imedi /  05 ოქტომბერი 2020, 14:40 / სანდო წყარო

მსოფლიო ბანკი: კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია

მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო, „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით, მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინდორმაციით, კვლევის თანახმად, საქართველო, სარეიტინგო ქულით, უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს: ესპანეთს, კვიპროსს, პოლონეთს, ჩეხეთს, ლატვის, სლოვაკეთს, იტალიას, მალტას, ხორვატიას, უნგრეთს, საბერძნეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს. კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველო ლიდერია რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ჩვენს ქვეყანაზე უკეთესი მონაცემი მხოლოდ ესტონეთსა და ლიეტუვას აქვს.

„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ ეყრდნობა ათეულობით მასშტაბურ კვლევას და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას, შეფასებებსა და რეიტინგებს, რომელთა შორის აღსანიშნავია საერთაშორისო გამჭვირვალობის სპეციალური კვლევა „კორუფციის გლობალური ბარომეტრი“ (Global Corruption Barometer), საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის „ღია ბიუჯეტის ინდექსი“ (Open Budget Index), მსოფლიო მართლმსაჯულების „კანონის უზენაესობის ინდექსი“ (Rule of Law Index), Freedom House-ს ანგარიში და სხვ.

აღნიშნული მონაცემები, თავის მხრივ, ეყრდნობა კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს.

გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის, მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო.

ყველა სიახლე

24 ივნისი 2026, 15:20

სამართალი

სულხან თამაზაშვილმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

რამაზ თათარაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე სერგი ბზიშვილი შეცვალა, რომელიც საქმიანობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე გააგრძელებს.

24 ივნისი 2026, 15:15

რეგიონი

დავით სონღულაშვილი ქუთაისში, მცენარეული ნედლეულის გადამმუშავებელ საწარმოში „ფარკონი“ იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქ. ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც კომპანია „ფარკონში“ მიმდინარე საწარმოო პროცესს გაეცნო.

24 ივნისი 2026, 15:08

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კვიპროსის თურქული საზოგადოების წარმომადგენელი: ვისურვებდი საქართველოს პარლამენტის წევრები კვლავ დაუბრუნდნენ ასამბლეას

საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ვისურვებდი, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები კვლავ დაუბრუნდნენ ასამბლეას, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) კვიპროსის თურქული საზოგადოების წარმომადგენელმა.

ადამ ბოდნარი

24 ივნისი 2026, 15:05

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი პოლონეთიდან: ვფიქრობ, „უცხოელი აგენტების“ კანონი დემოკრატიულ ქვეყნებში არ უნდა მიიღებოდეს. ორგანიზაციებს არ უნდა აეკრძალოთ სხვადასხვა საქმიანობისთვის ფინანსური რესურსების მოზიდვა. ქართულმა ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მისი ხმა ისმოდეს

ვფიქრობ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ისევე, როგორც ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიულ მოძრაობებს მხარი დაუჭირონ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი პოლონეთიდან ადამ ბოდნარმა.

ფრიდრიხ მერცი

24 ივნისი 2026, 15:02

მსოფლიო

The Guardian: გერმანიის კანცლერი საპენსიო ასაკის 70 წლამდე გაზრდის გეგმას მხარს უჭერს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მხარი დაუჭირა გეგმას, რომ ქვეყანაში საპენსიო ასაკი 70 წლამდე გაიზარდოს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

24 ივნისი 2026, 14:58

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ არ დავბრუნდებით PACE-ში მანამ, სანამ ჩვენი დელეგაციის მანდატები არ იქნება სრულყოფილად და უპირობოდ ცნობილი PACE-ს მიერ

„რეზოლუციის პირველადი ვერსია, პრაქტიკულად არ განსხვავდება წინა ვერსიებისგან. იქ საერთოდ არ არის ასახული ის განვითარება, რაც საქართველოში ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხდა. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ამ რეზოლუციის ავტორებს და ასევე იმ ადამიანებს, ვინც ხმას მისცემს ამ რეზოლუციას, საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ან დიალოგის არანაირი სურვილი საერთოდ არ აქვთ. ყველანაირი აზრი ეკარგება და არანაირი გამართლება აღარ აქვს უკვე მათ მოთხოვნას, რომ საქართველო დაბრუნდეს PACE-ში, იქიდან გამომდინარე, რომ 2025 წლის იანვრიდან უკვე 1,5 წელი გავიდა და თვითონ ისევ ადასტურებენ წინა რეზოლუციის ჩანაწერს. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იქნება ის, რომ ჩვენ არ დავბრუნდებით PACE-ში მანამ, სანამ ჩვენი დელეგაციის მანდატები არ იქნება სრულყოფილად და უპირობოდ ცნობილი PACE-ს მიერ“, - აცხადებს სამხარაძე.

