IMEDI /  10 ივნისი 2020, 16:27 / სანდო წყარო

თხევადი გაზის სადგურების მფლობელები პარლამენტს სთხოვენ აქციზის გადასახადი არ გაზარდოს

თხევადი გაზის სადგურების მფლობელები პარლამენტს სთხოვენ აქციზის გადასახადი არ გაზარდოს - ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი.

მიმართვაზე ხელის მომწერი ორგანიზაციები ასევე განმარტავენ, რომ ემიჯნებიან თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა ხოფერიას განცხადებას. მათი თქმით, კეთილსინდისიერი მეწარმეები, სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ორივე სახის აქციზს 100%-ით იხდიდნენ.

„ბოლო პერიოდში თხევადი გაზის დაბეგვრის რეჟიმისა და აქციზის განაკვეთის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა არაერთხელ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. გვინდა განვმარტოთ, რომ ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერნი ვემიჯნებით თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა ხოფერიას პოპულისტურ განცხადებებს და ვაცხადებთ,რომ იგი მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით.
მისი ყოველი გამოსვლა მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ და მისი მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების აშკარად შეცდომაში შეყვანას. ჩვენ, კეთილსინდისიერი მეწარმეები ზოგიერთებისგან განსხვავებით ყოველთვის 100%-ით ვიხდიდით სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ორივე სახის აქციზს და პირნათელი ვიყავით ბიუჯეტთან. თუმცა,აქვე ხაზგასმიათ ავღნიშნავთ რომ ამ სფეროში წლების მანძილზე არსებობდა არაერთი მანიპულაციის საშუალება,რაც ხელს უშლიდა კეთილსინდისიერი ბიზნესის წარმოებას.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთეტაპიანი დაბეგვრის შემოღებას,ასევე მხარს ვუჭერთ ნულოვანი საბაჟო კოდის გაუქმებას და ვთხოვთ საქართველოს პარლამენტს,რომ კიდევ ერთხელ განიხილოს შესაძლებლობა იმისა,რომ არ გაიზარდოს თხევად გაზზე აქციზი. ასევე ვაცხადებთ,რომ ვინაიდან ბ-ნი ნიკა ხოფერიას თავისი ვიწრო და კერძო ინტერესების გამო თავს ვგრძობთ მოტყუებულად,ჩვენ ვტოვებთ მის მიერ შექმნილ ასოციაციას და ჩვენვე ვაფუძნებთ ახალ ასოციაციას,რომლის დასახელებაც იქნება საავტომობილო თხევადი გაზგასამართი სადგურების ასოციაცია და ის არ იქნება ერთი კაცის ინტერესების გამტარებელი,არამედ იქნება ყველა ჩვენთაგანის ინტერესების დამცველი და ამ ბიზნესის განმავითარებელი ორგანიზაცია“, - ნათქვამია მიმართვაში

მიმართვას ხელს შპს „გაზ ჯორჯია იმპორტ“, შპს „ვან1ექსპრესი“, შპს „L.D.D 400168965“, შპს „გე გაზ კომპანი“ და შპს „ელპიჯი გაზი“ აწერენ.

იმპორტირებული თხევადი გაზის აქციზის გადასახადი შესაძლოა 450 ლარი გახდეს. საკითხზე პარლამენტში პირველი მოსმენა დღეს გაიმართება.

„საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მიზანი თხევადი აირის იმპორტთან დაკავშირებით კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაა.

პროექტის მიხედვით, თხევადი გაზის იმპორტი დღეს არსებული რთული, ორ ეტაპიანი დაბეგვრის ნაცვლად, ერთ რეჟიმს დაექვემდებარება.

