მაია ცქიტიშვილი: მხოლოდ 2020 წელს იმდენი მაგისტრალი აშენდა, რამდენიც 2012 წლამდე ერთად აღებული
მაია ცქიტიშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საზგაო სამუშაოების ტემპი და მოცულობა რამდენჯერმე გაიზარდა. 2012 წლის ბოლოსთვის საქართველოში სულ 68 კილომეტრი ავტობანი იყო დაგებული, 2012-დან 2020 წლებში კი სამჯერ მეტი, 198 კილომეტრი ჩქაროსნული მაგისტრალი აშენდა - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ 2020 წელს იმდენი მაგისტრალი აშენდა, რამდენიც 2012 წლამდე ერთად აღებული.
„კიდევ უფრო გაიზარდა გზების რეაბილიტაციის ტემპი და 3300 კილომეტრზე მეტი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. აშენდა და კაპიტალურად შეკეთდა 500-ზე მეტი ხიდი. 10-ჯერ გაიზარდა ინვესტიციები წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაში. განხორციელდა 750-ზე მეტი პროექტი 48 მუნიციპალიტეტში, რის შედეგადაც გაორმაგდა უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნელყოფილი მოსახლეობის რაოდენობა. ქუთაისის, ზუგდიდის, ჭიათურის მოსახლეობას პირველად აქვთ უწყვეტი წყალმომარაგება.“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, მუნიციპალური ბიუჯეტებით, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ათასობით ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
„ამჟამად, მხოლოდ სამინისტროს მიერ დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში 1200 ქართული კომპანია და 30 ათასამდე საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული.
ორნახევარჯერ გაიზარდა გაზიფიკაციის ტემპი - თუ წინა წლებში გაზმომარაგების ქსელში მხოლოდ 124 ათასი აბონენტი ჩაერთო, 2012 წლიდან ამ მაჩვენებელმა 300 ათასს გადააჭარბა. 2012 წლიდან გაორმაგდა ქვეყნის ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი, ხოლო ელექტრომომარაგების ქსელში ჩაერთო ათეულობით უშუქო სოფელი - ყველა დასახლება უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით, მათ შორის ისეთი სოფლები, რომლებსაც ელექტროენერგია არასოდეს მიეწოდებოდა.
2020-2024 წლებში აქტიურად გაგრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რის შედეგადაც დამატებით აშენდება 200 კილომეტრი ავტობანი და ეტაპობრივად დასრულდება რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის სხვა მონაკვეთების მშენებლობა და თბილისიდან ბათუმში 3,5 საათში შევძლებთ უსაფრთხოდ ჩასვლას. ეს ნიშნავს, რომ საქართველო თავისი ჩქაროსნული მაგისტრალებით შეძლებს გახდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სავაჭრო და ლოჯისტიკური ცენტრი“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2024 წლამდე დასრულდება ბაღდათი-აბასთუმნის, საჩხერე-ონის, ბათუმი-ახალციხის, თბილისი-საგარეჯოს, ბაკურციხე-წნორის, გურჯაანის შემოვლითი გზის და სხვა ახალი გზების მშენებლობა, რითაც დიდ ბიძგს მივცემთ რეგიონების განვითარებას, შევქნით ახალ ტურისტულ მარშრუტებს და ახალ კავშირებს.
„ახალი გზების მშენებლობის გარდა რეაბილიტაცია ჩაუტარდება 1500 კილომეტრ გზას, 200-ზე მეტ ხიდსა და გვირაბს.
შედეგად, 2024 წლისთვის ქვეყანაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95% და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების 85% იქნება სრულად მოწესრიგებული, თუმცა ახალი გზების მშენებლობის გარდა, 2021-2024წწ 6 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება რეგიონებში მუნიციპალური და სხვა საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
აქტიურად გაგრძელდება წყალმომარაგების სამუშაოები - 2024 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით მოსახლეობის 77 პროცენტი ისარგებლებს, როცა 2012 წელს მხოლოდ 25 პროცენტი სარგებლობდა
2024 წლამდე განხორციელდება დამატებით 400 დასახლების გაზიფიცირება და შედეგად 1 400 000-მდე ოჯახი ისარგებლებს ბუნებრივი აირით, ქვეყნის გაზიფიკაციის დონე კი 90%-ს გადააჭარბებს. დამატებით, ათასამდე დასახლებაში მცხოვრებ ნახევარ მილიონ ადამიანს ექნება წვდომა სწრაფ ინტერნეტზე.
კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ მაღალმთიან და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს. რეგიონებში ახალი შესაძლებლობების გაჩენის მიზნით, გაგრძელდება დასახლებების კომპლექსური განახლების პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ისეთი მიზიდულობის ცენტრების შექმნას და განვითარებას, როგორიცაა აბასთუმანი, წყალტუბო, მესტია, ველისციხე, კობი, თრუსოს ხეობა და სხვა.
მომავალი 4 წლის მანძილზე მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება ათასობით პროექტი. ჩვენს გავაგრძელებთ ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონების თანაბარ და სწრაფ განვითარებას, უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს ქალაქებსა თუ სოფლად და შექმნის ახალ შესაძლებლობებს დასაქმებისა და კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ყველა სიახლე
23 სექტემბერი 2026, 01:05
მსოფლიო
მაკრონი რუსეთსა და უკრაინაში ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშების „ორმხრივი მორატორიუმის“ დაწესების ინიციატივით გამოდის
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „რუსეთი საკუთარი განცხადებების პირისპირ დააყენოს“ და გამოვიდა ინიციატივით, დაწესდეს „ორმხრივი მორატორიუმი“ რუსეთსა და უკრაინაში ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებზე.
23 სექტემბერი 2026, 00:26
მსოფლიო
„მსოფლიო ხუთზე მეტია“ - ერდოღანი გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას ითხოვს
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს უშიშროების საბჭოს სტრუქტურის შეცვლის შესახებ თავისი მრავალწლიანი მოთხოვნა კიდევ ერთხელ გააჟღერა.
23 სექტემბერი 2026, 00:12
მსოფლიო
მოლდოვის პარლამენტმა ენერგეტიკულ და ჰიდროტექნიკურ სექტორებში 60 დღის ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა
მოლდოვის პარლამენტმა ენერგეტიკულ და ჰიდროტექნიკურ სექტორებში 60 დღის ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გაზსა და საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდა, ასევე მდინარე დნესტრში წყლის დონის კლება გახდა.
23 სექტემბერი 2026, 00:03
მსოფლიო
ლიეტუვის პრეზიდენტი: რუსეთმა ომი უკვე წააგო
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ მკაცრად დაგმო ვლადიმირ პუტინის შეჭრა უკრაინაში და აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტი უკვე პირველ მსოფლიო ომზე დიდხანს გრძელდება.
22 სექტემბერი 2026, 23:52
მსოფლიო
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, მაკრონმა მსოფლიოში „ჯუნგლების კანონის“ შესაძლო დაბრუნების საფრთხეზე ისაუბრა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „მტკიცედ იდგნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გვერდით“
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მსოფლიოში „ჯუნგლების კანონის“ შესაძლო დაბრუნების საფრთხეზე ისაუბრა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „მტკიცედ იდგნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გვერდით“.
22 სექტემბერი 2026, 23:33
მსოფლიო
კაია კალასი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შევხვდი - ჩვენ განვიხილეთ დიპლომატიური პერსპექტივები აშშ-ირანის ომის დასასრულებლად და ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნისთვის
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შევხვდი - ჩვენ განვიხილეთ დიპლომატიური პერსპექტივები აშშ-ირანის ომის დასასრულებლად და ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნისთვის, - განაცხადა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, აბას არაღჩიმ.
22 სექტემბერი 2026, 23:25
საზოგადოება
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი: იმ ბაღებში, სადაც დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევები, ჩატარდა სრული დეზინფექცია, ყველა ბაღს აქვს დეტალური ინფორმაცია, პროტოკოლი, როგორ უნდა იმოქმედოს
იმ ბაღებში, სადაც დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევები, ჩატარდა სრული დეზინფექცია, - განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა გურამ ოქროპირიძემ.
22 სექტემბერი 2026, 23:09
საზოგადოება
გიორგი ტყემალაძე ე.წ. დეზერტირების ბაზარზე: აქტიურად გვექნება ჩართულობა, როგორც კერძო მესაკუთრესთან, ასევე ამ ადამიანებთან, რომლებიც დღეს ამ ტერიტორიაზე აწარმოებენ გარევაჭრობას და აუცილებლად იქნება შეთავაზებული ალტერნატიული ფართები
აუცილებლად იქნება შეთავაზებული ალტერნატიული ფართები, - განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიის მოწესრიგების საკითხზე და იქ მომუშავე მოვაჭრეებზე საუბრისას.
