26 თებერვალი 2020, 11:30 / სანდო წყარო

თბილისში კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020“ გაიხსნა

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

კონფერენცია, სახელწოდებით „საქართველო და მსოფლიო 2020“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა. კონფერენცია ბრიტანული ჟურნალის - THE ECONOMIST წლიური გამოცემის „მსოფლიო 2020 წელს“ ეგიდით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეორედ ტარდება.

წელს ღონისძიებას 200-მდე მონაწილე და სტუმარი ესწრება, მათ შორის, მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ პანელებში მონაწილეობას მიიღებენ ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა; ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრები. ასევე ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები.

ღონისძიების მიზანია, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი, არსებული გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობების გლობალურ კონტექსტში გააზრება-განხილვა ეკონომიკის სფეროს სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

კონფერენცია მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებაა, მითუმეტეს, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მასში მონაწილეობს მსოფლიოს ეკონომიკური საკითხების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ექსპერტი, რომლის ნაშრომებიც, მრავალი ათეული წლის მანძილზე არაერთი ქვეყნის ეკონომიკურ სახელმძღვანელოდ მიიჩნევა. ამასთან, მნიშვნელოვანია მთავრობის მიერ მიღწეული შედეგებისა და უკვე მიმდინარე თუ დაგეგმილი რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირება საჯარო განხილვების გზით, მისი აქტიური ჩართულობა. ასევე მნიშვნელოვანია ღია დიალოგი მთავრობასა და კერძო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შორის, მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოს შედეგების პროფესიონალური შეფასება - დემოკრატიული პროცესის უზრუნველყოფისა და მთავრობის მუშაობის ეფექტურობის გაზრდისთვის.

კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე პანელი გაიმართება, სადაც დისკუსია წარიმართება თემებზე: საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი – სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დაბალანსებული ინტერესები; საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა გლობალურ კონტექსტში, ინფრასტრუქტურული განვითარება და როლი კონკურენტუნარიანობის ზრდაში; საქართველო ევროკავშირის ბაზარზე – მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები.

ყველა სიახლე

30 მარტი 2020, 19:43

COVID19

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით დაინფიცირებული სამი ახალი პაციენტიდან ორი ინგლისის კლასტერიდანაა

ახალი სამი პაციენტიდან ორს კორონავირუსი ჩვენთან დაუდასტურდა. ეს არის ინგლისის კლასტერიდან კიდევ ორი. მესამე პაციენტის შესახებ მონაცემები არ მაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მარინა ენდელაძე

30 მარტი 2020, 19:40

COVID19

მარინა ენდელაძე: მედპერსონალი წესების სრული დაცვით მუშაობის შემთხვევაში, დაინფიცირებისგან დაზღვეულია

საბედნიეროდ პირველივე დღიდან ვართ ძალიან კარგად ეკიპირებული. გვაქვს აბსოლუტურად ყველა, ჯერჯერობით ასეა და იმედია ბოლომდე ასე იქნება, თავდა​ცვის საშუალება - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მედპერსონალი წესების სრული დაცვით მუშაობის შემთხვევაში, დაინფიცირებისგან დაზღვეულები არიან. ყველა ექიმი ვართ სრულიად ეკიპირებულები. თუ ყველაფერს სწორად დავიცავთ, ჩვენ უფრო მეტად ვართ დაზღვეული ვიდრე გარეთ მოსიარულე ხალხი. ვიცავთ ყველაფერს მაგრამ რა თქმა უნდა იქნება შემთხვევა, არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა, რომ მედიკოსები არ დაინფიცირებულიყვნენ. იყო სიკვდილიც. მაგრამ ჩვენ დაცული ვართ, რამდენადაც ვართ მომარაგებულები თავდაცვის ყველა საშუალებით. რაიმე პრობლემა არ მხრივ ჩვენ არ გვქონია.

