23 ივნისი 2020, 16:49 / სანდო წყარო

თვითდასაქმებულთა კომპენსაციის მიმღებთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს

„შესაძლოა გაფართოვდეს კომპენსაციის მიმღებთა რაოდენობა, იმ თვითდასაქმებულებისთვის, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. მთავრობა შესაბამის ანალიზზე დაყრდნობით, StopCoV ფონდიდან სხვა ჯგუფებისათვის სოციალურ დახმარებას გასცემს, მათ შორის StopCoV ფონდიდან“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში ვადების დაცვით შემოიტანა. პირველად ვერსიასთან შედარებით ნაწილობრივ გათვალისწინებულია პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციები.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე წარმოდგენილია მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი, სადაც სხვადასხვა რისკ-ფაქტორის გათვალისწინებით გაწერილია, თუ როგორ მოემსახურება მთავრობა დაკისრებულ ვალდებულებებს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.

„როგორც იცით, 2020 წლის კორექტირებულ ბიუჯეტში ვალის მოცულობა და დეფიციტი საგრძნობლად იცვლება. ბიუჯეტის პროექტით 2020 წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მშპ-თან ფარდობის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 54.4%-ს, ხოლო დეფიციტი 8.5%-ია. რაც შეეხება სხვა პარამეტრებს პირვანდელ ვარიანტთან შედარებით არ შეცვლილა. ბიუჯეტის პროექტში ჩადებულია ეკონომიკის შემცირება მინუს 4 %. 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება 15.923 მილიარდი ლარი. 2020 წლის ბიუჯეტით გადაზღვეულია რისკები უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

დღეს, კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ამით 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები დასრულდა. 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს მიმდინარე კვირაში სესიაზე დაამტკიცებენ.​

ყველა სიახლე

ცოტნე ანანიძე

16 სექტემბერი 2026, 17:36

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე სააკაშვილის განცხადებაზე: „შეზღუდულ და მკაცრ კონტროლში“ გულისხმობს: ლარსზე ყვავილებით რუს ტურისტებს რომ ეგებებოდა და სთხოვდა, ჩამოდითო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მისი პოლიტიკა ეფუძნებოდა რუსი ტურისტების შეზღუდულად შემოყვანას მკაცრი კონტროლის ქვეშ.

16 სექტემბერი 2026, 17:36

სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა.

მაკა ბოჭორიშვილი

16 სექტემბერი 2026, 17:30

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს რეგიონსა და ევროპაში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, დაახლოებით 8%, რაც შთამბეჭდავი ციფრია. სწორედ ეს არის საუკეთესო პასუხი ყველა იმ მცდარ ნარატივზე, რომელსაც საქართველოს შესახებ ვისმენთ

საქართველოს რეგიონსა და ევროპაში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს - დაახლოებით 8%, რაც შთამბეჭდავი ციფრია, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, არაბული მედიასამიტის ფარგლებში გამართულ „ევრონიუსის“ ფორუმის თემატურ დისკუსიაზე - „ეროვნული ნარატივის ჩამოყალიბება ღია მედიის ეპოქაში“.

16 სექტემბერი 2026, 17:27

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორ იუჯინ განს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორ იუჯინ განს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილი

16 სექტემბერი 2026, 17:26

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: Changi Airports International-ის მმართველმა გუნდმა უკვე ფორმალურად გამოხატა ინტერესი, რომ სურთ ინვესტირება და ვაზიანის ახალი აეროპორტის ოპერირება, ისინი მზად არიან მონაწილეობა მიიღონ იმ ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა მომდევნო პერიოდში გამოაცხადებს

„საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ააშენოს ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 20 მლნ მგზავრს მოემსახურება. ვაზიანის აეროპორტს ექნება ძალიან დიდი და დადებითი გავლენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ტრანსპორტის სექტორისა და ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ 2031 წლის ბოლოსთვის აეროპორტი სრულ ოპერირებაში გაეშვას. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ძალიან დიდია ინტერესი საერთაშორისო ცნობადი ბრენდების მხრიდან ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებისა და ინვესტირების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ის, რომ მზარდია ჩვენი ქვეყნის ტრანსპორტისა და ტურიზმის სექტორი, რაც ასევე გლობალურ მოთამაშეებს, გლობალურ ინვესტორებსა და აეროპორტების ოპერატორებს უქმნის ძალიან დიდ ინტერესს ვაზიანის აეროპორტში ინვესტირებისა და ოპერირების თაობაზე“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

16 სექტემბერი 2026, 17:26

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: თუ გაფართოებაზე ვსაუბრობთ და თუ სერიოზულად ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამხრეთ კავკასია რუკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს როგორც ევროპის უსაფრთხოებისთვის, ისე მისი კეთილდღეობისთვის

ევროკავშირი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ასეთად დარჩება. ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციური საკითხია - ის დაკავშირებულია ჩვენს იდენტობასთან, ჩვენს ისტორიასთან, თუმცა, ამავდროულად, ჩვენი მომავალიცაა, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, არაბული მედიასამიტის ფარგლებში გამართულ „ევრონიუსის“ ფორუმის თემატურ დისკუსიაზე - „ეროვნული ნარატივის ჩამოყალიბება ღია მედიის ეპოქაში“.