22 სექტემბერი 2026, 22:58
საზოგადოება
პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო - რომელი პროფესიის შესწავლა შეუძლიათ მოქალაქეებს უფასოდ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. სწავლა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომელიც უკვე არის 16 წლის. პროგრამას სრულად სახელმწიფო აფინანსებს. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო სასწავლო პროგრამას შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე ადგენს. შესაბამისად, ბენეფიციარების დასაქმების მაჩვენებელი 90%-ზე მეტია.
22 სექტემბერი 2026, 22:52
სამართალი
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა დასჯადია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა დასჯადია. სასამართლოებში სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს.
22 სექტემბერი 2026, 22:48
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ოპოზიციის ფრუსტრირების პროცესი მიდის დასასრულისკენ - ეს არის ის პროცესი, რომელიც, დიდი იმედია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ მათი განულებით დასრულდება და ისინი გაქრებიან პოლიტიკური ველიდან
„მათ მთლიანად ჩამოიხსნეს ნიღაბი და წარმოაჩინეს ანტიქართული, ანტიეროვნული, უსამშობლოო სახე, რაც სინამდვილეში საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად იცის. ეს არის ის პროცესი, რომელიც დიდი იმედია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებით საბოლოოდ დასრულდება მათი განულებით და ისინი გაქრებიან პოლიტიკური ველიდან“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
22 სექტემბერი 2026, 22:45
მსოფლიო
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ. მოლაპარაკებების დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ზელენსკისთან უკრაინაში Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოების შესაძლებლობას განიხილავს.
22 სექტემბერი 2026, 22:08
მსოფლიო
ტრამპი: პუტინი მზადაა შეხვედრისთვის - მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის დასრულების თემაზე „შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს“.
22 სექტემბერი 2026, 22:02
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების გადაწყვეტილება სამარცხვინო და გაუმართლებელია - მოსკოვი ზეიმობს, რადგან მიიღო ის, რაც სურდა, დაუსჯელობის შეგრძნება, ევროკავშირის დამცირება და ევროპელებს შორის განხეთქილება
უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების გადაწყვეტილება სამარცხვინო და გაუმართლებელია, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ.
22 სექტემბერი 2026, 21:58
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ახვლედიანის ორგანიზებულ სემინარზე: აღმაშფოთებელია, რომ ასე ფარულად, მალულად და როგორც ჩანს კანონის დარღვევით ხდება საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლა
აღმაშფოთებელია, რომ ასე ფარულად, მალულად და როგორც ჩანს კანონის დარღვევით ხდება საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ბახმაროში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით გაიმართა.
22 სექტემბერი 2026, 21:43
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ბელგიაში ვიზიტზე: გვქონდა საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და მკაფიოდ გავუსვით ხაზი იმას, რომ დღევანდელი არსებული მდგომარეობა არ არის არც ჩვენს ინტერესში და არც ევროკავშირის ინტერესში
გვქონდა საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და მკაფიოდ გავუსვით ხაზი იმას, რომ დღევანდელი არსებული მდგომარეობა არ არის არც ჩვენს ინტერესში და არც ევროკავშირის ინტერესში, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დელეგაციის ბელგიაში ვიზიტთან დაკავშირებით.
22 სექტემბერი 2026, 21:37
მსოფლიო
POLITICO: რუსეთის ორ ყველაზე მდიდარ ადამიანს, შესაძლოა, მალე კვლავ მიეცეს ევროკავშირში თავისუფლად ოპერირების უფლება
რუსეთის ორ ყველაზე მდიდარ ადამიანს, შესაძლოა, მალე კვლავ მიეცეს ევროკავშირში თავისუფლად ოპერირების უფლება, - წერს გამოცემა POLITICO.
22 სექტემბერი 2026, 21:16
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სერბეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმში „ახალი ერა“
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სვეტოზარ მილეტიჩის ფონდის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმში - „ახალი ერა“, რომელიც სერბეთში გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 21:14
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები
შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.
22 სექტემბერი 2026, 21:09
მსოფლიო
რუბიო: ტრამპი ირანის პრეზიდენტთან შეხვედრისთვის ღიაა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ზოგადად ღიაა „ყველასთან“ შეხვედრისთვის, მათ შორის ირანის პრეზიდენტთან, მასუდ პეზეშკიანთან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ტელეკომპანია NBC News-ის ეთერში განაცხადა.


