IMEDI /  11 სექტემბერი 2020, 18:47 / სანდო წყარო

გიორგი ცუცქირიძე: ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პარამეტრები, კორონავირუსის მიერ მიყენებული ზიანის მიუხედავად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღია

გიორგი ცუცქირიძე

გიორგი ცუცქირიძე

„საქართველომ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ერთ-ერთ ავტორიტეტულ, Fraser institute-ის 2020 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში პოზიცია კიდევ უფრო გაიუმჯობესა. ეს მორიგი აღიარებაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის საქართველოს საინვესტიციო კლიმატთან დაკავშირებულ ანგარიშში უაღრესად დადებითი და პოზიტიური შეფასების შემდეგ, რომელიც საქართველოში ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო კლიმატს უმაღლეს შეფასებას აძლევს,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.

თავის Facebook-ზე ექსპერტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, საქართველოში საინვესტიციო კლიმატის თაობაზე ანგარიში, უპირველესად სწორედ თავისებურ საინვესტიციო გზავნილსაც შეიცავს, როგორც ამერიკელი ინვესტორების, ისე გლობალური ინვესტორებისთვისაც. მისი თქმით, სწორედ ამავე კონტექსტშია განსახილველი Fraser institute-ის 2020 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო პოზიციის გაძლიერება, რომლის მიხედვითაც ლიდერი ქვეყნების ათეულში მე-8 პოზიციაზე გადავინაცვლეთ, შარშანდელი მე-9 ადგილიდან და ამ მაჩვენებლით ჩვენ დღეს ვუსწრებთ, როგორც რეგიონის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობასაც.

ექსპერტის თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში, 2012 წლამდე Fraser institute-ის აღნიშნულ რეიტინგში საქართველო ოცეულს მიღმა იმყოფებოდა. „ეს ორივე აღიარება, მით უმეტეს პოსტპანდემიურ პერიოდის გადასახედიდან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პარამეტრები, კორონავირუსის მიერ მიყენებული ზიანის მიუხედავად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღია,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

Fraser institute-ის 2020 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველოს ქულა და პოზიცია გაუმჯობესდა და 8.18 ქულით ლიდერი ქვეყნების ათეულში მე-8 პოზიციას იკავებს. საქართველო 2019 წლის ანგარიშში მე-9 ადგილს იკავებდა.

ყველა სიახლე

რატი იონათამიშვილი

21 სექტემბერი 2020, 14:20

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: როგორც ჩანს, ჩვენმა მოსახლეობამ ეს კრიმინალური ორგანიზაცია ამ არჩევნებზე ოპოზიციიდანაც გაუშვა

„ვერც პირველ და ვერც მეორე შემთხვევაში ისინი ვერ ასრულებენ იმ ამოცანებს, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნდა და სწორედ ამიტომ გაუშვა ეს დანაშაულებრივი კრიმინალური ორგანიზაცია ხელისუფლებიდან ჩვენმა მოსახლეობამ და როგორც ჩანს, ამ არჩევნებზე უკვე ოპოზიციიდანაც გაუშვა. საქართველოს და ქართულ საზოგადოებას აქვს ერთი არჩევანი. ეს არის პროგრესული მომავალი, ჩვენი ქვეყნის უკეთესი დღე და უფრო მეტი სიახლოვე ნატოსთან და ევროკავშირთან. ამ კურსზე, ამ გეზზე პასუხისმგებლობას იღებს სრულიად „ქართული ოცნება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

გიგა ბოკერია

21 სექტემბერი 2020, 14:19

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: სააკაშვილს უნდა 2012 წლამდე ვითარებაში დაბრუნება

„სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები მხოლოდ მასსა და ივანიშვილს შორის არის, ეს არის ერთი-ერთში ივანიშვილის პროპაგანდის გზავნილი. ამ კაცის თითქმის ყველა გამოსვლა არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისთვის, განსაკუთრებით მერამდენედ დაანონსება ჩამოსვლის და შემდეგ გადაგდება იმ ხალხის, ვისაც დაჰპირდა ამას“, - აცხადებს ბოკერია.

21 სექტემბერი 2020, 14:15

COVID19

შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა და Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს. მათგან 10 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. 2 შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში...

21 სექტემბერი 2020, 14:15

რეგიონი

“ქართული ოცნების“ ლიდერებმა ჭიათურის წყალმომარაგების ახლად რეაბილიტირებული ქსელი დაათვალიერეს, რომლის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ქალაქ ჭიათურის წყალმომარაგების რეაბილიტირებული ქსელი დაათვალიერეს, სადაც სამუშაოები ივნისში დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

21 სექტემბერი 2020, 14:11

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითების მეთაურს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ სტივენ ნიერის უმასპინძლა. შეხვედრაზე საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მიხეილ ჩხენკელი

21 სექტემბერი 2020, 14:09

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროსა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთობლივ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროსა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ერთობლივ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც პროფესიული განათლებისა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კონფერენცია მიხეილ ჩხენკელმა გახსნა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს პროფესიულ განათლებაში არსებულ გამოწვევებსა და უკვე მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

ბილ გეითსი

21 სექტემბერი 2020, 14:09

COVID19

ბილ გეითსი პანდემიის დასრულებას 2022 წელს პროგნოზირებს

Microsoft-ის დამაარსებელი, მილიარდერი ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ აშშ ნორმალურ ცხოვრებას 2021 წლის ზაფხულში დაუბრუნდება. მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემია უსასრულოდ არ გაგრძელდება.

