Imedi.ge /  24 ივნისი 2020, 18:20 / სანდო წყარო

რა პირობებს სთავაზობს „აწარმოე საქართველო“ მეწარმეებს

„აწარმოე საქართველოს“ 500-დან 10 მილიონ ლარამდე სხვადასხვა ტიპისა და პროფილის მქონე ფინანსური პროდუქტი აქვს, რომლის გათვალისწინებითაც ჩვენი პროგრამების გარეთ არ რჩება არც ერთი მეწარმე, მინიმალური შემოსავალიც რომ ჰქონდეს - ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მიხეილ ხიდურელის თქმით, 500-დან 30 000 ლარამდე არის გრანტები, სადაც მეწარმემ მინიმალური, 10% უნდა დახარჯოს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად თუ მეწარმეს ვთქვათ 10 000 ლარის გრანტის აღება უნდა, მისი დასადები მხოლოდ 1000 ლარია და თუ მაღალმთიან რეგიონში ეს მეწარმე და განსაკუთრებული უპირატესობა გვინდოდა მიგვენიჭებინა მაღალმთიანი რეგიონებისთვის, იქ უკვე 5%-ია საკმარისი. 30 000 ლარის ზემოთ ბიზნესისთვის გვაქვს სესხის პროცენტის თანადაფინანსება 50 000-დან 10 მილიონ ლარამდე. მაგალითად, თუ ბანკი გეტყვით 12,5%-ს, აქედან 11,5%-ს სააგენტო ფარავს 3 წლის განმავლობაში“- განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

დღეს სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ დირექტორმა პროექტის ფარგლებში მოქმედი და ახალი პროგრამების შესახებ პრეზენტაცია გამართა და დეტალურად ახსნა რა ნაბიჯები უნდა გაიაროს მეწარმემ დაფინანსების მისაღებად.

„პირველი ნაბიჯი, რომელიც მეწარმემ უნდა გაიაროს - მისი ბიზნეს საქმიანობის საერთაშორისო კოდი იპოვოს. თუ მან იცის ეს კოდი, ამ შემთხვევაში გვიკავშირდება ჩვენ, სააგენტოს სხვადასხვა კომუნიკაციური არხით, სადაც უბრალოდ გვეკითხება: „არის თუ არა ეს საქმიანობა თქვენი დაფინანსების ნუსხაში“. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ იცით კოდი, უკავშირდებით საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, სადაც აუხსნით რა ბიზნეს საქმიანობაზეა საუბარი და ისინი უკვე პირდაპირ კოდს გეტყვიან, რის შემდეგადაც იწყება ჩქარი და გამჭვირვალე პროცესი“, - განმარტა ხიდურელმა.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

02 ივლისი 2020, 22:59

მსოფლიო

ბაიდენი ტრამპს რეიტინგში 12%-ით უსწრებს

სოციოლოგიური გამოკითხვა მონმუტის უნივერსიტეტმა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, ბაიდენს მხარს რესპოდენტთა 53% უჭერს, ტრამპს კი ხმას 41% აძლევს. გამოკითხვა 26-30 ივნისს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 867-მა რესპოდენტმა მიიღო.

02 ივლისი 2020, 22:53

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ისრაელში საჯარო შეკრებებზე შეზღუდვები დაწესდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ქვეყანაში საჯარო შეკრებებზე შეზღუდვები დაწესდება.

მამუკა მდინარაძე

02 ივლისი 2020, 22:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ეუთო/ოდირის 27 რეკომენდაციიდან, 24-25 აბსოლუტურად არის შესრულებული

ბუნებრივი იყო პოზიტიური გამოხმაურება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან და რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის პროცესი თავისი შედეგით, რაც დღეს დაიდო საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, 31 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხით, ვიდრე აქამდე ყოფილა.

არჩილ თალაკვაძე

02 ივლისი 2020, 22:29

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რა შეიცვალა ახალი საარჩევნო კოდექსით

საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელზეც 1 წლის განმავლობაში ვიმუშავეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს. მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ყველა ის რეკომენდაცია, რომელზეც სამუშაო ჯგუფში შეთანხმება იქნა მიღწეული.

ჯეფრი ეპშტეინი
გისლეინ მაკსველი

02 ივლისი 2020, 22:08

მსოფლიო

ჯეფრი ეპშტეინის მეგობარი ქალი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს

შშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მილიონერ ჯეფრი ეპშტეინის მეგობარი ქალი, ბრიტანელი გისლეინ მაკსველი დააპატიმრა. მას ბრალი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგსა და პროსტიტუციაში ჩაბმაში ედება. მაკსველი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ პედოფილიაში ბრალდებულ ეპშტეინთან დანაშაულებრივი კავშირი არ ჰქონია.

02 ივლისი 2020, 22:07

COVID19

დანია საქართველოს საზღვრებს არ გაუხსნის

დანია ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული უსაფრთხო ქვეყნების სიიდან საზღვარს მხოლოდ 6 ქვეყანას გაუხსნის. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ქვეყნების სიაში არ შევიდა.

