IMEDI /  11 მაისი 2020, 19:53 / სანდო წყარო

საქართველოს ავიაბაზარზე წარმოდგენილი 36 კომპანიიდან 18-მა ფრენების აღდგენის სურვილი უკვე გამოთქვა

საქართველო პირველი ივლისიდან საერთაშორისო მოგზაურების მისაღებად ემზადება. დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის ნათია თურნავას ხელმძღვანელობით გაიმართა შეხვედრა აღნიშნული უწყების სისტემაში შემავალი სატრანსპორტო სფეროს მარეგულირებელი სამსახურების ხელმძღვანელებთან.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრას ასევე დაესწრო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე.

შეხვედრაზე განხილული იყო ტურიზმის სექტორის ამოქმედებისთვის მზადების პროცესი, კონკრეტულად კი მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისი წესების შემუშავება როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო საქალაქთაშორისო ტრანსპორტითა და რკინიგზით, აგრეთვე მგზავრთა გადაყვანის ადგილებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის ამოქმედება.

„ჩვენ დღეს განვიხილეთ, როგორ უნდა მოვამზადოთ თითოეული სატრანსპორტო დარგი იმისთვის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ, მაგრამ კომფორტულად შეძლოს როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე უცხოელი სტუმრების გადაყვანა. ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული გეგმები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები, რომელთაც ვაწარმოებთ სხვადასხვა საავიაციო კომპანიასთან. 36 საავიაციო კომპანიიდან, რომელიც ჩვენს ბაზარზე ოპერირებს, 18 - თან უკვე წინასწარი შეთანხმებაა მიღწეული, რომ აღადგენენ ფრენებს. რა თქმა უნდა, ამას წინ უნდა უძღოდეს ჩვენი დიპლომატიური არხებით სახელმწიფოთა შორის შეთანხმებები უსაფრთხო დერეფნის ამოქმედების პრინციპებზე, მაგრამ, რაც მთავარია, ავიაკომპანიები მზად არიან პირველივე ინდიკაციის თანახმად, აღადგინონ ფრენები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვიქნებით ტურისტული სეზონის გახსნისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ყველა სამედიცინო გაიდლაინის დაცვა მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ საქართველოში ტურისტული სეზონი ახალი რეალობის გათვალისწინებით გაიხსნას.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი მიხეილ ხმალაძე და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე.

დაწესებულ შეზღუდვებს მთავრობა ეტაპობრივად ხსნის. უკვე ცნობილია, რომ 15 ივნისიდან ადგილობრივი ტურიზმი აღდგება, უცხოელ ტურისტებს კი, საქართველო პირველი ივლისიდან მიიღებს.

მთავრობამ ტურიზმის ამოქმედების გეგმა 7 მაისს წარადგინა.

ყველა სიახლე

05 ივნისი 2020, 11:01

COVID19

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი: უახლოეს თვეებში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა და სოციალური დისტანცირება კორონავირუსისგან თავდაცვის მნიშვნელოვანი საშუალება იქნება

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, უახლოეს თვეებში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა და სოციალური დისტანცირება კორონავირუსისგან თავდაცვის მნიშვნელოვანი საშუალება იქნება.

მაკა სოლოღაშვილი

05 ივნისი 2020, 11:01

საზოგადოება

მაკა სოლოღაშვილი პირბადის ტარების რეგულაციაზე: ეს იყო საჭირო და დროული მოთხოვნა

ნიღაბზე აქამდეც იყო რეგულაცია და მოთხოვნა, ეს იყო საჭირო და დროული მოთხოვნა. ეს არის ხელახალი შეხსენება და მოწოდება მოსახლეობისთვის, რომ არ მოვდუნდეთ და პირადი უსაფრთხოების დაცვის ჩვევები კვლავ გვქონდეს უნარ-ჩვევების დონეზე გადატანილი, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

05 ივნისი 2020, 10:59

COVID19

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსით 500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიში კორონავირუსით ინფიცირების 507 შემთხვევა დადასტურდა, დაავადებულებთა საერთო რაოდენობამ კი 183 271-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ინფექციიით 32 პაციენტი გარდაიცვალა, პანდემიამ მთლიანობაში 8 613 ადამიანი იმსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 168 500-ია.

