ნიკოლოზ ჩიქოვანი: შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაზრდის შედეგად, უბედური შემთხვევების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა
ნიკოლოზ ჩიქოვანი
ფოტო: არქივი
2019 წლის პირველი სექტემბრიდან ჭიათურაში, ქალაქის ტერიტორიაზე მანგანუმის მადნით და კონცეტრატით დატვირთული მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილები აღარ გადაადგილდებიან. პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტში არსებობდა და ქალაქის დამტვერიანებას იწვევდა, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გადაიჭრა. კომპანიამ თანამედროვე ტექნოლოგიებით მანგანუმის მადნის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა 3,4 ჰექტარზე ააშენა, ახალი პროექტის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 20 მლნ დოლარია.
უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხანაში „ჯორჯიან მანგანეზის“ 250-მდე თანამშრომელია დასაქმებული. რა შეიცვალა, კონკრეტულად, ჭიათურაში ამ პერიოდის განმავლობაში და რა გეგმები აქვს, როგორც გარემოს დაცვის, ასევე, დასაქმებულთა შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით? ამ და სხვა თემებზე გადაცემა „ბიზნესი იმედზე“ საუბრისას „ჯორჯიან მანგანეზი“-ს სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა ისაუბრა.
„იყო ნიადაგის დაბინძურების და გაფუჭების პრობლემა, ასევე მდინარის დაბინძრების პრობლემა. ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, ყველა პრობლემების ეტაპობრივად გადაჭრის. მდინარე „ყვირილაში“ არ უნდა ჩავიდეს გადამუშავებული ნარჩენები ანუ შლამები არამედ უნდა მოხდეს ამის დასაწყობება. ეს არის კონკრეტული გეგმა და გარემოსდაცვითი კუთხით ამ პროექტსაც მალე დავიწყებთ. შრომის უსაფრთხოებას, რაც შეეხება რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია, რადგან რისკის შემცველი ობიექტიებია. სამი წლის წინ შრომის ინსპექციის სამსახური უფრო გავაძლიერეთ და მივეცით დიდი უფლებები.“ - აცხადებს „ჯორჯიან მანგანეზი“-ს სპეციალური მმართველი.
„ჯორჯიან მანგანეზი“-ს მიერ სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე დახარჯული თანხა -ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიამ მხოლოდ წელს 4 სტადიონი მოაწყო და შიდა საფეხბურთო მატჩების ტრადიცია აღადგინა. იგეგმება ჩოგბურთის კორტების მშენებლობა, რადგან ისტორიულად სწორედ ჭიათურის ტერიტორიაზე აშენდა ჩოგბურთის პირველი კორტი.
ჭიათურის მანგანუმით გამდიდრებული ფოლადი მანქანათ და გემთმშენებლობის ასევე სხვადასხვა დანიშნულების მქონე დანადგარების წარმოებაში გამოიყენება. ქართულ მეტალს დღეს საექსპორტო დანიშნულება აქვს, რაც ძირითადად ამერიკულ ბაზარს ამარაგებს. კომპანიას თავისი წილით ქვეყნის მთლიან ექსპორტში მეოთხე ადგილი უკავია.
დღეს საქართველოში „ჯორჯიან მანგანეზი“ რამოდენიმე მსხვილ საწარმოს ფლობს. ერთ-ერთია ჭიათურაში - მანგანეზის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი და ზესტაფონში - ფეროშენადნობთა ქარხანა. ჭიათურაში აღნიშნული კომპანია მადანს 2007 წლიდან მოიპოვებს. პარალელურად, ქალაქში მუშაობს 40-მდე პატარა ე.წ. კოოპერატივი. ღია კარიერული პრინციპით მადნის მოპოვება საბჭოთა პერიოდიდან დაიწყო და დღემდე აქტიურად გრძელდებოდა, რის გამოც რეგიონიში დაბინძურებული იყო ატმოსფერული ჰაერი, მიწისქვეშა და სასმელი წყლები, სწორედ ამიტომ 2017 წლის მაისში, გარემოს დაცვის სამინისტროს მოთხოვნით, სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზს“ სპეციალური სახელმწიფო მმართველი გარემოსთვის კატასტროფული ზიანის გამოსწორების, დასაქმებულთა შრომითი უფლებების და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით დაუნიშნა. ნიკოლოზ ჩიქოვანს რეგიონში მდგომარეობის ეტაპობრივად გამოსწორება დაევალა.
