imedi /  07 ოქტომბერი 2020, 13:58 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: რაც უფრო მაღალი დისციპლინით დავიცავთ ელემენტარულ წესებს, საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად აღდგება

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

რაც უფრო მაღალი დისციპლინით დავიცავთ ელემენტარულ წესებს, საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად აღდგება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი გახარიას თქმით, ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

„ჩვენ ხომ ყველანი ვხვდებით, რომ დღემდე და დღესაც ჩვენ მოვდივართ სხვებთან შედარებით უკეთესად და ეკონომიკის სწრაფად აღდგენაზე ბევრი რამ მოქმედებს. ეპიდემიის გავრცელებასთან ერთად მოქმედებს რამდენად ეფექტიანად ვახდენთ ჩვენ ამ ეპიდემიასთან ადაპტაციას. მე რითი დავიწყე? დავიწყე იმით, რომ ჩვენ ვართ დღეს ადაპტაციის და მართვის ეტაპზე. რას ნიშნავს ეს? ადაპტაციის და მართვის ეტაპი ნიშნავს იმას, რომ პირბადის ტარების საშუალებით - ცოტა ვუტრირებ ახლა - და წესების დაცვით ეკონომიკა არ გავაჩეროთ, სწავლა არ გავაჩეროთ, ტურიზმი არ გავაჩეროთ, არ გავაჩეროთ არაფერი. ოღონდ ისე, რომ არ შევუქმნათ კრიტიკული რისკი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას“, - განაცხადა გახარიამ.

ყველა სიახლე

28 ოქტომბერი 2020, 17:00

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 928 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 928 ადამიანს გამოუვლინდა, 11 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 52,137 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 699 ადამიანი. ვირუსისგან 42,033 პაციენტი განიკურნა.

ხვიჩა კვარაცხელია

28 ოქტომბერი 2020, 16:52

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიათი დორტმუნდის „ბორუსია“ დაინტერესდა

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევით, ხვიჩა კვარაცხელიათი დორტმუნდის „ბორუსია“ დაინტერესდა. ამის შესახებ რუსულ გამოცემა „ჩემპიონატს“ გერმანულ კლუბში თავისმა წყარომ განუცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

28 ოქტომბერი 2020, 16:52

მსოფლიო

ერდოღანი: საფრანგეთი ემანუელ მაკრონის მანკიერ, პროვოკაციულ და სიძულვილით სავსე პოლიტიკაზე უკეთესს იმსახურებს

ჩვენთვის ღირსების საკითხია, ჩვენს წინასწარმეტყველზე თავდასხმებს წინ აღვუდგეთ, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

28 ოქტომბერი 2020, 16:47

COVID19

შვეიცარიაში კორონავირუსის 8,616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

შვეიცარიაში კორონავირუსის 8,616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სულ დადასტურებული შემთხვევები შვეიცარიასა და მეზობელ ლიხტენშტაინში 135,658-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განამვლობაში 24 ადამიანი გარდაიცვალა და ჯამში ლეტალური მაჩვენებელი 1,954-მდე გაიზარდა.

28 ოქტომბერი 2020, 16:47

რეგიონი

თბილისის მერიამ სენაკს 11 ავტობუსი გადასცა

თბილისის მერიამ სენაკს 11 მუნიციპალური ავტობუსი გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტობუსები ნოემბრის ბოლოდან მოემსახურებიან მოქალაქეებს და უზრუნველყოფენ მათ დროულ და კომფორტულ გადაადგილებას.

28 ოქტომბერი 2020, 16:39

კულტურა

ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღა“ იწყება

„ალტერნატიული ტალღა 2020”-ის მთავარი მიზანია მცირებიუჯეტიანი მხატვრული ფილმების პროექტების განვითარება უცხოელი და ქართველი კინოპროფესიონალების დახმარებით. პლატფორმა ძირითადად ფოკუსირებულია ქართულ კინოპროექტებზე, თუმცა რამდენიმე წლის წინ მას შავი ზღვის რეგიონიც (თურქეთი, უკრაინა, ბულგარეთი) შეუერთდა.

ფირუზ გელაშვილი

28 ოქტომბერი 2020, 16:35

COVID19

„ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის შტაბის უფროსი ფირუზ გელაშვილი, რომლის ოჯახის წევრებიც ინფიცირებული არიან, ტესტირებაზე უარს აცხადებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის შტაბის უფროსის ფირუზ გელაშვილის ოჯახის რამდენიმე წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ფონზე გელაშვილი სპეციალისტების მოწოდებაზე, რომ მან კორონავირუსზე კვლევა ჩაიტაროს და თვითიზოლაციაში გადავიდეს კატეგორიულ უარს აცხადებს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.

28 ოქტომბერი 2020, 16:35

საზოგადოება

სოფიო ქაცარავამ ბრისტოლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, სოფიო ქაცარავამ ბრისტოლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრებზე განხილულ იქნა ბიზნესის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ინიციატივები, ასევე დაძმობილებულ ქალაქებს თბილისსა და ბრისტოლს შორის ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერების პერსპექტივები.

ავსტრალია მარჯნის რიფი

28 ოქტომბერი 2020, 16:34

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ავსტრალიაში აქამდე უცნობი მარჯნის რიფი იპოვეს

რიფის სიმაღლე 500 მეტრს შეადგენს და ის ისეთ ცნობილ ცათამბჯენებზე მაღალია, ვიდრე იმპაიერ სტეიტ ბილდინგი (ნიუ იორკი) და პეტრონას თვინ თაუერსი (კუალა ლუმპური). მეცნიერებმა რიფი ოკეანეს ფსკერის 3D-რუკის რუკის შექმნისას იპოვეს. მათი თქმით, ქვეყანაში მსგავსი აღმოჩენა 120 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა.