მარინა ეზუგბაია

05 ივნისი 2020, 10:47

COVID19

ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 2 საბურთალოს კლასტერიდანაა, 2 - საკარანტინო სივრციდან

დადასტურებული 4 ახალი შემთხვევიდან 2 არის ცნობილი წყარო, საბურთალოს წყარო, კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევებთან. დანარჩენი ორი პაციენტი კი საკარანტინე სივრციდანაა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

დონალდ ტრამპი

05 ივნისი 2020, 10:47

მსოფლიო

ამერიკელმა უფლებადამცველებმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

როგორც სარჩელში წერია, ჩინოსნებმა დემონსტრანტების კონსტიტუციური უფლებები დააარღვიეს, როდესაც თეთრ სახლთან პარკში აქციის სპეცსაშუალებებით დაშლის უფლება გასცეს. სარჩელი ჯგუფ Black Lives Matter D.C.-ისა და სხვა ჯგუფების სახლით შეიტანეს, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებენ.

სასტუმრო „პრომეთე“

05 ივნისი 2020, 10:42

COVID19

წყალტუბოში არსებულ სასტუმრო „პრომეთეში“ კარანტინის სივრცე კვლავ ამოქმედდა

წყალტუბოში არსებულ სასტუმრო „პრომეთეში“ კარანტინის სივრცე კვლავ ამოქმედდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, კარანტინის კიდევ ერთი სივრცის ამოქმედება იმის გამო გახდა საჭირო, რომ აზერბაიჯანიდან, სახმელეთო გზით ქვეყანაში მოქალაქეთა ჯგუფი შემოვიდა.

მარინა ეზუგბაია

05 ივნისი 2020, 10:40

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა 81% გამოჯანმრთელდა

აქამდე 801 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. დაგვემატა 4 და დღეს საქართველოში 805 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იყო 644, დაემატა 6 და ამჟამად არის 650 გამოჯანმრთელებული. ეს დაახლოებით 81%-ს შეადგენს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

05 ივნისი 2020, 10:38

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში ორი ახალი პაციენტი საბურთალოს კლასტერიდანაა

„გუშინ დაგვემატა 2 პაციენტი დადასტურებული დიაგნოზით, საბურთალოს კლასტერიდან. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაბალი ცხელებით და მსუბუქად გამოხატული სიმპტომებით. თითქმის ერთი კვირაა საბურთალოს კლასტერიდან ჩვენთან სხვა პაციენტებიც მკურნალობენ და ეს ორი პაციენტიც, რომელთაც გუშინ დაუდასტურდათ, უკვე ე.წ. საბურთალოს კლასტერის საკარანტინო ზონიდან არის, ასე რომ ისინი არ წარმოადგენდნენ აქამდე საფრთხეს. საერთო ჯამში ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან თუ არ ვცდები შვიდი პაციენტია. ექვსი პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას, თუმცა ეს რიცხვი შეიძლება დღის ბოლომდე გაიზარდოს“, - აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა.

05 ივნისი 2020, 10:36

ეკონომიკა

ნათია თურნავამ პოლონეთის ელჩთან უსაფრთხო დერეფნის ფარგლებში პირდაპირი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პოლონეთის ელჩთან საქართველოში მარიუს მაშკიევიჩთან ორ ქვეყანას შორის უსაფრთხო დერეფნის ფარგლებში პირდაპირი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენის შესაძლებლობები განიხილა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

05 ივნისი 2020, 10:35

COVID19

კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით ბრაზილიამ იტალიას გადაუსწრო

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 1 473 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

05 ივნისი 2020, 10:30

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში 4 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან, მათგან ერთი ბავშვია

„კლინიკაში 42 პაციენტი მკურნალობს, აქედან 23 კოვიდინფიცირებულია, მათგან 5 ბავშვია, დანარჩენი მოზრდილი. გუშინ დაგვემატა 2 პაციენტი დადასტურებული დიაგნოზით. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გვყავს ერთი საყურადღებო პაციენტი, რომელიც ქრონიკული დაავადებებით დატვირთულია. ველოდებით ერთი მოზარდის და სამი მოზრდილის გამოჯანმრთელებას“, - აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

05 ივნისი 2020, 10:25

სამართალი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს სხდომა გაიმართება

სხდომაზე საბჭოს წევრები დღის წესრიგით განსაზღვრულ თორმეტ საკითხზე იმსჯელებენ. განსახილველ საკითხებს შორის არის 2017-2019 წლების სასამართლო სისტემის საქმიანობის ანგარიშის განხილვა. საკითხზე მომხსენებელი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძეა. ანგარიშის სახელწოდებაა „დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ხარისხიანი და ეფექტიანი, გამჭირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულება“. მასში საუბარია, სასამართლო სისტემაში უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე. ასევე გატარებულ რეფორმებსა და მის საერთაშორისო შეფასებაზე.