მაკა ბოჭორიშვილი

16 სექტემბერი 2026, 17:25

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ გვაქვს ევროპული მისწრაფება, თუმცა არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება. ევროპას სურს გაფართოება, თუმცა არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება. შესაბამისად, ორივე მხარეს გვჭირდება სწავლა და გამოცდილების გაზიარება. ამისთვის კი აუცილებელია ინტენსიური დიალოგი და ერთობლივი მუშაობა

ჩვენ გვაქვს ევროპული მისწრაფება, თუმცა არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, არაბული მედიასამიტის ფარგლებში გამართულ „ევრონიუსის“ ფორუმის თემატურ დისკუსიაზე - „ეროვნული ნარატივის ჩამოყალიბება ღია მედიის ეპოქაში“.

მაკა ბოჭორიშვილი

16 სექტემბერი 2026, 17:24

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ასეთად დარჩება. ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციური საკითხია, ის დაკავშირებულია ჩვენს იდენტობასთან, ჩვენს ისტორიასთან, თუმცა, ამავდროულად, ჩვენი მომავალიცაა

მისივე თქმით, ევროპული მისწრაფებები და ევროპული იდენტობა ღრმად არის ფესვგადგმული საქართველოს ისტორიასა და ქართულ იდენტობაში, რის გამოც ქართველებისთვის ევროპისკენ სწრაფვა ბუნებრივი პროცესია.

ილია წულაია

16 სექტემბერი 2026, 17:23

ეკონომიკა

ილია წულაია: Trump Tower-ის შემოსვლა ქვეყნისთვის ყველაზე ძლიერი სიგნალია, რაც შეიძლება საქართველოსნაირმა ქვეყანამ ინვესტორებს გაუგზავნოს

Trump Tower-ის შემოსვლა ქვეყნისთვის ყველაზე ძლიერი სიგნალია, რაც შეიძლება საქართველოსნაირმა ქვეყანამ ინვესტორებს გაუგზავნოს, - განუცხადა „ქრონიკას“ „არქის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია წულაიამ.

მაკა ბოჭორიშვილი

16 სექტემბერი 2026, 17:21

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: შუა დერეფანი მხოლოდ დერეფანი, მხოლოდ ფიზიკური მარშრუტი არ არის - ეს არის სივრცე, სადაც ყველაფერი ეს ერთად იყრის თავს

მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, არაბული მედიასამიტის ფარგლებში გამართულ „ევრონიუსის“ ფორუმის თემატურ დისკუსიაზე - „ეროვნული ნარატივის ჩამოყალიბება ღია მედიის ეპოქაში“ საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე ილაპარაკა. ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის როლზე გაამახვილა.

ჰაშიმ თაჩი

16 სექტემბერი 2026, 17:14

მსოფლიო

ჰააგის სასამართლომ კოსოვოს ყოფილ პრეზიდენტს ჰაშიმ თაჩის ომის დანაშაულებისთვის 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ჰააგის სპეციალურმა სასამართლომ კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი ჰაშიმ თაჩი 1998-1999 წლებში სერბეთთან ომის დროს ჩადენილ ომის დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

16 სექტემბერი 2026, 17:04

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორსა და BluFive Capital-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორ იუჯინ განს და BluFive Capital-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორ ჰაზემ ბენ-გასემს შეხვდა.

დავით არახამია

16 სექტემბერი 2026, 16:58

მსოფლიო

უკრაინული მედია: დავით არახამია უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს პოლიტიკური და სამართლებრივი წნეხით ემუქრებოდა

უკრაინული მედიის ცნობით, საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს პოლიტიკური და სამართლებრივი წნეხით ემუქრებოდა.

16 სექტემბერი 2026, 16:48

მსოფლიო

Reuters: აშშ-ის ოფიციალური პირები ომანში „ჰუსიტების“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

აშშ-ის ოფიციალური პირები ომანში იემენელი „ჰუსიტების“ წარმომადგენლებს გასულ კვირას, უქმეებზე შეხვდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ხუთ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

16 სექტემბერი 2026, 16:44

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს შესახებ ხშირად სხვადასხვა ნარატივს მოისმენთ, თუმცა ჩვენი გზავნილია - შეხედეთ ციფრებს: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, იმ პარტნიორობების მასშტაბს, რომელსაც საქართველო ავითარებს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, არაბული მედიასამიტის ფარგლებში გამართულ „ევრონიუსის“ ფორუმის თემატურ დისკუსიაზე - „ეროვნული ნარატივის ჩამოყალიბება ღია მედიის ეპოქაში“ - საქართველოს წინააღმდეგ ბოლო წლებში გავრცელებულ დეზინფორმაციულ კამპანიებზე, ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, ევროპულ მისწრაფებებსა და საერთაშორისო პარტნიორობაზე ილაპარაკა.

16 სექტემბერი 2026, 16:20

პოლიტიკა

პარლამენტმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩია

საქართველოს პარლამენტმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩია. გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

16 სექტემბერი 2026, 16:19

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა.

16 სექტემბერი 2026, 16:08

საზოგადოება

დავით ფაცაცია ათენის საერთაშორისო ბანაკის მესამე ნაკადის მონაწილეებს სარფში შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია სარფში ათენის საერთაშორისო ბანაკის მესამე ნაკადის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა.

16 სექტემბერი 2026, 16:08

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციაზე მუშაობენ.

16 სექტემბერი 2026, 15:37

პოლიტიკა

პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანებას მხარი დაუჭირა

ცვლილების თანახმად, ორი სახელმწიფო უწყება - რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ უწყებად - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ ჩამოყალიბდება.