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდება და რუსეთის ჯარისკაცები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ

ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდება და რუსეთის ჯარისკაცები, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ორ რეგიონში, დატოვებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

ალექსანდრე მოწერლია

19 სექტემბერი 2020, 17:48

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია: წალენჯიხაში ინწრას ხეობა, ჩხოროწყუში ლუგელას ხეობა და მარტვილში ლებარდე - სამეგრელოში ტურიზმის განვითარებისთვის დამატებით შესაძლებლობებს იძლევა

„საჭიროა, სრულად გამოვიყენოთ ის ტურისტული პოტენციალი, რაც სამეგრელოს გააჩნია. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, ჩვენ ძალიან მდიდრები ვართ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიცაა მარტვილის კანიონი“.

ლევან კორღალიძე

19 სექტემბერი 2020, 17:45

სპორტი

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მთავარ მწვრთნელად ლევან კორღალიძე დაინიშნა

ლევან კორღალიძემ ამ თანამდებობაზე თემურ შალამბერიძე შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდი ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის „აპოლონთან“ 1:5 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

19 სექტემბერი 2020, 17:41

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი 148 ადამიანს გამოუვლინდა, ორი ინფიცირებული კი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 148 ადამიანს გამოუვლინდა, ორი ინფიცირებული გარდაიცვალა, 177 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 39 042 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 574 ადამიანი. ვირუსისგან 36 281 პაციენტი განიკურნა.

ალექსანდრე მოწერელია

19 სექტემბერი 2020, 17:40

ეკონომიკა

ალექსანდრე მოწერელია: მე ვიქნები ერთ-ერთი ლობისტი, რომ ჩაის კულტურას უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ გადაცემის „ბიზნესი იმედზე“ რუბრიკაში „ჰოლონის პირისპირ“ თავისი სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. „პირველ რიგში, აუცილებელია რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება. ამაზე პარლამენტში მოგვიწევს საუბარი. საქართველოს რეგიონებს სწრაფი და თანაბრი განვითარება სჭირდება. სწორედ ეს არის მთავარი საკითხი და პარლამენტია სწორედ ის ასპარეზი, სადაც ამ საკითხზე უნდა დაიწყოს ძალიან სიღრმისეული დისკუსია“, - აცხადებს ალექსანდრე მოწერელია.

19 სექტემბერი 2020, 17:15

საზოგადოება

ავჭალაში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ხორციელდება

გლდანის რაონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ავჭალაში, ლიბანის N1 კორპუსში სხვადასხვა სახის სამუშაო ხორციელდება. მათ შორისაა წითელ ხაზებში არსებული წყალარინების გარე ქსელის რეაბილიტაცია. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები, დაახლოებით, 231 გრძივ მეტრზე მიმდინარეობს. პროექტის შედეგად, შვიდი სადარბაზოს ეზოში წყალარინების გარე ქსელი შეიცვლება. აღნიშნულ სამუშაოებს გამგეობა 100%-ით აფინანსებს და ბიუჯეტიდან 79 023 ლარი დაიხარჯება.

19 სექტემბერი 2020, 17:11

პოლიტიკა

რომელ პარტიას რა ნომერი ექნება მინიჭებული 2020 წლის არჩევნებში. სია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

კახა კალაძე

19 სექტემბერი 2020, 17:08

პოლიტიკა

კახა კალაძე: ხალხის ხარჯზე სარგებლის მიღების ნაცვლად, დღეს ხელისუფლება საზოგადოებაზე, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე ზრუნავს

ხონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებზე, რეგიონის სპეციფიკაზე მორგებული უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები, ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისკენ მიმართული პროგრამები მოქმედებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ხონში პარტიის სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

19 სექტემბერი 2020, 16:56

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დღეს სახელმწიფო სამართლიანია თავის მოქალაქეებთან ურთიერთობაში და არჩევნებსაც ზუსტად ასე ვატარებთ

„თქვენი მხარდაჭერით, ამ წლების განმავლობაში, ჩვენ შევძელით ბევრი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება და ახლა გვაქვს გამოცდილება, გვყავს ძლიერი განახლებული გუნდი, ძლიერი ლიდერებით და ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენი მხარდაჭერით მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხონში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა.

გიორგი გახარია

19 სექტემბერი 2020, 16:55

პოლიტიკა

გიორგი გახარია: საქართველოში ყველაზე მძიმე პრობლემა სამუშაო ადგილებია და ამ პრობლემას ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ

საქართველოში ყველაზე მძიმე პრობლემა არის სამუშაო ადგილები და ამ პრობლემას, ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ და ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ ამ პრობლემაზეც. ამიტომ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს, სახელმწიფო, თავის სოციალურ პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქის მიმართ სრულად ათვითცნობიერებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ხონში, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის და ხონის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა.