IMEDI /  09 ივნისი 2020, 10:59 / სანდო წყარო

ფინანსთა სამინისტრო: 2020 წლის ბიუჯეტიდან ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება დაფინანსდება

2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები მომზადებულია COVID-19-ის გლობალური პანდემიით გამოწვეული საჭიროებებისა და გამოწვევების საპასუხოდ დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

დოკუმენტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. ანტიკრიზისული ბიუჯეტი მომზადებულია COVID-19-ის გლობალური პანდემიით გამოწვეული საჭიროებებისა და გამოწვევების საპასუხოდ.

მასში ასახულია, როგორც განახლებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, ასევე, ის ხარჯები, რომელიც აუცილებელია ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შემდგომი დაფინანსებისთვის.

გიორგი კაკაურიძის თქმით, ადრეულ ეტაპზე დაწყებული პრევენციული ზომებით, ეფექტიანი მართვით, ხელისუფლებამ წარმატებით შეძლო ქვეყანაში ეპიდემიის ფართოდ გავრცელების აღკვეთა. პარალელურად კი მუშაობა დაიწო ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენის მინიმუმამდე შესამცირებლად.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, 2020 წლის ბიუჯეტში საჭირო დამატებითი რესურსი (შემოსულობებში მოსალოდნელი 1.8 მლრდ ლარის დანაკლისის გარეშე) შეადგენს 3,4 მლრდ ლარს და მოიცავს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ყველა ღონისძიებისთვის საჭირო იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც საჭიროა გამოიყოს მიმდინარე ფისკალური წლის განმავლობაში, მათ შორის:

• დაქირავებით დასაქმებულები, რომელებმაც დაკარგეს ხელფასი, 6 თვის განმავლობაში 200 ლარიანი დახმარების გასაწევად გათვალისწინებულია - 450,0 მლნ ლარი;

• სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით დაწესებული საშემოსავლო გადასახადის შემცირება - 250,0 მლნ ლარი

• თვითდასაქმებულთა ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარებებისთვის - 75,0 მლნ ლარი; • მოსახლეობის კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისთვის - 170,0 მლნ ლარი;

• 65-დან 100 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების დახმარება (ოჯახის წევრების რაოდენობის შესაბამისად) 6 თვის განმავლობაში - 48,0 მლნ ლარი;

• 100 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების 100 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში - 13,0 მლნ ლარამდე;

• მკვეთრად გამოხატული შშმ პირების და შშმბავშვების 100 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში - 24,0 მლნ ლარი;

• StopCoV ფონდის ანგარიშზე მობილიზებული თანხა - 133,5 მლნ ლარი

• საკარანტინო სივრცეებით მომსახურების ანაზღაურებისა და ფრენების სუბსიდირებისთვის - 45,0 მლნ ლარი; • ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ხარჯებისთვის - 285,0 მლნ ლარი;

• ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მზადყოფნის გაუმჯობესებისთვის 60,0 მლნ ლარი; • საკრედიტო-საგარანტიო სქემის დასაფინანსებლად - 330,0 მლნ ლარი;

• სასტუმროების საპროცენტო ხარჯის სუბსიდირებისთვის - 70,0 მლნ ლარი; • ტურისტული ობიექტების ქონების გადასახადისგან გათავისუფლება - 45,0 მლნ ლარი

• მცირე გრანტების გასაცემად - 20,0 მლნ ლარი;

• სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა (მათ შორის დევნილთა სახლების გაზრდილი შესყიდვები) – 40,0 მლნ ლარი;

• სოფლის მეურნეობის სექტორის ხელშეწყობა - 139,0 მლნ ლარი;

• დღგ-ს დამატებით დაბრუნებისთვის - 600,0 მლნ ლარი

• კომერციული ბანკებისთვის ლარის გრძელვადიანი ლიკვიდობის შესაქმნელად - 600,0 მლნ ლარი.

ყველა სიახლე

27 ივნისი 2026, 17:07

რეგიონი

ძლიერი წვიმა და წყალმოვარდნები სენაკში

სტიქია სენაკის მუნიციპალიტეტში. ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობამ მოსახლეობა დააზარალა, დააზიანა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. დაიტბორა ქუჩები, ეზოები და სახლების პირველი სართულები, ასევე სახნავ-სათესი ფართობები.

