Imedi /  01 ოქტომბერი 2020, 21:59 / სანდო წყარო

ბიძინა ივანიშვილი: წინამორბედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ვალად აღებულ სახსრებს „ქართული ოცნება“ ხარჯავს ეფექტიანად და პატიოსნად, არ ფლანგავს არ იპარავს მას

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

„ქართულმა ოცნებამ“ ნამდვილი მაგალითი აჩვენა, როგორ უნდა დაუდგე ხალხს გვერდში, შეუმსუბუქო ყოფა და აგრძნობინო, რომ მარტო არ არის განსაცდელის პირისპირ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს საპარლამენტო სიის წარდგენისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი პანდემიით გამოწვეულ პრობლემებსაც შეეხო და ამ მიზნით აღებულ საგარეო ვალზეც ისაუბრა, რომელიც „ისევ ხალხის კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს“. მისივე თქმით, დღეს, როდესაც პანდემიის გამო, უმძიმეს კრიზისში აღმოჩნდა და გაჩერდა მთელი მსოფლიო, სრულიად ბუნებრივია, რომ საქართველოს ისედაც მყიფე ეკონომიკასაც გაუჭირდა.

„დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება იმისთვის, რომ კვლავ წელში გავიმართოთ. ვალი, რომლის აღებაც ჩვენს ხელისუფლებას მოუწია, მთლიანად ხმარდება ხალხს, პირველ რიგში კი მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩა, სოციალურად დაუცველებს, სტუდენტებს, ბავშვებს.

ამავე დროს, მიზნობრივი დახმარება გაეწია ყველა იმ დარგს, რომელმაც ეკონომიკა უნდა გადაარჩინოს, იქნება ეს მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი თუ სხვა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამასაც მოვერევით და კრიზისიდან მინიმალური დანაკარგებით გამოვალთ, რადგან ყველა თეთრი, რაც კრიზისის დროს მოვიზიდეთ, ხმარდება ქართულ ეკონომიკას, მის მდგრადობას და განვითარებას. წინამორბედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ვალად აღებულ სახსრებს „ქართული ოცნება“ ხარჯავს ეფექტიანად და პატიოსნად, არ ფლანგავს და, რაც მთავარია, არ იპარავს მას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყველა სიახლე

22 ოქტომბერი 2020, 21:54

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 41 622 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 41 622 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 165 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ვლადიმერ პუტინი

22 ოქტომბერი 2020, 21:47

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის მოწამვლა რომ ნდომებოდა, გერმანიაში სამკურნალოდ არ გავუშვებდით

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის მოწამვლა რომ ნდომებოდა, გერმანიაში სამკურნალოდ არ გაუშვებდნენ.

ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი

22 ოქტომბერი 2020, 21:45

რეგიონი

ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა.

მარიამ ქვრივიშვილი

22 ოქტომბერი 2020, 21:44

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, ტურიზმის ინდუსტრია აღდგეს სწრაფად, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ვუმასპინძლოთ კიდევ უფრო მეტად მხარჯველუნარიან ტურისტებს

ჩვენი მიზანია, რომ ტურიზმის ინდუსტრია უნდა აღდგეს სწრაფად, დაიწყოს მდგრადი განვითარება, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ჩვენს ქვეყანაში ვუმასპინძლოთ კიდევ უფრო მეტად მხარჯველუნარიან ტურისტებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა თელავში, პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ კერძო სექტორის მხარდაჭერას, რომელიც ძალიან დაზარლდა კოვიდ 19-ის დროს.

მიხეილ დაუშვილი

22 ოქტომბერი 2020, 21:32

პოლიტიკა

მიხეილ დაუშვილი: როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოსა და ბიზნესის ეფექტიან თანამშრომლობაზე, განვიხილავთ სახელმწიფოს, როგორც სერვისის ეფექტიან მიმწოდებელს

ჩვენი საუბრის თემა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ბიზნესგარემოზე ზრუნვა და საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაა, ვინაიდან ძლიერი ბიზნესი ძლიერი ეკონომიკისა და დასაქმების ზრდის აუცილებელი პირობაა, - ამის შესახებ თელავში, საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ბიზნესის განვითარების საფუძვლი საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა, ხელსაყრელი ბიზნესგარემო, სახელმწიფოსა და ბიზნესის ეფექტიანი თანამშრომლობაა.

22 ოქტომბერი 2020, 21:20

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 20 986 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 986 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 155 ადამიანი გარდაიცვალა.

კახა კახიშვილი

22 ოქტომბერი 2020, 20:44

პოლიტიკა

კახა კახიშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე: ოპონენტებს უნდოდათ საარჩევნო კამპანიის პერიოდში პანაშვიდზე ევლოთ და ხელისუფლება გაელანძღათ, ეს რა ჩაიდინესო

„კარგია რომ ეს ფაქტი დამთავრდა იმით, როგორც დამთავრდა, მაგრამ ყველაფერი ჯერ დამთავრებული არ არის. მე ვიცი რომ ამ საკითხზე გამოძიება ინტენსიურად მუშაობს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ანდრეი ბაბიში

22 ოქტომბერი 2020, 20:36

COVID19

ჩეხეთის პრემიერი: ბოდიშს ვიხდი ახალი შეზღუდვების გამო, რომელიც მოქალაქეების ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ მან და მისმა მთავრობამ შეცდომები დაუშვეს ეპიდემიასთან გამკლავებისას.

ლევან დავითაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 20:19

რეგიონი

ლევან დავითაშვილი: შიდა ქართლში სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი მნიშვნელოვნად გაიზრდება

შიდა ქართლში სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი 2021-2024 წლებში 900 ჰექტრით გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თელავში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაცაზე განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, 2021-2024 წლებში სეტყვისგან დამცავი სისტემების განვითარებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება შიდა ქართლის რეგიონში იგეგმება.

