იოსებ არჩვაძე: ბიზნესის განვითარებისთვის კორუფციისაგან თავისუფლება სასიცოცხლოდ ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მოსახლეობის COVID-19-ისაგან დაცვა პანდემიის დროს
იოსებ არჩვაძე
ფოტო: არქივი
ბიზნესის კორუფციისაგან თავისუფლება მისი განვითარებისათვის ისევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც მოსახლეობის COVID-19-ისაგან დაცვა კორონავირუსის პანდემიის გამო, ამის შესახებ ექსპერტი იოსებ არჩვაძე აცხადებს.
„საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისაგან სწრაფი, ოპერატიული რეაგირების, საკრედიტო ხაზის გახსნის და დახმარებების აღმოჩენის ერთ-ერთი ფაქტორი, საქართველოში კორუფციის დაბალი დონე, ქრთამის აღების შემთხვევათა სიმცირე და მოსყიდვის წნეხისაგან თავისუფლების მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
საერთაშორისო ფინანსური და ეკონომიკური ინსტიტუტები კონკრეტული ქვეყნისათვის ფინანსურ დახმარებაზე გადაწყვეტილების მისაღებად ითვალისწინებენ არამარტო მის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს (მშპ-ის ზრდის ტემპი, ინფლაციისა და უმუშევრობის დონეები, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და ა.შ.), არამედ ქვეყანაში არსებულ სამეწარმეო, ბიზნეს გარემოს, რამდენად თავისუფალია ის არაფორმალური ურთიერთობებისგან, კორუფციისა და და გამოძალვის პრაქტიკისაგან,“ - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი თავის Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელშიც მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის შედეგები შეაფასა.
კვლევის თანახმად, რომელიც 2019 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით ჩატარდა, საქართველომ ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა. კერძოდ, ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირის მიხედვით, საქართველო 144 ქვეყანას შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა. ასევე 10 საუკეთესო ქვეყანას შორს დაიკავა ადგილი მოსყიდვის წნეხისგან (სიღრმე) თავისუფლების მიხედვით.
მსოფლიო ბანკის კვლევა, ტრადიციულად, ბიზნეს გარემოსა და ეკონომიკის განვითარების ფაქტორებს შეეხება, თითოეული მათგანის ხელშემწყობი თუ ხელშემშლელი ასპექტების გათვალისწინებით (ბიზნესის რეგულაციები, ლიცენზირება და გადასახადები, ფინანსებზე წვდომა, ინფრასტრუქტურა, ინოვაციები, სამუშაო ძალა, საგარეო ვაჭრობა, კორუფცია, დანაშაული და არაფორმალური ეკონომიკა).
საქართველოში გამოკითხვას 581 კომპანიის მფლობელი და მაღალი რანგის მენეჯერი დაექვემდებარა.
„განსაკუთრებულად აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მხოლოდ 1.3%-ს შეადგენს გამოკითხულ საწარმოთა რაოდენობა, რომელიც პრაქტიკაში ერთხელ მაინც გადააწყდა ქრთამის მოთხოვნას, რაც რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით 8-9-ჯერ და მეტჯერ უფრო დაბალია (ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში - 10%, მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში -12%, ხოლო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში - 10%-19%).
ასევე, უაღრესად დაბალია მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მაჩვენებელი (0.6%). აღსანიშნავია ისიც, რომ წინა გამოკვლევებთან შედარებით, ორივე ინდიკატორის მიხედვით, მდგომარეობა ამჟამად არსებითადაა გაუმჯობესებული (მაგალითად, 2008 წელს ქრთამის აღების შემთხვევათა სიხშირე შეადგენდა 9.84%-ს, ხოლო მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მაჩვენებელი - 8.72%-ს).
ამრიგად, კორუფცია თუ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის პირველ წლებში საქართველოში საკმაოდ მაღალ დონეს აღწევდა, ბოლო წლებში ის, ზემოხსენებული გამოკითხვით, როგორც სოციალური მოვლენა, ფაქტობრივად დაძლეულია.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოში კერძო სტრუქტურების მიერ საჩუქრის გაცემის ფაქტები საოპერაციო ლიცენზიების მოსაპოვებლად ფაქტობრივად 0 ერთეულის ტოლია (საშუალოდ მსოფლიოში - 13%), რაც საუკეთესოა მსოფლიოს ყველა გამოკითხულ ქვეყანას შორის,“ - აღნიშნავს იოსებ არჩვაძე.
