IMEDI /  13 მაისი 2020, 14:00 / სანდო წყარო

საქსტატი: 2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 11.8%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს საგარეო ვაჭრობის 2020 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებს აქვეყნებს. საქსტატის მონაცემებით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.8 პროცენტით ნაკლებია.

„2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 463.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.8 პროცენტით ნაკლებია.

აქედან, ექსპორტი 1 001.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (11.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2 462.2 მლნ. აშშ დოლარი (11.8 პროცენტით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-აპრილში 1 460.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2 პროცენტი შეადგინა“, - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

ყველა სიახლე

მკვლელობა მუხრანში

08 ივლისი 2020, 12:07

სამართალი

რას ყვება ეჭვმიტანილის დედა 28 წლის კაცზე, რომელმაც მუხრანში მამა და ბაბუა მოკლა

28 წლის კაცს, რომელმაც მუხრანში მამა და ბაბუა მოკლა, სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. მეზობლების განცხადებით, მოტივი და მიზეზი, შესაძლოა, ძალადობა იყოს. სავარაუდო დამნაშავის ბაბუა სისტემატიურად ძალადობდა რძალზე. ადგილობრივები ახლგაზრდა კაცის მიერ ჩადენილ დანაშაულს დედის დაცვით ხსნიან.

ძაღები ხორცი დახოცვა

08 ივლისი 2020, 12:06

მსოფლიო

კამბოჯის ცენტრალურ ტურისტულ ქალაქში ძაღლის ხორცით ვაჭრობა აიკრძალა

აზიის ქვეყნებში ძაღლის ხორცი პროტეინის იაფფასიან წყაროს წარმოადგენს. კამბოჯაში ყოველწლიურად აქ ხორცის გამო 3 მილიონამდე ძაღლს ხოცავენ. სიემ რიპში ძაღლის ხორცისგან დამზადებული კერძების დაგემოვნება 20 რესტორანში შეიძლება. მათი ფასი 2.5-დან 10 აშშ დოლარამდე მერყეობს.

დერიკ ოტიმი

08 ივლისი 2020, 12:06

სპორტი

ფეხბურთელი დერიკ ოტიმი 24 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ნოტინგემ ფიორესტის“ ყოფილი ფეხბურთელი დერიკ ოტიმი 24 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას People ავრცელებს. სპორტსმენი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩრდიელოთ კაროლინაში მეგობრებთან ყოფნის დროს, წყალსაცავში დაიხრჩო. კარიერის საწყის ეტაპზე ოტიმი „ნოტინგემის“ აკადემიაში თამაშობდა, რის შემდეგაც საცხოვრებლად ამერიკაში გადაბარგდა და ქსავიეს უნივერსიტეტში სწავლობდა. როგორც მეგობრები ყვებიან, დერიკმა მათ უთხრა, რომ სასეირნოდ აპირებდა გასვლას და ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს.

08 ივლისი 2020, 11:48

საზოგადოება

მერია ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციას გეგმავს

რეკრეაციული ზონის მოწყობა ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად, ჩვენ ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ, გამგეობები ძალიან კარგ პროექტებს ახორციელებენ თავიანთ რაიონებში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძე

08 ივლისი 2020, 11:43

საზოგადოება

თბილისის მერია მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაციის მიზნით, აუქციონს გამოაცხადებს

თბილისის მერია საინვესტიციო ვალდებულებითა და არსებული პროფილის მუდმივად შენარჩუნების პირობით, მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაციის მიზნით, აუქციონს გამოაცხადებს. ამ შენობების საპრივატიზაციოდ მომზადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა.

08 ივლისი 2020, 11:41

COVID19

ბოლო 24 საათში, სომხეთში კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა

გასულ დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით კიდევ 535 ადამიანი დაინფიცირდა, 18 ადამიანი კი გარდაიცვალა, ხოლო 520 პაციენტი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 29 820-მდე გაიზარდა, ჯამში, სომხეთში 679 პაციენტი გარდაიცვალა, 17 427 კი გამოჯანმრთელდა.

რიყე საბაგირო თბილისი

08 ივლისი 2020, 11:40

საზოგადოება

თბილისში 2 ახალი საბაგირო ხაზი აშენდება

„ეს კონკრეტული მონაკვეთები არის სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვისუბნის საბაგირო პროექტები, რომლის პროექტირებისა და მშენებლობის ხარჯები, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით, სასესხო შეთანხმების საფუძველზე, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მიერ დაფინანსდება“, - აღნიშნა კალაძემ.

08 ივლისი 2020, 11:35

COVID19

რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 700 ათასს გადააჭარბა

რუსეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 700 ათასს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 6 562 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

08 ივლისი 2020, 11:29

სპორტი

სარაგბო კლუბი „არესი“ რაგბის კავშირს ჩემპიონატის განახლებისკენ მოუწოდებს

სარაგბო კლუბმა „არესმა“ საქართველოს რაგბის კავშირს სპეციალური განცხადებით მიმართა, - ამის შესახებ განცხადება გუნდმა Facebook გვერდზე გაავრცელა. ქუთაისის გუნდი კავშირს მოუწოდებს მიიღოს გადაწყვეტილება ჩემპიონატის განახლების შესახებ და მისცეს კლუბებს საშუალება სამართლიან გარემოში გადაწყდეს მიმდინარე ჩემპიონატში, როგორც დიდი 10-სა და პირველი ლიგაში, ასევე რეგიონულ ლიგაში ჩემპიონატის მონაწილე გუნდთა ბედი.

