ისრაელის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება საქართველოსთან თანამშრომლობას აღრმავებს
ისრაელის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება Lahav-ი და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატაში აცხადებენ, რომ Lahav-თან პარტნიორობა საუკეთესო პლატფორმაა ისრაელსა და საქართველოს შორის ორმხრივი ბიზნესურთიერთობების განვითარებისთვის.
LAHAV, ისრაელის დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და ბიზნესების პალატაა, იცავს თვითდასაქმებულთა, მცირე და საშუალო ბიზნესის (SMB) ინტერესებს. დღეს ისრაელში ამ სექტორში 530,000 დამოუკიდებელი სუბიექტია, რომლებშიც დასაქმებულია 700 000-ზე მეტი ადამიანი. SMB-ში გაერთიანებულია ისრაელის ყველა ბიზნესისა და დამსაქმებლის 98% -ს და, ამრიგად, ის ისრაელის ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელია.
LAHAV აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო ორგანოებთან, რათა დაიცვას თვითდასაქმებულთა, მცირე და საშუალო ბიზნესის უფლებები, ხელი შეუწყოს შესაფერისი ეკონომიკური გარემოს შექმნას, რომელიც ამ ორგანიზაციათა განვითარებისა და ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობის წინაპირობაა.
LAHAV ამჟამად ისრაელში56-ზე მეტ დამოუკიდებელ და პროფესიონალურ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელთა შემადგენლობაშია დაახლოებით 130,000 წევრი.
LAHAV არის ეკონომიკური ორგანიზაციების საკოორდინაციო ბიუროს წევრი და წარმოადგენს ბიუროში. LAHAV– ს 2015 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობს ცნობილი იურისტი და ეკონომიკის ანალიტიკოსი როი კოენი, რომელიც ყოველდღიური გამოცემა „მაარივის“ გამოკითხვის მიხედვით, 2018 და 2019 წლებში ისრაელის ყველაზე გავლენიან 100 ადამიანთა შორის იყო.
ბიზნეს გაერთიანებაში შედიან თითქმის ყველა ბიზნესის, მათ შორის იურისტების, ბუღალტრების, დირექტორთა გაერთიანების, მედიაბიზნესის მრჩეველთა, დიზაინერთა, სამედიცინო, განათლების, ტურიზმის და სასტუმროების ასოციაციები.
უახლოეს მომავალში საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე კიდევ ერთხელ შეხვდება Lahav-ის პრეზიდენტს როი კოენს. მხარეები თანამშრომლობის ახალ, გააქტიურებულ ფორმატზე ისაუბრებენ. განხილვის თემა იქნება, აგრეთვე, ერთობლივი ბიზნესფორუმები 2021 წელს.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელის იციკ მოშეს თქმით, შეთანხმების თანახმად, Lahav-ის ყველა წევრ ბიზნესგაერთიანებას, საქართველოს ბიზნესგარემოთი დაინტერესების შემთხვევაში, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა გაუწევს უფასო პროფესიონალურ კონსულტაციას, ორგანიზებას გაუკეთებს მათ ვიზიტსა და საქმიან შეხვედრებს საქართველოში. ამასთან, ქართულ ბიზნესს დაეხმარება ისრაელის გამოცდილების გაზიარებასა და ისრაელში გზის გაკვალვაში.
Lahav-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის გამგეობის წევრის იოსი ხამამის თქმით, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატას უკვე აქვს გამოცდილება Lahav-თან თანამშრომლობის, ხოლო Lahav-ის წევრმა რამდენიმე კომპანიამ საქართველოში უკვე განახორციელა ინვესტიცია.
მიმდინარე წლის ბოლოს, დეკემბერში Lahav-ის ხელმძღვანელობა მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის მიერ თბილისში ორგანიზებულ ბიზნესფორუმში, გამართავს საქმიან შეხვედრებს მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლებსა და ბიზნესგაერთიანებებთან. ბიზნესფორუმი ჩატარდება ისრაელის კვირეულის ფარგლებში, რომელიც ისრაელ-საქართველოს ბიზნეს პალატის25 წლის იუბილეს მიეძღვნება.
იციკ მოშეს თქმით, ვინაიდან კორონავირუსის პანდემიამ ყველა ქვეყნის ეკონომიკას დარტყმა მიაყენა და 2021 წელი, ფაქტობრივად, ახალი ეტაპი იქნება ბიზნესისთვის, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისთვის Lahav-თან მუშაობა პოტენციური ინვესტორების მოძიების კარგი შესაძლებლობა იქნება.
აღსანიშნავია, რომ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა ვაჭრობის საერთაშორისო პალატისა (ICC Georgia) და ვაჭრობის მსოფლიო ფედერაციის (WCF) წევრია.
ყველა სიახლე
17 აპრილი 2026, 10:26
სამართალი
პოლიციამ ქვემო ქართლში მომხდარი ქურდობის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნისა და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, 4 პირი დააკავეს: 2007 წელს დაბადებული ი.ი., 2006 წელს დაბადებული ლ.გ., 2007 წელს დაბადებული ე.ა. და 2006 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს.
17 აპრილი 2026, 10:25
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია! ამის დაბრალება ბ.-ნ ბიძინაზე არის არაპროფესიონალიზმის და უცოდინარობის პიკი!
ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია! ამის დაბრალება ბ.-ნ ბიძინაზე არის არაპროფესიონალიზმის და უცოდინარობის პიკი! ეს ემსგავსება გროტესკას სადაც ოპოზიციის რუპორ-ჟურნალისტები მზად არიან და უკვე იქამდე არიან მისული რომ წვიმის მოსვლა ან ქარის ამოვარდნა მმართველ პარტიას ან საპატიო თავმჯდომარეს დააბრალონ, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
17 აპრილი 2026, 10:08
საზოგადოება
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველად, 2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, ერთდროულად დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და აგრეთვე, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.
17 აპრილი 2026, 10:06
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია „კოდექს ალიმენტარიუსის“ კომისიის 56-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ჩონგცინში იმყოფება. სააგენტოს უფროსის მოადგილეები - ოთარ იმნაიშვილი და მიხეილ დოლაბერიძე, „კოდექს ალიმენტარიუსის“ (Codex Alimentarius) კომისიის 56-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობენ. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 10:02
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ლიდერთა პანელზე, ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ლიდერთა პანელზე, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
17 აპრილი 2026, 10:02
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე მოხსენებით გამოვიდა.
17 აპრილი 2026, 09:52
საზოგადოება
გივი მიქანაძე აშშ-ში UNDP-ის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს და UNDP-ის ევროპისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეგიონული ბიუროს დირექტორს, ივანა ჟივკოვიჩს შეხვდა.
17 აპრილი 2026, 09:52
მსოფლიო
ტრამპმა უკრაინაზე საუბრისას განაცხადა, რომ ახლა აშშ-ს მთელი ყურადღება ირანზე აქვს გადატანილი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინაში საქმეები წინ მიიწევს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ამერიკას მთელი ყურადღება ირანზე აქვს გადატანილი.
17 აპრილი 2026, 09:41
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: დღეს საზოგადოებაში რევოლუციური სცენარების დაკვეთა არ არსებობს, ყველა ვინც ამ სცენარის განხორციელებას შეეცდება, შესაბამის პასუხს მიიღებს
ყველა შემთხვევაში, როდესაც მათ დასკვნები ვერ გამოჰქონდათ თავიანთი წინა ქმედებებიდან, პოლიტიკურად ცხვირს წაიტეხდნენ ხოლმე. ასე იქნება ახლაც, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
17 აპრილი 2026, 09:27
მსოფლიო
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო აშშ-ის გარეშე რუსეთს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში აშშ ნატოს დაეხმარება, რადგან მის გარეშე ევროპის ქვეყნები მოსკოვს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 09:20
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: არავის ვურჩევ იფიქროს საქართველოში რევოლუციური გზებით ხელისუფლების ცვლილებაზე
გვახსოვს ბოლო წლებში რევოლუციების 5 მცდელობა, რომლებიც აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით უნდოდათ მომხდარიყო. ამჯერად როდესაც კიდევ ტრენინგებზეა საუბარი, ბუნებრივია ყურადსაღები ინფორმაციაა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.
17 აპრილი 2026, 09:09
საზოგადოება
ბექა ძამაშვილი: თბილისი მასპინძლობს გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს და თავისთავად ეს ფაქტი არის ძალიან დიდი აღიარება პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოში, ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების
თბილისი მასპინძლობს გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს და თავისთავად ეს ფაქტი არის ძალიან დიდი აღიარება გაეროს, პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან, ამ მიმართულებით საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა.
17 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
ტრამპს იმედი აქვს, რომ „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტის დროს „კარგად მოიქცევა“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იმედი აქვს, რომ ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის მოქმედების პერიოდში „კარგად მოიქცევა“.
17 აპრილი 2026, 08:48
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ყველა ორმხრივ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას როგორც რეგიონში, ისე მთელს მსოფლიოში, ასევე ხაზი გაესვა იმ მზარდ ტენდენციას, რასაც ჩვენ გარე ჩარევებს ვუწოდებთ
საქართველოსთვის საპარლამენტო ასამბლეა იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, რათა კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზნები, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, რომელიც თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
17 აპრილი 2026, 08:39
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: ანტალიის დიპლომატიის ფორუმის მიზანია, ქვეყნებმა მაქსიმალურად ითანამშრომლონ იმ გლობალური გამოწვევების დასაძლევად, რომელიც მთელს მსოფლიოშია
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
17 აპრილი 2026, 08:31
პოლიტიკა
პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილება
პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.
17 აპრილი 2026, 08:25
საზოგადოება
ნიუ-იორკში, გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესია დასრულდა
ნიუ-იორკში, გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესია დასრულდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში, იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ გაეროს სხვადასხვა დელეგატებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციის პროცესზე.
17 აპრილი 2026, 08:17
პოლიტიკა
საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 152-ე ასამბლეა გრძელდება - შალვა პაპუაშვილი დღეს თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარესთან შეხვედრას გამართავს
საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 152-ე ასამბლეა გრძელდება. დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციის წევრებთან ერთად, შეხვედრას გამართავს თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარესთან. შალვა პაპუაშვილი ასევე შეხვდება პარაგვაელ კოლეგას.
17 აპრილი 2026, 08:12
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი დღეს ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრება
პრემიერ-მინისტრი ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. დღეს ირაკლი კობახიძე ფორუმის გახსნით სესიას დაესწრება. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა ლიდერთა თემატურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა - მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.
17 აპრილი 2026, 08:05
სამართალი
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
17 აპრილს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +20 და ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.