მარინა ენდელაძე

30 მარტი 2020, 19:32

COVID19

მარინა ენდელაძე: დავინდოთ ჩვენი თავიც, მოსახლეობაც და იქნებ ჩვენც დაგვინდოთ, რომ ნაკლები პაციენტი იყოს

„ამჟამად ჩვენთან პაციენტების რაოდენობა მომატებულია, მაგრამ ბევრი გავწერეთ კიდეც და ველოდებით, რომ დღეს შესაძლოა, ერთიც გაეწეროს. გვყავს ძალზე საყურადღებო პაციენტებიც და ერთ მათგანზე პროგნოზს ჯერ ვერ გავაკეთებ. მართალია, ჩვენი ქვეყანა ყველაზე მოწინავეა და კარგი შედეგები გვაქვს თითქოს, რომ ბევრი ინფიცირებული პაციენტი არ გვყავს, მაგრამ ამან არ უნდა მოგვცეს დიდი იმედი. იმისთვის, რომ დრამატულად არ განვითარდეს მოვლენები, დავიცვათ ყველა მითითება, რაც სახელმწიფოს მიერ არის გამოცხადებული. ასე რომ, დავინდოთ ჩვენი თავიც, ჩვენი მოსახლეობაც და იქნებ ჩვენც დაგვინდოთ, რომ ნაკლები პაციენტი იყოს და ყველაფერმა კარგად ჩაიაროს.

Singer Laren-ის მუზეუმი

30 მარტი 2020, 19:29

მსოფლიო

ნიდერლანდებში კორონავირუსის გამო დაკეტილი მუზეუმიდან ვინსენტ ვან გოგის ტილო მოიპარეს

ნიდერლანდებში კორონავირუსის გამო დაკეტილი მუზეუმიდან ვინსენტ ვან გოგის ტილო მოიპარეს. ამის შესახებ Singer Laren-ის მუზეუმის დირექტორმა განაცხადა. მუზეუმის დირექტორის ევერტ ვან ოსის განცხადებით, საუბარია ვან გოგის ტილოზე „გაზაფხულის ბაღზე“, რომელიც მუზეუმიდან დღეს მოიპარეს. თავად ლარენის მუზეუმს ტილო გრონინგერის მუზეუმმა დროებით გადასცა.

ბოჭორიშვილის კლინიკა

30 მარტი 2020, 19:28

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსზე ორი პაციენტის ტესტების პასუხებს ელოდებიან

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსზე ორი პაციენტის ტესტების პასუხებს ელოდებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტმა მედეა კობახიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ორი პაციენტის ბიოლოგიური სინჯების კვლევა მიმდინარეობს. კლინიკაში ასევე მოთავსებულია ერთი ახალი პაციენტი, რომლის ბიოლოგიური სინჯი ჯერ აღებული არ არის და ეს უახლოეს პერიოდში მოხდება. სულ კლინიკის ბოქსირებულ დეპარტამენტში ამ ეტაპზე 12 პაციენტია, რომელთაგანაც 5 კორონავირუსით ინფიცირებულია. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ახალი შემთხვევები კი დღეს არ გამოვლენილა.

დავით ბაქრაძე

30 მარტი 2020, 19:26

COVID19

დავით ბაქრაძე: ამ რთულ დღეებში ხელისუფლებას ჩვენგან მხარდაჭერა ექნება

„ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის მთავარი ღირებულება, ამიტომ სახელმწიფოც და ხელისუფლებაც ვალდებულია გადადგას ყველა ნაბიჯი იმისთვის, რომ დაიცვას ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლე. რაც არ უნდა მკაცრად მოგვეჩვენოს ეს ნაბიჯები, ჩვენთვის, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციისთვის, დღეს მთავარი გახლავთ ის, რომ სახელმწიფომ გადადგას ყველა ნაბიჯი იმისთვის, რომ დაიცვას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, ამიტომ ჩვენ ამ ნაბიჯების აუცილებლობას ვხედავთ“, - აღნიშნა ბაქრაძემ.

30 მარტი 2020, 19:23

COVID19

როგორი სისტემით არეგულირებს „თბილისი მოლი“ რიგს. ვიდეო

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში საგანგებო რეჟიმი მოქმედებს. განსაკუთრებული ღონისძიებების ფარგლებში შეზღუდვებია დაწესებული სავაჭრო დაწესებულებებში, რომლებიც ვალდებულნი არიან დაიცვან შენობაში მყოფ ადამიანთა განსაზღვრული რაოდენობა და მათ შორის სოციალური დისტანცია. როგორი სისტემით არეგულირებს „თბილისი მოლი“ რიგს, ნახეთ ვიდეო.

თეა წულუკიანი

30 მარტი 2020, 19:15

COVID19

რა წესები იმოქმედებს ადვოკატებისთვის საპატიმროების მართვის ახალ ეტაპზე გადასვლისას

იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რა წესები იმოქმედებს ადვოკატებისთვის საქართველოს საპატიმროების მართვის ახალ ეტაპზე გადასვლისას. როგორც თეა წულუკიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, პირობები ისევ მკაცრი დარჩება, როგორც აქამდე იყო. კერძოდ, ადვოკატი საპატიმროში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ ბრალდებულის საქმის პროცედურული საკითებია მოსაგვარებელი.სხვა შემთხვევაში იმოქმედებს მინის ბარიერი, როდესაც ადვოკატიც და პატიმარიც სპეციალურად აღიჭურვება.