02 ივლისი 2020, 21:59

სამართალი

გორში პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

ჰასან დოგანის დამცველის გიგა ჯეირანაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. მას ბრალად 109 მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით ედება რაც წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 13-17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ანრი ოხანაშვილი

02 ივლისი 2020, 21:43

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ნათელაშვილის სტატუსზე: მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამაზე მკვეთრი რეაქცია გააკეთონ

„ასეთი ადამიანების ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ არის ის საკუთარ ეზოში დარჩენილი და საქართველოს პარლამენტში ვერ ხვდება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

02 ივლისი 2020, 21:34

COVID19

დასახელდა სამედიცინო დაწესებულებები, სადაც აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას შეძლებენ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, თუ გამოსაცდელს აქვს სიცხე, იმისათვის, რომ დაიშვას გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს გამოცდამდე 2-3 დღის განმავლობაში გაცემული ცნობა, რომ არ არის კოვიდინფიცირებული

გუგული მაღრაძე

02 ივლისი 2020, 21:31

პოლიტიკა

გუგული მაღრაძე ნათელაშვილის სტატუსზე: „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“

„კოკასა შიგან რაცა დგას იგივე წარმოდინდების“, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი, გუგული მაღრაძე, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის Facebook-სტატუსს, რომელშიც ის საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებით გათვალისწინებულ გენდერულ კვოტირებაზე წერს.

02 ივლისი 2020, 21:22

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ პარლამენტს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საარჩევნო პაკეტის მიღებას

ვულოცავთ პარლამენტს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საარჩევნო პაკეტის მიღებას. მთელი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და სამთავრობო უწყებები კონსტრუქციულად მუშაობდნენ კანონპროექტის შემუშავებაზე, რომელიც მიმართულია საქართველოს საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაზე, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

02 ივლისი 2020, 21:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოქტომბრის არჩევნები უპრეცედენტოდ სამართლიანად ჩატარდება

ცოტა ხნის წინ პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. პროექტს მხარი ალექსანდრე ერქვანიამ არ დაუჭირა. სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ბიძინა გეგიძემ, ლევან კობიაშვილმა, გიორგი მოსიძემ, კახაბერ ოქრიაშვილმა და მირიან წიკლაურმა.

02 ივლისი 2020, 21:18

COVID19

ბოლო 24 საათში ფლორიდის შტატში კორონავირუსის 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ფლორიდის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში შტატის ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირების 10 109 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ნინო წილოსანი

02 ივლისი 2020, 21:14

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ნათელაშვილის სტატუსზე: ეს ადამიანი თანასწორობას ეწინააღმდეგება

„ყველა კომენტარი გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით გაკეთებული, მათ შორის ისეთი უხარისხო და მდაბიო, როგორიც ბატონი ნათელაშვილს ჰქონდა, რეალურად მიზნად ისახავს იმას, რომ ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან თანასწორობას“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

02 ივლისი 2020, 21:13

პოლიტიკა

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

ცვლილებების მიხედვით, არჩევნებამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღეს 20 საათამდე, აკრძალული იქნება წინასაარჩევნო რეკლამისა და საარჩევნო სუბიექტის პროგრამების განთავსება და გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში. საარჩევნო უბნებთან 25 მეტრის რადიუსში აიკრძალება საა რჩევნო პლაკატების გაკვრა და ამომრჩევლის შეფერხება.

02 ივლისი 2020, 21:00

COVID19

რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ბაქოსა და აზერბაიჯანის კიდევ 15 ქალაქში კარანტინის რეჟიმი 20 ივლისამდე გახანგრძლივდა

რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბაქოსა და ქვეყნის კიდევ 15 ქალაქში კარანტინის რეჟიმი 20 ივლისამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ აზერბაიჯანის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

რომან კაკულია

02 ივლისი 2020, 20:53

ეკონომიკა

რომან კაკულია: „კონკურენციის შესახებ“ კანონპროექტი მიზნად კონკურენციის სააგენტოს რეფორმირებას და კონკურენტული გარემოს შექმნას

რომან კაკულიამ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე თანმდევი კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტის, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ირაკლი ბერაია

02 ივლისი 2020, 20:45

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია რუსეთის შესაძლო საფრთხეებზე: ამას ხელს უწყობენ ის მავნებელი აქტორები, რომლებიც ქვეყნის შიგნით მრავლად გვყავს

პრორუსული დეზინფორმაციული კამპანია, რუსული მიზანმიმართული იერიში საქართველოზე არ ხორციელდება მხოლოდ გარედან, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ „ქრონიკაში“ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა საარჩევნოდ რუსეთიდან შესაძლო საფრთხეებზე.

02 ივლისი 2020, 20:42

მსოფლიო

მოსკოვში გაიხსნა ტაძარი, სადაც ფრესკებზე რუსი სამხედროები იარაღით არიან გამოსახული

რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების დეკლარირება და რელიგიის მილიტარიზაცია - მოსკოვში ტაძარი გაიხსნა, სადაც ფრესკებზე რუსი სამხედროები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით არიან გამოსახული. ერთ-ერთ კედელს წარწერაც აქვს, რომელიც იმ სამხედრო მოქმედებებზე მოგვითხრობს, რომელშიც რუსული არმია მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც არის ნახსენები.

ანგელა მერკელი

02 ივლისი 2020, 20:40

COVID19

ანგელა მერკელი: ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ვირუსი არსად გამქრალა

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ევროპა თავის ისტორიაში ყველაზე რთული სიტუაციის წინაშე დგას და კორონავირუსის პანდემია არსად გამქრალა.