მამია სანადირაძე: „კავკასუს ონლაინის“ აზერბაიჯანული მხარის გაკონტროლებით, საქართველოს ევროპული ინტერნეტის უსაფრთხოდ მოწოდების პრობლემა შეექმნება
მამია სანადირაძე
ფოტო: facebook
„კავკასუს ონლაინთან“ დაკავშირებული მოვლენები, კომპანიის დამფუძნებელმა, მამია სანადირაძემ შეაფასა. მისი განცხადებით, არსებობს რეალური საშიშროება, რომ საქართველოსთვის კრიტიკული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე კონტროლის დაკარგვამ ქვეყნის საინფორმაციო და ეკონომიკურ უსაფრთხოებას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. როგორც სანადირაძემ აღნიშნა, „კავკასუს ონლაინის“ აზერბაიჯანული მხარის გაკონტროლებით, საქართველოს ევროპული ინტერნეტის უსაფრთხოდ მოწოდების პრობლემა შეექმნება.
„რამდენადაც ვიცი, მეთიუ ბრაიზა აზერბაიჯანში ამერიკის ყოფილი ელჩი და ამჟამად „სოკარის“ შვილობილი კომპანიის ბორდის წევრია. წარმოიდგინეთ, მისტერ ბრაიზა საქართველოში სატელეკომუნიკაციო მარეგულირებლის ახალი კანონის გამო აღშფოთდა და სტატიაში წერს: „ხალხი ვაშინგტონში შეშფოთებულია... ვაუ, შეიძლება, ამ პროექტის გაუქმებას რაიმე საერთო ჰქონდეს რუსეთთან“. ჩემი აზრით, მისტერ ბრაიზა აზერბაიჯანისთვის იღწვის, როცა საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს ჩვენს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ კრიტიკული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე კონტროლის გამკაცრებისთვის. ცნობისათვის - აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე ყველა ინფრასტრუქტურული სატელეკომუნიკაციო კაბელი სახელმწიფოს ეკუთვნის, რადგან აზერბაიჯანში ასეთი კაბელების კერძო მფლობელობა კანონით აკრძალულია. „კავკასუს ონლაინის“ თავდაპირველი დამფუძნებელი გახლავართ, ამიტომ მეც მიმიძღვის მცირეოდენი წვლილი საქართველოს ტელეკომუნიკაციის განვითარებაში და საქართველო–ევროპის შემაერთებელი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე ჩადებაც მე განვახორციელე 2008 წელს“, - ასე აფასებს „კავკასუს ონლაინთან“ დაკავშირებულ მოვლენებს კომპანიის დამფუძნებელი მამია სანადირაძე.
მისივე განცხადებით, არსებობს რეალური საშიშროება, რომ საქართველოსთვის კრიტიკული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე კონტროლის დაკარგვამ ქვეყნის საინფორმაციო და ეკონომიკურ უსაფრთხოებას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. ახალი კანონი კი შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოს რომ შეძლებისდაგვარად ასეთი საფრთხისგან თავი დაიცვას. „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელი აცხადებს, ქართული სახელმწიფო სწორედ იქცევა, როდესაც რეალურ რისკებს ხედავს და ამ რისკების დაზღვევისთვის ნაბიჯებს დგამს.
„კავკასუს ონლაინის“ აზერბაიჯანული მხარის გაკონტროლების შემთხვევაში, შეიძლება, საქართველოს ევროპული ინტერნეტის უსაფრთხოდ მოწოდების პრობლემა შეექმნას. სავარაუდოდ, აზერბაიჯანელებს დაგეგმილი აქვთ, რომ არსებული „შავი ზღვის“ კაბელი პირდაპირ ბაქოს მიუერთონ, ამის შემდგომ კი საქართველოს უკვე ბაქოდან მიეწოდოს ინტერნეტის რუსულ-ევროპული ნაზავი. ანუ, ჰაბი გახდება ბაქო - თბილისი კი „აპენდიციტი“ ბაქოს ინტერნეტ ქსელში. აზერბაიჯანელები თბილისს რატომ გახდიან ჰაბს? ბავშვები ხომ არ ვართ ეს რომ დავიჯეროთ“, - ამბობს მამია სანადირაძე.