ექსპერტის შეფასებით, კორუფციის დაბალი დონის, შესაბამისი კლიმატის ჩამოყალიბებაში ხელისუფლების ცალსახა დამსახურებასთან ერთად დიდია აგრეთვე საზოგადოების წევრთა მზარდი სამეწარმეო კულტურისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის წვლილიც, რაც გამოიხატება მოქალაქეთა როგორც საგადასახადო კულტურისა და მორალის, ისე ზოგადად, სამართლებრივი შეგნებისა და პასუხისმგებლობის ზრდაში, აგრეთვე იმ რეკომენდაციების დაცვაში, რომელსაც მედიკოსები იძლევიან COVID-19-ის თავიდან აცილებისა და პროფილაქტიკისთვის.
„ამიტომაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესის განვითარებისათვის ისევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი კორუფციისაგან გათავისუფლება, როგორც მოსახლეობის COVID-19-ისაგან დაცვაში - მედიკოსების შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინება,“ - აღნიშნავს იოსებ არჩვაძე.
საქართველო ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირითა და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ათეულებში მოხვდა.
ყველა სიახლე
17 სექტემბერი 2026, 12:34
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ გვჭირდება მეტი გენერაცია. გვჭირდება ძლიერი ქსელი, მეტი ინვესტიცია, თანამედროვე ტექნოლოგია და რეგიონული პროექტები, თუმცა, პირველ რიგში, გვჭირდება თქვენნაირი ადამიანები
ჩვენი საბოლოო მიზანი მკაფიოა, 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულად თვითკმარი უნდა გახდეს - ეს არის ამბიციური მიზანი, მაგრამ, ამბიცია მაშინ არის ფასეული, როდესაც მას თან ახლავს გეგმა, რესურსი და პროფესიონალები, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
17 სექტემბერი 2026, 12:29
პოლიტიკა
პრემიერი ნამახვანჰესზე: იყო პირდაპირი საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, დღეს უცხოური აგენტურა არის ბევრად უფრო სუსტი და სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძლიერი, შესაბამისად, რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის აღარ მოხდება დღეს და ხვალ
იყო პირდაპირი საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ამას შემდეგ მოჰყვა გადაწყვეტილების მიღება ჰესის არ აშენებასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნამახვანჰესთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
17 სექტემბერი 2026, 12:28
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი საბოლოო მიზანი მკაფიოა, 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულად თვითკმარი უნდა გახდეს - ეს არის ამბიციური მიზანი, მაგრამ, ამბიცია მაშინ არის ფასეული, როდესაც მას თან ახლავს გეგმა, რესურსი და პროფესიონალები
ჩვენი საბოლოო მიზანი მკაფიოა, 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულად თვითკმარი უნდა გახდეს - ეს არის ამბიციური მიზანი, მაგრამ, ამბიცია მაშინ არის ფასეული, როდესაც მას თან ახლავს გეგმა, რესურსი და პროფესიონალები, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
17 სექტემბერი 2026, 12:26
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გრანტების მართვის სააგენტო არის მილევად რეჟიმში და წლის ბოლომდე დაიხურება, „ენჯეო“ არის ხელოვნური ფენომენი უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის, შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ „ენჯეოები“ და დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია
ერთი საუკუნის წინ „ენჯეოები“ არ არსებობდნენ, შემდეგ მოიგონეს და იყენებდნენ, როგორც უცხოური ინტერვენციის მთავარ ინსტრუმენტს, ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ საქართველოში, შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ „ენჯეოები“ და ასეთი რამ დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
17 სექტემბერი 2026, 12:23
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ენერგეტიკის სექტორის საბანკო დაკრედიტებამ რეკორდულ 3.2 მილიარდ ლარს მიაღწია
ენერგეტიკის სექტორის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაზრდილ ნდობას ადასტურებს კერძო კაპიტალიც, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
17 სექტემბერი 2026, 12:22
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში ირანული ავიაკომპანიების ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
17 სექტემბერი 2026, 12:22
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დისკომფორტია, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში კონკრეტული ბრალდებით, ეს დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ღარიბაშვილმა, კორუფციას ვერავინ გადაფარავს ვერც წერილებით, ვერც განცხადებებით, იმდენად სუფთად მუშაობს გუნდი, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის სახით, რომ ასეთ საუბრებს არასდროს არ ჰქონია რაიმე შედეგი
დისკომფორტი არის ის, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში კონკრეტული ბრალდებით. ეს დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ღარიბაშვილმა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
17 სექტემბერი 2026, 12:20
საზოგადოება
ComCom-სა და UNICEF-ს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა და კომისიის წევრი ნათია კუკულაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს იზაბელა კასტროჯოვანსა და UNICEF-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს მაია ქურციკიძეს შეხვდნენ.
