Imedi.ge /  26 თებერვალი 2020, 15:44 / სანდო წყარო

ივანე მაჭავარიანი: წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ

ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი

წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020 წელს“ ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

„ჩვენ დამაჯერებელ ნაბიჯებს გადავდგამთ დღგ-ის რეფორმის კუთხით. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი დაბრუნება გვაქვს, დაახლოებით, 500-600 მილიონი ლარი. წელს, ჩვენ 800 მლნ ლარიდან 1 მილიარდ ლარამდე დავაბრუნებთ დღგ-ის ზედმეტობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის დღგ, რომელიც ისეთი მნიშვნელოვანი სექტორებიდანაა დაგენერირებული, როგორიც არის: ექსპორტი, ინვესტიცია, მშენებლობა და ასე შემდეგ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, დღგ-ის სწრაფი დაბრუნება სტიმულია ეკონომიკის განვითარებისთვის. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგადასახადო შემოსავლების მობილიზებისა და ადმინისტრირების გაუმჯობესების მიმართულებითაც. „ამ მხრივაც, ბოლო 3 წლის განმავლობაში გვაქვს პროგრესი, თუმცა ჩემი აზრით, გარდამტეხი აღმოჩნდა 2019 წელი, როცა მოგვეცა საშუალება, მაქსიმალურად ჩაგვეკეტა სუსტი რგოლები და გადასახადის ადმინისტრირების ნაწილში მომხდარიყო სისტემური გაუმჯობესება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) ყალბი ანგარიშფაქტურების საქმეზე 55 ადამიანია დაჭერილი, 11 არის ძებნაში. უამრავი უძრავი და მოძრავი ქონება არის დაყადაღებული და 34 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული თვენახევარში“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა 24 თებერვალს განუცხადა.

2019 წლის 28 ნოემბერს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) ყალბი ანგარიშფაქტურების საქმეზე, 102 ადამიანის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მათგან 62 პატიმრობაში იმყოფება.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტებზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა აგვისტოში გახსნა.

ყველა სიახლე

05 ივნისი 2026, 22:42

სპორტი

სპორტის მინისტრი საქართველოსა და ბაჰრეინს შორის გამართულ მატჩს დაესწრო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინთან ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ფრიდრიხ მერცი

05 ივნისი 2026, 22:39

მსოფლიო

მერცი: სერბეთისთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ღიაა, თუმცა სერბეთმა უნდა გადაწყვიტოს, სად დგას - რუსეთს, ჩინეთსა და ევროპას შორის ბალანსირების პოლიტიკა შეუძლებელია

სერბეთმა უნდა გადაწყვიტოს, სად დგას - რუსეთს, ჩინეთსა და ევროპას შორის ბალანსირების პოლიტიკა შეუძლებელია, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.

05 ივნისი 2026, 22:34

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანს, რობერტ ოლიფანტს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური დღის წესრიგის მთავარი პრიორიტეტები განიხილეს.

პროკურატურა ღამით

05 ივნისი 2026, 22:24

სამართალი

პროკურატურა: პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, პროკურატურა რეაგირებს ბრალდებულების კონკრეტულ განცხადებებზე, რომლითაც ისინი აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და ითხოვენ მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას

პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, - ასე ეხმაურება საქართველოს პროკურატურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ადვოკატების განცხადებებს.

დონალდ ტრამპი

05 ივნისი 2026, 22:17

მსოფლიო

ტრამპი პუტინსა და ზელენსკიზე: დაე, მათ მოაგვარონ ეს საკითხები - ვფიქრობ, ეს საკითხი მოგვარდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტსა და შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მხარეებს შორის არსებული ვითარება გადაჭრის გზას უახლოვდება.

05 ივნისი 2026, 22:16

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია COSAP-ის კონფერენციაში მონაწილეობდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციამ დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების კონფერენციაში (COSAP) მიიღო მონაწილეობა, რომელიც 4-5 ივნისს, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ქალაქ სტრუგაში გაიმართა. კონფერენციის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტი იყო.

05 ივნისი 2026, 21:58

სპორტი

საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინი 2:0 დაამარცხა

ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ლუკა ლოჩოშვილის გოლით დაწინაურდა. ლოჩოშვილმა ბურთი მეტოქის კარში 52-ე წუთზე გაიტანა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 ივნისი 2026, 21:53

მსოფლიო

ზელენსკი: პუტინის მიერ შეხვედრაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ რუსეთი კვლავ ომს ირჩევს

მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის „აზრს ვერ ხედავს“, უკრაინის პრეზიდენტმა რუს კოლეგას უპასუხა.