მისივე განმარტებით, ასეთ შემთხვევაში დიდი მონაცემთა ცენტრები როგორიც არის „ამაზონი“, „გუგლი“ და „ნეტფლიქსი“ საქართველოს ნაცვლად ბაქოში აშენდება. მისივე განცხადებით, ყველა სახელმწიფო ცდილობს დაიცვას საკუთარი ინფორმაციული და ეკონომიკური უსაფრთხოება, რაც სწორი და აუცილებელია.
„მარეგულირებელი კომისია სწორედ ამიტომ ცდილობს მიიღოს კანონი, რომ მას ჰქონდეს კანონიერი უფლება, რათა მის მიერ რეგულირებად სატელეკომუნიკაციო კომპანიაში დროებითი მმართველი განაწესოს და დაიცვას ქვეყნისთვის კრიტიკული ინტერესები - რა თქმა უნდა, თუ ამისთვის საფუძვლიანი ეჭვი არსებობს. თვითონ კანონი შეიძლება იდეალური არ იყოს, მაგრამ იგი შესაძლოა, მომავალში დაიხვეწოს. საერთოდ, ღია და ლიბერალური სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, რომელიც საქართველოს და დასავლურ ქვეყნებს მეტნაკლებათ გააჩნიათ, ყველგან არის საშიშროება, რომ ინვესტორის ეგიდით ქვეყანაში შემოსულმა კომპანიებმა საკუთარი აქტივი მასპინძელი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გამოყენება სცადონ. ამიტომ, ყველა ქვეყანაში არსებობს ანალოგიური კანონიერი მექანიზმები და ბერკეტები. რაც შეეხება „კავკასუს ონლაინს“ არსებობს საშიშროება, რომ ამ ერთადერთი კაბელის გაკონტროლება აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოყენებული იქნას იმისათვის, რომ სტრატეგიულმა რეგიონალურმა სატელეკომუნიკაციო ჰაბმა, თბილისიდან ბაქოში გადაინაცვლოს“,- განაცხადა ფორ.გესთან ინტერვიუში მამია სანადირაძემ.
„კავკასუს ონალინის“ დამფუძნებელი ოპოზიციურად განწყობილ პირებს ახსენებს, რომ სულ ორი მთავარი სატელეკომუნიკაციო კვანძი არსებობს – ევროპა და ამერიკა. საქართველო უკვე 12 წელია დაკავშირებული ევროპასთან და თბილისი ყალიბდებოდა რეგიონალურ ჰაბად.
„აზერბაიჯანი, სომხეთი და ირანიც ამ კაბელზე არიან მიერთებული. სომხეთი არასოდეს არ მიუერთდება აზერბაიჯანს. ირანიც ერიდება ბაქო-მოსკოვის მიმართულებით ევროპაში ციფრული ნაკადების გატარებას და ერევანი-თბილისის გავლით ამჯობინებს ამის გაკეთებას. მოსკოვს და ბაქოს საქართველოს შავი ზღვის კაბელის გაკონტროლება აძლევთ იმის საშუალებას, რომ თეირანი-ერევანი-თბილისის ნაკადები ბაქოსკენ მიმართონ. ამას სომხეთი არ დაუშვებს და ციფრული ნაკადები შეწყდება. მხოლოდ საქართველოს თავისი ლიბერალური და გახსნილი სატელეკომუნიკაციო რეჟიმით ბუნებრივად შეუძლია რეგიონალური ჰაბის როლი შეასრულოს, თუ, რა თქმა უნდა, ამას ხელოვნურად წინ არავინ აღუდგა, საქართველოს ინტერესების საზიანოდ. 21-ე საუკუნეში ჭარბი და იაფი ციფრული ინფორმაცია საწინდარია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ წარმატებისა. საქართველომ უნდა უზრუნველოს მაღალი კონკურენცია ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, რათა სატელეკომუნიკაციო მომსახურება და ციფრული ინფორმაცია ბაზარზე იყოს ჭარბად და იაფად. ჩემი აზრით, სწორედ გამოყენების შემთხვევაში, ახალი კანონი საქართველოს მისცემს დამატებით ბერკეტებს ქვეყნის ინტერესების გასატარებლად“, - განაცხადა მამია სანადირაძემ.