როგორი რეჯიმით იბეგრება თქხევადი გაზი, ნახეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2020, 10:39

რეგიონი

თელავში საქმიანი ეზო მოეწყო

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი, კახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, თელავში, მოსახლეობას შეხვდა და „საქმიანი ეზოების” მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ბოიკო ბორისოვი

12 ივლისი 2020, 10:35

მსოფლიო

ბულგარეთის პრემიერი გადადგომას არ აპირებს

მასობრივი საპროტესტო აქციების მიუხედავად, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი გადადგომას არ აპირებს. ბოიკო ბორისოვის თქმით, ხელისუფლებიდან ის იმ პასუხისმგებლობის გამო არ წავა, რაც ქვეყნის წინაშე აკისრია, - ამის შესახებ მან განცხადება ოფიციალურ Facebook გვერდზე ლაივ ჩართვისას გააკეთა. საპროტესტო გამოსვლები სოფიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურატურამ პრეზიდენტ რადევის თანაშემწეების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში მათი ოფისები გაჩხრიკა. რადევის მომხრეები პრემიერსა და მთავარ პროკურორს ოლიგარქთა ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ და მათ გადადგომას მოითხოვენ.

12 ივლისი 2020, 10:20

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 6 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 986 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 857 ადამიანი.

12 ივლისი 2020, 09:59

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კორონავირუსი 1 000-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა და 21 ინფიცირებული გარდაიცვალა

​​​​​​​ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1 016 შემთხვევა გამოვლინდა, 21 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 211 981 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 5 344 ადამიანი, 193 217-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

12 ივლისი 2020, 09:58

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

„თბილისის დროით 09:54 საათზე, ქარელიდან სამხრეთ-დასავლეთით 18 კმ-ში, სოფელ მუხილეთთან მოხდა 4.4 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“ - წერია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

12 ივლისი 2020, 09:46

პოლიტიკა

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

პოლონეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ანჯეი დუდა და ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი უპირისპირდებიან. 28 ივნისს, არჩევნების პირველ ტურში, ტშასკოვსკიმ 30%-ის მოპოვება შეძლო, დუდამ კი– 43%-ის.

მიხეილ ჩხენკელი

12 ივლისი 2020, 09:35

რეგიონი

მიხეილ ჩხენკელი: მინდა, ყველას მოვუწოდო, ესტუმრონ სვანეთს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პრემიერ-მინისტრის მრჩეველ სოზარ სუბართან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მესტიის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი და წვირმისა და იფარის ტაძრები მოინახულა.

იშაკ მოსტეფუი

12 ივლისი 2020, 09:29

მსოფლიო

სირიის ციხეში ISIS-ის ბრიტანელი მხარდამჭერი პირველად გარდაიცვალა

​​​​​​​ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც გასულ წელს ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა, სირიაში, ქალაქ ელ-ჰასაქაში მდებარე ციხეში გარდაიცვალა. ის ISIS-ის პირველი ბრიტანელი მხარდამჭერია, რომელიც სირიის დემოკრატიული ძალების პატიმრობაში გარდაიცვალა.

12 ივლისი 2020, 09:15

რეგიონი

საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი აჭარას სტუმრობს

აჭარას საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოში დიეგო კოლასი სტუმრობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა და რეგიონის კულტურულ-ისტორიულ ღირშესანიშნაობები, მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვნი პროექტები გააცნო.

12 ივლისი 2020, 09:08

მსოფლიო

4-თვიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ში Walt Disney World-ის გასართობი პარკი გაიხსნა

​​​​​​​მსოფლიოში უმსხვილესმა გასართობმა ცენტრმა, Walt Disney World-მა ფლორიდის ქალაქ ორლანდოში მდებარე გასართობი პარკი გახსნა. ვიზიტორებისთვის სავალდებულოა პირბადეების ტარება და უსაფრთხოების სხვა ზომების დაცვა.

ამიტაბ ბაჩანი

12 ივლისი 2020, 08:51

COVID19

ბოლივუდის ვარსკვლავს, ამიტაბჰ ბაჩანს კორონავირუსი დაუდგინდა

​​​​​​​ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ინდოელ მსახიობს, ამიტაბჰ ბაჩანს ახალი კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. მსახიობმა ამის შესახებ Twitter-ის საკუთარ გვერდზეც დაწერა. მისმა შვილმა, ასევე მსახიობმა, აბჰიშეკ ბაჩანმაც twitter-ზე გამოაქვეყნა, რომ მასაც დაუდგინდა კორონავირუსი.

