საქსტატი: 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 09%-ით შემცირდა
ფოტო:shutterstock.com
საქართველოში უმუშევრობის დონე, 2020 წლის პირველ კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.9 პროცენტი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, 2020 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 62.6 პროცენტი შეადგინა.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.2 და 0.5 პროცენტული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირებულია 0.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.9 პროცენტული პუნქტით.
აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 0.9 პროცენტული პუნქტით.
ამასთან, 2020 წლის პირველ კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50.9 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.6 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
როგორც უწყების ანგარიშში არის აღნიშნული, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით.
2020 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში შემცირებულია 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით. ანგარიშის თანახმად, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია, როგორც ქალებში, ისე კაცებში – 1.4 და 0.6 პროცენტული პუნქტით.
საქსტატის განმარტებით, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, დასაქმებისა და უმუშევრობის შეფასება ხორციელდება „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ მეთოდოლოგიის მიხედვით. ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის პირი, რომელიც მუშაობს ან სთავაზობს თავის შრომას იმ საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ეროვნული ანგარიშების სისტემაში ეროვნული პროდუქტის განსაზღვრის ჩარჩოებში ხვდება.
დასაქმებული (დაქირავებული ან თვითდასაქმებული) კი, არის 15 წლისა და უფროსი ასაკის პირი, რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა შვიდი დღის განმავლობაში მუშაობდა (სულ მცირე ერთი საათი მაინც) შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგების და ა.შ.) მიღების მიზნით, ეხმარებოდა უსასყიდლოდ შინამეურნეობის სხვა წევრებს, ან რამე მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაოზე, თუმცა ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ. დასაქმებულად მიიჩნევა, არა მხოლოდ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დაქირავებით დასაქმებულია კერძო ან სახელმწიფო სექტორში და იღებს გასამრჯელოს ხელფასის სახით, აგრეთვე მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც მოგების, შემოსავლის (ფულით ან ნატურის სახით) ან სხვა სახის სარგებლის მიღების მიზნით ეწევა გარკვეულ საქმიანობას. უმუშევრობის დონე კი, არის უმუშევართა პროცენტული წილი ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში.
ყველა სიახლე
14 აგვისტო 2026, 19:02
რეგიონი
რეგიონული განვითარების მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს მხარის ახალი სახელმწიფო რწმუნებული, სოსო ალიბეგაშვილი, წარუდგინა
მამუკა მდინარაძემ სოსო ალიბეგაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატება უსურვა. შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მუნიციპალიტეტებთან ეფექტიან თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
14 აგვისტო 2026, 18:33
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ეკონომიკური და ჯანდაცვითი დამოკიდებულება საქართველოზე, არ დაგვაახლოებს ჩვენს მოძმე თანამოქალაქეებთან, აფხაზეთთან? ვინც ამას ეწინააღმდეგება, არის რეალური მტერი, ასეთებს არ სურთ მშვიდობიანად ტერიტორიების დაბრუნება და საქართველოს გაერთიანება
რა ჯობია იმას თუ აფხაზეთის, მაგალითად, გალის და ოჩამჩირეს რაიონი საწვავით და სხვა სასიცოცხლო პროდუქტებით იქნება საქართველოზე დამოკიდებული და არა მაგალითად რუსეთზე?! - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ვინც ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოზე დამოკიდებულებას ეწინააღმდეგება, ის ქვეყნის მტერია და არც ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა სურს.
14 აგვისტო 2026, 17:57
პოლიტიკა
სულხან თამაზაშვილი ყირგიზ კოლეგასთან შეხვედრაზე: განვიხილეთ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ გამოცდილების გაზიარებაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გამოცდილების გაზიარებაზე.
14 აგვისტო 2026, 17:51
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპამ რუსეთთან კონტაქტი უნდა დაამყაროს
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი მიიჩნევს, რომ ევროპამ რუსეთთან კონტაქტი უნდა დაამყაროს. ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს.
14 აგვისტო 2026, 17:46
მსოფლიო
Bloomberg: აშშ მოკავშირეებისგან იდეოლოგიურ ერთგულებას ითხოვს, ვიდრე ევროპაში სამხედრო ძალების შემცირებას დაიწყებს
აშშ-ს სურს, გაარკვიოს, რამდენად ერთგულია ნატოს თითოეული მოკავშირე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკის მიმართ, სანამ ალიანსის დაცვისთვის განკუთვნილი ამერიკული სამხედრო შესაძლებლობების შემცირებას დაიწყებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
14 აგვისტო 2026, 17:30
სამართალი
პროკურორის ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძემ დაადასტურა, რომ მან პირადად გადასცა ბიზნეს სუბიექტებისგან აღებული თანხა ლილუაშვილს
„მოწმემ განმარტა, რომ მას პირადად ჰქონდა კავშირი და ურთიერთობა გრიგოლ ლილუაშვილთან, მათ შორის იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც ბრალად არის შერაცხილი, პირადად გადასცა და დავალებითაც პირადად მიიღო, რომ მოეთხოვა კონკრეტული თანხები მეწარმე პირებისგან“.
