ფინანსური განათლების 2019 წლის გლობალური კვლევის შედეგები ცნობილია
ფოტო: shutterstock.com
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის „ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელმა“ (OECD/INFE) მოსახლეობის ფინანსური განათლების 2019 წლის გლობალური კვლევის შედეგები წარადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კვლევა გასულ წელს საერთაშორისო ორგანიზაცია OECD/INFE-ის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ჩატარდა და მასში 26 ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც, მონაწილეობდა. გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით მოსახლეობის ფინანსური განათლების საერთო დონე შეფასდა, რაც, თავის მხრივ, 3 კომპონენტის - ცოდნის, ქცევებისა და დამოკიდებულებების - ელემენტების შედეგებს ეფუძნება. კვლევა ისეთ საკითხებსაც მოიცავდა, როგორებიცაა მოსახლეობის ფინანსური ჩართულობა, ფინანსური სტაბილურობა და ფინანსური კეთილდღეობა.
კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს OECD/INFE-ის მიერ ორგანიზებულ ონლაინ ვებინარზე გაიმართა, რომელსაც კვლევაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, რომელმაც ფინანსური განათლების კუთხით ეროვნული ბანკის მიერ ბოლო წლებში გატარებული მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა და ამ კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება შეაფასა.
„ფინანსური განათლების მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა მეტად ორგანიზებული და სისტემატური ხასიათი 2016 წლიდან მიიღო. კერძოდ, შევიმუშავეთ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია და დავიწყეთ მისი დანერგვა. თუმცა, კვლევის მონაცემები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მიუხედავად ცოდნის კომპონენტში გამოვლენილი მაღალი შედეგებისა, ქცევებისა და დამოკიდებულებების ცვლილებისთვის სამწლიანი პერიოდი საკმარისი ნამდვილად არ არის, ფინანსური განათლების დონის ზრდა ხანგრძლივი და მუდმივი პროცესია. ამასთან, მნიშვნელოვანია მსგავსი კვლევების პერიოდული ჩატარება, რამდენადაც ის გვეხმარება ახალი ტენდენციებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებასა და შესაბამისი საპასუხო ღონისძიებების დაგეგმვაში“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და ხედვები გაუზიარეს. ასევე, იმსჯელეს მსგავსი ტიპის კვლევების პერიოდულად ჩატარების აუცილებლობასა და მათი შედეგების ანალიზის მნიშვნელობაზე.
2019 წლის გლობალური კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველომ ფინანსური განათლების მიმართულებით შესაძლო 21 ქულიდან 12,1 ქულა (57,6%) აჩვენა.
ცალკეული კომპონენტების მიხედვით კი ფინანსური განათლების საკითხებში საქართველოს მოსახლეობამ 7 შესაძლო ქულიდან 4,5 ქულიანი (62,5%), ქცევებში 9-დან 5,1 ქულიანი (56,3%), ხოლო დამოკიდებულებებში 5-დან 2,5 ქულიანი (50%) შედეგი აჩვენა.

ცონდის კომპონენტში საქართველოს მაჩვენებელი ყველა ქვეყნის საშუალოზე მაღალია და 11 ქვეყანას უსწრებს. ცოდნის კომპონენტების შედეგებით ნათლად ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობას უკეთ ესმის ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ფულის ღირებულება დროში (76%), სესხზე გადასახდელი სარგებლის (89%), რისკისა და უკუგების (79%), ინფლაციის (88%) არსი, ხოლო რისკის დივერსიფიკაციის (54%) საკითხებში ცოდნის საშუალო დონე აქვს. ამასთან, უმრავლესობისთვის რთული აღმოჩნდა მარტივი პროცენტის გამოთვლა (44%), რთული პროცენტის არსის ახსნა (43%), ხოლო ორივე ტიპის პროცენტი სწორად მხოლოდ მოსახლეობის 24%-ს ესმის.

ქცევის კომპონენტში საქართველოს მაჩვენებელი ყველა ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს მცირედით ჩამორჩება და 8 ქვეყნის მონაცემებს უსწრებს. გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი აკონტროლებს საკუთარ ფულსა (70,6%) და ხარჯებს. კერძოდ, 90% დროულად იხდის გადასახდელებს და 71,4% სიფრთხილით ეკიდება შესყიდვას და განიხილავს ალტერნატივებს. საქართველოს მოსახლეობამ მაღალი შედეგები ქცევის განმსაზღვრელ ისეთ კომპონენტებშიც აჩვენა, როგორიცაა საოჯახო ბიუჯეტის არსებობა (88%), აქტიური დანაზოგების ქონა (66,7%). თუმცა, ამავდროულად, მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილი (40,4%) ისახავს გრძელვადიან გეგმებს, ხოლო საპენსიო ასაკისთვის მზადყოფნა მოსახლეობის მხოლოდ 12%-მა დააფიქსირა, რადგან დიდი უმრავლესობა ამ ასაკს სახელმწიფო პენსიის ან ოჯახისა და შვილების იმედად ხვდება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სხვა პროდუქტების შემთხვევაში მოსახლეობა ალტერნატივების მოძიებას ახდენს, უშუალოდ ფინანსური პროდუქტების შეძენისას ფასების შედარებას მოსახლეობის მხოლოდ 20% ცდილობს, ხოლო მიუკერძოებელი რჩევის მოძიებას მხოლოდ 38% მიმართავს.

