10 ივლისი 2020, 12:44 / სანდო წყარო

საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი მეოთხედ ჩატარდა

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეოთხედ გაიმართა. კონკურსის მიზანი საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის ხელშეწყობაა.

კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ენოლოგი, საქართველოს დამსახურებული მეღვინე გიორგი დაქიშვილი იყო.

გამარჯვებული ღვინოები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ონლაინდეგუსტაციებზე გაიგზავნება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეღვინეობის დარგში პანდეემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე.

„წელს კონკურსზე 460 ღვინის ნიმუში იყო წარმოდგენილი, რაც 3-ჯერ აღემატება პირველ კონკურსზე წარდგენილ ღვინოების რაოდენობას. ეს მეღვინეების მხრიდან კონკურსისადმი დიდ ინტერესზე მიუთითებს. ჟიურის შემადგენლობაში საერთაშორისო რანგის ქართველი ღვინის ექსპერტები შედიოდნენ. ისინი თანხმდებიან, რომ ქვევრის ღვინის ხარისხი ყოველწლიურად უმჯობესდება. მისასალმებელია, რომ კონკურსზე ქვევრის ღვინო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან იყო წარმოდგენილი“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, კონკურსის ჟიურის წევრმა, ლევან მეხუზლამ.

გამარჯვებული ღვინოები ივლისის ბოლომდე დასახელდება.

კონკურსისადმი ინტერესი ძალიან დიდია, განსაკუთრებით პატარა მარნების მხრიდან. ბევრმა მათგანმა კონკურსზე თავისი პირველი პროდუქტი წარმოადგინა. ეს მათთვის ძალიან კარგი სტიმულია შემდგომი განვითარებისთვის. კონკურსი გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასოთ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს ქვევრში წარმოებული ღვინის ხარისხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ასოციაცია „ქართული ღვინოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თინა კეზელმა.

კონკურსი „ასოციაცია ქართული ღვინოს“ ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

ქვევრის ღვინის კონკურსი წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის კომპლექსის ტერიტორიაზე გაიმართა. სწორედ წინანდლის პარკში მდებარეობს 1835 წელს აშენებული საქართველოში ერთ-ერთი პირველი მარანი, სადაც ბოთლში პირველად ჩამოისხა ქართული ღვინო.

ყველა სიახლე

ნინო ლაცაბიძე

20 ივლისი 2026, 13:22

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში მიმდინარე თითოეული პროექტი, მოსახლეობისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება

რუსთავში საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამა მიმდინარეობს.

რევაზ სოხაძე

20 ივლისი 2026, 13:11

ეკონომიკა

რევაზ სოხაძე: ტენდერში გამარჯვება არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო უხარისხო სამუშაოს ჩაიბარებს

„ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხარისხზე და ეს მხოლოდ რიტორიკა არ არის, ჩვენ ამას რეალურად ვნერგავთ ჩვენს საქმიანობაში. უკვე მოქმედმა კონტრაქტორებმა პრაქტიკაში დაინახეს, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხის მიმართ სახელმწიფოს მოთხოვნები მნიშვნელოვნად გამკაცრდა“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სატელევიზიო გადაცემაში სტუმრობისას.

20 ივლისი 2026, 13:10

საზოგადოება

საბაზო ზოგადი განათლების ატესტატების გაცემა დაიწყო

2025–2026 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები, რომლებიც 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიმართავენ შესაბამის უწყებებს, ატესტატს განცხადების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ.

20 ივლისი 2026, 13:07

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონებში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად

უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ვახტანგ ცინცაძე

20 ივლისი 2026, 12:58

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: ივნისის თვეში არსებული ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი განპირობებულია ქვეყანაში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემოთი

ივნისის თვეში ადგილობრივი ექსპორტის 50%-ზე მაღალი ზრდა და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ გასულ თვეში ექსპორტის კუთხით არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა.

20 ივლისი 2026, 12:55

მსოფლიო

გერმანიაში დააკავეს კაცი, რომელმაც ბავარიის პრემიერს პომიდორი ესროლა

თვითმხილველების თქმით, კაცი მოულოდნელად გამოხტა ბუჩქებიდან და ბავარიის მთავრობის ხელმძღვანელს პომიდორი ესროლა. ადგილობრივი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ, პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერივნენ და თავდამსხმელი დააკავეს, რის შემდეგაც პოლიციამ ის პატიმრობაში აიყვანა.

20 ივლისი 2026, 12:49

ეკონომიკა

საქართველოში შუა აზიის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა

2026 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში შუა აზიიდან 115,416 საერთაშორისო ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 3.1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

20 ივლისი 2026, 12:49

საზოგადოება

ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 19 ივლისს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე (საყდრის ხიდის მიმდებარედ) ადიდა მდინარე და გადმოვიდა საავტომობილო გზაზე. ასევე, ამავე გზის 41-ე კმ-ზე (სოფ.ცანა) და 144-ე კმ-ზე (სოფ.ყორულდაში) ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც აღნიშნული გზის კმ92-კმ151 (სოფ.ბაბილი-ლასდილი) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე უსაფრთხოების მიზნით დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

რევაზ სოხაძე

20 ივლისი 2026, 12:34

ეკონომიკა

რევაზ სოხაძე: ჩვენი მიზანია ქართული სამშენებლო კომპანიები საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიან მოთამაშეებად ვაქციოთ

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტროს მთავარი ამოცანა მხოლოდ თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ არის, არანაკლებ მნიშვნელოვანია ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიების განვითარება, რომლებიც მომავალში საერთაშორისო ბაზარზეც შეძლებენ კონკურენციას.

