IMEDI /  27 ოქტომბერი 2020, 11:44 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: 2024 წლისთვის საქართველოს 2 მილიონ 800 მოქალაქეს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

დღეს ყველაზე დიდი პრობლემა გზების გაყვანის, გაზიფიცირების შემდგომ არის სასმელი და საირიგაციო წყალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წალენჯიხაში ქვეყნის გაზიფიცირების ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.

„2024 წლისთვის საქართველოს 2 მილიონ 800 მოქალაქეს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება ევროპის საუკეთესო ქვეყნების და ქალაქების ცხოვრებას უნდა დაემსგავსოს, რაც შესაძლებელია და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არჩევნებიდან მეორე დღეს ინფრასტრუქტურის მშენებლობის და რეაბილიტაციის გეგმის განხორციელება დაიწყება. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკის შეზღუდული რესურსებიდან 20 მილიარდი ლარიდან, თითოეული თეთრი უნდა მოხმარდეს ისეთ პროექტებს, რომელიც მივა თითოეულ ჩვენს მოქალაქემდე, თითოეულ ოჯახამდე იმის მიუხედავად თუ სად ცხოვრობენ ისინი“, - აღნიშნა გახარიამ.

გახარიას განცხადებით, მომავალი ოთხი წელი იქნება სამეგრელოსა და საქართველოს აღმშენებლობის წლები. „ეს იქნება ის ოთხი წელი, როდესაც ჩვენ საბოლოოდ გავუმკლავდებით სისტემური ინფრასტრუქტურის ხარვეზებს“, - აღნიშნა გახარიამ.

ყველა სიახლე

ნიკოლოზ სამხარაძე

24 ნოემბერი 2020, 23:52

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ წინადადებას წარუდგენს

„ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე მმართველი გუნდი ოპოზიციას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ წინადადებას წარუდგენს.

ბიძინა კულუმბეგოვი

24 ნოემბერი 2020, 23:51

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ეპიდემიას ამ დონეზე ვერ დავტოვებთ, ჩვენ მასზე უნდა ვიმოქმედოთ

ერთი მთავარი კონსენსუსი, რაც რეალურად არის მიღწეული, გახლავთ ის, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკური გავლენა იყოს მინიმალური საზოგადოებაზე, ზოგადად ქვეყანაზე, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

24 ნოემბერი 2020, 23:45

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: პიკური ფაზა დაიწყება დეკემბრის პირველ კვირაში და შესაძლოა 2-3 კვირა გაგრძელდეს

ხელისუფლება რომ არ მომზადებულიყო, სიტუაცია ბევრად მძიმე იქნებოდა. დღეს 12 000 ტესტზე მეტი კეთდება დღეში, კლინიცისტებს უფრო მეტი გამოცდილება აქვთ, 60 კლინიკაზე მეტი გადამზადდა ამ მიზნით და ეს პროცესი უფრო კარგად იმართება, მაგრამ ჯანდაცვის სექტორსაც აქვს თავისი შესაძლებლობების ზედა ზღვარი და თუ წესებს არ დავიცავთ, შესაძლოა სისტემამ ამას ვერ გაუძლოს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

24 ნოემბერი 2020, 23:42

COVID19

წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა.

თამარ გაბუნია

24 ნოემბერი 2020, 23:38

COVID19

თამარ გაბუნია: კოვიდმა კიდევ მეტად დაგვანახა ის ხარვეზები, რაც სისტემას აქვს და რაც მომავალში უნდა გამოსწორდეს

„კოორდინაცია იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, კრიტიკული ფაქტორი და დღესაც ასე რჩება, რადგან მხოლოდ ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გააკეთებს და ყველა სექტორის მონაწილეობა და ის საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც ამ პერიოდში ჩამოყალიბდა, ასევე იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ დღეიდანაც, ამის შემდეგაც ეს სერიოზულ როლს ითამაშებს პასუხში“, - აღნიშნა გაბუნიამ.

