imedi /  20 ოქტომბერი 2020, 13:32 / სანდო წყარო

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

„2020 წლის 20 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 66 050 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.750 პროცენტით, მაქსიმალური 8.850 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.775 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 10.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

ყველა სიახლე

სერგო ჩიხლაძე

28 ნოემბერი 2020, 15:01

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: ბიუჯეტურ დაფინანსებაზე უმრავლესობა პარტიები ვფიქრობთ, რომ დიახაც, ავიღებთ ამ დაფინანსებას

ბიუჯეტურ დაფინანსებაზე უმრავლესობა პარტიები ვფიქრობთ, რომ დიახაც, ავიღებთ ამ დაფინანსებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. მისი თქმით, დაფინანსებისა მიღება და პარლამენტში შესვლა ორი სხვადასხვა საკითხია.

28 ნოემბერი 2020, 14:30

პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიები „ლებორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე სამოქმედო გეგმას განიხილავენ

ოპოზიცია დღეს „ლებორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბა. დიდი ალბათობით ამ შეხვედრაზე ოპოზიცია ერთობლივ გეგმაზე უნდა შეთანხმდეს, თუ რა წინადადებით მივლენ მოლაპარაკებაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან. დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერები სამომავლო გეგმებზე მსჯელობისას განიხილავენ, მათ შორის იმასაც, თუ როგორი იქნება მათი სტრატეგია პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების დღეს.

28 ნოემბერი 2020, 14:27

COVID19

ქუთაისში კორონავირუსით ეპიდემიოლოგი გარდაიცვალა

ახალი კორონავირუსით ქუთაისში ეპიდემიოლოგი გარდაიცვალა. მკურნალობის მიუხედავად 62 წლის ლია შეყილაძის მდგომარეობა თავდაპირველად სტაბილური იყო, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგის ინფიცირება საყოფაცხოვრებო პირობებში მოხდა. პაციენტს რამდენიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

ზურაბ აბაშიძე

28 ნოემბერი 2020, 14:22

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: კარასინთან ონლაინ შეხვედრაზე 20-21 ივნისის მოვლენებზე საუბარი არ ყოფილა

„ქრონიკასთან“ საუბარში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ უარყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მასსა და გრიგორი კარასინს შორის ონლაინ ფორმატში ჩატარებულ შეხვედრაზე საუბარი იყო 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებზე. აბაშიძის განცხადებით, მხარეებმა ფრენების აღდგენის პირობებზე იმსჯელეს.

პაატა დავითაია

28 ნოემბერი 2020, 14:16

პოლიტიკა

პაატა დავითაია: მნიშვნელოვანია მოხდეს შეთანხმება, რადგან ეს ყველას ინტერესებშია

დღეს ვიმსჯელებთ იმის შესახებ, თუ რა განიხილება მოლაპარაკების მესამე რაუნდზე, - ამის შესახებ „ძალა ერთობაშიას“ წევრმა, პაატა დავითაიამ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, დღეს გამართულ შეხვედრაზე, განიხილავენ იმ სტრატეგიას, რა შეიძლება შეიმუშაოს ოპოზიციამ და რაზე შეიძლება მიაღწიონ კომპრომისს.

28 ნოემბერი 2020, 14:09

COVID19

სამხრეთ კორეაში ზედიზედ მე-3 დღეა კორონავირუსის 500-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება

სამხრეთ კორეაში ზედიზედ მე-3 დღეა კორონავირუსის 500-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გასული 24 საათის განმავლობაში სამხრეთ კორეაში 504 ადამიანი დაინფიცირდა ხოლო 6 პაციენტი კი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 33,376 -ს გაუტოლდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე სამხრეთ კორეაში 522 ადამიანი გარდაიცვალა.

პიტერ ალტმაიერი

28 ნოემბერი 2020, 13:39

COVID19

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: ნაწილობრივი ლოკდაუნი შესაძლოა 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდეს

გერმანიაში ნაწილობრივი ლოკდაუნი შესაძლოა 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდეს, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა კორონავირუსის გაკონტროლებას ვერ შეძლებს, - ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, პიტერ ალტრმაიერმა ადგილობრივი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ამოღებული ფული

28 ნოემბერი 2020, 13:00

მსოფლიო

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ისტორიაში უმსხვილესი ოპერაციის ფარგლებში სამ კონტინენტზე 45 ადამიანი დააკავეს

ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ისტორიაში უმსხვილესი სპეცოპერაციის ფარგლებში ბრაზილიაში, ესპანეთში, ბელგიასა და დუბაიში 45 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპოლი ავრცელებს.