ნარენდრა მოდი დონალდ ტრამპი

27 ივნისი 2026, 16:51

მსოფლიო

რუბიოს განცხადებით, ტრამპი მომდევნო წლის დასაწყისში ინდოეთში ჩავა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ინდურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალი წლის დასაწყისში ინდოეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

27 ივნისი 2026, 16:20

მსოფლიო

The Telegraph: გერმანია სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენას 2027 წლიდან განიხილავს

გერმანიაში 2027 წლიდან ყველა მამაკაცისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავენ. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

27 ივნისი 2026, 16:07

მსოფლიო

ტრამპმა აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავთან დაკავშირებით პასპორტის ახალი დიზაინის ფოტო გამოაქვეყნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავთან დაკავშირებით თავის სოციალურ ქსელში პასპორტის ახალი დიზაინის ფოტო გამოაქვეყნა.

გიორგი პატარიძე

27 ივნისი 2026, 15:51

სამართალი

გიორგი პატარიძე: თუ ისევ გავაგრძელებთ ბრიფინგებით საუბარს და არ გადავალთ კონკრეტულ საქმეზე და კონკრეტული პროცესების მართვაზე, მაშინ მე იძულებული ვიქნები, უკვე სხვა ნაბიჯები გადმოვდგა. თუმცა, მე ვიცავ ამ შემთხვევაში მსჯავრდებულის ინტერესებს, ეს დაიმახსოვრეთ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ კომენტარი გააკეთა ელენე ხოშტარიას ექიმთან კომუნიკაციასა და მასთან შეთავაზებულ შეხვედრაზე.

გიორგი პატარიძე

27 ივნისი 2026, 15:30

სამართალი

გიორგი პატარიძე ხოშტარიას მკურნალ ექიმზე: როდესაც ექიმი აფასებს ასე პაციენტის მდგომარეობას, რომ გააჩნია ისეთი ტკივილები, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო მისი გასინჯვა, მესმის, რომ შეიძლება, დაკავებული ბრძანდება, თუმცა ვფიქრობ, პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მას უნდა გადაედო ყველაფერი და მომხდარიყო ჩვენთან შეხვედრა

„ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე პრაქტიკულად მესამედ მიწევს უკვე კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ წინა ჯერზე, იმ სავალდებულო და მართლაც რომ ძალიან მარტივი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, მყისიერად მოხდა ელენე ხოშტარიასთან შესაბამისი დარგის სპეციალისტი ექიმის, ქალბატონი მაკა იოსელიანის დაშვება. ეს განხორციელდა, პრაქტიკულად, 15 წუთის განმავლობაში, როგორც ჩემს მიერ იყო წინასწარ აღნიშნული.

27 ივნისი 2026, 15:29

რეგიონი

რევაზ სოხაძე: სამინისტროს ახალი პროგრამა მომავალ თაობებზე ორიენტირებული ურბანული გარემოს შექმნას ემსახურება

ვიწყებთ ახალ პროგრამას – „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის”, რომლის მიზანია ჩვენს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში ისეთი ურბანული გარემოს შექმნა, რომელიც არა მხოლოდ დღევანდელობაზე, არამედ მომავალ თაობებზე იქნება ორიენტირებული. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქალაქებისა და დაბებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ კარგი ინფრასტრუქტურისა და ხარისხიანი ობიექტების მშენებლობა, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვანია რეკრეაციული სივრცეების შექმნა, რომლებიც მომავალზე იქნება გათვლილი. მიხარია, რომ ეს ყველაფერი დღეს სწორედ რუსთავიდან დაიწყო და ჩვენ ამ პროგრამას აუცილებლად გავაგრძელებთ მთელი საქართველოს მასშტაბით. შემდეგი ქალაქი საქართველოს ყველა დანარჩენი ქალაქი იქნება, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ რუსთავში გამწვანების ღონისძიების შემდეგ.

გიორგი პატარიძე

27 ივნისი 2026, 15:23

სამართალი

გიორგი პატარიძე: კიდევ ერთხელ თქვენი ეთერის საშუალებით მინდა ვისარგებლო და მივმართო ქალბატონ მაკა იოსელიანს, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ექიმს: მზად ვარ, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, შევხვდე მას და რეალური დინამიკა მივცეთ ამ პროცესს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიას შესახებ თემას გამოეხმაურა. მისი თქმით, პარასკევს ელენე ხოშტარიასთან ექიმის ვიზიტის შემდეგ შეთავაზებული იქნა მსჯავრდებულის პირადი ექიმის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა, თუმცა ეს შეხვედრა ორშაბათამდე მსჯავრდებულის ექიმის მაკა იოსელიანის სურვილით გადაიდო.