თამარ გაბუნია

24 ნოემბერი 2020, 23:36

COVID19

თამარ გაბუნია: დიდი ხნის განმავლობაში ასეთ ზეწოლასთან გამკლავება ჯანდაცვის სისტემას გაუჭირდება

ჯანდაცვის სისტემას დიდი ხნის განმავლობაში ასეთ ზეწოლასთან გამკლავება გაუჭირდება. ზოგადად, არსებობს ბევრი პარამეტრი და რთულია პირდაპირ ვთქვათ, რას გაუძლებს სისტემა და რას ვერა. როდესაც ჩვენ დღეში 4000 შემთხვევა გვაქვს, ეს უკვე არის სოლიდური რაოდენობა. ზუსტი რიცხვის დასახელება, თუ როდის ვეღარ გაუმკლავდება სისტემა, მაგრამ მოქმედება საჭიროა უკვე დღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეპიდსიტუაციის მართვა იქნება ძალიან რთული, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

თამარ გაბუნია

24 ნოემბერი 2020, 23:34

COVID19

თამარ გაბუნია: როდესაც ვხედავდით ფართომასშტაბიან აქციებს, თავყრილობებს, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ კვებავს ეპიდემიის მიმდინარეობას

„მობილობა არის პირდაპირი მიზეზი იმისა თუ რამდენად სწრაფად, ინტენსიურად და ფართოდ ვრცელდება ვირუსი. მობილობის მატება დაიწყო ზაფხულში, როდესაც ჯერ კიდევ მცირე იყო ვირუსის ცირკულაცია და ამან ცოტათი გაგვათამამა კიდეც. შემდეგ უკვე, ბოლო პერიოდში, 3-4 კვირა, როდესაც ჩვენ ვხედავდით ფართომასშტაბურ აქციებს, თავყრილობებს, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ კვებავს ეპიდემიის მიმდინარეობას. მხოლოდ და მხოლოდ ეპიდემიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ერთადერთი დასკვნა, პირველი მიზეზი, რამაც ხელი შეუწყო ამას, რა თქმა უნდა არის მაღალი მობილობა დაკავშირებული უჩვეულოდ მაღალ აქტივობებთან აქციების ფონზე და ასევე იმან, რომ ინდივიდუალურ დონეზე, პირადი დაცვის საშუალებები (არ გამოიყენება)“, - აღნიშნა გაბუნიამ.

ხათუნა ზახაშვილი

24 ნოემბერი 2020, 23:30

COVID19

ხათუნა ზახაშვილი შეზღუდვებზე: ხელისუფლების გადასაწყვეტია, როგორ წარმართავს პროცესებს, ისე რომ დაცული იყოს ოქროს ბალანსი

ლოკდაუნი ინფექციის გადაცემის მექანიზმის გაწყვეტის კარგი საშუალებაა, მაგრამ მეორეს მხრივ, თუ ეს ქვეყნისთვის დიდ ეკონომიკურ ზარალს გამოიწვევს, ეს უკვე ხელისუფლების გადასაწყვეტია, როგორ წარმართავს პროცესებს, ისე რომ დაცული იყოს ოქროს ბალანსი ამ ორ მდგომარეობას შორის, როგორიც არის ჯანმრთელობის უფლება და ეკონომიკური მდგრადობა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილიმა „იმედის“ გადაცემა „არენაში“ განცხადა.

ხათუნა ზახაშვილი

24 ნოემბერი 2020, 23:21

COVID19

ხათუნა ზახაშვილი: მე მგონია, რომ ახლა გადარჩენის ერთადერთი საშუალება არის ხალხმრავალ შეკრებებზე უარის თქმა

ალბათ, ადამიანთა უმრავლესობას ჯერ მაინც არ ესმის ამ დაავადების ვერაგობა, და ჩვენ ვერ შევძელით, თითოეულ მათგანამდე სწორი ინფორმაციის მიტანა. სამწუხაროდ, კორონავირუსი არის დაავადება, რომელსაც აქვს დამძიმებისა და ლეტალური შედეგის პოტენციალი. ადამიანთა 80% გადაიტანს მსუბუქუად ან საშუალოდ მძიმედ, მაგრამ ვიღაცისთვის ეს იქნება სასიკვდილო დაავადება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

ხათუნა ზახაშვილი

24 ნოემბერი 2020, 23:19

COVID19

ხათუნა ზახაშვილმა განმარტა რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს კორონავირუსის გავრცელების პიკი საქართველოში

„ჩვენ ახლა ნამდვილად შევდივართ პიკში, პიკური გავრცელების ეტაპი გვაქვს. ჩვენი ვარაუდით და რამდენიმე გათვლაზე დაფუძნებით, ასეთი სიტუაცია ალბათ უნდა გაგრძელდეს მაქსიმუმ კვირა-კვირანახევარი, შეიძლება ორ კვირამდე, რის მერეც შემთხვევების კლების ტენდენცია დაიწყებს უკვე და წარმოგვიდგება ქვეყანაში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დატვირთვა ჯანდაცვის სისტემაზე ერთიანად მოიხსნება და ასევ თქვათ ამოისუნთქებს ეს სისტემა, ვინაიდან მძიმე შემთხვევების გარკვეული ეტაპი უკვე მოგვიანებით ეტაპზეც გვეყოლება, მათ შორის იქნება ლეტალუტი გამოსავლით დასრულებული შემთხვევებით“, - განაცხადა ზახაშვილმა.