28 ნოემბერი 2020, 12:45

COVID19

პენიტენციურ დაწესებულებებში 2021 წლის 1-ელ იანვრამდე ხანმოკლე პაემნით სარგებლობისა და 28 დეკემბრამდე ამანათების მიღების უფლება შეჩერდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 5 მარტის N4109 ბრძანებაში „პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღების შესახებ“ შევიდა ცვლილებები და განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს 2021 წლის 1-ლ იანვრამდე შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვეული ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება, ხოლო ამავე კოდექსით განსაზღვრული ამანათების უფლება შეუჩერდათ მიმდინარე წლის 28 დეკემბრამდე.

ოთარ ჩალათაშვილი

28 ნოემბერი 2020, 12:27

COVID19

ოთარ ჩალათაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ოთარ ჩალათაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ჩალათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამიტომ ის სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება და მკურნალობის კურსს სახლის პირობებში გადის. საჯარო მოხელესთან კონტაქტში მყოფი პირები კი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

28 ნოემბერი 2020, 12:21

პოლიტიკა

გრიგოლ ლილუაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს - ტოივო კლაარს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხზე იმსჯელეს.

28 ნოემბერი 2020, 12:15

COVID19

რუსეთში კორონავირუსით 27,100 ადამიანი დაინფიცირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსი კიდევ 27,100 ადამიანს დაუდასტურდა, 510 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფექცია სულ 2,242,633 ადამიანს დაუდასტურდა, 39,068 კი გადაიცვალა.

ავთანდილ თალაკვაძე

28 ნოემბერი 2020, 12:15

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის ხელმძღვანელი, ავთანდილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა

ჯანდაცვის სამინიტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის ხელმძღვანლი, ავთანდილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა.უწყების პრესამსახური ინფორმაციას ადასტურებს. არსებული ინფორმაციით, თალაკვაძემ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

დავით გადელია

28 ნოემბერი 2020, 12:10

COVID19

ექიმი: თუ სადმე წამასწარით, რომ ხიდების არქიტექტურულ-კონსტრუქციულ დაგეგმარებას ვიხილავ ან კეჟერა ფხალის კულტივაციისთვის რჩევებს ვიძლევი - ესე იგი ჭკუიდან გადავსულვარ და ნუ გამლანძღავთ

თუ სადმე წამასწარით, რომ ხიდების არქიტექტურულ-კონსტრუქციულ დაგეგმარებას ვიხილავ, ან კეჟერა ფხალის კულტივაციისთვის რჩევებს ვიძლევი - ესე იგი, ჭკუიდან გადავსულვარ და ნუ გამლანძღავთ, უბრალოდ დაურეკეთ სახლში ჩემებს და გადაეცით ფრთხილად ჩემი თავი ხელიდან - ხელში, - ამის შესახებ Facebook-ზე ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია წერს და იმ ადამიანებს აკრიტიკებს, რომლებიც შესაბამისი ცოდნის არ ქონის მიუხედავად კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს იძლევიან.

28 ნოემბერი 2020, 12:02

COVID19

სამეგრელოში მცხოვრები ორი კოვიდპაციენტი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით სამეგრელოში, მცხოვრები ორი მოქალაქე გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი აბაშაში მცხოვრები, 78 წლის ქალბატონია, რომელიც თერჯოლის კოვიდკლინიკაში გადიოდა მკურნალობოს კურსს, პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი მკურნალობა მძიმედ მიმდინარეობდა.

28 ნოემბერი 2020, 11:57

საზოგადოება

საქართველო ევროპელ მკვლევართა ღამეს წელს პირველად შეუერთა

პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“ საქართველო წელს პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს და ისტორიაში პირველად გამოჩნდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის ასოცირებული ქვეყნების მასშტაბით სინქრონულ რეჟიმში მიმდინარე ღონისძიებების რუკაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას სადაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

28 ნოემბერი 2020, 11:45

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 16,294 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში კოვიდინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 16,294 ადამიანს დაუდასტურდა, 184 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

28 ნოემბერი 2020, 11:43

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,248 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,248 ადამიანს დაუდასტურდა, 31 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 133,594 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2,121 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 106,479.

ტესტირება

28 ნოემბერი 2020, 11:41

COVID19

შსს-ს თანამშრომლებს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 7 კოვიდცენტრში PCR მეთოდით ტესტირება უტარდებათ

საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების PCR მეთოდით სისტემური ტესტირება უტარდებათ. მთავრობის დადგენილების საფუძველზე, სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება ტესტირების ჩატარებაზე.

გენერალური პროკურატურა

28 ნოემბერი 2020, 11:36

სამართალი

გენპროკურატურასთან თანამშრომლობის შედეგად ევროპის ყველაზე სერიოზულ ძებნილთა სიაში მყოფი პირი დააკავეს

2020 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობის შედეგად, ლუქსემბურგში ექსტრადიციის მიზნით, ინტერპოლითა და ევროპოლით ძებნილი უკრაინის მოქალაქე დ.კ. დააკავეს. იგი ევროპის ყველაზე სერიოზულ ძებნილთა სიაშია (Europe’s Most Wanted).