12 ოქტომბერი 2020, 16:02 / სანდო წყარო

გიორგი კაკაურიძე: ტურიზმი საერთოდ რომ არ აღდგეს, 2021 წელს დაახლოებით 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება

გიორგი კაკაურიძე

გიორგი კაკაურიძე

ტურიზმის სექტორიდან დანაკლისი მთლიანად აისახება 2020 წელზე. შესაბამისად, ბაზის ეფექტიდან გამომდინარე, ვინაიდან წელს ტურიზმის დანაკლისი უკვე არის ქვეყანაში, ტურიზმის თუნდაც მცირე აღდგენა დამატებით პლუსებს გვაძლევს ეკონომიკურ ზრდაში, ანუ ტურიზმი, საერთოდ რომ არ აღდგეს, 2021 წელს დაახლოებით, 5%-იანი ზრდა გვექნება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო - რეგიონების“ სხდომაზე სერგი კაპანაძის საპასუხოდ, რომელმაც არარეალისტურად მიიჩნია 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 5%-ით ზრდა.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2021 წლიდან ტურიზმის მნიშვნელოვნად აღდგენის შემდეგ, შესაძლებელია, ქვეყანამ მიაღწიოს 7%-იან ეკონომიკურ ზრდას.

„თუმცა, არსებობს რისკები, მათ შორის, მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, მიმდინარეობს მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის ეკონომიკური ფორუმი და ვნახოთ, რა პროგნოზი გამოქვეყნდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ყველა სიახლე

02 დეკემბერი 2020, 16:14

COVID19

პოლონეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 1,000,000-ს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, პოლონეთში კორონავირუსის 13,855 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 609 ინფიცირებული კი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, პოლონეთში კორონავირუსის 1,013,747 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 18,208 ადამიანი გარდაიცვალა.

02 დეკემბერი 2020, 16:13

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად რეგიონში არსებულ ღია და დახურული ტიპის ბაზრობების წარმომადგენლებს შეხვდა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ბიზნესსუბიექტებს აუხსნეს,რომ დაწესებული წესების დარღვევის შემთხვევაში თავდაპირველად მოხდება სუბიექტების გაფრთხილება,ხოლო განმეორებით ფაქტებზე გამოყენებულ იქნება ის სანქციები, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს.

02 დეკემბერი 2020, 16:10

COVID19

სერხი რობერტოს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ბარსელონას“ ფეხბურთელს სერხი რობერტოს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას La Vanguardia ავრცელებს. ვირუსი უსიმპტომოდ, გართულებების გარეშე მიმდინარეობს და ინფიცირებული სპორტსმენი სახლის პირობებში მკურნალობს. აღსანიშნავია, რომ 28 წლის მცველი ტრავმირებულია და „ბარსელონას“ ისედაც დაახლოებით 2 თვით ვერ ეხმარებოდა და ბაზაზე არ დადის, რის გამოც მისგან კლუბის სხვა წევრების ინფიცირების საფრთხე არ არსებობს.

მიკ შუმახერი

02 დეკემბერი 2020, 16:00

სპორტი

მიხაელ შუმახერის ვაჟი მომდევნო სეზონში „ფორმულა 1“-ში იასპარეზებს

მიხაელ შუმახერის ვაჟი მიკ შუმახერი მომდევნო სეზონში „ფორმულა 1“-ში იასპარეზებს. 21 წლის ავტომრბოლელმა „ჰაასთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. წლევანდელ სეზონში უმცროსი-შუმახერი ფორმულა 2-ში გამოდის და საერთო ჩათვლასაც ლიდერობს, „ჰაასში“ კი მისი მეწყვილე, 2021 წელს, რუსი პილოტი ნიკიტა მაზეპინი იქნება.

პაბლო მატერა

02 დეკემბერი 2020, 15:56

სპორტი

არგენტინის მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი ქსენოფობიური და რასისტული პოსტების გამო გუნდიდან მოკვეთეს

არგენტინის მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი პაბლო მატერა გუნდიდან ქსენოფობიური და რასისტული პოსტების გამო მოკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. მატერას მიერ 9 წლის წინ Twitter-ზე დაწერილი სტატუსები, არგენტინულ მედიაში ახლახანს გახმაურდა.

02 დეკემბერი 2020, 15:45

რეგიონი

სოფელ ვეჯინში ავარიის შედეგად მძღოლი და მგზავრები მძიმედ დაშავდნენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ავარია მოხდა. მძღოლი და რამდენიმე მგზავრი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეო- ჰოსპიტალსში“ გადაიყვანა. მათ სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული დაზიანება აღენიშნებათ. imedinews-ის ინფორმაციით, TOYOTA PRIUS-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

თეთრი სახლი

02 დეკემბერი 2020, 15:43

მსოფლიო

The Guardian: აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის მიერ შეწყალების სანაცვლოდ შესაძლო ქრთამის აღების საქმეს იძიებს

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის მიერ შეწყალების სანაცვლოდ შესაძლო ქრთამის აღების საქმეს იძიებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

დიმიტრი ხუნდაძე

02 დეკემბერი 2020, 15:20

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მართვადი იყოს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მართვადი იყოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, ერთ-ერთი მაგალითი კი ინტენსიური ტესტირების პროგრამაა.

ილჰამ ალიევი

02 დეკემბერი 2020, 15:18

მსოფლიო

აზერბაიჯანში 10 ნოემბერი გამარჯვების დღედ გამოცხადდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 10 ნოემბერი ქვეყანაში გამარჯვების დღედ გამოაცხადა.

