imedi /  15 აპრილი 2020, 12:42 / სანდო წყარო

საქართველოში ფულადი გზავნილები შარშანდელთან შედარებით 9%-ით შემცირდა

2020 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.9 მლნ აშშ დოლარი (382.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.0%-ით (12.5 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8% იმ 16 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 92.6% მოდიოდა.

აღნიშნულია ქვეყნებია:

რუსეთის ფედერაცია – 25.39 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 28.32 პროცენტი;

იტალია – 17.31 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 8.66 პროცენტი;

საბერძნეთი – 16.24 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1.81 პროცენტი;

აშშ – 15.1 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 2.31 პროცენტი;

ისრაელი – 11.78 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 10.22 პროცენტი;

თურქეთი – 8.27 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 0.14 პროცენტი;

გერმანია – 4.94 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 26.37 პროცენტი;

უკრაინა – 3.61 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 16.21 პროცენტი;

ესპანეთი – 3.15 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 18.56 პროცენტი;

აზერბაიჯანი – 2.38 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 45.38 პროცენტი;

პოლონეთი – 2.08 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 11.56 პროცენტი;

საფრანგეთი – 1.67 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 18.75 პროცენტი;

გაერთიანებული სამეფო – 1.54 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 12.67 პროცენტი;

ყაზახეთი – 1.22 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 0.98 პროცენტი;

კვიპროსი – 1.08 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 3.13 პროცენტი;

კანადა – 1.01 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 6.55 პროცენტი.

2020 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 20.4 მლნ აშშ დოლარი (62.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის მარტის (18.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.1%-ით მეტია.

ყველა სიახლე

კორონავირუსი ირანი

28 მაისი 2020, 14:52

COVID19

ირანში კორონავირუსის 2 258 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლოქვეყანაში COVID-19-ს 63 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 7 627-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა თითქმის 113 ათასუ პაციენტი.

პაატა იმნაძე

28 მაისი 2020, 14:46

COVID19

პაატა იმნაძე: ტურისტებს ვერ ჩამოვიყვანთ იმ ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსი მძვინვარებს

„ტურისტი არ ჩავა ქვეყანაში, სადაც COVID-19 მძვინვარებს, მაგრამ მეორე მხრივ, იმ ქვეყნებიდა, სადაც ეს ინფექცია მოდებული იქნება და ვირუსი მძვინვარებს, რა თქმა უნდა, ტურისტებს უარს ვეტყვით და ვერ ჩამოვიყვანთ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ გადაცემაში „იმედის დღე“ განაცხადა. მისივე თქმით, გარკვეული კოტროლის მექანიზმები ტურიზმისთვის განკუთვნილ რეგულაციებში ჩაიწერება.

28 მაისი 2020, 14:40

სამართალი

2008 წლის შემდეგ ქართული სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა 29%-ით გაიზარდა

ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შესახებ საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქართული სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდა.

28 მაისი 2020, 14:38

საზოგადოება

2008 წლის შემდეგ საქართველოს პარლამენტის მიმართ საზოგადოების ნდობა 30%-ით გაიზარდა

ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შესახებ საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდა.

28 მაისი 2020, 14:33

საზოგადოება

ბოლო 12 წელიწადში საქართველოში მედიის მიმართ საზოგადოების ნდობა 37%-ით გაიზარდა

ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შესახებ საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში მედიის მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდა.

დანია ტესტები რობოტი

28 მაისი 2020, 14:32

COVID19

დანიაში შექმნეს რობოტი, რომელიც ექიმებს კორონავირუსზე ტესტირების ჩატარებაში დაეხმარება

რობოტი 3D პრინტერზე დაბეჭდილ ხელს იყენებს, რომელსაც თითოეული პაციენტის შემდეგ ავტომატურად უტარდება დეზინფექცია. რობოტების პირველი პარტია გასაყიდად შემოდგომაზე იქნება მზად.