ყველა სიახლე
17 სექტემბერი 2026, 09:49
ეკონომიკა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში ინოვაციური პროტოტიპების კონკურსი „Smart Stay“ გაიმართება
26-27 სექტემბერს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში ჰაკათონი სახელწოდებით „Smart Stay“ მესამედ ჩატარდება.
17 სექტემბერი 2026, 09:40
რეგიონი
კახეთში რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს - ამ დროისთვის გადამუშავებულია 11 ათასამდე ტონა ყურძენი
წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს.
17 სექტემბერი 2026, 09:35
ჯანდაცვა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი 30 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.
17 სექტემბერი 2026, 09:30
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოში კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების კვლევითი ინსტიტუტის (KNPRC) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
დელეგაციის წევრებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობა შეაჯამეს და ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
17 სექტემბერი 2026, 09:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: თუკი დავხედავთ რუსეთის, უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის ცას, პირდაპირ ჩანს, თუ რა არის ფასი ომის და კონფლიქტის - ჩვენ მშვიდობის კუნძული აღმოვჩნდით იმ მართლაც შეშლილ სამყაროში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. სწორედ ის, რომ ჩვენი ინტერესებით ვმოქმედებთ, აღმოჩნდა მშვიდობის შენარჩუნების მთავარი რეცეპტი
უსაფრთხოების დაცვა, ეროვნული ინტერესები და შენარჩუნებული მშვიდობა - აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“’-ის ეთერში ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს გარშემო არსებული არასტაბილური გარემო მიმოიხილა და ხაზი გაუსვა ხელისუფლების პოზიციას ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით, რაც მისივე შეფასებით, მთავარი რეცეპტია მშვიდობის შენარჩუნების.
17 სექტემბერი 2026, 09:21
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: პირები უნდა დარეგისტრირდნენ უცხო ქვეყნის აგენტებად, თუ ისინი აშშ-ში უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხოელი დამკვეთის მითითებით ან კონტროლის ქვეშ მოქმედებენ. ჩვენს ქვეყანაში კანონიერად ჩამოსულ სტუმრებს ყოველთვის მივესალმებით, თუმცა მათ ჩვენი კანონები უნდა დაიცვან
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საზოგადოებისთვის შეხსენებას იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ.
17 სექტემბერი 2026, 09:00
მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სენატორ ლინდსი გრემის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებულ სანქციებს მხარი დაუჭირა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფართო პაკეტი დაამტკიცა, რომელიც რუს მაღალჩინოსნებსა და ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორებს შეეხება. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 08:56
მსოფლიო
კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: იუსტიციის დეპარტამენტი არარეგისტრირებული აგენტების წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს. ჩემი ახალი კანონპროექტი „ფარას“ კანონში ცვლილებას შეიტანს, რათა გავრცელდეს მისი მოქმედება ინფულენსერებზე, მაქსიმალური ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ონლაინ სივრცეში
ამერიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საზოგადოებისთვის შეხსენებას იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ.
17 სექტემბერი 2026, 08:46
სპორტი
სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთ ფუძემდებელს ემზარ ზენაიშვილს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა
ემზარ ზენაიშვილი გახლდათ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი ზაფხულისა და ზამთრის არაერთ ოლიმპიურ თამაშებზე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიებსა და კონგრესებზე.
17 სექტემბერი 2026, 08:42
რეგიონი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მიმდინარე სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოკვეთილი საჭიროებების გათვალისწინებით დაიგეგმა.
17 სექტემბერი 2026, 08:38
რეგიონი
„გეოგლობალ აკადემიამ“ ბოლნისში პირველი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება გახსნა
ცერემონიას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქვემო ქართლის მხარეში და განათლების სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სასწავლებელი 320-მდე სტუდენტს მიიღებს.
17 სექტემბერი 2026, 08:28
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ უცხოური აგენტების რეგისტრაციის კანონის შეხსენებაზე: მივესალმებით ამ კანონმდებლობას და ასეთ მიდგომას ამერიკის შეერთებულ შტატებში და ყველას მოვუწოდებთ, რომ ასევე მხარი დაუჭირონ საქართველოს სახელმწიფოს, როდესაც ცდილობს სახელმწიფოს დაცვას მსგავსი ტიპის ჩარევებისგან
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საზოგადოებისთვის შეხსენებას იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ, თბილისში აფასებენ.