რატი იონათამიშვილი

02 დეკემბერი 2020, 15:17

COVID19

რატი იონათამიშვილი: მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობამ ადრეულ ეტაპზე დაიწყო კოვიდვაქცინაციისთვის მზადება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ადრეულ ეტაპზე კოვიდვაქცინაციისთვის მზადების პროცესის დაწყებას მიესალმება და აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და მმართველი გუნდისთვის არსებული გამოწვევების შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება კვლავაც უმთავრესი პრიორიტეტია.

დავით ზალკალიანი

02 დეკემბერი 2020, 15:11

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ნატო-ს გენერალური მდივნის ექსპერტებმა სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტი მიიღეს, რაც საქართველოს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს

„მოხარული ვარ, რომ ვარშავაში ვიმყოფები და მონაწილეობას ვიღებ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში. ბედნიერი ვარ, რომ საქართველო ნატო-ს მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგშია. ასევე შესაძლებლობა მაქვს პოლონელ კოლეგასთან ჩვენი წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა განვიხილოთ“, - ამის შესახებ დავით ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

გიორგი ჩაკვეტაძე

02 დეკემბერი 2020, 15:07

საზოგადოება

გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ქალაქის ქუჩებში კედლების სააგიტაციო მასალისგან გათავისუფლებას დღეიდან შეუდგება

„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია, მზად არის ამ ვალდებულების შესრულებისთვის და დღეიდანვე, აქტიურად შევუდგებით ქალაქის ქუჩებში კედლების სააგიტაციო მასალისგან გათავისუფლებას. მოვუწოდებთ სხვა პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებსაც, შემოუერთდნენ ამ ინიციატივას, რათა დროულად დავუბრუნოთ ქალაქს ჩვეული იერსახე. მოგეხსენებათ, თბილისის მერია აქტიურად არის ჩართული პანდემიასთან ბრძოლაში“, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.

02 დეკემბერი 2020, 14:59

COVID19

შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 281 შემთხვევა გამოვლინდა

შიდა ქართლში 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 281 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 124 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. თვითიზოლაცია 179 პირს მოეხსნა. დღეის მდგომარეობით რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 3,316 პაციენტს შეადგენს, მათ შორის 1,085 მკურნალობას სახლში გადის. სულ თვითიზოლაციაშია 2,141 პირი.

კობა დავითაშვილი

02 დეკემბერი 2020, 14:49

საზოგადოება

კობა დავითაშვილი 49 წლისა გარდაიცვალა

პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც imedinews-ს ალადაშვილის კლინიკაში განუცხადეს, დავითაშვილის გარდაცვალების მიზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა.

02 დეკემბერი 2020, 14:35

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსს 2 597 ადამიანი ემსხვერპლა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 180 083 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 597 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

02 დეკემბერი 2020, 14:35

საზოგადოება

იუსტიციის სახლის წარმომადგენელი: არ დაიზარა ზოგიერთმა და მოკრძალებული საჩუქარი დახმარებად გამოაცხადა, ხოლო პროექტი - კანონად, უხერხულია

დღეს ჩემთვის ძალიან საამაყო პროექტის - „კეთილი იყოს შენი მობრძანება“, გაფართოება გამოვაცხადეთ. ხოდა სანამ ძირითად სათქმელს ვიტყოდე, პატარა პრეისტორია უნდა მოგახსენოთ. პროექტი 2016 წელს დავიწყეთ და სოციალურად დაუცველ ოჯახში დაბადებული ახალშობილის მშობლებს, რომლებიც დაბადების მოწმობის ასაღებად მოდიოდნენ, ჩვილთან მოკრძალებულ საჩუქარს და არა სოციალურ დახმარებას ვატანდით, როგორც ამას ე.წ ჟურნალისტიკაში წასული პროკურორი და ძმანი მისნი იუწყებოდნენ, - ამის შესახებ იუსტიციის სახლის წარმომადგენელი, ანი გიგინეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

02 დეკემბერი 2020, 14:26

რეგიონი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 3 დასახლებაში სპორტული სივრცეები მოეწყო

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის გადაწყვეტილების შესაბამისად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხაიშში, ქოთიშსა და ასურეთში სპორტული სივრცეები მოეწყო. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტრენაჟორების მონტაჟისთვის სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 69 579 ლარი გამოიყო.

ობელისკი აშშ-ში/ობელისკი რუმინეთი

02 დეკემბერი 2020, 14:22

ტაბლოიდი

რუმინეთში აღმოჩენილი ლითონის ობელისკიც გაუჩინარდა

არავინ იცის, ვინ დაამონტაჟა და ვინ განახორციელა ქანდაკების დემონტაჟი.

02 დეკემბერი 2020, 14:03

სპორტი

ევრობასკეტ 2022-ის 11 მონაწილე ცნობილია

საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურის მონაცემებით ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება მოიპოვეს ბოსნია-ჰერცეგოვინამ, ხორვატიამ, საბერძნეთმა, ისრაელმა, სლოვენიამ, ესპანეთმა და უკრაინამ, ასევე 4 მასპინძელი ქვეყნის გუნდს: საქართველოს, ჩეხეთს, გერმანიასა და იტალიას ევრობასკეტზე მონაწილეობა გარანტირებული აქვთ.

02 დეკემბერი 2020, 13:50

ეკონომიკა

ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს

„ლიბერთი ბანკი“ სესხებზე მასშტაბურ აქციას იწყებს. 31 დეკემბრის ჩათვლით, სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე განსაკუთრებული პირობები და 4 თვემდე საშეღავათო პერიოდი იმოქმედებს, - ამის შსახებ აღნიშნულია ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.