imedi /  15 მაისი 2020, 01:16 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: ონის ჰესის პროექტი ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია

ონის ჰესი

თუ არაფერს ავაშენებთ, ასე ქვეყანა არ განვითარდება, - მის შესახებ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა, ონის ჰესების კასკადის მშენებლობაზე განაცხადა.

მისივე თქმით ეს არის პროექტი, რომელზეც მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს. 3 წლის განმავლობაში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველდღიურად ითხოვდა ახალ-ახალი კვლევების ჩატარებას, ამ პროექტმა მიაღწია იმ კონდიციას, როცა გარემოზე ზეგავლენა მინიმალურია.

„თუ არაფერს ავაშენებთ, ასე ქვეყანა არ განვითარდება. ზარალი მართლა მინიმალურია, რადგან იქ არ კეთდება დაგუბება, არის უბრალოდ გვირაბებით და იქ გაივლის იმდენი წყალი, რომ საქართველოში ყველაზე წყალუხვ მდინარეს არაფერი მოაკლდება. წყალდიდობების დროს, როდესაც რიონი მართლა ანგრევს სოფლებს, ეს გვირაბები იქნება მშვენიერი საშუალება, რომ ეს საფრთხე მინიმუმზე დავიდეს. დაახლოებით 800 მილიონ კილოვატს გამოიმუშავებს წელიწადში და ეს ნიშნავს რომ ყოველწლიურად 120-150 მილიონი ლარი გადის ქვეყნიდან და სინამდვილეში ეს თანხა ქვეყნიდან კი არ გავა, ქვეყანაში დარჩება. ეს ნიშნავს, რომ იქ განხორციელდება 330 მილიონი ლარის ინვესტიცია, რაც ნიშნავს, რომ ონის ბიუჯეტში ყოველწლიურად დაახლოებით 10-12 მილიონი ლარი შევა. ახლა, ონის ბიუჯეტი ერთი მილიონი ლარია. ონის ჰესი ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ონის ჰესების კასკადის მშენებლობა შემოდგომაზე დაიწყება. ინიციატივას უკვე მოჰყვა რამდნეიმე საპროტესტო აქციაც. პროექტის განმახორციელებელი კომპანია ამჟამად ეკონომიკის სამინისტროსგან მშენებლობის ნებართვას ელოდება.

კასკადი რიონზე 2 ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს, მთლიანი სიმძლავრე 200 მეგავატი იქნება.

2021 წლისთვის 80 მეგავატი სიმძლავრის ჰესი ამუშავდება, 2026 წლისთვის კი მეორე - 120 მეგავატი სიმძლავრის. კასკადების პროექტი მოსახლეობის განსახლებას არ ითვალისწინებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 330 მილიონი დოლარია. კონტრაქტის პირობების მიხედვით, გამომუშავებული ელექტროენერგია პირველი 15 წლის განმავლობაში სრულად საქართველოში დარჩება.

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2026, 12:14

მსოფლიო

გაეროს მისია: აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებულ ორ დარტყმაში ომის დანაშაულის ნიშნებია, ირანის ხელისუფლებამ კი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა

გაეროს ფაქტების დამდგენმა მისიამ ირანთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არსებობს საფუძვლიანი მიზეზები იმისა, რომ თებერვალში ირანში სკოლასა და სპორტულ ობიექტზე განხორციელებული ორი სამხედრო დარტყმის უკან აშშ იდგა და ორივე შემთხვევა ომის დანაშაულს წარმოადგენდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

18 სექტემბერი 2026, 12:04

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელში გახარიას პარტიის დამატებაზე: ისინი არც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებენ, არც ხელისუფლებას და კანონებს. აქედან გამომდინარე დავამატეთ იმ პარტიათა ჩამონათვალს, რომლითაც ისინი ბუნებრივად დაუბრუნდნენ თავის წიაღს - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“

ისინი არც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებენ, არც ხელისუფლებას და კანონებს აღიარებენ. ასე, რომ ჩვენ აქედან გამომდინარე დავამატეთ იმ პარტიათა ჩამონათვალს, რომლითაც ისინი ბუნებრივად დაუბრუნდნენ თავის წიაღს - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სარჩელში გახარიას პარტიის დამატებასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

18 სექტემბერი 2026, 12:03

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მეყანწიშვილზე: საკუთარ მცირეწლოვან შვილებს ეფარება და როდესაც პასუხისგების საკითხია, იქ ტირილად იღვრება, რომ შვილებისგან არის მოწყვეტილი. ღამე, დილა, შაბათი, კვირა, ორშაბათი შვილებთან ერთად არ გვინახავს, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ მიტოვებული ჰყავს საკუთარი შვილები და დაკავებულია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებებით

საკუთარ მცირეწლოვან შვილებს ეფარება და როდესაც პასუხისგების საკითხია, იქ ტირილად იღვრება, რომ შვილებისგან არის მოწყვეტილი, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

