imedi /  02 ივლისი 2020, 13:16 / სანდო წყარო

ეკონომიკის მინისტრის თქმით, „ნამახვანჰესს“ მშენებლობის ნებართვა უკვე მიღებული აქვს

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

„ნამახვანჰესს“ მშენებლობის ნებართვა უკვე მიღებული აქვს. ეს არის ისტორიული პროექტი ენერგოსექტორის თვის - 700 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ნამახვანჰესს“ უკვე მიღებული აქვს მშენებლობის ნება რთვა, მშენებლობა დაწყებულია. შევეცდები, უახლოეს პერიოდში დავათვალიერო ეს მშენებლობა. ეს არის ისტორიული პროექტი ენერგოსექტორის თვის. 700 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იდება. ეს არის შენატანი ჩვენს ადგილობრივ ენერგოგენერაციაში, რომელიც შეამცირებს ჩვენს იმპორტზე და ხელს შეუწყობს ჩვენი ენერგოსისტემის მდგრადობას. ასევე სხვა უფრო მცირე პროექტებიც ხორციელდება. ამერიკული ფონდი „ცერბერუსი“ გეგმაზომიერად ზრდის თავის პორტფელს მცირე ენერგოსადგურებში საქართველოში, 5-6 სადგური აქვს და კიდევ 2-ის პროექტს იწყებს“, - განაცხადა მინისტრმა.

ყველა სიახლე

07 აგვისტო 2020, 18:20

საზოგადოება

ვლადიმერ იმნაძე წეროვანში ვეტერანებს შეხვდა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე წეროვანში ჩავიდა და 9 აპრილის სახელობის სკვერში სამაჩაბლოდან და ახალგორიდან დევნილ ვეტერანებს შეხვდა.

07 აგვისტო 2020, 18:18

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 129 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 129 შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი კი ვირუსს ემსხვერპლა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის მინისტრრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

07 აგვისტო 2020, 18:16

მსოფლიო

ივლისში აშშ-ში 1.8 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა

ივლისში აშშ-ში 1.8 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის შრომის დეპარტამენტი ავრცელებს.

07 აგვისტო 2020, 18:10

მსოფლიო

ბეირუთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 150-ს გადააჭარბა

ლიბანში 4 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 154-მდე გაიზარდა. უწყების პირველი პირის, ჰამად ჰასანის განცხადებით, დაშავებულია 5 000-მდე ადამიანი. მათ 20%-ს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

ლევან იზორია

07 აგვისტო 2020, 17:59

პოლიტიკა

ლევან იზორია: რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით Bild-ის სტატია მნიშვნელოვანი და მისასალმებელია

დიპლომატის შეფასებით სტატია, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ აგრესიულ პოლიტიკაზეა საუბარი და რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლის თავზე გამოქვეყნდა მისასალმებელია. საქართველოს ამოცანა კი ისაა, რომ ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქში, როგორიც ბერლინია, ყოველთვის პრინციპულად ხდებოდეს იმ უსამართლობის დაფიქსირება, რაც რუსეთის მხრიდან ხორციელდება და ასევე პრინციპულად უნდა დაფიქსირდეს ის სახელმწიფო პოლიტიკაც, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე აქვს არჩეული. ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩი „ქრონიკასთან“ საუბრობს.

07 აგვისტო 2020, 17:54

მსოფლიო

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დაპირისპირებას პალესტინელი ქალი ემსხვერპლა

მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირზე ერთმანეთს ებრაელი სამხედროები და ადგილობრივი პალესტინელები დაუპირისპირდნენ. შემთხვევისას, ებრაელმა ჯარისკაცებმა პალესტინელი ქალები დაჭრეს. მათ შორის იყო 23 წლის ქალიც, რომელიც შემთხვევას ემსხვერპლა.

07 აგვისტო 2020, 17:50

სპორტი

ინგლისის პრემიერლიგაში ხუთის ნაცვლად გუნდებს ისევ სამი შეცვლის უფლება ექნებათ

2020/2021 წლების სეზონიდან ინგლისის პრემიერლიგაში ხუთის ნაცვლად გუნდებს ისევ სამი შეცვლის უფლება ექნებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციამ კლუბებთან შეთანხმების შემდეგ მიიღო. ცვლილელების რაოდენობა კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული პაუზის გამო, ფეხბურთელებისთვის დატვირთების შესამსუბუქებლად დააწესეს და განახლებულ ჩემპიონატებში ყველგან ეს წესი მოქმედებდა.

მიხეილ რამიშვილი

07 აგვისტო 2020, 17:36

სამართალი

ადვოკატი: თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა შსს-ს სთხოვა, არ გაასაჯაროოს იმგვარი ინფორმაცია, რომელიც თვითმკვლელობის ეჭვებს იწვევს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, უწყების ვებგვერდზე არ განთავსდეს იმგვარი ინფორმაცია, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ეჭვებს იწვევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-ში შეხვედრის დასრულების შემდეგ ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

07 აგვისტო 2020, 17:34

საზოგადოება

ევროპელი ექსპერტების ჩართულობით განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიის შემუშავების პროცესის დასაგეგმად სემინარი გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)“ ხელშეწყობით განათლებისა და მეცნიერების განვითარების 2022-2030 წლების სტრატეგიის შემუშავების პროცესის ეფექტურად დაგეგმვის მიზნით ორდღიანი სემინარი გაიმართა.