05 ივნისი 2020, 10:25

პოლიტიკა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „უსაფრთხოების კომიტეტის“ ინფორმაციით, იქ, სადაც ქართულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა „საზღვარი“ დაარღვიეს, რადიაციული და ქიმიურ-ბიოლოგიური დაზვერვა ჩაატარეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „უსაფრთხოების კომიტეტის“ ინფორმაციით, 2-3 ივნისს სოფელ უისტასთან ქართულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ე.წ. „საზღვარი“ დაარღვიეს, რის გამოც ამ ტერიტორიის რადიაციული და ქიმიურ-ბიოლოგიური დაზვერვა განახორციელეს.

კარლ ჰარცელი

05 ივნისი 2020, 10:24

საზოგადოება

კარლ ჰარცელი: საქართველოში გარემოზე ზრუნვა წლიდან წლამდე უფრო პრიორიტეტული ხდება

დღეს ჩვენ გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ. „მწვანე შეთანხმებისა“ და სხვა ინიციატივების საშუალებით, ევროკავშირმა გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა უმთავრეს პრიორიტეტად აქცია, რადგან სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მიზნის, 2050 წლისთვის კლიმატნეიტრალურობის მიღწევის გზა - ამის შესახებ გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებაშია ნათქვამი.

ამერიკის საელჩო

05 ივნისი 2020, 10:19

საზოგადოება

„ერთად ვსწავლობთ - ერთად ვიბრძვით“: ავღანეთში გამგზავრებამდე ქართველი ჯარისკაცები წვრთნას ამერიკელებთან ერთად გადიან

„ჩვენ ერთად ვსწავლობთ - ჩვენ ერთად ვიბრძვით“, - ამ სიტყვებით აღწერს ამერიკის საელჩო აშშ-საქართველოს ერთობლივ სამხედრო მოსამზადებელ წვრთნას, რომელსაც ისინი ავღანეთში გამგზავრებამდე გადიან.

05 ივნისი 2020, 10:18

მსოფლიო

ჩეხეთი ავსტრიასთან, გერმანიასა და უნგრეთთან საზღვრებს ხსნის

ჩეხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ორ მეზობელ ქვეყანასთნა, ავსტრიასთან და გერმანიასთან საზღვრები 6 მაისის 00:00 საათიდან გახსნას. ასევე, სასაზღვრო შეზღუდვა სრულად მოიხსნება უნგრეთისთვისაც. 4 ივნისს ქვეყანამ აღმოსავლეთ მეზობლის, სლოვაკეთისთვისაც გახსნა.

05 ივნისი 2020, 10:10

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი დაინფიცირდა, 6 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი დაინფიცირდა, 6 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 805 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 650 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2424 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 304.

მარია ზახაროვა

05 ივნისი 2020, 10:05

მსოფლიო

მარია ზახაროვა აშშ-ის გენერალური პროკურორის განცხადებაზე: ეს არის ვაშინგტონის მორიგი მცდელობა, საკუთარი პრობლემები გარე ფაქტორებით ახსნას

უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, „ამერიკის გენერალური პროკურორის განცხადება, თითქოს შეერთებულ შტატებში ძალადობას გარე ძალები ახალისებენ, ვაშინგტონის მორიგი მცდელობაა, საკუთარი პრობლემები გარე ფაქტორებით ახსნას.

დონალდ ტრამპი

05 ივნისი 2020, 10:02

მსოფლიო

Bloomberg: დონალდ ტრამპი ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვას სავარაუდოდ არ დაესწრება

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

05 ივნისი 2020, 10:01

საზოგადოება

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, დასუფთავების აქცია გაიმართა. კამპანიის „ვიცხოვროთ ბუნებასთან ჰარმონიაში“ ფარგლებში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, დასუფთავების აქციაში მონაწილეობა საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა - მსახიობებმა, სპორტსმენებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს. გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.