17 სექტემბერი 2026, 12:19
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ინვესტორებს დაუბრუნდათ ნდობა ენერგეტიკის სექტორში პროცესების გამჭვირვალეობაზე, სანდოობაზე, სამართლიანობასა და სექტორის განვითარების პერსპექტივაზე
ენერგეტიკის სექტორის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაზრდილ ნდობას ადასტურებს კერძო კაპიტალიც, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
17 სექტემბერი 2026, 12:19
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე გრიგოლ ლილუაშვილზე: ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, გუნდისთვის არის დისკომფორტი, რომ გუნდის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი აღმოჩნდა გახვეული ასეთ ქმედებებში, სამწუხაროა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა
ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. დანარჩენზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას გრიგოლ ლილუაშვილის სასჯელთან დაკავშირებით.
17 სექტემბერი 2026, 12:19
სპორტი
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის ცნობილია⚽
ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში საქართველოს ნაკრები ოთხ შეხვედრას გამართავს. 25 სექტემბერს გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს (20:00), 28 სექტემბერს კი უკრაინას (20:00). 2 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდება (22:45), 5 ოქტომბერს კი ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრება (22:45).
17 სექტემბერი 2026, 12:15
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: ალოგიკურია, ბრენდის სარეკლამო სახე იყოს ადამიანი, რომელიც საზოგადოების ნაწილს პოლიტიკური გემოვნების გამო აკრიტიკებს და შეურაცხყოფს, თუ ბრენდი არ ეთანხმება მას ამ განწყობებში
„ამ შემთხვევაში, თუ მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ ბრენდის მიერ შერჩეული სარეკლამო სახე მათ იდეოლოგიას ან არჩევანს შეურაცხყოფს, მათი მხრიდან აპლიკაციის წაშლა ან კონკურენტი კომპანიის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება იქნება სამოქალაქო და ეკონომიკური პროტესტის ყველაზე პირდაპირი ფორმა, რომელსაც ისინი გამოიყენებენ. ამას მათ ვერავინ უკარნახებს და მათ ამაში ხელს ვერავინ შეუშლის. კორპორაციულ სამყაროში ამას „მომხმარებლის ხმას“ უწოდებენ. ეს ხმა ძალიან ხმამაღალია და, ამ შემთხვევაში, რაოდენობრივად მინიმუმ 1 120 053 ამომრჩევლის ხმას უდრის“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
17 სექტემბერი 2026, 12:15
ეკონომიკა
პრემიერი: სტატისტიკა შემცირებულია დანაშაულის ნაწილში, დანაშაულის გახსნის ნაწილში კი გვაქვს გაზრდილი, გაუმჯობესებული სტატისტიკა, ქალბატონი ფილფანი იმ პოლიტიკური ძალის ნაწილია, რომელიც ხელისუფლებაში იყო 2012 წლამდე, მაშინდელი მკვლელობების სტატისტიკა შეგიძლიათ, აიღოთ და შეგიძლიათ, ნახოთ წლევანდელი და შარშანდელი სტატისტიკა - არის რამდენიმეჯერადი სხვაობა გაუმჯობესების კუთხით
ქალბატონი ფილფანი არის იმ პოლიტიკური ძალის ნაწილი, რომელიც ხელისუფლებაში იყო 2012 წლამდე, მაშინდელი მკვლელობების სტატისტიკა შეგიძლიათ აიღოთ და შეგიძლიათ, აიღოთ წლევანდელი და შარშანდელი სტატისტიკა, არის რამდენიმეჯერადი სხვაობა გაუმჯობესების კუთხით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით ვიკა ფილფანის განცხადებას შეეხებოდა.