18 სექტემბერი 2026, 11:58

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ყველას მოვუწოდებ, ნუ იქნებიან ბრიუსელის და მათი მარიონეტი პარტიების იმედად. ასე მიატოვეს სააკაშვილიც. ყველა აღიარებს, რომ ეს იყო ძალადობრივი აქციები, აღარავინ ამბობს, რომ ვინმე არის უდანაშაულოდ დაჭერილი და ვინც ეს ყველაფერი გაიაზრა, 45-მა ადამიანმა მიმართა შეწყალებაზე პრეზიდენტს და არის კიდევ მიმართვები, რამდენადაც ვიცი

ყველა აღიარებს, რომ ეს იყო ძალადობრივი აქციები. აღარავინ ამბობს, რომ ვინმე არის უდანაშაულოდ დაჭერილი და ვინც ეს ყველაფერი გაიაზრა, 45-მა ადამიანმა მიმართა [შეწყალებაზე პრეზიდენტს] და არის კიდევ მიმართვები რამდენადაც ვიცი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

ნათია თურნავა
ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2026, 11:54

ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა გახსნა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის ორგანიზებით გაიმართა.

შალვა პაპუაშვილი

18 სექტემბერი 2026, 11:47

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი არმაზ ახვლედიანის ორგანიზებულ სემინარზე: ევროსაბჭოს წარმომადგენლობას პასუხი აქვს გასაცემი ძალიან მძიმე ბრალდებაზე - არსებობს ეჭვი, რომ ქართველი ხალხის და მათი კანონების გვერდის ავლით ხდება პოლიტიკური პროექტის დაფინანსება

ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური შინაარსი მქონე პროექტი და სემინარი. სხვათა შორის წლების წინ, დაახლოებით 20 წლის წინ მეც გახლდით ასეთ სემინარებზე და ეს არის პოლიტიკური პროექტი. ამიტომ დაისვა კითხვა ვინ აფინანსებს და როგორც ჩანს, აფინანსებს ევროსაბჭო და თუ აფინანსებს, მაშინ უნდა ჰქონდეს მთავრობის თანხმობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებულ სემინართან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

შალვა პაპუაშვილი

18 სექტემბერი 2026, 11:44

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დღეს სამწუხაროდ, ასე უყურებს ბრიუსელი, რომ კანდიდატი ქვეყნები არიან მენიუში, რომელზეც იღებენ გადაწყვეტილებას ისინი, ვინც სხედან მაგიდასთან. ასე უყურებენ ამას ის უსამშობლო საქართველოს მოქალაქეები, რომლების მიზანიც არის, რომ როგორმე აღმოვჩნდეთ მენიუში და ვინ როგორ შეგვახრამუნებს, მაგას უნდა დავაკვირდეთ ჩვენ

ასე უყურებენ საქართველოს, რომ ჩვენი თავი ლანგარზე უნდა მიართვან ევროკავშირის თუ ბრიუსელის ბიუროკრატებს და ეს არ არის წამოცდენა, ეს არის გამონათქვამი, რომ თუ არ ზიხარ მაგიდასთან, ესე იგი ხარ მენიუში, რაც გულისხმობს, რომ თუ არ ხარ თანასწორი და არ ხარ გადაწყვეტილებების მიმღებთა შორის, ესე იგი შენზე სხვები მიიღებენ გადაწყვეტილებას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

18 სექტემბერი 2026, 11:41

მსოფლიო

NBC News: F-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი მიჩიგანში საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა

აშშ-ის F-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩრდილოეთ მიჩიგანში საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

18 სექტემბერი 2026, 11:36

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი უკრაინაში ომთან დაკავშირებით გერმანიის მმართველი პარტიის წარმომადგენლის განცხადებაზე: უკრაინას უყურებენ, როგორც თავის თავდაცვის ხაზს. ეს აჩვენებს თუ რა ცივსისხლიანია საერთაშორისო პოლიტიკა. ყველამ უნდა გაიაზროს თუ რა ბედი ელოდა საქართველოს. საქართველო უნდა ყოფილიყო მეორე ფრონტი. რა თქმა უნდა, ტაშს დაგვიკრავდნენ და წითელ ხალიჩებს დაგვიგებდნენ, მაგრამ წითელ ხალიჩაზე გამვლელიც აღარ დარჩებოდა ამ ქვეყანაში ეს სცენარი, რომ განხორციელებულიყო

უკრაინას უყურებენ, როგორც თავის თავდაცვის ხაზს, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის განცხადების შეფასებისას, რომელმაც თქვა, რომ „უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯეფექტიანი გზაა“.