მიხეილ სარჯველაძე

05 ივნისი 2026, 21:43

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა თითოეულმა პაციენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს

მთელი პროცესი სრულად უნდა იყოს მორგებული პაციენტებზე. სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით დაიწყება, მათ შორის, მედიკამენტების შესყიდვისა და მათი გვერდითი მოვლენების დამუშავების კუთხით. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატების თაობაზე ინფორმაციის გაზიარება იმ ექიმებისთვის, რომლებმაც უშუალოდ უნდა მართონ პაციენტები, ამიტომ, ბუნებრივია, ისინი სრულად იქნებიან პროცესებში ჩართულები, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

05 ივნისი 2026, 21:32

რეგიონი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ აგარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა.

მეფე ჩარლზ III ილია დარჩიაშვილი

05 ივნისი 2026, 21:27

პოლიტიკა

საქართველოს ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, ილია დარჩიაშვილმა, მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, ილია დარჩიაშვილმა, მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

05 ივნისი 2026, 21:24

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ((EU) 2018/1806, მუხლი 8e(9)) თანახმად, შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან დიალოგი უნდა დაიწყოს

ქრონიკის კითხვის საპასუხოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს რომ ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ((EU) 2018/1806, მუხლი 8e(9)), თანახმად შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი.

ბექა ძამაშვილი

05 ივნისი 2026, 21:10

პოლიტიკა

2012 წლამდე პენიტენციურ დაწესებულებებში მომხდარი მძიმე ფაქტები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები და სახელმწიფოს წინააღმდეგ 93%-ით შემცირებული საქმეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დეპუტატებმა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.

05 ივნისი 2026, 21:03

პოლიტიკა

სამთვიანი ყოველდღიური კონფლიქტი, შეურაცხყოფა და ღია დაპირისპირება - რას საქმიანობს ოპოზიციის ალიანსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სააკაშვილი აკრიტიკებს ალიანსს, ალიანსი თავს ესხმის სააკაშვილს, სააკაშვილის პარტია კი ცდილობს თავისი ლიდერი დაიცვას. მძიმეა ლექსიკაც, სცენარი კი ალიანსის შექმნის მომენტიდან, ანუ 96-ე დღეა არ იცვლება.

ვლადიმირ პუტინი

05 ივნისი 2026, 20:55

მსოფლიო

პუტინი: ზელენსკისთან შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ, აზრი მხოლოდ უკრაინული მხარისთვის არსებობს - შეაჩეროს ჩვენი შეიარაღებული ძალების შეტევა, სულ ეს არის

რუსეთის პრეზიდენტმა, ვკადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაში „ჯერჯერობით აზრს ვერ ხედავს“.

05 ივნისი 2026, 20:53

ეკონომიკა

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულმა ფორუმმა მუშაობა დაასრულა - რა საკითხები განიხილეს დისკუსიებსა და თემატურ სესიებზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულმა ფორუმმა მუშაობა დაასრულა. მას ოცი ქვეყნის ათასამდე სტუმარი, დიპლომატები და ექსპერტები დაესწრნენ.

05 ივნისი 2026, 20:46

მსოფლიო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რეზოლუციას მხარი 107-მა ქვეყანამ დაუჭირა, ხოლო მოწინააღმდეგე ქვეყნების რაოდენობა რეკორდულად მცირე, 8 იყო. დოკუმენტი საქართველოსთან ერთად 68-ა ქვეყანამ დააინიცირა.

05 ივნისი 2026, 20:42

მსოფლიო

ევროკომისია მიესალმა ზელენსკის მოწოდებას პუტინისადმი, რომელიც ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების გამართვას ეხება

ევროკომისია მიესალმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას ვლადიმირ პუტინისადმი, რომელიც ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების გამართვას ეხება. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა.

05 ივნისი 2026, 20:39

ეკონომიკა

საქართველოს ინოვაციების ჰაბი სან-ფრანცისკოში - სტარტაპერების შეკრება გენერალურ საკონსულოში და ქალაქის მერის მიმართვა. „ქრონიკა” აშშ-დან

საქართველოს ინოვაციების ჰაბი სან-ფრანცისკოში. სივრცე ქართულ სტარტაპებს ამერიკული ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება და ყოველდღიურობას გაუმარტივებს. მათ შესაძლებლობა ექნებათ სამუშაო ოფისიც ჰქონდეთ.

05 ივნისი 2026, 20:34

სამართალი

პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობა კიდევ 8 ბრალდებულმა აღიარა - სახელმწიფო ბრალდება სინანულის შემთხვევაში საპროცესო შეთანხმებისთვის მზად არის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო ბრალდება მზად არის, სინანულის შემთხვევაში სხვა დაკავებულებთანაც ამ შეთანხმებაზე წავიდეს. 4 ოქტომბერს ძალადობა ამ დრომდე 15-მა ბრალდებულმა დაადასტურა. მათი გადაწყვეტილებით, ოპოზიცია უკმაყოფილებას ვერ მალავს.