გიორგი ცუცქირიძე: სავალუტო ფონდის პროგნოზი პასუხია ოპოზიციის წინასაარჩევნო სპეკულაციებზე - ქვეყნის ეკონომიკას რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდის ტენდენცია ექნება
გიორგი ცუცქირიძე
ფოტო: არქივი
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი ფაქტობრივად პასუხია ოპოზიციური სპექტრის წინასაარჩევნო სპეკულაციებზე არაეფექტურ ანტიკრიზისულ მენეჯმენტზე, ეკონომიკის მოსალოდნე კოლაფსსა თუ კრიტიკულად გაზრდილ სამთავრობო ვალზე. თითქოსდა, მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, მომავალ წლებში ჩვენი გადასახდელების ხარჯზე არის გაზრდილი. პირიქით, როგორც ვხედავთ, გლობალური რეცესიის გამოწვევების და გაურკვევლობის ზრდის მიუხედვად, საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც შედარებით ნაკლები დანაკარგებით მოახერხებენ ეკონომიკური რეცესიიდან გამოსვლას და ეკონომიკური აქტივობის ზრდასთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკას რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდის ტენდენცია ექნება“, - ასეთი კომენტარი გააკეთა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ თავის Facebook გვერდზე, რომელშიც შეაფასა სავალუტო ფონდის მიერ მსოფლიო ეკონომიკის ყოველწლიურ მიმოხილვაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების საპროგნოზო ინფორმაცია.
ექსპერტის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკის განახლებული მიმოხილვა, პირველ რიგში, იმ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, რომ წლის დასაწყისის შეფასებისაგან განსხვავებით, ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებს, პანდემიური პერიოდის რეცესიული კონიუქტურიდან გამომდინარე, აფასებს.
ანგარიშის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, 2021 წელს კი აღდგენა 5%-ის ტოლი იქნება, ხოლო IMF-ის პროგნოზი 2022 წლისთვის სულაც 6%-იან ზრდას შეადგენს.
„ნიშანდობლივია, რომ IMF-ის შეფასება, გაცილებით ოპტიმისტური შეფასებაა, ვიდრე მსოფლიო ბანკის პროგნოზი, რომელიც 2021 წელს შედარებით ნაკლებ 4%-იან აღდგენას ითვალისწინებს. შედარებისათვის მიმდინარე წლის რეცესიის შემდეგ, რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2 % დან 3 %-ის ფარგლებში მერყეობს. თვით ბელორუსის შემთხვევაშიც კი, რომელმაც არ ჩაკეტა თავისი ეკონომიკა 2020 წელს ვარდნა 3%, 2021 წელს აღდგენა მხოლოდ 2.2% იქნება, ხოლო ყაზახეთში 3 %“, - აღნიშნა ექსპერტმა.
გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი, ოპტიმისტურია საშუალოვადიან პერიოდშიც. თვალსაჩინოებისათვის, 2021-2025 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონის ქვეყნებს შორის, და შესაბამისად საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწრაფადაც გადალახავს პრეკრიზისულ მაჩვენებელს. ეს ფაქტორი კი რეგიონში დაწყებული საომარი მოქმედებების კონტექსტშია მნიშვნელოვანი.
გაზრდილი რისკების მიუხედავად, პირდაპირ არის დაკავშირებული, და მხოლოდ პოზიტიურად აისახება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე.
„რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უკვე, მომავალი 2021 წლიდან ქვეყნის ეკონომიკა ვალის შემცირების ტენდენციაზე გავა და საქართველო ექნება იმ ქვეყნებს შორის, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში ეფექტურად მოახერხებს ვალის მართვას, მისი შემდგომი შემცირებით, და რაც გასულ წლებში ფისკალური რეფორმის შედეგად ფისკალური ბუფერების დაგროვებით გახდა შესაძლებელი. ეს ფაქტორი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა თუნდაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ჩეხეთი, ესტონეთი, რუმინეთი, პოლონეთი ვალი 2020 წლის შემდგომაც ეზრდებათ,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
14 ოქტომბერს გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლობალური ეკონომიკის ოქტომბრის თვის მიმოხილვა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება.
ყველა სიახლე
30 აპრილი 2026, 01:15
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე: ევროკავშირის ელჩის განცხადება აღქმული იყო როგორც პირდაპირი მუქარა, რაზეც სრულიად სამართლიანი შეშფოთება გამოიხატა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან
გადაცემა „დღის თემაში“ სტუმრობისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე და ელჩის განცხადებაზე, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას წინ უძღოდა.