სალომე ზურაბიშვილი

21 სექტემბერი 2020, 14:07

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც პანდემიის გამო ვირტუალურად ტარდება.

გიორგი ვაშაძე

21 სექტემბერი 2020, 14:04

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ვწუხვარ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მანდატების ბრძოლის და არა გამარჯვებისკენ გზა აირჩია

ვწუხვარ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მანდატების ბრძოლის გზა აირჩია და არა გამარჯვებისკენ გზა, - ამის შესახებ„სტრატეგია აღმანეშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ესაა ცრუ დილემა რომელიც მიხეილ სააკაშვილმა წარმოადგინა.

რატი იონათამიშვილი

21 სექტემბერი 2020, 13:57

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: სააკაშვილი და მისი კრიმინალური დაჯგუფება იწვნევს მწარე მარცხს

„მან დასვა საკითხი ასე, რომ ან მოიგებს ნაციონალური მოძრაობა ან დაიღუპება საქართველო. ამ გამოწვევას ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით 2012 წელს უკვე გასცა საკადრისი პასუხი. რა თქმა უნდა, ახლაც ასე იქნება. გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და საქართველო. სააკაშვილი და მისი კრიმინალური დაჯგუფება იწვნევს მწარე მარცხს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

მიტროპოლიტი შიო

21 სექტემბერი 2020, 13:56

საზოგადოება

მიტროპოლიტი შიო: პატრიარქმა ერში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მოწიწება და სიყვარული ააღორძინა

ვეცადოთ, რომ დიდი სიყვარული გვქონდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, რომელიც დედაა ყოველი ჩვენგანის, - ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებისას განაცხადა. მეუფემ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და დალოცა. მეუფეს თქმით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მოწიწება და სიყვარული ერში სწორედ პატრიარქმა ააღორძინა და ამის მაგალითია ასევე ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის სახელმწიფო დონეზე აყვანა.

არჩილ თალაკვაძე

21 სექტემბერი 2020, 13:52

რეგიონი

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში დგას ადამიანი - ეს არის გარანტირებული კონსტიტუციის დონეზე

„ქართული ოცნება“ უახლეს ისტორიაში ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეცვალა საარჩევნო სისტემა და გაატარა ისეთი დემოკრატიული საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც რეალური ძალაუფლება, კონტროლი სახელმწიფო მმართველობაზე დაუბრუნდა ხალხს და სწორედ ამიტომ არის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში დგას ადამიანი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობისა და ხარაგაულის მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

21 სექტემბერი 2020, 13:51

COVID19

თბილისში შესაძლოა საველე კარვები განთავსდეს

დედაქალაქში, შესაძლოა, მოქალაქეთა კორონავირუსზე ტესტირების მიზნით, საველე კარვები განთავსდეს. როგორც „იმედინიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში განუცხადეს, გეგმა ჯერჯერობით დაზუსტებული არაა და საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტს, შეძლებენ თუ არა თბილისში მოქალაქეები საველე კარვებში ტესტირების გავლას.

21 სექტემბერი 2020, 13:50

კულტურა

სტუდენტური კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა 2020“ დაიწყო

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს შეუძლიათ. წელს კონკურსი კიდევ უფრო ფართოვდება და სთავაზობს პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს მიიღონ მონაწილეობა ლიტერატურულ კონკურსში.

გიორგი გახარია

21 სექტემბერი 2020, 13:45

რეგიონი

გიორგი გახარია ჭიათურაში: ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესის მხარდაჭერასა და შრომის უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვას შორის ბალანსია საჭირო

„უნდა ვიზრუნოთ სისტემურ ინფრასტრუქტურაზე - რა თქმა უნდა გზები, წყალმომარაგება. ასე თუ ისე ჭიათურის ქალაქის წყალმომარაგება დღეს 24-საათიანი არის, დარჩენილია რამდენიმე უბანი, კორპუსი, რომლებიც მოგვარდება რა თქმა უნდა უახლოეს პერიოდში, თუმცა მოუგვარებელი რჩება სოფლების წყალმომარაგება და ესეც მისახედია, - განაცხადა პრემიერმა.

21 სექტემბერი 2020, 13:39

საზოგადოება

25 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი

21-25 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ჟოზეპ ბორელი

21 სექტემბერი 2020, 13:38

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელი: ევროკავშირი ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს - ბელარუსის ხელისუფლებასთან ურთიერთობების გადახედვას განვიხილავთ

თორნიკე რიჟვაძე

21 სექტემბერი 2020, 13:32

COVID19

თორნიკე რიჟვაძე: პირადად ვეცნობი ყველა პაციენტის მდგომარეობას, ჯანდაცვის სისტემა გამართულად მუშაობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის შეხვედრა გაიმართა. თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრის შემდეგ რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შეაჯამა.

კადრი სერიალიდან „ვანდავიჟენი“

21 სექტემბერი 2020, 13:25

კულტურა

Marvel-მა სერიალ „ვანდავიჟენის“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა

სერიალი Marvel-ის კომიქსებზეა დაფუძნებული ალისფერი ჯადოქრისა და ვიჟენის შესახებ. სიუჟეტი ფილმის „შურისმაძიებლები: ფინალი“ შემდეგ განვითარდება. სერიალი ასევე „დოქტორ სტრენჯის“ სიქველთან იქნება დაკავშირებული, რომლის პრემიერაც 2021 წელს შედგება.

21 სექტემბერი 2020, 13:20

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში 363 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 16 389 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 363 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 4 544 629 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 136 895 ადამიანი გარდაიცვალა.