17 სექტემბერი 2026, 12:14
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო კიდევ უფრო ამყარებს საკუთარ პოზიციას, როგორც კასპიის ენერგორესურსების ევროპისკენ ტრანსპორტირების საიმედო მარშრუტი
ჩვენი ამოცანაა, საქართველო გახდეს ენერგიის მწარმოებელი, გამტარი და დამაკავშირებელი სახელმწიფო. ქვეყანა, რომელიც კასპიის რეგიონს, შავ ზღვასა და ევროპას ერთ ენერგეტიკულ სივრცეში აკავშირებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
17 სექტემბერი 2026, 12:12
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 8 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოავლინეს.
17 სექტემბერი 2026, 12:08
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ ვაბრუნებთ სიცოცხლეს იმ პროექტებშიც, რომლებიც წლების განმავლობაში ჩიხში იყო მოქცეული
„მაგრამ, ჩვენ მხოლოდ ახალ პროექტებს არ ვიწყებთ. ჩვენ ვაბრუნებთ და ვუბრუნებთ სიცოცხლეს იმ პროექტებშიც, რომლებსაც წლების განმავლობაში პრობლემები ჰქონდათ. შეიძლება ითქვას, რომ ჩიხში იყვნენ მოქცეული: ენერგეტიკულ პროექტზე ჯარიმებისა და პირგასამტეხლოების მოცულობა ერთ მილიარდ ლარს აჭარბებდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სიცოცხლისუნარიან პროექტებს განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობა მისცემოდათ. ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილების შედეგი სახეზეა - ჯარიმების პირობიანი პატიების საფუძველზე, ხელშეკრულებები გაუგრძელდა 111 პროექტს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 1600-მდე მეგავატია. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არა მხოლოდ პრობლემა აღმოფხვრა და მხარდაჭერა გამოუცხადა კერძო სექტორს, არამედ ქვეყანას დაუბრუნა 1600 მეგავატის განვითარების პოტენციალი“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
17 სექტემბერი 2026, 12:05
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: 2026 წელს დასრულდა სამი ჰიდროელექტროსადგურისა და ერთი ქარის პროექტის მშენებლობა - წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის, ორი ქარის და სამი მზის პროექტის მშენებლობა
2026 წელს დასრულდა სამი ჰიდროელექტროსადგურისა და ერთი ქარის პროექტის მშენებლობა - წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის, ორი ქარის და სამი მზის პროექტის მშენებლობა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრო.
17 სექტემბერი 2026, 12:03
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: „გახარია საქართველოსთვის“ დღემდე არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებას, არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას, ამ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის სულისკვეთება არაფრით განსხვავდება შესაბამისი პოლიტიკური პარტიებისაგან, აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით უალტერნატივო იყო ამ სარჩელში ამ პარტიის დამატებაც
„ჩვენ მივეცით დრო ამ პარტიას, იმისთვის, რომ ეღიარებინათ კონსტიტუციური წყობილება. გავიდა მთელი სესია, მათ არ აღიარეს და დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას. მათი მრავალი განცხადება ამ შინაარსისაა. ისინი არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას. დანარჩენი წარმოდგენილია სარჩელში, პროცესებიც იქნება საჯარო. ჩვენი არგუმენტები იქნება სასამართლოს და საზოგადოების წინაშე. ვერ გეტყვით, როდის დასრულდება. მაქსიმალური ვადა არის 9 თვე, ჩვენი სურვილია, რომ 9 თვე არ გაგრძელდეს. სასამართლო როგორც გადაწყვეტს, ეს მისი საქმეა“, - განაცხადა პრემიერმა.
17 სექტემბერი 2026, 12:02
საზოგადოება
საქპატენტის ორგანიზებით სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორები პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის კანდიდატებისათვის უფასო სასწავლო კურსს ჩაატარებენ
2026 წლის პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრირებულ პირებს საქპატენტი შესაძლებლობას აძლევს უფასოდ გაიარონ მოსამზადებელი კურსი, რომელიც ევროპის საპატენტო უწყების (EPO) მხარდაჭერით ხორციელდება. კურსს სტრასბურგის უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრების კვლევის საერთაშორისო ცენტრის (CEIPI) პროფესორები გაუძღვებიან.
17 სექტემბერი 2026, 12:02
საზოგადოება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ ჩინეთში სასწავლო პროგრამით მყოფი ქართველი მსმენელები მოინახულა
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ვეტერანების საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ვიზიტის ფარგლებში მოინახულა ის ქართველი მსმენელები, რომლებიც ჩინეთის მხარის მიწვევით ამ ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს სახანძრო და სამაშველო ინსტიტუტში გადიან სასწავლო კურსს.