ყველა სიახლე
27 სექტემბერი 2026, 17:08
სამართალი
სპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ მუსელიანცის მიერ გავრცელებული ბრალდებები არის პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ რეალურ მდგომარეომარეობას არ ასახავს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ის პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო პირობებში იმყოფება და არ არის უზრუნველყოფილი შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით.
27 სექტემბერი 2026, 16:55
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ზაბახიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო
სოხუმის დაცემის დღიდან 33 წელი გავიდა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ზაბახიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატ დავით შერაზადიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნონა რეხვიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
27 სექტემბერი 2026, 15:50
მსოფლიო
უნგრეთის ქალაქ სოლნოკში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარს უცნობმა პირმა კვერცხი ესროლა
უნგრეთის ქალაქ სოლნოკში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარს უცნობმა პირმა კვერცხი ესროლა.
27 სექტემბერი 2026, 15:47
პოლიტიკა
გიორგი ჯინჭარაძემ ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
27 სექტემბერი 2026, 15:45
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და ქალაქ ბათუმის მერთან, გიორგი ცინცაძესთან ერთად, სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
27 სექტემბერი 2026, 15:43
პოლიტიკა
სულხან თამაზაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახი კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
27 სექტემბერი 2026, 15:39
მსოფლიო
The Hill: ევროპელი ლიდერები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ რუსეთი ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ წლების განმავლობაში მიმდინარე ჰიბრიდულ ომს ამწვავებს
ევროპელი ლიდერები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ რუსეთი ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ წლების განმავლობაში მიმდინარე ჰიბრიდულ ომს ამწვავებს - კრემლი ამ ნაბიჯებს უკრაინის წინააღმდეგ თითქმის ხუთწლიან ომში გარდამტეხი წარმატების მიღწევის სირთულეების ფონზე დგამს, - წერს ამერიკული გამოცემა The Hill-ი.
27 სექტემბერი 2026, 15:19
რეგიონი
გორში ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
გორში ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.
27 სექტემბერი 2026, 15:15
მსოფლიო
გაერო-ში ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სიუზან სარანდონი გზის გადაკეტვის გამო დააკავეს
ნიუ იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციისას, სულ მცირე, 30 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ოსკარის მფლობელი მსახიობი სიუზან სარანდონი.
27 სექტემბერი 2026, 15:04
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილმა, სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.
27 სექტემბერი 2026, 14:56
პოლიტიკა
დოროთე ყურაშვილი: რა უფლება აქვს შალვა პაპუაშვილს, სექტანტებს შეურაცხყოფა მიაყენოს
წარმოიდგინეთ, პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ქვეყანაში, ვინც პროტესტზეა, იმათ სატანისტებს ეძახის, სექტანტებს ეძახის. სექტანტებს! ანუ, პაპუაშვილი წყვეტს, ვინ არის სექტანტი და ვინ არის მართალი, - ამის შესახებ დოროთე ყურაშვილმა ქადაგებისას განაცხადა.