28 მაისი 2020, 14:22

თავდაცვა

2008 წლის შემდეგ პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობა 24%-ით გაიზარდა

ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შესახებ საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქართული პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდა.

28 მაისი 2020, 14:18

საზოგადოება

UNICEF: მსოფლიოს მასშტაბით სიღატაკეში მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობა შესაძლოა 15%-ით გაიზარდოს

იმ ეკონომიკურმა ზიანმა, რომელიც პანდემიამ გამოიწვია, შესაძლოა 2020 წლის ბოლოსთვის, დამატებით 86 მილიონი ბავშვის სიღატაკე გამოიწვიოს. ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის და „გადავარჩინოთ ბავშვების“ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ამ მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით სიღატაკეში მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით შესაძლოა, 15%-ით გაიზარდოს და 670 მილიონი შეადგინოს, - აცხადებენ ორგანიზაციებში. „ისეთი მასშტაბური და ღრმა ფინანსური სირთულეებია, რომ ყველა ის ძალისხმევა რომელიც ბოლო წლებში გატარდა ბავშვთა სიღატაკის შემცირების კუთხით, შესაძლოა წაიშალოს და ბავშვები ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისების მიღმა დარჩნენ“, - აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ჰენრიეტა ფორე.

მაია ცქიტიშვილი

28 მაისი 2020, 14:13

ეკონომიკა

​მაია ცქიტიშვილი: ლუგარის ლაბორატორია ემსახურება ჩვენი მოქალაქეების ჯანდაცვას და ყველა ერთად უნდა აღვუდგეთ წინ ამ რუსულ ნარატივს

„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის ფარგლებში არაერთხელ შევთავაზეთ სხვადსხვა ორგანიზაციებს იქ შესვლა. რა თქმა უნდა, ეს ცალკეულ ქვეყანასთან ურთიერთობის ნაწილი ვერ გახდება, მით უმეტეს რუსეთთან. თუმცა საერთაშორისო პარტნიორებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ნაწილში ყველასთვის ღიაა ლუგარის ცენტრი,“ - აღნიშნა ცქიტიშვილმა

28 მაისი 2020, 14:11

თავდაცვა

2008 წლის შემდეგ ქართული ჯარის მიმართ საზოგადოების ნდობა 17%-ით გაიზარდა

ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შესახებ GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქართული ჯარის მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდა. თუ 2008 წელს ჯარს, როგორც ინსტიტუტს, მოსახლეობის 70% ენდობოდა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 17%-ით გაიზარდა და 87% შეადგინა.

კახა კალაძე

28 მაისი 2020, 14:09

საზოგადოება

კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური არ გაძვირდება

მგზავრობის გაძვირებაზე საუბარი არ ყოფილა და არც არის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „მგზავრობის გაძვირებაზე საუბარი არ ყოფილა და არც არის. ავტობუსები მუშაობის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღიურ რეჟიმში დამუშავდება.

პაატა იმნაძე

28 მაისი 2020, 14:05

COVID19

პაატა იმნაძე: კანალიზაციის წყლებშიც ვიკვლევთ, ხომ არ არის კორონავირუსი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ კვლევის იმ მეთოდზე ისაუბრა, რომელსაც მისივე თქმით, მსოფლიოში ძალიან ცოტა განვითარებული ქვეყანა იყენებს. პაატა იმნაძის თქმით, ჩამდინარე წყლებში მიმდინარეობდა კვლევა, ხომ არ ფიქსირდება კორონავირუსი.

პაატა იმნაძე

28 მაისი 2020, 14:04

COVID19

პაატა იმნაძე: ზოგს ლუგარის სახელი არ მოსწონს, ზოგი - ვინც იქ ვმუშაობთ, რას ვიზამთ, მიჩვეულები ვართ

„ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ საქართველოში აყვებიან ხოლმე ლუგართან დაკავშირებულ დეზინფორმაციას. ორი ფრთა გამოიკვეთა: ზოგს ლუგარის სახელი არ მოსწონს, ზოგს - ვინც იქ ვმუშაობთ, რას ვიზამთ, მიჩვეულები ვართ“.