12 ივლისი 2020, 08:35

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსს 4 900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 4 916 ადამიანი გარდაიცვალა, 209 881-ს კი, ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს. შედეგად, ინფიცირებულთა რაოდენობა 12 828 600-ს გაუტოლდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი - 566 955- ს. ვირუსისგან 7 470 404 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

12 ივლისი 2020, 08:19

მსოფლიო

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ერდოღანს მოუწოდებს, აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება გააუქმოს

​​​​​​​ეკლესიათა მსოფლიო საბჭო თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, გააუქმოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აია-სოფიას მუზეუმი მეჩეთად უნდა გადაკეთდეს. საბჭოს მიერ თურქეთის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება აზრთა სხვადასხვაობას, წინააღმდეგობას გამოიწვევს.

12 ივლისი 2020, 08:04

COVID19

ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსი ტვინსაც აზიანებს

​​​​​​​კორონავირუსმა, შესაძლოა, დააზიანოს არა მხოლოდ ფილტვები, გული და თირკმელები, არამედ, თავის ტვინიც - იმ პაციენტებში, რომელთაც ნევროლოგიური პრობლემები, მათ შორის, პარანოია და ჰალუცინაციები აწუხებთ. კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რა სახის ნევროლოგიური დაზიანებების გამოწვევა შეუძლია ვირუსს.

12 ივლისი 2020, 01:14

სამართალი

თბილისში, მუხიანის დასახლებაში აფეთქებას 50 წლამდე კაცი ემსხვერპლა

მუხიანის დასახლებაში აფეთქების შედეგად 50 წლამდე ასაკის კაცი დაიღუპა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.

12 ივლისი 2020, 00:53

ტაბლოიდი

ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის მადონას შვილი ნიუ-იორკში პაპარაცების სამიზნე გახდა

ამერიკელი პოპ-შემსრულებლის მადონას უფროსი გოგო ლურდეს ლეონი პაპარაცების სამიზნე გახდა. ის ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობისას ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

სუპერ მარიო

12 ივლისი 2020, 00:41

ტექნოლოგიები

Super Mario Bros.-ის ეგზემპლარი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპიუტერული თამაში გახდა

კარტრიჯი 1985 წელს არის გამოშვებული და პრაქტიკულად იდეალურ მდგომარეობაშია, რადგან დღემდე შეფუთული იყო. თამაშის ანონიმურმა მყიდველმა შეიძინა. ამით მყიდველმა შარშანდელი რეკორდი მოხსნა. მაშინ ასევე კარგ მდგომარეობაში შემონახულ თამაშში მყიდველმა 100 500 ათასი დოლარი გადაიხადა.

FIFA

12 ივლისი 2020, 00:32

სპორტი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია FIFA-ს ახალ პროექტში ერთვება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფა-ს ახალ პროექტში - Bridging the Gap - an analysis of the global football ecosystem ერთვება. ფედერაციის ცნობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი პირველია, რომელიც ფიფამ ამ პროექტში ჩართო.

ისრაელი

12 ივლისი 2020, 00:26

მსოფლიო

ისრაელში კორონავირუსზე მთავრობის რეაგირება დემონსტრაციით გააპროტესტეს

ისრაელში ათასობით ადამიანი შეიკრიბა დემონსტრაციაზე, სადაც ეკონომიკაზე კორონავირუსის კრიზისის უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ გადადგმული „არასათანადო საპასუხო ნაბიჯები“ გააპროტესტეს.

კურიერი ლაბრადორი ეროსი კოლუმბია

12 ივლისი 2020, 00:06

ტაბლოიდი

კოლუმბიაში ლაბრადორი კურიერად მუშაობს და პანდემიის დროს კლიენტებთან სურსათი მიაქვს

„სოციალური დისტანციის დაცვაში გვეხმარება. თანაც ხალხს მოსწონს, როცა მათთან ძაღლს ვაგზავნით“, - ამბობს მაღაზიის და ეროსის პატრონი მარია ნატივიდად ბოტერო. მისივე თქმით, ეროსი სახლში მისმა ვაჟმა მიიყვანა, 4 წლის წინ კი, როცა ოჯახმა მინი-მარკეტი გახსნა, ის თან დაჰყვებოდა ბოტეროს და მის შვილებს, როცა მათ მომხმარებლებთან შეკვეთები მიჰქონდათ.