ლევან დავითაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 20:18

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო გააგრძელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციის მხარდაჭერას

„კახეთისთვის მეღვინეობის დარგი უმნიშვნელოვანესია. დარგში მიღწეული შედეგები სახეზეა. ჩვენი ამოცანაა, რომ მიღწეული პროგრესი შევინარჩუნოთ, რისთვისაც სახელმწიფო მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს გამოყოფს. ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის აუცილებელი მასშტაბური ღონისძიებების გაგრძელება. ამისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს დახარჯავს. ეს რესურსი მიმართული მიზნობრივად და ეფექტურად. შედეგად, ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლები ყოველწლიურად საშუალოდ 8 %-ით გაიზრდება“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

22 ოქტომბერი 2020, 20:15

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 800 ათასს გადააჭარბა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 242 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 189 ადამიანი გარდაიცვალა.

ლევან დავითაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 20:15

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: აგროდაზღვევა ჩვენი ხელისუფლების მიერ დაწყებული ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა

„მნიშვნელოვანი გარღვევა გვექნება მომდევნო 4 წლის განმავლობაში, გაიზრდება თანადაფინანსებული ფართობები, შესაბამისად საქართველოში 82,000 ჰექტარზე მეტი არსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაფინანსებას მოვახდენთ, რისი სადაზღვევო თანხა 600 მლნ ლარს უნდა აღემატებოდეს, ამისთვის ბიუჯეტში 40 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი“ - განაცხადა მინისტრმა.

22 ოქტომბერი 2020, 20:13

საზოგადოება

სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი აქტის რეგისტრაციის მოწმობის მიღება ელექტრონული ფორმით გახდება შესაძლებელი

სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის მიღება ელექტრონული ფორმით გახდება შესაძლებელი, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დღეს მთავრობამ დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

22 ოქტომბერი 2020, 20:11

რეგიონი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში კაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ფიზიკური დაპირისპირებაა. 50 წლამდე ასაკის კაცს ბიძაშვილებმა სცემეს, რის გამოც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

22 ოქტომბერი 2020, 20:10

COVID19

ინფექციონისტი: კორონავირუსს ერთი თავისებურება აქვს, პირველ დღეებში არ გაგრძნობინებს რომ ცუდად ხარ - ნუ დაეყრდნობით ამ სიმპტომს

„მოსახლეობის 60-70 პროცენტში კორონავისური მსუბუქად მიმდინარეობს და ასეთი პაციენტები ბინაზე უნდა დარჩნენ. კოვიდით ავადობა მოიმატებს, ცოტა ხანში დადგება ის მომენტი, როდესაც თუ ოჯახიში ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდება, დანარჩენ სხვა წევრს, თუ მსგავსი კლინიკური სიმპტომი ექნება, გატესტვის გარეშე დაესმება დიაგნოზი, ეს საგანგაშო მდგომარეობა არ არის, სადიაგნოსტიკოდ ყველა არ საჭიროებს ოქროს სტანდარტის ტესტის გამოყენებას“, - განაცხადა ინფექციონისტმა.

ჟან კასტექსი

22 ოქტომბერი 2020, 20:09

COVID19

საფრანგეთის პრემიერი: ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ნოემბერში უკიდურესად რთული იქნება

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ნოემბერში უკიდურესად რთული იქნება, ხოლო კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს.

გივი მიქანაძე

22 ოქტომბერი 2020, 20:07

რეგიონი

გივი მიქანაძე: ჩვენი პრიორიტეტია ყველა ადამიანისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა

„განვითარებული რეგიონი ძლიერი ქვეყნის საწინდარია. მომდევნო წლებში ჩვენი გუნდი გააგრძელებს და გააფართოვებს პროექტებს, რომლებიც რეგიონების კიდევ უფრო მეტად განვითარებას უზრუნველყოფს. წარმოგიდგენთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში რეგიონული განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ძირითად აქტივობებს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ლევან დავითაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 20:05

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: 5 ათას ჰექტრამდე ახალი ბაღის გასაშენებლად 40 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგობრივი მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან იყო მრავალწლოვანი კულტურების ხელშეწყობა, რაც სანედლეულო ბაზას უქმნის გადამამუშავებელ საწარმოებს, რომელიც ასაქმებს ჩვენს მოსახლეობას იძლევა დამატებით შემოსავლებს და გვაძლევს საშუალებას რომ მეტი საექსპორტო პროდუქცია ვაწარმოოთ ქვეყანაში - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თელავში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სოფლის მეურნეობის პროგრამული მიმართულების წარდგენისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 19:59

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამისთვის 2020-2024 წლებში 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

„ტრადიციულად, ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული დარგი იყო ჩაის მიმართულება, განსაკუთრებით - დასავლეთ საქართველოში. ჩვენ დავიწყეთ ჩაის არსებული პლანტაციების რეაბილიტაცია. შედეგები შთამბეჭდავია, მომავალ 4 წელიწადში, ჩვენ გავაგრძელებთ მილიონობით ლარის ინვესტიციას და 1200-ზე მეტ ჰექტარზე ახალი პლანდაციების რეაბილიტაციას მოვახდენთ“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

22 ოქტომბერი 2020, 19:57

რეგიონი

სენაკში რეგიონალური ინოვაციების ჰაბის მშენებლობას იწყება

სენაკში რეგიონალური ინოვაციების ჰაბის მშენებლობას იწყება, რაც ერთ სივრცეში რამდენიმე კომპონენტს და სერვისს აერთიანებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია იმ ლოკაციაზე, სადაც ცენტრი განთავსდება, ძველი შენობის დემონტაჟს ახორციელებს.