რევაზ სოხაძე

20 ივლისი 2026, 12:34

ეკონომიკა

რევაზ სოხაძე: საქართველო აძლიერებს სატრანზიტო როლს და აგრძელებს სტრატეგიული საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, შუა დერეფნის მნიშვნელობის ზრდამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანზიტო პარტნიორის როლი.

20 ივლისი 2026, 12:22

მსოფლიო

ირანმა ჰორმუზის სრუტეში ტანკერების აფეთქების შესახებ განაცხადა

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ ორშაბათს განაცხადა, რომ ორი ნავთობტანკერი მას შემდეგ აფეთქდა და გამოვიდა მწყობრიდან, რაც ჰორმუზის სრუტის სახიფათო სამხრეთ მარშრუტით სცადეს გავლა. კორპუსის განცხადებით, გემებს ამ გზით სარგებლობისკენ, სავარაუდოდ, ამერიკელმა სამხედროებმა უბიძგეს.

20 ივლისი 2026, 12:18

ეკონომიკა

6 თვეში ჩინეთიდან საქართველოში 55 ათასამდე ვიზიტი შედგა

2026 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ჩინეთიდან 54,554 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 16.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მეორე კვარტალში კი ზრდამ 3.2% შეადგინა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

20 ივლისი 2026, 12:12

საზოგადოება

კახა კალაძე: კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთათვის ფართების გადაცემა იყო ღირსების, სამართლიანობისა და ადამიანების წინაშე აღებული სიტყვის შესრულების საკითხი

თბილისის მერმა კახა კალაძემ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გიორგი კობიაშვილთან ერთად კოოპერატიული ბინათმშენებლობების დაუსრულებლობით დაზარალებულ 58 ოჯახს საცხოვრებელი ფართების გასაღებები გადასცა. ისინი ამიერიდან დიდ დიღომში, „ვივა დევიდსვილში“ იცხოვრებენ.

კახა კალაძე

20 ივლისი 2026, 12:05

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვფიქრობ, დღევანდელ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, შესწევს იმის ძალა, რომ ძალიან მარტივად შეცვალოს ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებები

დედაქალაქის მერი კახა კალაძე პოზიტიურად აფასებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპასუხო წერილს საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი და მიიჩნევს, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შესწევს იმის ძალა, რომ მარტივად შეცვალოს წინა ადმინისტრაციის მიერ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებები.

20 ივლისი 2026, 12:05

კულტურა

„ოდისეამ“ პირველ უქმეებზე მსოფლიო გაქირავებაში $264 მილიონი შეაგროვა. ეს ნოლანის ფილმებს შორის საუკეთესო სტარტია

სურათმა ნოლანის კარიერაში საუკეთესო სასტარტო მაჩვენებელი აჩვენა და გადააჭარბა ფილმის „ბნელი რაინდი: აღზევება“ (2012) შედეგს, რომელმაც პირველ უქმეებზე 249 მილიონი დოლარი დააგროვა.

კახა კალაძე

20 ივლისი 2026, 12:02

პოლიტიკა

კახა კალაძე: სიძულვილის ენა არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა, ამიტომ შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით გარკვეულ შედეგებს დადებს

ვინც საღად აზროვნებს არავის მოსწონს ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა, - განაცხადა თბილისის მერმა მედიის კითხვაზე სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის არსებობის შესახებ.

რევაზ სოხაძე

20 ივლისი 2026, 11:49

ეკონომიკა

რევაზ სოხაძე: ყველა კეთილსინდისიერ და პროფესიონალ კომპანიას სახელმწიფო ტენდერებში კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოს ვთავაზობთ

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, ბოლო თვეებში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინფრასტრუქტურის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რომლის მიზანიც სექტორის გაჯანსაღება და პროექტების განხორციელების ხარისხის გაუმჯობესებაა. ამის შესახებ მან სატელევიზიო გადაცემაში საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

რევაზ სოხაძე

20 ივლისი 2026, 11:48

პოლიტიკა

რევაზ სოხაძე: ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ, რომ ბიუჯეტის თანხებით შესრულებული თითოეული პროექტი იყოს ხარისხიანი

„აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი შუა დერეფნის განვითარების საკვანძო პროექტია. გასული წლის ბოლოს სრულად გაიხსნა რიკოთის მონაკვეთი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო პროექტი იყო, რაც ჩვენს რეგიონში განხორციელებულა. რამდენიმე დღის წინ კი ავტოტრანსპორტისთვის გავხსენით სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დამატებითი 6-კილომეტრიანი მონაკვეთი. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე დარჩენილ 3 კილომეტრზე, რომლის გახსნას ოქტომბერში ველოდებით“ - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სატელევიზიო გადაცემაში სტუმრობისას.

20 ივლისი 2026, 11:37

ეკონომიკა

ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში მოგზაურთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

2026 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში რეკორდულად მაღალი 249,201 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 23.4%-ით აღემატება 2025 წლის ანალოგიურ პერიოდს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

20 ივლისი 2026, 11:36

მსოფლიო

აშშ-სა და ირანს შორის ესკალაციის ფონზე, ნავთობი ისევ გაძვირდა

მსოფლიო ბირჟებზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი, აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე ომის ფონზე, კვლავ ბარელზე 90 დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა. ლონდონის ICE ბირჟაზე ორშაბათს დილით, Brent-ის მარკის ბარელი ნავთობი 90,8 დოლარი ღირდა, რაც წინა ვაჭრობის დახურვის მაჩვენებელზე 2,8%-ით მეტია. Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 90 დოლარს ივნისის შუა რიცხვების შემდეგ პირველად გადააჭარბა.