თორნიკე რიჟვაძე

28 ოქტომბერი 2020, 16:27

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირი შევიდა

დაბა ხულოში მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის ფარგლებში, ბუნებრივი აირი აინთო. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და კომპანია სოკარის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხულოში ადგილობრივ მოქალაქეებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ხორციელდება მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტები

28 ოქტომბერი 2020, 16:25

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 73 240 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 73 240 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 985 ადამიანი გარდაიცვალა.

28 ოქტომბერი 2020, 16:21

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობა პრიორიტეტულია

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ბოტანიკურ ბაღში წარმატებულ კარატისტებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდა. კანდიდატის თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობა პრიორიტეტულია. „სპორტის სხვადასხვა სახეობაში ზუგდიდს ბევრი წარმატებული სპორტსმენი ჰყავს. მათ შორის არიან წარმატებული კარატისტები, მსოფლიოს, ევროპისა და კავკასიის ჩემპიონები სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიაში. დღეს მათ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შევხვდი. ჩემთვის სპორტის ეს სახეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი ბავშვობა ამ სპორტთან ასოცირდება. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობა პრიორიტეტულია. ჩემი, როგორც ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, საზრუნავი მათი წარმატებისთვის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა იქნება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი შენგელია

28 ოქტომბერი 2020, 16:19

რეგიონი

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზად არის როგორც ექიმი ჩაერთოს კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაში

„ჯანდაცვის სისტემის გამართული ფუნქციონირების საქმეში მმართველი რგოლი აქტიურ მონაწილეობას იღებს, ვინაიდან ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის ყველა ეტაპზე, მაღალია რადიოლოგიური კვლევების წილი, როგორც ექიმ რადიოლოგი, მზად ვარ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ნებისმიერი ფორმით და დროით, დამატებითი პირობების გარეშე ჩავერთო პანდემიასთან ბრძოლის საქმეში და დავეხმარო პირველადი ჯანდაცვის თუ ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლებს, სადაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად ექნებათ“.

28 ოქტომბერი 2020, 16:12

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა 44 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 44,059,511 შემთხვევა გამოვლინდა, 1,168,569 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 29,843,500 - გამოჯანმრთელდა.

იაროსლავ კაჩინსკი

28 ოქტომბერი 2020, 16:10

მსოფლიო

იაროსლავ კაჩინსკი: უნდა დავიცვათ პოლონეთის ეკლესიები, ნებისმიერ ფასად უნდა დავიცვათ

პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ მხარდამჭერებს ეკლესიების დაცვისკენ მოუწოდა.

მამუკა მდინარაძე

28 ოქტომბერი 2020, 16:10

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძემ გაამხილა, რამდენი დახარჯეს ოპოზიციურმა პარტიებმა Facebook-რეკლამაზე

„სტრატეგია აღმაშენებელი“ - მას 3 ძირითად Facebook-გვერდზე, რომლითაც მოქმედებს Facebook-არეალში, დახარჯული აქვს 228 873 ლარი და წარმოიდგინეთ, ერთ კაცზე საუბარი, არანაირი გუნდი აქ რეალურად არ არსებობს, ამ ერთ კაცს საკუთარ პიარში 3 გვერდიდან, რაც ჩანს Facebook-ის ღია წყაროებით, დახარჯული აქვს 228 873 ლარი, ხოლო დეკლარაციაში შეტანილი აქვს ამ პერიოდისთვის 91 597 ლარი“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიგი უგულავა

28 ოქტომბერი 2020, 16:04

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გიგი უგულავა, რომელმაც 48 მილიონი ლარი გაფლანგა და პარტიულ აქტივს დაურიგა, ახლა ამბობს, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ვერ გამოვიძიეთ

გიგი უგულავა სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ იმაში, რომ 48 მილიონი ლარი გაფლანგა და პარტიულ აქტივს დაურიგა. ახლა კი ამ დანაშაულის ჩამდენი ამბობს, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ვერ გამოვიძიეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 ოქტომბერი 2020, 16:02

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სრულ გარანტიას გაძლევთ, არავითარ ლოკდაუნზე საუბარი არ არის

ხელისუფლება არჩევნების მეორე დღეს ჩაკეტავს და ლოკდაუნს გამოაცხადებს - მეტს რომ ვერაფერს ფიქრობ, რითი მოატყუო ხალხი და გააგიჟო, ეს არის, მეტი არაფერი?!, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მაუკა მდინარაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 ოქტომბერი 2020, 16:01

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ყველა მოქალაქეს, რომელიც საქართველოს ხვალინდელ დღეზე ფიქრობს, საშუალება აქვს სასურველ პარტიას ხმა უსაფრთხოდ მისცეს

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ და მისი სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების მიერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არასწორი ინფორმაციები ვრცელდება.

ლევან დავითაშვილი

28 ოქტომბერი 2020, 15:55

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: თუ რუსეთი ხორბალსა და ფქვილზე კვოტებს დააწესებს, იმპორტიორები სხვა ბაზრებზე გადაეწყობიან

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ფქვილსა და პურზე ფასების შესაძლო ზრდაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ტვ „პირველის“ ეთერში, ასევე მან განმარტა რა სტრატეგიას აირჩევენ იმპორტიორები, თუ რუსეთი ხორბალზე კვოტებს შემოიღებს.