Lufthansa 

08 ივლისი 2020, 11:27

საზოგადოება

აგვისტოდან ავიაკომპანია Lufthansa მიუნხენის მიმართულებით კვირაში 2 რეისს შეასრულებს

აგვისტოდან ავიაკომპანია Lufthansa მიუნხენის მიმართულებით კვირაში 2 რეისს შეასრულებს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ფრანკ რიბერი

08 ივლისი 2020, 11:25

სპორტი

„ფიორენტინას“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი გაძარცვეს

„ფიორენტინას“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი გაძარცვეს. ბოროტმოქმედები მის სახლში მაშინ შეიჭრნენ, როდესაც ის კლუბთან ერთად ვარჯიშობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. ადგილზე მისვლის შემდეგ რიბერიმ მაშინვე პოლიცია გამოიძახა და როგორც გაირკვა, უამრავი ძვირფასი ნივთია წაღებული. ყოველივე ამის შემდეგ ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ფლორენცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქალაქში საკმაოდ მძიმე კრიმინოგენული სიტუაციაა შექმნილი, რის გამოც „ფიორენტინას“ ფან-კლუბი, როგორც კი მაყურებელს მატჩებზე დაუშვებს, მისთვის ობსტრუქციის მოწყობას გეგმავს.

კახა კალაძე

08 ივლისი 2020, 11:24

საზოგადოება

კახა კალაძე: ყვითელი ავტობუსების პრობლემა მალე მოგვარდება

„სატრანსპორტო პოლიტიკა არის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც შედეგება ბევრი კომპონენტისგან. ჩვენ ამ მიმართულებით გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკი, მხედველობაში მაქვს ავტობუსები, მთლიანად იყოს განახლებული, მოწესრიგებული და პროცესი დაწყებულია და ძალიან მალე მთლიანად გვექნება ჩანაცვლებული არსებული ყვითელი ავტობუსები, რომელიც მგზავრებისთვის პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ როგორც დაგპირდით ეს პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

08 ივლისი 2020, 11:22

საზოგადოება

კახა კალაძე: მთელი ჩვენი გუნდის სახელით მინდა ყველა აბიტურიენტს გულით ვუსურვო წარმატებები

„მინდა, კიდევ ერთხელ წარმატებები ვუსურვო ყველა მათგანს ამ ძალიან მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეში და მინდა მივმართო, რომ რა პროფესიაც უნდა აირჩიოთ, იცოდეთ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს და მჯერა, თქვენი არჩევანი იქნება წარმატებული არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, რასაც ვშრომობთ, ყველაფერი კეთდება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ახალგაზრდებისთვის, შვილებისთვის. ზოგადად, ახალგაზრდების როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, წინსვლაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. მთელი ჩვენი გუნდის სახელით მინდა ყველა აბიტურიენტს გულით ვუსურვო წარმატებები“, - განაცხადა მერმა.

თბილისის აეროპორტი

08 ივლისი 2020, 11:20

საზოგადოება

რა პროცედურებს გაივლიან საქართველოში ევროპის 5 ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები

საზღვრის გადმოკვეთამდე გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვასა და ესტონეთიდან ჩამოსულმა მგზავრებმა უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი და საკონტაქტო ინფორმაცია, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჯო ბაიდენი

08 ივლისი 2020, 11:17

COVID19

ჯო ბაიდენი: ჩემი პრეზიდენტობის პირველივე დღეს მე კვლავ შევუერთდები ჯანმოს

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში პირველივე დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აშშ-ის წევრობას აღადგენს.

08 ივლისი 2020, 11:17

რეგიონი

ლევან დავითაშვილი კახეთში ატმის დახარისხების პროცესს ადგილზე გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთში იმყოფება. დავითაშვილი კახეთის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ჩუმლაყში სოსო გიოშვილის სამაცივრე მეურნეობას ესტუმრა და ატმის დახარისხების პროცესს ადგილზე გაეცნო.

ირაკლი ჩიქოვანი

08 ივლისი 2020, 11:10

საზოგადოება

საქართველო საზღვარს ამ ეტაპზე გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს გაუხსნის

საქართველო საზღვარს ამ ეტაპზე უპირობოდ 5 ქვეყანას გაუხსნის, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

08 ივლისი 2020, 11:06

COVID19

კოლუმბიაში კარანტინის რეჟიმი 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა

კოლუმბიაში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმი სულ მცირე 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ივან დუკემ განაცხადა.

ივანე მაჭავარიანი

08 ივლისი 2020, 11:05

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკთან 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების მიღების თაობაზე შეთანხმება გაფორმდა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“ (DPO) დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებს. მსოფლიო ბანკის აღნიშნული დახმარება ქვეყნის ეკონომიკაზე COVID-19-ის ზეგავლენის შემცირებას მოხმარდება.

არქივი

08 ივლისი 2020, 10:55

თავდაცვა

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში ჩავიდნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-13 ბატალიონი ავღანეთში ჩაფრინდა. ქართულ ქვედანაყოფს მე-12 ბატალიონის ხელმძღვანელობა ბაგრამის საავიაციო ბაზის აეროპორტში დახვდა.