ჯორჯ ფლოიდი პროტესტი

28 მაისი 2020, 14:04

მსოფლიო

აშშ-ში შავკანიანი კაცის მკვლელობას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა

ფლოიდი ორშაბათს, 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიციელი მუხლს აჭერს ყელზე 40 წლამდე აფროამერიკელს, ხოლო დაკავებული ხრიალებს და ითხოვს სუნთქვის საშუალება მისცენ. მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცველები დააკავეს.

28 მაისი 2020, 13:55

საზოგადოება

სემეკმა 2019 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2019 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია როგორც უშუალოდ კომისიის საქმიანობა, ასევე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული ზოგადი მდგომარეობა და ტენდენციები.

28 მაისი 2020, 13:54

ეკონომიკა

სემეკმა „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისა“ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“​ სახელზე ლიცენზიები გასცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ სახელზე ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ლიცენზია გასცა. სალიცენზიო პირობების შესაბამისად, სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ უზრუნველყოფს ელექტროენერგიის დღიური და დღით ადრე ბაზრების ორგანიზებას, ელექტროენერგიით ვაჭრობას შიდა ბაზარზე, ასევე მეზობელ ორგანიზებულ ბაზრებთან დაკავშირებასა და ინტეგრაციას. ლიცენზიის ფარგლებში „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ ჩამოაყალიბებს გამჭვირვალე, ხელმისაწვდომ და საიმედო ერთიანი ფინანსური ანგარიშსწორების სისტემას დღით ადრე, დღიური, საბალანსო, დამხმარე მომსახურებების ბაზრებისა და უბალანსობისათვის.

მეუფე იაკობი

28 მაისი 2020, 13:53

რეგიონი

მეუფე იაკობი ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე: ჩვენ სინოდის სხდომაზე მივიღეთ. ვერც მეუფე ანტონი და ვერც სხვა მეუფეეები მაგას ვერ შეცვლიან

მეუფე ანტონი ჩვეულებრივი იყო, იმ აზრზეა, ევროატლანტიკური და ევროპისკენ სწრაფვისკენ არ გადაუხვევია, იმიტომ, რომ ჩვენ სინოდის სხდომაზე მივიღეთ. ვერც მეუფე ანტონი და ვერც სხვა მეუფეეები მაგას ვერ შეცვლიან, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონის ქადაგებას გამოეხმაურა.

პაატა იმნაძე

28 მაისი 2020, 13:52

COVID19

პაატა იმნაძემ განმარტა, რას ნიშნავს სეროპრევალენტური კვლევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „იმედის დღის“ ეთერში განმარტა, თუ რას ნიშნავს სეროპრევალენტური კვლევა. მისი განმარტებით, კვლევის ეს პროცესი შერჩევითი მეთოდის გამოყენებას გულისხმობს. საქართველოში ცოტა ხნის წინ დახურულ, ინფიცირებულ და სრულად სუფთა რეგიონში ჩაატარეს კვლევა.

28 მაისი 2020, 13:51

საზოგადოება

შს მინისტრის მოადგილე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის შეხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომლის ფარგლებშიც, მხარეებმა საქართველოში არსებული საერთაშორისო დაცვის სისტემა განიხილეს.

ტომ კრუზი დაგ ლაიმანი

28 მაისი 2020, 13:48

კულტურა

პირველ ფილმს კოსმოსში რეჟისორი დაგ ლაიმანი გადაიღებს

პროექტში მთავარ როლს ტომ კრუზი შეასრულებს, ფილმის გადაღებები ილონ მასკის და NASA-ს მხარდაჭერით გაიმართება. სურათის სიუჟეტის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.