14 აგვისტო 2026, 17:27
სამართალი
112-ს ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოწვევით ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მყოფი ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, ულან ნიაზბეკოვი, დელეგაციასთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს ეწვია.
14 აგვისტო 2026, 17:19
სამართალი
საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა
საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა რომეო მიქაუტაძე. ის სხდომას დისტანციურად პენიტენციური დაწესებულებიდან ჩაერთო. პროკურორის ინფორმაციით, მიქაუტაძემ გრიგოლ ლილუაშვილთან კავშირი დაადასტურა.
14 აგვისტო 2026, 17:16
მსოფლიო
მედია: ცეტრალური აზიის ქვეყნებში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვაა. დენი ნაწილობრივ არ მიეწოდებათ ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს და უზბეკეთს
ცენტრალური აზიის ოთხ ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
14 აგვისტო 2026, 17:05
რეგიონი
ჭიათურაში ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
ტენდერი ითვალისწინებს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. პროექტი მოიცავს მღვიმევის დედათა მონასტრამდე მისასვლელი ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ასევე სოფელ კაცხში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.
14 აგვისტო 2026, 16:48
სამართალი
ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 205 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
14 აგვისტო 2026, 16:38
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ულან ნიაზბეკოვს შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორობის საკითხები და მისი გაღრმავების პერსპექტივები. საუბარი შეეხო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და ამ კონტექსტში ორი ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
14 აგვისტო 2026, 16:23
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი რუსოფობიაზე: ეს ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, რომ რამენაირად სიტუაცია გამწვავდეს რუსეთსა და საქართველოს შორის და ამ ესკალაციამ გარე დაკვეთით მიღებული ამოცანები შეასრულოს
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქვეყანაში რუსოფობიის გაღვივება ნიშნავს იმას, რომ რამენაირად სიტუაცია გამწვავდეს რუსეთსა და საქართველოს შორის.
14 აგვისტო 2026, 16:17
სამართალი
ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
2025 წლის 5 დეკემბერს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
14 აგვისტო 2026, 16:13
რეგიონი
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება. დღეიდან მოქმედებს ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა, დაშვება თუ აკრძალვა, რაც შუალედური არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. ასევე, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები და საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები.
14 აგვისტო 2026, 16:12
საზოგადოება
რევაზ სოხაძე: ქვეშეთი-კობის პროექტის მთავარი ბენეფიციარი მოსახლეობაა - ეს გზა შენდება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ქვეშეთი–კობის მაგისტრალური გზის პროექტის მნიშვნელობაზე, მშენებლობის მიმდინარეობასა და ხარისხის კონტროლზე ისაუბრა.
14 აგვისტო 2026, 16:05
პოლიტიკა
რევაზ სოხაძე: პროფესიონალიზმი და ხარისხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობისას, არამედ ინფორმაციის გაშუქების დროსაც
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მიესალმება საზოგადოების და მედიის ინტერესს ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის მიმართ და აცხადებს, რომ სამინისტრო მზად არის, დაინტერესებულ ჟურნალისტებს პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაცია სრულად მიაწოდოს.
14 აგვისტო 2026, 16:00
საზოგადოება
რევაზ სოხაძე: პრობლემა იქნებოდა, ზედამხედველი ხარვეზებს რომ არ აფიქსირებდეს ან მათზე რეაგირება არ ხდებოდეს
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განმარტა, რომ მედიაში განხილული NCR (შეუსაბამობის შესახებ ანგარიში) მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში გამოყენებული სამუშაო დოკუმენტია, რომლითაც ზედამხედველი აფიქსირებს კონკრეტულ შეუსაბამობას და განსაზღვრავს მასზე რეაგირების აუცილებლობას.
14 აგვისტო 2026, 15:55
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტის განცხადებით, ცნობები ავიამზიდ Abraham Lincoln-ზე ცუდი პირობების შესახებ არასწორია
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ზე არსებული მძიმე პირობების შესახებ გავრცელებული ცნობები „სრულიად არასწორად არის წარმოდგენილი“. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
14 აგვისტო 2026, 15:40
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური: დამქირავებელი ვალდებულია, დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“
მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა სექტორში მეწარმე სუბიექტების გადამოწმებისას (დაქირავებულ პირთა რეესტრის სისწორის პროგრამის დარღვევის) 4 580 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