გემი USNS Comfort

30 მარტი 2020, 19:14

COVID19

ნიუ-იორკში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო 1000 პაციენტს ე.წ. მცურავ ჰოსპიტალში გადაიყვანენ

ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკიდან ნიუ-იორკში ე.წ. მცურავი ჰოსპიტალი ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს. გემი USNS Comfort-ი 1000 პაციენტზეა გათვლილი და მასში ქალაქის სხვა კლინიკებიდან სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტებს გადაიყვანენ, გათავისუფლებულ ადგილებზე კი კორონავირუსით ინფიცირებულებს მოათავსებენ.

30 მარტი 2020, 19:13

რეგიონი

ბათუმში ხვალ დილიდან ბლოკპოსტები განთავსდება

ბლოკ-პოსტებს, რომლებიც ბათუმის შესასვლელებთან განთავსდება, მოქალაქეები გაივლიან თერმოსკრინინგს.ბლოკპოსტებში ვითარებას და საგანგებო მდგომარეობას შს სამინისტროსა და თავდაცვის ძალების დანაყოფები გააკონტროლებენ. საველე ოპერაციების შტაბს კი თორნიკე რიჟვაძე ხელმძღვანელობს. შტაბი 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

დონალდ ტრამპი

30 მარტი 2020, 19:10

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: მძინარე ჯო პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, გაგებაშიც კი არ იქნებოდა რა ხდება ახლა

მძინარე ჯო პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, გაგებაშიც კი არ იქნებოდა რა ხდება ახლა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში. „კორონავირუსთან ბრძოლაში ფედერალურმა მთავრობამ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ვინმე გააკეთებდა. მძინარე ჯო პრეზიდენტო რომ ყოფილიყო ახლა, გაგებაშიც კი არ იქნებოდა რა ხდება ახლა. კორონავირუსთან ბრძოლაში უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ. ზოგადად, პრეზიდენტად უნდა გვყავდეს ადამიანი, ვისაც უნარები გააჩნია. ჯო ბაიდენი ასეთი ადამიანი არ არის, ჩემი აზრით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თეა წულუკიანი

30 მარტი 2020, 19:04

COVID19

საგანგებო რეჟიმის განმეორებით დამრღვევს დააპატიმრებენ და ცალკე საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებენ

სანქციების მხრივ რამე ცვლილება შემოთავაზებული არ ყოფილა. რა სანქციებიც იქნა პირველად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს შემოღებული, ეს სანქციები დღესაც ძალაშია, იცით ჯარიმების ოდენობებიც, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. თეა წულუკიანის განმარტებით, ძალაში რჩება ის ჯარიმები, რაც საგანგებო რეჟიმის პირობებში დაწესდა.

მაია ცქიტიშვილი

30 მარტი 2020, 18:55

COVID19

მაია ცქიტიშვილი: 21:00 საათის შემდეგ რეგიონიდან რეგიონში მიმოსვლაც იკრძალება

21:00 საათის შემდეგ რეგიონიდან რეგიონში მიმოსვლაც იკრძალება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დასაშვებია დილის 06:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე ნებისმიერ სახის პირადი მანქანით ან ტაქსით გადაადგილება იმ პირობით, რომ მანქანაში არ უნდა იყოს 3 მგზავრზე მეტი და მათ შორის სატვირთო მოძრაობაც ასევე იქნება ნებადართული”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

აჭარის მთავრობა

30 მარტი 2020, 18:54

COVID19

აჭარაში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ეს ბათუმში მერვე შემთხვევაა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა იმ პირებიდან ერთ-ერთთან, რომლებსაც კორონავირუსი მანამდე დაუდასტურდათ და ახლა ბათუმში გადიან მკურნალობას.