24 ნოემბერი 2020, 23:14

COVID19

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 155 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 458 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ნიკა მელია

24 ნოემბერი 2020, 23:06

პოლიტიკა

ნიკა მელია: პაატა იმნაძე „ქართული ოცნების“ პარტიული კოორდინატორია

პაატა იმნაძე არის „ქართული ოცნების“ პარტიული კოორდინატორი, უბნის უფროსი, რომელსაც აქვს უფრო მეტი ხელფასი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ჯო ბაიდენი

24 ნოემბერი 2020, 23:05

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ამერიკა დაბრუნდა - მსოფლიოში წამყვან როლს ვითამაშებთ

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაციის პრობებში აშშ მოწინააღმდეგეებს აღუდგება და მოკავშირეებს არ უარყოფს.

კორონავირუსის ტესტირება

24 ნოემბერი 2020, 22:37

COVID19

პაატა იმნაძე: რეალურად ახლა ქვეყანაში დღეში კორონავირუსით ინფიცირების 10 ათასამდე ახალი შემთხვევაა

„ჩვენი ცენტრის გათვლებით, ახლა ქვეყანაში დღეში კორონავირუსით ინფიცირების 10 ათასამდე ახალი შემთხვევა ხდება. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება. უბრალოდ, ეს ადამიანები არიან უსიმპტომოები და ძალიან მსუბუქი შემთხვევებია. შემდეგ არ მიდიან, რომ გაიტესტონ ან ჯანდაცვის სისტემაში მოხვდნენ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

რომის პაპი ფრანცისკე

24 ნოემბერი 2020, 22:37

COVID19

რომის პაპმა მკაცრად გააკრიტიკა ის ხალხი, ვინც კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს

რომის პაპმა ფრანცისკემ მკაცრად გააკრიტიკა ის ადამიანები, ვინც კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ.

პაატა იმნაძე

24 ნოემბერი 2020, 22:24

COVID19

პაატა იმნაძე: გაზაფხულზე მეკითხებოდნენ ეკლესიებზე, ახლა აქციებზე - სადაც ხალხი იკრიბება და წესებს არ იცავს, ყველას მიუძღვის ბრალი

რესტორანში რომ ქეიფები იყო და 300-400-კაციანი ქორწილები ტარდებოდა, შემდეგ ქუჩის საპროტესტო აქციები - ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველასთან დაკავშირებით ერთნაირად და გასაგებად ვამბობ - თუ სადმე ბევრი ხალხი იკრიბება და წესს არავინ იცავს, ეს არის პრობლემა, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

პაატა იმნაძე

24 ნოემბერი 2020, 22:14

COVID19

პაატა იმნაძე: ყველას პოზიცია, ჩვენი, ექიმების, ის არის, რომ მობილობა მაქსიმალურად უნდა დაეცეს

„ყველას პოზიცია, ჩვენი, ექიმების, ის არის, რომ მობილობა მაქსიმალურად უნდა დაეცეს. რა ზომებს გაატარებს ამისთვის საკოორდინაციო საბჭო, ამას უკვე საბჭო გადაწყვეტს. დეტალურად ხვალ იქნება გამოცხადებული რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ“, - აღნიშნა იმნაძემ.

საკარანტინო შეზღუდვები

24 ნოემბერი 2020, 22:05

რეგიონი

ოკუპირებულ აფხაზეთში საკარანტინო შეზღუდვები 12 იანვრამდე გაახანგრძლივეს

შესაბამისი განკარგულება არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გასცა. 23 ნოემბრის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსის 5 374 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა რეგიონში 70 ადამიანი იმსხვერპლა, 3 623 კი გამოჯანმრთელდა.

ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი

24 ნოემბერი 2020, 22:01

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 80 მილიონზე მეტი ხმა მიიღეს

„დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებმა, ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 80 მილიონზე მეტი ხმა მიიღეს, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია.

24 ნოემბერი 2020, 21:45

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 12 228 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 228 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 537 ადამიანი გარდაიცვალა.