გიორგი ვოლსკი

24 ივნისი 2026, 14:55

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: დიდი იმედი გვაქვს, რომ მაინც საღი აზრი გაიმარჯვებს და საბოლოო ჯამში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ასეთი ინტენსიური თავდასხმა საქართველოზე შეჩერდება

დიდი იმედი გვაქვს, რომ მაინც საღი აზრი გაიმარჯვებს და საბოლოო ჯამში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ასეთი ინტენსიური თავდასხმა საქართველოზე შეჩერდება, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

ლევან მახაშვილი

24 ივნისი 2026, 14:55

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევროსაბჭოში დებატებზე: ამ ყველაფრის უკან დგას ერთი და იგივე პოლიტიკური ოჯახი, რომლებიც ცდილობენ საქართველო ომის ფერხულში ჩართონ. ჩვენი მოლოდინია, რომ დებატებიც იქნება იგივე უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს მიმართ

„გადის პერიოდი, ბევრი რაღაც იცვლება, მაგრამ რაც არ იცვლება, ეს არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესი, რომ დააზიანონ საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ხელისუფლება იყოს მათ დაკრულზე მოცეკვავე. სწორედ ამით არის ნაკარნახევი მთელი ეს რეზოლუციები და განცხადებები“.

გუსტი გრაასი

24 ივნისი 2026, 14:53

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი ლუქსემბურგიდან გუსტი გრაასი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო კვლავ დაუბრუნდეს ევროპულ სივრცეს და ევროპულ საბჭოს. საქართველო მნიშვნელოვანი კანდიდატი ქვეყანაა ევროკავშირისთვის ამიტომ საქართველო ნამდვილად ის ქვეყანაა, რომელსაც თავისი ადგილი აქვს ევროპულ საბჭოში

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო კვლავ დაუბრუნდეს ევროპულ სივრცეს და ევროპულ საბჭოს. საქართველო მნიშვნელოვანი კანდიდატი ქვეყანაა ევროკავშირისთვის ამიტომ საქართველო ნამდვილად ის ქვეყანაა, რომელსაც თავისი ადგილი აქვს ევროპულ საბჭოში, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა ლუქსემბურგიდან გუსტი გრაასმა.

რიჰარდ კოლსი

24 ივნისი 2026, 14:47

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი: ვფიქრობ, პრობლემა ევროკავშირის სანდოობაა, როდესაც არსებობს პროცესი, სადაც ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა უკვე 20 წელია მოლაპარაკებისა და გაწევრების პროცესშია

პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ევროკავშირი იწყებს დებატს მომავალ წევრ სახელმწიფოებთან მიმართებით წესების შეცვლაზე,- განაცხადა ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა ევროპარლამენტში გაფართოების საკითხზე საგარეო კომიტეტის შეხვედრაზე.

ზაალ ანჯაფარიძე

24 ივნისი 2026, 14:47

ეკონომიკა

ზაალ ანჯაფარიძე: 2026 წლის პირველ კვარტალში, ლატვია, დიახ, ის ლატვია, რომლის ლიდერები ჩვენ თითებს გვიქნევენ, გახდა რუსეთში არყის უმსხვილესი მიმწოდებელი - საუბარია $2,6 მილიონის ექსპორტზე

2026 წლის პირველ კვარტალში, ლატვია, დიახ ის ლატვია, რომლის ლიდერები ჩვენ თითებს გვიქნევენ, გახდა რუსეთში არყის უმსხვილესი მიმწოდებელი. საუბარია $2,6 მილიონის ექსპორტზე, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

24 ივნისი 2026, 14:44

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი გჟეგოჟ ბრაუნი: ის ომის წახალისებაზეა, ეს არის სიმართლე ევროკავშირის შესახებ. უფრთხილდით ამ ევროსაბჭოურ, ევრონაცისტურ სტრუქტურას, რომელიც თავს მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტად ასაღებს

„ევროკავშირის წევრებო, ნუ გააკეთებთ ამას, დაიცავით თქვენი დამოუკიდებლობა. ევროკავშირი არ არის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ის თქვენს ბიზნესებზე შეტევაა მწვანე შეთანხმების მეშვეობით. ის თქვენ ერებზე შეტევაა მიგრაციული პაქტის მეშვეობით. ის არ არის სიტყვის თავისუფლების შესახებ, ის ცენზურაზეა. ის არაა მშვიდობასა და სტაბილურობაზე, ის მუდმივ კონფლიქტზეა როგორც შიგნით, ისე გარეთ. ის ომის წახალისებაზეა, ეს არის სიმართლე ევროკავშირის შესახებ. უფრთხილდით ამ ევროსაბჭოურ, ევრონაცისტურ სტრუქტურას, რომელიც თავს მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტად ასაღებს. სინამდვილეში ის თქვენი ეროვნული ტრადიციების დასრულებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