რაც შეეხება დამოკიდებულებებს, საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვამ ამ კომპონენტში სხვა ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით ყველაზე დაბალი შედეგები აჩვენა. კერძოდ, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ფიქრობს, რომ ფული იმისთვისაა, რომ დაიხარჯოს (79%), ბევრი მათგანი კი სრულად ან ნაწილობრივ იზიარებს მოსაზრებას, რომ ფულის გრძელვადიანი მიზნებისთვის შენახვასთან შედარებით მეტ კმაყოფილებას ფულის ხარჯვა ანიჭებს (56%), ხოლო დაახლოებით 37% მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს და ხვალინდელ დღეზე ნაკლებად ფიქრობს.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 19:27
მსოფლიო
Euronews: სჭირდება თუ არა ევროკავშირს უფრო მეტი წევრი სახელმწიფო?
მას შემდეგ, რაც ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებას რეფერენდუმზე „არა“ უთხრა, როგორია ევროკავშირის გაფართოების პროცესი? რიგში კანდიდატის სტატუსის მქონე 9 ქვეყანა დგას, თუმცა წევრობასთან ისე ახლოს ჯერჯერობით არცერთი არ არის, როგორც ისლანდია იქნებოდა, - წერს Euronews-ი სტატიაში სათაურით „სჭირდება თუ არა ევროკავშირს უფრო მეტი წევრი სახელმწიფო?“
31 აგვისტო 2026, 19:14
მსოფლიო
POLITICO: რაფაელ გლუკსმანის ოცნება, გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი, მოულოდნელი დაბრკოლების წინაშე დგას - მან უნდა გაიმარჯვოს ცენტრისტულ-მემარცხენე პრაიმერიზში, რომელიც მოულოდნელად საკმაოდ კონკურენტული გახდა
რაფაელ გლუკსმანის ოცნება, გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი, მოულოდნელი დაბრკოლების წინაშე დგას - მან უნდა გაიმარჯვოს ცენტრისტულ-მემარცხენე პრაიმერიზში, რომელიც მოულოდნელად საკმაოდ კონკურენტული გახდა, - წერს გამოცემა POLITICO.
31 აგვისტო 2026, 19:03
საზოგადოება
გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა.
31 აგვისტო 2026, 18:53
მსოფლიო
ნეთანიაჰუ დიდ ბრიტანეთს აკრიტიკებს: სოციალურ ქსელებში პოსტების გამო ადამიანებს დაკითხვაზე იბარებენ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტელეკომპანია Channel 14-ის ეთერში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის საფრთხეებზე საუბრისას ყურადღება დიდ ბრიტანეთში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა.
31 აგვისტო 2026, 18:50
რეგიონი
შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქალაქ გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მძიმე დაზიანება მიაყენა ნაცნობს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
31 აგვისტო 2026, 18:34
მსოფლიო
ტრამპი: ირანი ოფიციალურად ჩამოშლილი სახელმწიფოა - ის მკვდარია
ირანი ოფიციალურად ჩამოშლილი სახელმწიფოა - ის მკვდარია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
31 აგვისტო 2026, 17:45
პოლიტიკა
Newsweek: ახალი იმპულსი აშშ-თან ურთიერთობებში. საქართველოს ამბიციები „შუა დერეფნის“ მიმართულებით აშშ-თან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს
გამოცემა Newsweek-ი საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებს ვრცელ სტატიას უძღვნის, სადაც აგრეთღვე საუბარია ქვეყნის მზარდ როლზე „შუა დერეფნის“ კონტექსტიში.
31 აგვისტო 2026, 17:26
ეკონომიკა
The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი
საერთაშორისო გამოცემა The Report Company ბათუმში მშენებარე Ambassadori Island Batumi-ს სტატიას უძღვნის და მას საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილს უწოდებს.
31 აგვისტო 2026, 17:24
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება.
31 აგვისტო 2026, 17:21
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. სხდომაზე რამდენიმე მოწმე, მათ შორის ნია იმნაძის ჯგუფელები დაკითხეს.
31 აგვისტო 2026, 17:12
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა
31 აგვისტო 2026, 17:07
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
31 აგვისტო 2026, 17:02
სამართალი
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინელ ქალს, ვალერია კირლიუკს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
31 აგვისტო 2026, 16:59
სამართალი
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
ამავე საქმეზე დაკავებულმა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა მეორე პირმა ს.ბ.-მ, ასევე უკანონოდ შეიძინა და მის საცხოვრებელ სახლში ინახავდა 0,24 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რაც სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად 29 აგვისტოს ამოიღეს.
31 აგვისტო 2026, 16:12
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური: ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს, შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა
„ღარიბაშვილი განთავსებულია დახურული ტიპის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემანი ეკუთვნის და ეს ორი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული. შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა“, - აცხადებენ სამსახურში.
31 აგვისტო 2026, 16:11
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, დავით მამისეიშვილის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.
31 აგვისტო 2026, 16:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: თუ აშშ-ს და რუსეთს შორის მართლაც იწყება მოლაპარაკებების ახალი ციკლი, საქართველოსთვის მომგებიანია მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება და ისეთი ვითარების თავიდან აცილება, რომელშიც თავად აღმოჩნდება დიდი დაპირისპირების ერთ-ერთ მხარედ
სამი თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებული ამბავი - რუსეთის მიერ უკრაინაზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერება, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ახალი კონტაქტები და თბილისის ფრთხილი პოზიცია, ერთ სტრატეგიულ სურათს ქმნის, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
31 აგვისტო 2026, 15:47
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე: არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. პატივი სცეს ისლანდიის სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ თავიანთი ქვეყნის გლობალური განვითარება, რაც სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ვერასდროს ვიხილეთ
არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.
31 აგვისტო 2026, 15:40
მსოფლიო
ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 15:20
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა


