imedi /  15 სექტემბერი 2020, 22:11 / სანდო წყარო

მარიამ ქვრივიშვილმა და ზურაბ პოლოლიკაშვილმა UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს ძველ თბილისში უმასპინძლეს

მარიამ ქვრივიშვილი; ზურაბ პოლოლიკაშვილი

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის მონაწილე უცხოელმა სტუმრებმა თბილისის ტურისტული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.

მათ მეგზურობა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა და გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა გაუწიეს.

„გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველწლიური ღონისძიების მასპინძლად საქართველოს დასახელება, ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამარჯვებაა. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებასა და ცნობადობის გაზრდას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მთელ მსოფლიოს დავანახოთ, თუ როგორ შეიძლება საქართველოში ვუმასპინძლოთ ასეთ მნიშვნელოვან დელეგაციას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. UNWTO-ის ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის მიმართულებით საინვესტიციო პანელიც გაიმართება, რაც დაეხმარება საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას, გააცნოს საკუთარი ბიზნეს-ხედვები და პროექტები პოტენციურ პარტნიორებს.

„თბილისში საბჭოს 112-ე სხდომის მსვლელობისას, დაცული იქნება ყველა საერთაშორისო პროტოკოლი, რომელიც აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და წარმატებით მოქმედებს საქართველოში.

ღონისძიების მონაწილეებმა, საქართველოში გამოფრენამდე რამდენიმე საათით ადრე 72 სთ-ის ვალიდურობის PCR ტესტი ჩაიტარეს და დამადასტურებელი დოკუმენტაცია საზღვარზე წარმოადგინეს.

სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და უსაფრთხოების სრული დაცვით ჩატარდება„, - აცხადებენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში.

ყველა სიახლე

23 სექტემბერი 2020, 22:48

COVID19

ქობულეთში სამკერვალო ფაბრიკის 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„დღეს დავიწყეთ მუშაობა, ოღონდ ნაწილობრივ, მხოლოდ ის თანამშრომლები გამოვიდნენ სამსახურში, ვისი ტესტის პასუხიც უკვე ცნობილია და უარყოფითია. ხვალ საბოლოოდ გავიგებთ ყველა ტესტის პასუხს და საწარმო სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას , - აცხადებს გია ლომინაძე.

ბარაკ ობამა

23 სექტემბერი 2020, 22:47

მსოფლიო

ბარაკ ობამამ სოციალურ ქსელში თავისი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ სოციალურ ქსელში თავისი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა და ამერიკელებს სთხოვა, მას დაუკავშირდნენ.

ჟულიეტ გრეკო

23 სექტემბერი 2020, 22:34

კულტურა

ჟულიეტ გრეკო 93 წლისა გარდაიცვალა

ფრანგული შანსონის ვარსკვლავი, ჟულიეტ გრეკო 93 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

გიგი უგულავა

23 სექტემბერი 2020, 22:27

პოლიტიკა

გიგი უგულავა უდუმაშვილს: ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო, ძვირფასო მეგობარო, სანდრა რულოვსი ხომ ვერ მეტყვი, ზუგდიდის რომელი სოფლიდან, ან უბნიდანაა, თუ ბელადის ოჯახის წევრებს წარმოშობის სერთიფიკატს არ ვუმოწმებთ?

ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო. ძვირფასო მეგობარო, სანდრა ელისაბედ რულოვსი ხომ ვერ მეტყვი, ზუგდიდის რომელი სოფლიდან, ან უბნიდანაა, ჯერ მაჟორიტარად და მერე საერთოდ, მერად რომ იყრიდა კენჭს? თუ ბელადის ოჯახის წევრებს წარმოშობის სერთიფიკატს არ ვუმოწმებთ? - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა Facebook-ზე წერს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ზაალ უდუმაშვილს პასუხობს, რომელმაც ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, რომ „ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელს“.

23 სექტემბერი 2020, 22:15

COVID19

თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ესწრებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს და შეაფასეს რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური პროცესი. აღინიშნა, რომ ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით კოვიდის მართვა საერთაშორისო პრაქტიკის და პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს.

23 სექტემბერი 2020, 22:02

COVID19

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი კორონავირუსით გარდაიცვალა

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, „კომუნისტური პარტიის“ წევრი ვახა აგაევი კორონავირუსით გარდაიცვალა.

23 სექტემბერი 2020, 21:54

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 4 143 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 143 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 130 ადამიანი გარდაიცვალა.

23 სექტემბერი 2020, 21:51

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. თბილისში საპარლამენტო მანდატებისთვის იბრძოლებენ:​​​​​​​ გლდანის საარჩევნო ოლქი – ნიკა მელია; სამგორის საარჩევნო ოლქი – ლევან ხაბეიშვილი; ხოლო ისნის საარჩევნო ოლქი – ხატია დეკანოიძე.

ჯიმ რიში

23 სექტემბერი 2020, 21:41

მსოფლიო

სენატორი ჯიმ რიში: ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი აღარ არის და უნდა გადადგეს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციას ეხმაურება.