კაროლ ნავროცკი

27 ივნისი 2026, 15:19

მსოფლიო

პოლონეთში დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ინტერნეტში კაროლ ნავროცკის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელება ედება ბრალად

პოლონეთში უკრაინის მოქალაქე დააკავეს - პოლონური მედიის ცნობით, მას ინტერნეტში ქვეყნის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელება ედება ბრალად.

ცოტნე ანანიძე
ანზორ ჩუბინიძე

27 ივნისი 2026, 15:14

რეგიონი

ცოტნე ანანიძე: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი გარანტია, გილოცავთ დაარსებიდან 32-ე წლისთავს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უწყების დაარსების 32 წლისთავი აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა: ცოტნე ანანიძემ, ზურაბ პატარაძემ და სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ მიულოცეს.

27 ივნისი 2026, 15:03

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

ბათუმში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

27 ივნისი 2026, 14:55

საზოგადოება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას იწყებს

პროგრამა „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ ეფუძნება თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარების პრინციპს, რომლის მიხედვითაც ინფრასტრუქტურა მხოლოდ ახალი ობიექტების მშენებლობას არ გულისხმობს. თანამედროვე მიდგომით, გზა, სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტული თუ სარეკრეაციო სივრცე სრულ ღირებულებას მაშინ ქმნის, როდესაც ის ჰარმონიულად ერწყმის გარემოს და ადამიანებს ჯანსაღ, უსაფრთხო და ეკოლოგიურად მდგრად გარემოს სთავაზობს.

27 ივნისი 2026, 14:51

მსოფლიო

თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით 178 ადამიანი დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად ქვეყნის მასშტაბით 178 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ალექსანდრ სტუბი

27 ივნისი 2026, 14:41

მსოფლიო

DW: ფინეთმა ქვეყანაში ბირთვული იარაღის შეტანასა და განთავსებაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა ხელი მოაწერა ცვლილებებს კანონში ატომური ენერგიის შესახებ, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ბირთვული იარაღის შეტანასა და მის განთავსებაზე დაწესებული მრავალწლიანი აკრძალვა უქმდება. ინფორმაციას DW ავრცელებს.

27 ივნისი 2026, 14:28

თავდაცვა

მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2026“ დასრულდა

მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლების - „კავკასიის არწივი 2026“ დასრულების ცერემონიალი გაიმართა.

დავით მათიკაშვილი

27 ივნისი 2026, 14:23

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: შეერთებულ შტატებში „ფარა“-ს კანონმდებლობის გამკაცრებამ კიდევ ერთხელ წერტილი დაუსვა იმ სრულიად მავნებლურ პოლიტიკას, რასაც რადიკალები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მათი დამფინანსებლები აწარმოებდნენ საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების დროს

აშშ-თვის, საფრანგეთისთვის, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნისთვის, კანადისთვის აუცილებელია გამჭვირვალობის კანონმდებლობის არსებობდა, ხოლო საქართველოში, თურმე ეს ყოფილა დემოკრატიის უკუსვლა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

ლევან მოსეშვილი

27 ივნისი 2026, 14:12

ეკონომიკა

ლევან მოსეშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იმერული სტუმართმოყვარეობის პირველი შთაბეჭდილება იყოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ გასტრონომიულ ფესტივალს GEMO FEST უკვე მეოთხედ უჭერს მხარს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ფესტივალის მთავარი პარტნიორია, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ღონისძიების ერთ-ერთი მასპინძელიცაა.

კიმ გონ ჰი

27 ივნისი 2026, 13:54

მსოფლიო

სამხრეთ კორეის სამუდამო პატიმრობა მისჯილი ყოფილი პრეზიდენტის მეუღლეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პირველ ლედის კიმ გონ ჰის 7 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსაჯა. ინფორმაციას სამხრეთკორეული მედია ავრცელებს.

27 ივნისი 2026, 13:43

სამართალი

გეკა გელაძე სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სპეციალური ძალების სადემონსტრაციო წვრთნებს დაესწრო

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, ერევანში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორ ანდრანიკ სიმონიანთან ერთად, საზღვრის დაცვის სამსახურს ეწვია და სპეციალური ძალების სადემონსტრაციო ჩვენებას დაესწრო.

27 ივნისი 2026, 13:28

მსოფლიო

The Guardian: საფრანგეთში გაუსაძლისი სიცხის გამო კიდევ ერთი ჩვილი დაიღუპა. დაღუპულ ბავშვთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა

საფრანგეთში გაუსაძლისი სიცხის გამო კიდევ ერთ ჩვილი დაიღუპა. გარდაცვლილ ახალშობილთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, იუწყება The Guardian-ი.