დავით მათიკაშვილი

24 ივნისი 2026, 14:41

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი გაფართოების საკითხზე საგარეო კომიტეტის შეხვედრაზე: საქართველოს მონაწილეობა ამ შეხვედრაზე იქნებოდა იმ ძალების სრული კრახი, ვინც საქართველოს მიიჩნევს დემოკრატიის უკუსვლის ცენტრად მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, საქართველო ყველა მონაცემით, მოწინავე ქვეყანაა. „ყველა მონაცემი, სტატისტიკა, თვითონ ევროკავშირის წიაღიდან გამოქვეყნებული, მეტყველებს ერთადერთ რამეზე - საქართველო არის მოწინავე“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

მატიე ბუსკე

24 ივნისი 2026, 14:38

პოლიტიკა

მატიე ბუსკე: კანონის უზენაესობა ევროკავშირში გაწევრების უმთავრესი ნაწილია

„კანონის უზენაესობა ევროკავშირში გაწევრების უმთავრესი ნაწილია. ის როგორც მოლაპარაკებების დაწყების, ისე დასრულების ეტაპზე გადამწყვეტ როლს ასრულებს. ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა დავრწმუნდეთ, რომ განხორციელებული რეფორმები მდგრადია და ევროკავშირში გაწევრების შემდეგ უკუსვლა არ ხდება. გაფართოების პროცესის რეფორმირებაც სწორედ ამ საკითხებს უკავშირდება. წარსულში გაფართოების პროცესი ხშირად ფერხდებოდა ტექნიკური საკითხების ან ისეთი პოლიტიკური პოზიციების გამო, რომლებიც სრულად არ ასახავდა პარტნიორი ქვეყნის რეალურ პროგრესს“, - აღნიშნა ბუსკემ.

დევიდ მაკალისტერი

24 ივნისი 2026, 14:37

მსოფლიო

დევიდ მაკალისტერი: გაფართოების პროცესში განახლებული დინამიკა შეინიშნება. ევროკავშირი თანამშრომლობს გაფართოების პროცესში ჩართულ 9 ქვეყანასთან. მონტენეგრო და ალბანეთი გაწევრების პროცესში ყველაზე წინ არიან, ხოლო მოლდოვამ და უკრაინამ განსაკუთრებით მოკლე დროში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს

„გაფართოების პროცესში განახლებული დინამიკა შეინიშნება. ევროკავშირის თანამშრომლობს გაფართოების პროცესში ჩართულ 9 ქვეყანასთან. მონტენეგრო და ალბანეთი გაწევრების პროცესში ყველაზე წინ არიან წასულნი, ხოლო მოლდოვამ და უკრაინამ განსაკუთრებით მოკლე დროში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, - განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა.

გიორგი გვარაკიძე

24 ივნისი 2026, 14:22

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება მიიღწევა კვალიფიციური კადრების მოზიდვით და შენარჩუნებით, ასევე საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციით

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა პროკურატურის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერების, საკადრო პოლიტიკისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე.

24 ივნისი 2026, 14:11

პოლიტიკა

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

„2025 წელს განვაახლეთ სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტი, რომლის მთავარ პრიორიტეტად დაზარალებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია, უსაფრთხოების განცდისა და კანონის უზენაესობის რწმენის გაძლიერება საზოგადოებაში და დანაშაულის პრევენცია რჩება“, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა.

გიორგი გვარაკიძე

24 ივნისი 2026, 14:11

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობდა უცხო ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ სტრუქტურებთან როგორც ოპერატიულ, ისე სტრატეგიულ დონეზე

გენერალური პროკურორის თქმით, საანგარიშო პერიოდში აქტიურად გამოიყენებოდა საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების მექანიზმები. კერძოდ, სხვადასხვა ქვეყანაში სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით მოთხოვნა გაიგზავნა 288 საქმეზე, ხოლო უცხო სახელმწიფოებიდან მიღებულ იქნა 1829 შუამდგომლობა. ამასთან, უცხოური ონლაინ მომსახურების მომწოდებლებისგან ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების მიზნით 209 მოთხოვნა გაიგზავნა, რომელთა 87 პროცენტი დაკმაყოფილდა.

24 ივნისი 2026, 14:10

სამართალი

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მარიამ მეყანწიშვილი, ნანა სანდერი, აბო ნავერიანი და ძებნაში მყოფი ანტონ უპერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

24 ივნისი 2026, 14:09

მსოფლიო

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო აეროდრომები დაბომბა

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.