30 აპრილი 2026, 01:15
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საკმაოდ ამბიციური განაცხადია საქართველოსთვის - 2027 წლიდან საქართველო ეუთოს თავმჯდომარეობისთვის ემზადება
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ ეუთოში საქართველოს თავმჯდომარეობის პერსპექტივებზე ისაუბრა და განსაკუთრებული აქცენტი საქართველოს განაცხადის ისტორიულ და რეგიონულ მნიშვნელობაზე გააკეთა:
30 აპრილი 2026, 01:12
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია - ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, უნგრეთში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებსა და ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესების საკითხზე ისაუბრა.
30 აპრილი 2026, 01:12
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩზე: თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი დიპლომატიის და თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი გერმანიის საქართველოში
თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი დიპლომატიის და თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი გერმანიის საქართველოში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „იმედის“ ეთერში გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან დაკავშირებით.
30 აპრილი 2026, 01:05
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია: ცნობილი მედიასაშუალებების მხრიდან 10 წლის განმავლობაში, 5 ათასზე მეტი ნეგატიური გადაცემა გაკეთდა. პირადად ჩემზე, მეუფე შიოზე, აღარ ვამბობ, პატრიარქზე რამდენი გაკეთდა - 2 დღეში სამი გადაცემა გამოდის
წარმოგიდგენიათ, რომ აი, იმ ცნობილი მედია საშუალებების მხრიდან 10 წლის განმავლობაში, 5 ათასზე მეტი ნეგატიური გადაცემა იყო გაკეთებული. პირადად ჩემზე იყო გაკეთებული, მეუფე შიოზე, აღარ ვამბობ, პატრიარქზე რამდენი იყო გაკეთებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დეკანოზმა, ანდრიამ (ჯაღმაიძე).
30 აპრილი 2026, 00:47
საზოგადოება
„პატრიარქმა დავითმა მითხრა, შენზეა დაწერილი ანდერძიო, რაც შემდეგ დაიკარგა. ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია. ეს რომ არ მოხდეს დავასახელე და ყველამ იცის ვინაა მოსაყდრე“ - ჯაღმაიძემ პატრიარქის კარნახით დაწერილი ჩანაწერი წაიკითხა
რამდენიმე წელი უშუალოდ პატრიარქის დაქვემდებარებაში ვიყავი. ამიტომ პატრიარქთან მქონდა კვირაში ორჯერ მაინც თათბირი, ანგარიშს ვაბარებდი, დავალებას ვიღებდი, რაღაცებს ვუთანხმებდი, ამიტომ სულ ვხედავდი, ჩემ თვალწინ იყო როგორ მიმდინარეობდა [მოსაყდრის გამორჩევა], - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
30 აპრილი 2026, 00:38
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის არჩევის პროცესზე: ვცდილობთ ისტორიულად მოვიძიოთ გამოცდილება, ვკითხოთ მღვდელმთავრებს, რას ფიქრობენ იმისთვის, რომ ყველაფერი ღირსეულად ჩატარდეს. არ არის მარტივი თემა, გვინდა ყველამ გაგვიზიაროს გამოცდილება
ძალიან რთულია როცა არ გვაქვს ცოცხალი მაგალითი, ვცდილობთ ისტორიულად მოვიძიოთ გამოცდილება, ვკითხოთ მღვდელმთავრებს რას ფიქრობენ, იმისთვის რომ ყველაფერი ღირსეულად ჩატარდეს, ამას ვცდილობთ, თუმცა არ არის მარტივი თემა, გვინდა ყველამ გაგვიზიაროს გამოცდილება, - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის არჩევის საკითხზე საუბრისას. მისივე თქმით, სინოდის ზოგიერთი მღვდელმთავარი შესწრებულია პატრიარქის ინტრონიზაციას.