27 სექტემბერი 2026, 14:53
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ეკა გიგაურზე: ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების 90%-ზე მეტი მოდიოდა 2-3 არასამთავრობო ორგანიზაციაზე. მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი იყო ქალბატონი ეკას ორგანიზაცია
როდესაც კაპიტან გიგაურზე ვსაუბრობთ და მათ დებზე და ძმებზე, 2-3 არასამთავრობო ორგანიზაციაზე, არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების 90%-ზე მეტი მოდიოდა 2-3 არასამთავრობო ორგანიზაციაზე. მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი იყო ქალბატონი ეკას ორგანიზაცია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
27 სექტემბერი 2026, 14:50
კულტურა
ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალზე ჟიურიმ გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინა
ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალზე, ჟიურიმ გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინა. „ბიაფის“ გრან-პრი ლენს ჰამერის ფილმმა „დედოფალი ზღვასთან“ მოიპოვა. საუკეთესო რეჟისორად ლევან კოღუაშვილი დასახელდა, საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში კი ფილმის „გურია“ მთავარი როლის შემსრულებელმა კახა ჭოლაძემ გაიმარჯვა.
27 სექტემბერი 2026, 14:45
კულტურა
თბილისში ხელოვნებისა და მოგზაურობის საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს
თბილისში ხელოვნებისა და მოგზაურობის საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს, რომელიც კინოს, თანამედროვე ხელოვნებასა და მოგზაურობის თემატიკას აერთიანებს. ფესტივალის მიზანია საქართველოს კულტურული პოტენციალის წარმოჩენა და ქართული კინოსა და ხელოვნების საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობა.
27 სექტემბერი 2026, 14:41
კულტურა
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში უჩა ჯაფარიძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიხსნა
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში უჩა ჯაფარიძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიხსნა.
27 სექტემბერი 2026, 14:36
საზოგადოება
შიო მესამე: შესრულდა 33 წელი სოხუმის დაცემიდან. მახსენდება კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სიტყვები, რომ იმ ომში გამარჯვებული არავინაა. თუ გვინდა, რომ ეს ჯვარი ღირსეულად ვზიდოთ, რომ ჩვენი ერი კვლავ გაერთიანდეს და გადარჩეს, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა
კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას აფხაზეთში დაღუპული გმირების თავდადება გაიხსენა. შიო მესამემ დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამების საკათედრო ტაძარში მყოფებს დაურიგეს ჯვრები. მანამდე უწმინდესმა ლიტურგია აღავლინა.
27 სექტემბერი 2026, 14:31
მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში, აშშ-ის ავიაბაზის სიახლოვეს, ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ფლობის ეჭვით რამდენიმე პირი დააკავეს
ინგლისის დასავლეთით სამართალდამცველებმა რამდენიმე მამაკაცი დააკავეს ფეთქებად ნივთიერებებთან დაკავშირებული დანაშაულის ეჭვით. ინციდენტი მოხდა სამხედრო-საჰაერო ბაზის სიახლოვეს, რომელსაც აქტიურად იყენებენ ამერიკული ძალები.
27 სექტემბერი 2026, 14:25
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია „ალდეზე“: სამწუხაროდ ეს ის ძალაა ევროკავშირში და იმ მმართველობით ელიტაში, რომელიც გვეუბნებოდა რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა დემოკრატიის პრინციპი და გამოხატვის თავისუფლებაა
სამწუხაროდ, ეს ის ძალაა ევროკავშირში და იმ მმართველობით ელიტაში, რომელიც გვეუბნებოდა რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა დემოკრატიის პრინციპი და გამოხატვის თავისუფლებაა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „ალდეზე“ საუბრისას.
27 სექტემბერი 2026, 14:23
პოლიტიკა
გაემიჯნება თუ არა „ალდე“, პარტია „ლელოს“ დისკრიმინაციულ კამპანიას - „ქრონიკამ“ ორგანიზაციას შეკითხვა გაუგზავნა
რადიკალიზმი, ლიბერალიზმის ნაცვლად, - ასე აფასებენ თბილისში, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის მიერ, პარტია „ლელო“-სთვის ზურგის გამაგრებას, რომლის წევრები ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებენ და არაბიზაციის საფრთხეზე ლაპარაკობენ. მანამდე კი ორგანიზაციამ, არც ალეკო ელისაშვილის მიერ ტერორიზმის ქმედების მცდელობა დაგმო.
27 სექტემბერი 2026, 14:15
პოლიტიკა
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახი კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.