თეა წულუკიანი

30 მარტი 2020, 18:47

COVID19

საქართველში ყველა სანოტარო ბიურო ორი დღით დაიკეტა

მე როგორც უწყების ხელმძღვანელს, გამიჩნდა განცდა, რომ ზოგიერთი სანოტარო ბიუროს ფუნქციონირება იყო წინააღმდეგობაში იმ რეკომენდაციებთან, რომელიც გასცა უწყებათაშორისმა საბჭომ. უფრო მეტიც ბოლო დღეებში მქონდა იმის შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ ნოტარიუსს, ან ნოტარიუსის თანაშემწეს, გაუჭირდა ფეხი აეწყო იმ საფრთხისათვის, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, არაერთმა მოქალაქემ ეს დღეს უკვე შეამჩნია, დღეს ყველა სანოტარო ბიურო საქართველში, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დაიკეტა - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკოორდინაციო საბჭოსსხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 18:38

COVID19

გიორგი გახარია: ზოგიერთი პოლიტიკოსი აჩენს მოლოდინს, თითქოს სწრაფი ტესტი ნიშნავს იმას, რომ მედიკოსები გამოვლენ ქუჩაში და მასობრივ ტესტირებას დაიწყებენ, ეს სიცრუეა

თუ ხვალ იქნება აუცილებლობა, სწრაფი ტესტები იქნება ხვალ. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ სწრაფი ტესტები დღეს ქვეყანაში არ არსებობს, ძალიან ცდებით. ან თუ გგონიათ, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ვალდებული ვარ, აქ ვიდგე და თქვენს მსგავს პოპულისტურ შეკითხვებს ვპასუხობდე, ისე როგორც თქვენ გგონიათ, რომ აუცილებელია, ძალიან ცდებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სწრაფი ტესტების შესახებ დასმული შეკითხვის ავტორს განუცხადა.

30 მარტი 2020, 18:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ძალიან სამწუხაროა, მაგრამ, ჩემი აზრით, ნენსი პელოსი სულით ავადმყოფია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სულით ავადმყოფია. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. გასულ კვირას წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული ზომების გამო და აღნიშნა, რომ თავიდან პრეზიდენტი უარყოფდა ქვეყანაში ამ პრობლემის არსებობას. „ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩემი აზრით, ნენსი პელოსი სულით ავადმყოფია. მას უამრავი პრობლემა აქვს. იგი ქვეყნის და მისი ოჯახის სირცხვილია. რა საშინელი განცხადება გააკეთა. ერთადერთი, რაზეც ყოველთვის კონცენტრირდებოდა, იმპიჩმენტი იყო. პანდემიასთან დაკავშირებით არასოდეს უთქვამს რამე. იმპიჩმენტი წააგო და სულელივით გამოიყურებოდა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მაია ცქიტიშვილი

30 მარტი 2020, 18:30

COVID19

მაია ცქიტიშვილმა ე.წ. კომენდანტის საათის დროს ტრანსპორტის გადაადგილების სქემა განმარტა

„ასევე არის ნებადართული იმ სპეციალური ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც მოემსახურება ამა თუ იმ დარგის თანამშრომელს. რაც შეეხება ე.წ. კომენდანტის საათის პერიოდს, დამატებით გადაადგილების შეზღუდვა იმოქმედებს საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. ამ პერიოდის განმავლობაში იმოძრავებენ ის სატრანსპორტო საშუალებები რომელთაც ექნებათ სპეციალური საშვი. ეს შეეხება მედიის წარმომადგენლებსაც და უნდა მიმართოთ სპეციალურ საკოორდინაციო შტაბს. იმოქმედებს ცხელი ხაზი 144, რომელზეც მოქალაქეებს, მედიის წარმომადგენლებს და ბიზნესს დამატებითი განმარტებების მიღება შეეძლებათ“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

თეა წულუკიანი

30 მარტი 2020, 18:29

საზოგადოება

წულუკიანი ამომრჩევლების მონაცემების ბაზის გავრცელებაზე: დადასტურებით ვერ ვიტყვი, არის თუ არა ეს ჰაკერული შეტევა

იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროები მუშაობენ იმის დასადგენად, არის თუ არა ეს ჰაკერული შეტევა და საჭიროა თუ არა გამოძიების დაწყება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც ჰაკერულ ფორუმზე 4,9 მილონზე მეტი ქართველი ამომრჩევლის, მათ შორის გარდაცვლილების პირადი მონაცემების გამოქვეყნებას გამოეხმაურა.

30 მარტი 2020, 18:26

სამართალი

დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან სროლის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წარედგინა

დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან სროლის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წარედგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26 მარტს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარ ,,გოლდთან“ ორმა პირმა ძალადობრივი ქმედებებით და ასეთი ქმედების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხმოვანი პისტოლეტიდან არაერთხელ გასროლეს. დაკავებულებ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინათ, რაც ხულიგნობას გულისხმობს და სასჯელის ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.