17 სექტემბერი 2026, 08:08
საზოგადოება
განათლების სამინისტროს ინიციატივით, ქუთაისში დასავლეთ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების პირველკურსელთა მიღების ღონისძიება გაიმართა
ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს და სტუდენტობა მიულოცეს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ და ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა. მიღების ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ საინტერესო და გასართობ აქტივობებში. ამასთანავე, გაიმართა კონცერტი სხვადასხვა არტისტისა თუ მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით.
17 სექტემბერი 2026, 08:06
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან საკუთარ თანამოაზრეებს და ოპოზიციურ პარტიებს დაუპირისპირდა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი დღემდე იმალებიან. ხაბეიშვილი უკმაყოფილებას ვერ მალავს იმის გამო, თუ რატომ არ მართავს ოპოზიცია საპროტესტო აქციებს. მის განცხადებას ნიკა გვარამია გამოეხმაურა და თავი იმით იმართლა, რომ ხაბეიშვილი თავის განცხადებაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს გულისხმობს.
17 სექტემბერი 2026, 08:00
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 სექტემბერს საქართველოში
17 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
17 სექტემბერი 2026, 01:22
მსოფლიო
აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მაღალი ინფლაციის ფონზე საპროცენტო განაკვეთი ბოლო 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად გაზარდა
აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა ოთხშაბათს ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა. მაღალი ინფლაციის ფონზე, ეს ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პირველი შემთხვევაა ბოლო სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
17 სექტემბერი 2026, 00:26
პოლიტიკა
ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორი: ვფიქრობ, რომ ისლანდიის მოსახლეობამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ევროკავშირში გასაწევრიანებლად განაცხადის შეტანის არავითარი მცდელობა აღარ იქნება. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაინახა პრობლემები - პენსიების შემცირება, თავდაცვის ხარჯების გაზრდა, ბიუჯეტის დეფიციტი, მიგრაციის პრობლემა
ვფიქრობ, რომ მცირე ქვეყნისთვის, როგორიცაა ისლანდია, რომლის ეკონომიკა ეყრდნობა თევზჭერას და ენერგოსფეროს, სუვერენიტეტის ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე დიდი ქვეყნებისთვის, რომელთაც ბრიუსელში თავისი სიტყვა ეთქმით გადაწყვეტილების მიღების სისტემაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსმა ჰანეს ჰოლმშტაინ გისურარსონმა.
17 სექტემბერი 2026, 00:25
მსოფლიო
ლიეტუვის პრეზიდენტი: ევროპაში დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები შესაძლოა რუსეთის უფრო ფართო ტაქტიკის ნაწილი იყოს - მოსკოვი შესაძლოა ცდილობდეს ზეწოლა მოახდინოს იმ ქვეყნებზე, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინას, ნატოსთან ღია კონფრონტაციაში შესვლის გარეშე
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ევროპაში დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები შესაძლოა რუსეთის უფრო ფართო ტაქტიკის ნაწილი იყოს.
17 სექტემბერი 2026, 00:08
პოლიტიკა
ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორი რეფერენდუმის შედეგებზე: ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ჩვენი სუვერენიტეტი, მცირე ქვეყნების ლაპარაკი ეს თითქოს არის ჩურჩული, რომელსაც ბრიუსელში არავის უსმენს
ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ჩვენი გავლენა ბრიუსელში იქნება ძალიან მცირე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსმა ჰანეს ჰოლმშტაინ გისურარსონმა ისლანდიაში გამართული რეფერენდუმის შედეგების განხილვისას, რომლის თანახმადაც მოსახლეობამ უარი განაცხადა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. მისი თქმით, მცირე ქვეყნების ლაპარაკი თითქოს ჩურჩულია, რომელსაც ბრიუსელში არავის უსმენს.
17 სექტემბერი 2026, 00:05
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ოღონდ ეს თანამშრომლობა არა ყველაფრის ფასად, აქ ამაზეა ლაპარაკი
ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ოღონდ ეს თანამშრომლობა არა ყველაფრის ფასად, აქ ამაზეა ლაპარაკი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.