ნინო ნიჟარაძე

23 სექტემბერი 2020, 21:34

COVID19

ნინო ნიჟარაძე: აჭარაში მომდევნო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების ამავე რაოდენობით მატებას ველოდებით, შემდეგ კი კლებას

„მიმდინარეობს პაციენტის მდგომარეობის შეფასება, ამის მიხედვით ნაწილდებიან ისინი კლინიკებსა და სასტუმროებში. მუდმივად ხდება გადაადგილებები კლინიკებიდან სასტუმროებში. ნაწილი პაციენტებისა გამოჯანმრთელდა, ამიტომ არსებული საწოლფონდი სრულიად ადეკვატური რაოდენობაა იმ საჭიროებისთვის, რაც დღეს აჭარაში არსებობს“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

რობერტ რედფილდი

23 სექტემბერი 2020, 21:28

COVID19

რობერტ რედფილდი: ამერიკელთა უმეტესობას ვაქცინაციის გავლა 2021 წლის ივლისისთვის შეეძლება

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, ამერიკელთა უმეტესობას ვაქცინაციის გავლა 2021 წლის ივლისისთვის შეეძლება.

23 სექტემბერი 2020, 20:57

მსოფლიო

მინსკში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს

მინსკში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

23 სექტემბერი 2020, 20:47

საზოგადოება

ფონიჭალაში 7000-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, დედაქალაქის გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალაში, ახალი გაზმარეგულირებელი სადგურის (გსმ) მონტაჟი მიმდინარეობს. მათივე ცნობით, სამუშაოების გამო რაიონის 7000–მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება.

ჰუბერტ ქნირში

23 სექტემბერი 2020, 20:34

პოლიტიკა

ჰუბერტ ქნირში: თუ შევადარებთ გასულ საპრეზიდენტო არჩევნებს, ვფიქრობ, კამპანია მნიშვნელოვნად კარგად დაიწყო

ყველა ვაცნობიერებთ, რომ საქართველოში პოლარიზებული პოლიტიკური ლანდშაფტია. თუ შევადარებთ გასულ საპრეზიდენტო არჩევნებს, ვფიქრობ, კამპანია მნიშვნელოვნად კარგად დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხდა.

კელი დეგნანი

23 სექტემბერი 2020, 20:21

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მისასალმებელია, რომ საარჩევნო ქცევის კოდექსს ხელი ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა

ვიმედოვნებ, 2020 წლის არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი. ეს იქნებოდა შთამბეჭდავი საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „საარჩევნო კომპასი საქართველოსა“ და Partiebi.Ge-ს პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ პოლიტიკური ქცევის წესებს ბევრმა პარტიამ ხელი მოაწერა. „საარჩევნო გარემოსთვის დამახასიათებელია ტემპერატურის ზრდა, თუმცა გამამხნევებელი და იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ ბევრმა პარტიამ მოაწერა ხელი პოლიტიკური ქცევის კოდექსს. მეტიც, არა მხოლოდ ხელი მოაწერეს, არამედ ერთად შეიმუშავეს. ეს ძალიან კარგი და გაბედული ნაბიჯია მათი მხრიდან.

ჰუბერტ ქნირში

23 სექტემბერი 2020, 20:19

პოლიტიკა

ჰუბერტ ქნირში: ძალიან კარგია, რომ საქართველომ მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები და მათ ჩამოსაყვანად ყველაფერს აკეთებს

ძალიან კარგი იქნება, თუ არჩევნები ჩატარდება სათანადო რაოდენობის დამკვირვებლების თანდასწრებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განუცხადა. მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ საქართველომ მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები და მათ ჩამოსაყვანად ყველაფერს აკეთებს.

იოსებ ხახალეიშვილი

23 სექტემბერი 2020, 20:01

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილი: ყველა პროექტში, რაც დაგეგმილია და დაიგეგმება, სწორედ მოსახლეობის ინტერესები იქნება გადამწყვეტი

საარჩევნო პროგრამის გაცნობის პარალელურად მერობის კანდიდატმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, ყველა საკითხი, რაც მისი თანაქალაქელებისთვის პრიორიტეულია, მისთვის მნიშვნელოვანია.

დიმიტრი პესკოვი

23 სექტემბერი 2020, 19:57

მსოფლიო

კრემლი: ალექსეი ნავალნის ნებისმიერ დროს შეუძლია რუსეთში დაბრუნდეს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის ნებისმიერ დროს შეუძლია რუსეთში დაბრუნება.

23 სექტემბერი 2020, 19:55

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში წყლის სისტემა მოეწყობა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში წყლის სისტემის მოწყობის მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო. სამუშაოები გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა. უბანში მცხოვრები 120-მდე ოჯახი სასმელ წყალს დღემდე მეზობელი უბნებიდან ეზიდება. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 4 თვეში უნდა დასრულდეს. პროექტი ითვალისწინებს ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, სანიტარული ზონისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 347 600 ლარი გამოიყო.

ალეკო ელისაშვილი

23 სექტემბერი 2020, 19:47

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ყველაფერს ველოდი მამუკა ხაზარაძისგან, ოღონდ მევახშეობა აიკრძალოსო რომ წავიკითხე, თვალებს არ ვუჯერებდი

ყველაფერს ველოდი მამუკა ხაზარაძისგან და „ლელოსგან“, ნებისმიერ ინიციატივას, მაგრამ „მევახშეობა“ აიკრძალოსო და ლამისაა, ახლა მოითხოვონ ბანკები აიკრძალოსო, - ასე გამოეხმაურა პოლიტიკური გუნდის, „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძე ინიციატივას კერძო იპოთეკარების აკრძალვაზე. მისი თქმით, გასაგებია, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და გასაგებია, რომ უცნაური რაღაცებიც უნდა თქვან მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია.