http://imedi.ge/ /  30 ოქტომბერი 2020, 14:15 / სანდო წყარო

გიორგი გახარი: სექტემბრის ეკონომიკური ზრდა იყო მინუს 0,7%, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღებისა და აღდგენის სერიოზულ პოტენციალზე

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

სექტემბრის ეკონომიკური ზრდა იყო მინუს 0,7%, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღებისა და აღდგენის იმ სერიოზულ პოტენციალზე, რომელიც დღეს უკვე ფაქტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ხელისუფლების, ეპიდემიოლოგების, ბიზნესისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

„სისტემური ლოკდაუნი სახელმწიფოს მასშტაბით არ იქნება. იქნება წერტილოვანი, დროებითი შეზღუდვები, კონკრეტული მიზნების მისაღწევად, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია, რამდენად ეფექტურად დავიცავთ ელემენტარულ წესებს, პირბადეს, დისტანციას და ა.შ.

მეორე ტალღაზე გამარჯვებაც ჩვენი საერთო გამარჯვება უნდა იყოს. პირველი ტალღის დროს და დღემდე, ჩვენს ბიზნესთან, ჩვენს მოქალაქეებთან და ეპიდემიოლოგებთან, ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი გახლავთ ის, რომ სექტემბერში უარყოფითი ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში დასულია მინიმუმამდე.

ამ მოცემულობაზე დაყრდნობით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე რეალური შანსი, ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე რეგიონში და ფართოდ რეგიონში იყოს ლიდერი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს წარმატება შევინარჩუნოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

კორონავირუსის ტესტირება

24 ნოემბერი 2020, 22:37

COVID19

პაატა იმნაძე: რეალურად ახლა ქვეყანაში დღეში კორონავირუსით ინფიცირების 10 ათასამდე ახალი შემთხვევაა

„ჩვენი ცენტრის გათვლებით, ახლა ქვეყანაში დღეში კორონავირუსით ინფიცირების 10 ათასამდე ახალი შემთხვევა ხდება. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება. უბრალოდ, ეს ადამიანები არიან უსიმპტომოები და ძალიან მსუბუქი შემთხვევებია. შემდეგ არ მიდიან, რომ გაიტესტონ ან ჯანდაცვის სისტემაში მოხვდნენ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

რომის პაპი ფრანცისკე

24 ნოემბერი 2020, 22:37

COVID19

რომის პაპმა მკაცრად გააკრიტიკა ის ხალხი, ვინც კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს

რომის პაპმა ფრანცისკემ მკაცრად გააკრიტიკა ის ადამიანები, ვინც კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ.

პაატა იმნაძე

24 ნოემბერი 2020, 22:24

COVID19

პაატა იმნაძე: გაზაფხულზე მეკითხებოდნენ ეკლესიებზე, ახლა აქციებზე - სადაც ხალხი იკრიბება და წესებს არ იცავს, ყველას მიუძღვის ბრალი

რესტორანში რომ ქეიფები იყო და 300-400-კაციანი ქორწილები ტარდებოდა, შემდეგ ქუჩის საპროტესტო აქციები - ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველასთან დაკავშირებით ერთნაირად და გასაგებად ვამბობ - თუ სადმე ბევრი ხალხი იკრიბება და წესს არავინ იცავს, ეს არის პრობლემა, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

პაატა იმნაძე

24 ნოემბერი 2020, 22:14

COVID19

პაატა იმნაძე: ყველას პოზიცია, ჩვენი, ექიმების, ის არის, რომ მობილობა მაქსიმალურად უნდა დაეცეს

„ყველას პოზიცია, ჩვენი, ექიმების, ის არის, რომ მობილობა მაქსიმალურად უნდა დაეცეს. რა ზომებს გაატარებს ამისთვის საკოორდინაციო საბჭო, ამას უკვე საბჭო გადაწყვეტს. დეტალურად ხვალ იქნება გამოცხადებული რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ“, - აღნიშნა იმნაძემ.

საკარანტინო შეზღუდვები

24 ნოემბერი 2020, 22:05

რეგიონი

ოკუპირებულ აფხაზეთში საკარანტინო შეზღუდვები 12 იანვრამდე გაახანგრძლივეს

შესაბამისი განკარგულება არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გასცა. 23 ნოემბრის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსის 5 374 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა რეგიონში 70 ადამიანი იმსხვერპლა, 3 623 კი გამოჯანმრთელდა.

ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი

24 ნოემბერი 2020, 22:01

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 80 მილიონზე მეტი ხმა მიიღეს

„დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებმა, ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 80 მილიონზე მეტი ხმა მიიღეს, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია.

24 ნოემბერი 2020, 21:45

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 12 228 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 228 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 537 ადამიანი გარდაიცვალა.

24 ნოემბერი 2020, 21:27

ეკონომიკა

როდიუმის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ როდიუმზე მოთხოვნილების ზრდა ევროპასა და აზიაში გამონაბოლქვზე დაწესებულ მკაცრ სტანდარტებს უკავშირდება. როდიუმს ავტომობილის კატალიზატორები შეიცავს. ლითონის გაძვირება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მისი წარმოების შემცირებითაც არის განპირობებული.

ჯო ბაიდენი

24 ნოემბერი 2020, 21:26

მსოფლიო

პენსილვანიის შტატის სახელმწიფო მდივანმა შტატში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამოწმა

პენსილვანიის შტატის ხელისუფლებამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში პენსილვანიის შტატში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამოწმა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა, ტომ ვულფმა განაცხადა.

24 ნოემბერი 2020, 21:08

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 11 299 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 299 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 608 ადამიანი გარდაიცვალა.

24 ნოემბერი 2020, 21:02

მსოფლიო

სომხეთის სამხედრო პოლიცია ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირებს იარაღის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

სომხეთის სამხედრო პოლიცია მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირებს ცეცხლსასროლი იარაღის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.

24 ნოემბერი 2020, 20:37

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 23 232 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23 232 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 853 ადამიანი გარდაიცვალა.

Metallica

24 ნოემბერი 2020, 20:35

კულტურა

Metallica ახალ ალბომზე მუშაობს

„ორი თუ სამი კვირაა ვმუშაობთ. ყველა უსიამოვნება, პანდემია, ხანძრები, რასობრივი ცრურწმენები, რომლებიც დღეს საკმარისადაა, გვერდზე გადავდეთ და მოუთმენლად ველით ჩვენი მუშაობის შედეგს. ვფიქრობ, შესანიშნავი ალბომი გამოვა, რომელიც ცოტათი მაინც შეცვლის მსოფლიოს,“- აღნიშნა ულრიჰმა.

ავღანეთი აფეთქება

24 ნოემბერი 2020, 20:34

მსოფლიო

ავღანეთში ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი გარდაიცვალა და 50-ზე მეტი დაიჭრა

ავღანეთის ქალაქ ბამიანში ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი გარდაიცვალა და 50-ზე მეტი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მონუმენტის - „ადამიანი და მზე“ მიმდებარედ არსებული თარგები

24 ნოემბერი 2020, 20:05

საზოგადოება

ჯორჯ ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტის - „ადამიანი და მზე“ მიმდებარედ თარგების რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიამ ჯორჯ ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტის - „ადამიანი და მზე“ მიმდებარედ არსებული თარგების სრული რეაბილიტაცია დაასრულა. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

24 ნოემბერი 2020, 20:01

COVID19

ევროკავშირი ამერიკული კომპანია Moderna-სგან კორონავირუსის ვაქცინის 160 მილიონამდე დოზას შეიძენს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინის შეძენის მიზნით, ევროკავშირმა ამერიკულ კომპანია Moderna-სთან შეთანხმებას მიაღწია.

კახა კალაძე

24 ნოემბერი 2020, 19:56

ეკონომიკა

კახა კალაძე: ბიუროკრატიული ხარჯები არ იზრდება, ეს ტყუილია

ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯების ზრდის შესახებ ტყუილია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

თორნიკე რიჟვაძე

24 ნოემბერი 2020, 19:49

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: მნიშვნელოვანია, რომ ყველა მეციტრუსე-ფერმერს ჰქონდეს შესაბამისი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან

რამდენიმე დღის წინ მოსულმა სეტყვამ ქობულეთში ციტრუსი ნაწილობრივ დააზიანა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მეციტრუსე ფერმერებს შეხვდა და მოსავლის ხარისხისა და რეალიზაციის შესახებ არსებულ სიტიუაციას ადგილზე გაეცნო.

დონალდ ტრამპი

24 ნოემბერი 2020, 19:44

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: საჯარო სამსახურების ადმინისტრაცია არ განსაზღვრავს, ვინ იქნება აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საჯარო სამსახურების ადმინისტრაცია არ განსაზღვრავს, ვინ იქნება აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი.

ლაზიერის გამბიტი

24 ნოემბერი 2020, 19:29

კულტურა

„ლაზიერის გამბიტი“ Netflix-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული მინისერიალი გახდა

„ლაზიერის გამბიტი“ Netflix-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული მინისერიალი გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის Twitter-გვერდზე გავრცელდა.