30 აპრილი 2026, 00:38
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია (ჯაღმაიძე): ჩვენ არ უნდა ავყვეთ დაპირისპირების სცენარს. რაღაც ზღვრამდე პოლემიკა მიდის, თუმცა შემდეგ ურთიერთსიყვარული, ურთიერთპატივისცემა და პატრიარქისადმი ძალიან დიდი მოწიწება, სიყვარული ამ ყველაფერს სძლევს
„ჩვენ მომზადებული ვიყავით და ფორმულირებაც კი ჩამოვაყალიბეთ წინა საღამოს, როგორი ფორმულირებით უნდა შეგვეთავაზებინა მღვდელმთავრებისთვის, თუ ეს საკითხი, ასაკს ვგულისხმობ, კენჭისყრაზე დადგებოდა - როგორ უნდა ყოფილიყო გასაგებად, მარტივად და ბიულეტენში რა უნდა ჩაწერილიყო, როდესაც მღვდელმთავრებს ორ პასუხს შორის ექნებოდათ ასარჩევი. აღმოჩნდა, რომ ეს საკითხი აქტუალობას კარგავდა იმის გამო, რომ მეუფე დანიელსაც არ ჰქონდა დიპლომი.
30 აპრილი 2026, 00:21
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ველოდებით, რომ მეუფე შიოს სასარგებლოდ ხმათა რაოდენობა გაიზრდება
ველოდებით, რომ მეუფე შიოს სასარგებლოდ ხმათა რაოდენობა გაიზრდება, - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მისივე თქმით, რადგან თავად საეკლესიო ცხოვრების ეპიცენტრშია 90%-იანი სიზუსტით შეუძლია თქვას ვინ ვის მისცა ხმა.
30 აპრილი 2026, 00:13
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე ესაიას პიროვნება დიდ პატივისცემას იმსახურებს, თუმცა, დღევანდელ სინოდს არ შეუძლია დებულებაში ცვლილებების შეტანა, ეს ეპისკოპოსების უმრავლესობის მხრიდან შეფასდა, როგორც ძალიან სახიფათო
დღევანდელ სინოდს [დებულებაში] არ შეუძლია ცვლილებების შეტანა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, რითაც უპასუხა კითხვას - ვნახეთ მეუფე ესაიას წერილი. ამ საკითხზე თუ იყო მსჯელობა და რა არგუმენტი არსებობს?
30 აპრილი 2026, 00:05
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია მიხეილ სარჯველაძის ინტერპელაციაზე: რაც მოვისმინეთ პარტია „საქართველოს“ მხრიდან ეს არის ყოვლად ამორალური. ეს ნიშნავს მანიპულირებას, სპეკულაციას ბავშვების ჯანმრთელობით და ისინი ამაზე წავიდნენ
რაც მოვისმინეთ პარტია „საქართველოს“ მხრიდან ეს არის ყოვლად ამორალური. ეს ნიშნავს მანიპულირებას, სპეკულაციას ბავშვების ჯანმრთელობით და ამაზე ისინი წავიდნენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში დღევანდელი ინტერპელაციის პროცესის შეფასებისას.
30 აპრილი 2026, 00:04
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე წმინდა სინოდზე: უმაღლესი სიკეთე, რისთვისაც ჩვენი მღვდელმთავრები იღვწოდნენ იყო ეკლესიის სიძლიერე და პატრიარქის დანატოვრის გაგრძელება
ჩვენ გვქონდა პერიოდი, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც იყო ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას, თუმცა ძალიან დიდ იმედს იძლევა ის, რაც მღვდელმთავრებმა გამოავლინეს ერთობის კუთხით, - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის ბოლო სხდომაზე საუბრისას. მისივე თქმით, იყო ბევრი მოსამზადებელი საკითხი, რათა სინოდის სხდომა უმაღლეს დონეზე შემდგარიყო.