შალვა პაპუაშვილი

18 სექტემბერი 2026, 11:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის ჩართულნი იყვნენ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ საქართველოს წინააღმდეგ. მაგალითად საია რუსეთს სტრასბურგის სასამართლოს საჩივრებს უმზადებდა

საია რუსეთს სტრასბურგის სასამართლოს საჩივრებს უმზადებდა. ეს ყველაფერი შემოაბრუნა „ქართულმა ოცნებამ“ და გავიმარჯვეთ ყველა სასამართლოში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

18 სექტემბერი 2026, 11:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ნამახვანჰესის ისტორია არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც კი მიიღო პარლამენტმა ბოლო წლებში. ბრიუსელიდან დაფინანსებულმა ხალხმა ჩაშალა ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი და ასეთი მავნებლობა ვეღარ მოხდება

ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ჭეშმარიტებისა, რაც ისედაც ხელის გულზე დევს, რომ თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მზარდია ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ჰიბრიდული მეთოდებით და ამგვარ მეთოდებში შედის მათ შორის დაფინანსება ერთი ქვეყნის, ან პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან მეორე ქვეყანაში საკუთარი ინტერესების გატარებისა, ასე რომ ეს ყველაზე ადრე დაინახა აშშ-მ, ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ და მოაწესრიგეს ფარას კანონით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა „ფარა“-ს რეგულაციების გამკაცრების შესახებ დასმულ კითხვას.

18 სექტემბერი 2026, 11:19

პოლიტიკა

არმაზ ახვლედიანის ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინარზე სამოქალაქო საკითხებს განიხილავდნენ, გრანტების შესახებ კანონის თანახმად კი საკითხს თანხმობა სჭირდება - „ქრონიკა“ არკვევდა, ჰქონდა თუ სახელმწიფოს თანხმობა კრებას, რომელსაც ჰერჩინსკი ესწრებოდა

არმაზ ახვლედიანის ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინარზე სამოქალაქო საკითხებს განიხილავდნენ, გრანტების შესახებ კანონის თანახმად კი საკითხს თანხმობა სჭირდება - ჰქონდა თუ არა ბახმაროში გამართულ კრებას სახელმწიფოს თანხმობა. ანუკი ჩხიკვაძე არკვევდა.

18 სექტემბერი 2026, 11:15

საზოგადოება

ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად დაიწყო მოკვლევა თბილისში ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე, ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს ინსპექტორებმა ბაგა-ბაღებიდან და სურსათის მიმწოდებელი კომპანიებიდან სურსათის ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადააგზავნეს. სააგენტო ლაბორატორიული კვლევის შედეგებს მიღებისთანავე გაასაჯაროებს. ინფორმაცის სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

18 სექტემბერი 2026, 10:57

სამართალი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 11 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 11 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

18 სექტემბერი 2026, 10:51

მსოფლიო

Financial Times: შუალედური არჩევნების შემდეგ „დემოკრატები“ ტრამპის ოჯახის წევრების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებით იმუქრებიან

თუ აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში „დემოკრატები“ გაიმარჯვებენ, პარტია „ტრამპის კრიმინალური ოჯახის“, მის ბიზნესპარტნიორებისა და მილიარდერი მოკავშირეების წინააღმდეგ გამოძიებების წარმოებას „აგრესიულად“ გეგმავს. ინფორმაციას Financial Times-ი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტში „დემოკრატების“ ყველაზე მაღალი რანგის წევრსა და კომიტეტის მომავალ თავმჯდომარეზე რობერტ გარსიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

18 სექტემბერი 2026, 10:29

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი ამერიკელ ღვინის პროფესიონალებსა და ჟურნალისტებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი წამყვან ამერიკელ ღვინის ჟურნალისტებს და პროფესიონალებს შეხვდა.

18 სექტემბერი 2026, 10:25

მსოფლიო

უკრაინული მედია: აშშ უკრაინას გერმანიის მეშვეობით Patriot-ის 10 რაკეტას გადასცემს

აშშ გერმანიიდან უკრაინისთვის Patriot-ის 10 რაკეტის გადასცემს. ინფორმაციას უკრაინული მედის ამერიკის კონგრესის დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

18 სექტემბერი 2026, 10:09

საზოგადოება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება - ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

რობერტ ფიცო

18 სექტემბერი 2026, 10:02

მსოფლიო

რობერტ ფიცო: ევროპაში ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის შესაძლებლობის თვალსაზრისით ვითარება არასდროს ყოფილა ისეთი სერიოზული და დაძაბული, როგორიც ახლაა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს განცხადებით, ევროპაში ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის შესაძლებლობის თვალსაზრისით ვითარება არასდროს ყოფილა ისეთი სერიოზული და დაძაბული, როგორიც ახლაა. ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ არ სურს, სლოვაკეთი რაიმე ომში ჩაერთოს.

18 სექტემბერი 2026, 10:01

რეგიონი

თეა ახვლედიანმა, გივი მიქანაძემ და გიორგი ვოლსკიმ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გახსნეს

თეა ახვლედიანმა, გივი მიქანაძემ და გიორგი ვოლსკიმ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გახსნეს