ივანე მაჭავარიან;ი ჰუბერტ ქნირში

07 აგვისტო 2020, 17:28

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: ერთ სულ მოსახლეზე საქართველო გერმანიის ფინანსური მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმღები ქვეყანაა

ერთ სულ მოსახლეზე დღეს, საქართველო გერმანიის ფინანსური მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმღები ქვეყანაა. ეს ადასტურებს რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან სასესხო ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალზე.

თეა წულუკიანი

07 აგვისტო 2020, 17:23

საზოგადოება

თეა წულუკიანი: აგვისტოს ომი არის ის ტრაგიკული მოვლენა, რომლის შედეგებსაც ჩვენი ქვეყანა კვლავ იმკის

„ჩვენი მიზანია ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია. ჩვენი გუნდი ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოს შევძინოთ არა მხოლოდ ის პოლიტიკური დოკუმენტები რომლებიც მრავლად არსებობს არაღიარების თემაზე, არამედ საქართველოს, მომავალ თაობას შევძინოთ სამართლებრივი დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოს დავის ფარგლებში, რომელიც დაადგენს იმ რეალობას, რაც ჩვენი ცხოვრების ნაწილია - ოკუპაცია, მიმდინარე ოკუპაცია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ეკა ბესელია; მაიკე ვან კოლდამი

07 აგვისტო 2020, 17:12

პოლიტიკა

ეკა ბესელია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაიკე ვან კოლდამთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემები იყო წინასაარჩევნო პერიოდი და სასამართლო რეფორმა.

07 აგვისტო 2020, 16:55

პოლიტიკა

აზერბაიჯანი მხარს უჭერს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“

აზერბაიჯანი მხარს უჭერს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.

თეა ახვლედიანი

07 აგვისტო 2020, 16:54

რეგიონი

თეა ახვლედიანი: გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება და მიმდინარეობს კვლავაც ომით დაშორიშორებული საზოგადოების იზოლაცია და გახლეჩა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გორში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო. მისი თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომელმაც ასობით მოქალაქის სიცოცხლ შეიწირა, ყველაზე ტრაგიკულ თარიღად ჩაიწერა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

07 აგვისტო 2020, 16:44

სპორტი

ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის, 2008 წლის ომში დაღუპული ქართველი გმირებისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი გმირებისადმი მიძღვნილი ხსოვნის ტურნირი გაიმართა. ტურნირი სამი დღის განმავლობაში წრიული სისტემით ტარდებოდა, ფინალში კი „თბილისმა“ ზესტაფონის „მარგვეთი“ 2:1 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელები თასით საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილმა, ლევან ანწუხელიძემ დააჯილდოვა. შეჯიბრი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

07 აგვისტო 2020, 16:40

სამართალი

პოლიციამ კომპანია „ზეგის“ თანამშრომლების სახლები გაჩხრიკა

პოლიციამ „ზეგის“ თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. ეს ის კომპანიაა, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა. როგორც კომპანიის იურისტი ქეთი მირიანაშვილი აცხადებს, რომ კომპანიის თანამშრომლების სახლებში ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან მათ საგამოძიებო უწყებას ყველანაირი ინფორმაცია მიაწოდეს.

07 აგვისტო 2020, 16:38

სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიების მიმდინარეობას გაეცნო

შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი უფლებადამცველთან ერთად იმყოფებოდა, ისინი უწყებაში გამოძიების მიმდინარეობას გაეცნენ. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, მათ კითხვები საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხასთან და წერილთან დაკავშირებით ჰქონდათ. მათ უწყებიდან მიიღეს პასუხი, რომ თანხა თამარ ბაჩალიაშვილის ანგარიშზე ერთჯერადად არ დარიცხულა. მან თანხა ეტაპობრივად გამოიმუშავა, ხოლო რაც შეეხება წერილს, უფლებადამცველისთვის საინტერესოა ის დეტალი - კონკრეტულად როდის დაწერა თამარმა წერილი.

07 აგვისტო 2020, 16:32

საზოგადოება

დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი აგვისტოს ომთან დაკავშირებით ერთობლივ გაცხადებას ავრცელებენ

აგვისტოს ომიდან მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიაში ურთიერთობათა დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელი სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაში წერია, დღეს აღინიშნება საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის 12 წელი და მისი შედეგი კვლავ იგრძნობა.

დადიანების სასახლე

07 აგვისტო 2020, 16:31

საზოგადოება

აჭარაში გამართული ტურის შემდეგ ფოტოგრაფები ხევსურეთსა და სამეგრელოს ეწვივნენ. ფოტოგალერეა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „ფოტოგრაფები საქართველოსთვის“ დაიწყო. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი პროექტი „იმოგზაურე საქართველოსთვის“ შიდა ტურიზმის კამპანიის ნაწილია. აჭარაში გამართული ტურის შემდეგ ფოტოგრაფები ხევსურეთსა და სამეგრელოს ეწვივნენ. გადაღებული ფოტოები სხვადახვა სოციალური ქსელითა და ავტორთა ბლოგების საშუალებით უკვე გავრცელდა. ტურში ფოტოგრაფებთან ერთად ჩართულები არიან გიდებიც.

ბრენტ კარვერი

07 აგვისტო 2020, 16:21

კულტურა

კანადელი მსახიობი ბრენტ კარვერი გარდაიცვალა

კანადელი მსახიობი ბრენტ კარვერი გარდაიცვალა. ის 68 წლისა იყო. მსახიობი თავის ქალაქ კრანბრუკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი არ სახელდება. ბრენტ კარვერი ისეთ სერიალებში მონაწილეობდა, როგორებიცაა Due South-ი და Twilight Zone.