29 აპრილი 2026, 23:53
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს პოლიტიკურ საქმიანობაში მამუკა მდინარაძის უფრო აქტიურად ჩართვა. მათი ქილიკის მცდელობები, მათივე წუხილზე მეტყველებს
ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა შეიქმნა და ღიმილის მომგვრელია ის აჟიოტაჟი, რაც ამას მოჰყვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
29 აპრილი 2026, 23:49
პოლიტიკა
კირცხალია VT Sakartvelo News-ზე: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რას ებრძვიან, ებრძვიან პირველ რიგში ავტორიტეტებს
ჰერჩინსკი, პოლონეთი ტყუილად არ ვახსენე. ავიღოთ მაგალითად, პოლონური საზოგადოებრივი მაუწყებლის ქვეშ მოქმედი ინტერნეტ ტელევიზია, სადაც ვინ არის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი? „მოდელირებული ქრონიკის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, წამყვანი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. „ეს იქნება დაფინანსების წყარო, ერთი რაღაც შუა რგოლისთვის პოლონეთის მხრიდან და ამავდროულად იმ სიბინძურისა და ზიზღის ფრქვევისთვის, რასაც არ ყოფნის აქაური ორი, პარტაქივის ტელევიზია. პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა, ჩატარდა სინოდის სხდომა, იცით მთელი ქვეყნის დამოკიდებულება. ამ ახალ პლატფორმაზე ვიღაც ექსპერტი ჰყავდათ, უსამშობლო, უსახელო და უგვარო, რომელიც პირდაპირ თავს ესხმოდა იმ სინოდის სხდომას, რომელიც ახლა ჩატარდა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რას ებძვიან, ებრძვიან პირველ რიგში ავტორიტეტებს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
29 აპრილი 2026, 23:35
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: როდესაც აგენტურა, თავიანთ პატრონებთან ერთად, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, გიანონსებს აქციას, უბრალოდ, ის სრულიად განწირულია კრახისთვის და ეს ყველაფერი ღიმილის მომგვრელია
როდესაც აგენტურა, თავიანთ პატრონებთან ერთად, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, გიანონსებს აქციას, ეს უბრალოდ, სრულიად განწირულია კრახისთვის და ყველაფერი ღიმილის მომგვრელია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ 26 მაისს რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას.
29 აპრილი 2026, 23:31
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: მიზანია, რომ საქართველო პროქსი სახელმწიფოდ აქციონ. ეს არის მათი იდეა, დავალება და ამოცანა
მათ არჩეული აქვთ დესტრუქციული კურსი და მიზანია, რომ საქართველო პროქსი სახელმწიფოდ აქციონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ. „მან უპასუხა კითხვას - ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში საუბარია, რომ საქართველოს ხელისუფლება ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებას. რაზე მეტყველებს ასეთი ხისტი დამოკიდებულება?“
29 აპრილი 2026, 23:15
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ძალიან მკაფიოდ გამოიყვანეს აგენტურულ ველზე ფორმალურად, თანამდებობრივად ელჩები
ძალიან მკაფიოდ გამოიყვანეს აგენტურულ ველზე ფორმალურად, თანამდებობრივად ელჩები, ბატონი ჰერჩინსკის თაოსნობით, რა თქმა უნდა ყველა დიპლომატიურ მისიას არ ვგულისხმობ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის ელჩის ბოლო განცხადებაზე საუბრისას. „დავიწყოთ ბატონი ჰერჩინსკით და მისი მორიგი თავხედური, დესტრუქციული განცხადებით, რომელსაც სამწუხაროდ მან და არა მხოლოდ მან შეაჩვია ჩვენი საზოგადოება. თავხედურ და შეურაცხმყოფელ განცხადებასთან ერთად მკაფიო მუქარის ტონები. შეურაცხმყოფელი ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, გასცდა ყველანაირ მორალურ ზღვარს, არაფერს ვამბობ დიპლომატიურ ეთიკასა და ვენის კონვენციაზე, არც არის მოსატანი ამ ყველაფერთან. მათ ვერ გაიცნეს ჩვენი ქვეყანა, მათ აქვთ მკაფიო დავალება და ისინი გამხმოვანებლის ფუნქციას ასრულებენ“, - განაცხადა კირცხალიამ.
29 აპრილი 2026, 22:55
მსოფლიო
ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბარზე: ძალიან კარგი საუბარი გვქონდა - ვფიქრობ, გამოსავალს საკმაოდ სწრაფად ვიპოვით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ დეტალები გააჟღერა. მისი განმარტებით, დიალოგი უკრაინისა და ირანის საკითხებს შეეხო და საუბარს „ძალიან კარგი“ უწოდა.
29 აპრილი 2026, 22:24
რეგიონი
ხობის კულტურის სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ ლაურეატთა დაჯილდოება და გალაკონცერტი გაიმართა
ხობის კულტურის სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ ლაურეატთა დაჯილდოება და გალაკონცერტი გაიმართა.
29 აპრილი 2026, 22:22
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ეწეოდნენ პატრიარქის დისკრედიტაციის კამპანიას, საპატრიარქოს ლანძღავდნენ, ეს არის მათი სახე და სწორედ ამიტომ ვეძახით უსამშობლოებს და უღმერთოებს
სე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ეკლესიასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადება.


