ნათია თურნავა: ძალიან სასიხარულოა, რომ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობამ აღნიშნა ის დიდი პროგრესი, რასაც საქართველომ დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით მიაღწია
ნათია თურნავა
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
„ძალიან სასიხარულოა, რომ აშშ - ის სავაჭრო წარმომადგენლობამ თავის ბოლო ანგარიშში აღნიშნა ის დიდი პროგრესი, რასაც საქართველომ დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით მიაღწია,“ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის (USTR) მიერ მომზადებული წლის შემაჯამებელ ანგარიშს, რომლის თანახმად, საქართველომ დასაქმებულთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით გაწეული საქმიანობის შედეგად აშშ-სთან არსებული ვაჭრობის პრეფერენციული რეჟიმი შეინარჩუნა.
ანგარიშის მიხედვით, საქართველომ, დასაქმებულთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით მიღწეული შედეგების საფუძველზე, წარმატებით გაიარა GSP-ის (Generalized System of Preferences – პრეფერენციების განზოგადებული სისტემა) პროგრამის კრიტერიუმებთან შესაბამისობის განხილვის პროცედურა და ქვეყანა შეინარჩუნებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა სარგებელს.
„აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ წლიდან წლამდე ვაძლიერებთ და ვავითარებთ სავაჭრო ურთიერთობებს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ აშშ - სთან ვაჭრობასა და ინვესტიციებზე მაღალი დონის დიალოგის ფარგლებში, რომელიც ასევე განიხილავს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას. ამ შეთანხმების გაფორმებამდე მნიშვნელოვანია GPS - ის არსებული პრეფერენციული რეჟიმის შენარჩუნება, რომლის ერთ-ერთი წინაპირობაა დასაქმებულთა უფლებების დაცვის სისტემის საერთაშორისო დასავლური სტანდარტებთან მისადაგება. ესაა როგორც კანონმდებლობის, ასევე აღსრულების დახვეწა. ჩვენ დასაქმებულებს გვერდში ვუდგავართ და მათ უფლებების დაცვის ახალ მექანიზმებს ვთავაზობთ. ეს ის პროგრესია, რომელიც ასე სამართლიანად იქნა აღნიშნული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ,“ - განაცხადა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის GSP რეჟიმის შეჩერების შესახებ ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლობას აშშ – ის პროფკავშირებმა პეტიციით 2010 წელს მიმართა. პეტიციის მომზადების მიზეზი საქართველოში მოქმედი შრომის კანონმდებლობა გახდა, რომელიც, პეტიციის თანახმად, საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.
აშშ-სთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის მხარესა და პროფილურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით 2013 წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველოს შრომის კანონმდებლობის საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებთან შესაბამისობის მიმართულებით. აღნიშნული წარმატებული თანამშრომლობის შედეგია აშშ - ის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის დასაქმებულთა უფლებების GSP სტანდარტების შესაბამისობასთან რევიზიის დახურვის შესახებ.
ყველა სიახლე
01 ივნისი 2026, 13:07
პოლიტიკა
სააკაშვილი მელიაზე: ვაიგნორებდი სკეპტიკოსებს, რომლებიც მიმითითებდნენ მის განათლების არ ქონაზე და უიდეობაზე. მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც
არის ხალხი, რომლისგანაც ვერაფერი დავაყენე, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა. ასე იყო მაგალითად ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ადრე აღმოვაჩინე, თან გადავყევი, ის კი აჰყვა ამბიციებს, - წერა მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
01 ივნისი 2026, 13:05
ჯანდაცვა
ბათუმში ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ, ცენტრალური და ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომლობით, ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება. ახალი, თანამედროვე, მრავალპროფილური სამედიცინო სივრცე უზრუნველყოფს როგორც პედიატრიულ, ისე სხვადასხვა სპეციალიზებულ მომსახურებას, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
01 ივნისი 2026, 12:50
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ვერ ვხვდები რატომ უკვირს „პრადვინუტებს“ საქართველოში სამმართველოს შექმნა, რომელიც გააკონტროლებს სიძულვილის ენას - სახელმწიფოები წლებია ქმნიან სპეციალიზებულ დანაყოფებს, რომლებიც აკვირდებიან სოციალურ ქსელებში ძალადობისკენ მოწოდებას, ტერორისტულ პროპაგანდას თუ მუქარებს
„მე ვერ ვხვდები რატომ უკვირს „პრადვინუტებს“ ის ფაქტი რომ საქართველოში შეიქმნა და დღეიდან დაიწყო მუშაობა შსს-ს სამმართველომ, რომელიც გააკონტროლებს სოცქსელებში სიძულვილის ენას და ამაზე ადეკვატურად კანონის კუთხით რეაგირება ექნება?! - დასავლეთში ასეთი პრაქტიკა საკმაოდ აქტუალურია…“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
01 ივნისი 2026, 12:47
მსოფლიო
„როსსელხოზნადზორმა“ სომხური თევზის სერტიფიცირების შეჩერება მოითხოვა
„როსსელხოზნადზორში“ განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ ინსპექტირების შედეგების საფუძველზე, რომელიც 21-დან 27 მაისამდე სომხეთის თევზგადასამუშავებელ საწარმოებსა და კალმახის საშენ მეურნეობებში ჩატარდა. უწყებაში ამტკიცებენ, რომ საწარმოების ნახევარმა შემოწმების გავლებაზე უარი თქვა.
01 ივნისი 2026, 12:24
პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერარისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
01 ივნისი 2026, 12:17
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ყველაზე საყურადღებო იყო ის შეფასებები, რომ დღეს უკრაინა წარმოადგენს ერთგვარ ლაბორატორიას ბევრი მიმართულებით, მათ შორის ტექნოლოგიების გამოცდის და ა.შ. რაც ბევრ რაღაცაზე შეიძლება მეტყველებდეს
ყველაზე საყურადღებო იყო ის შეფასებები, რომ დღეს უკრაინა წარმოადგენს ერთგვარ ლაბორატორიას ბევრი მიმართულებით, მათ შორის ტექნოლოგიების გამოცდის და ა.შ. რაც ბევრ რაღაცაზე შეიძლება მეტყველებდეს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასთან ერთად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, ვილნიუსში იმყოფება.
01 ივნისი 2026, 12:07
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს დელეგაცია არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოსა და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები
საქართველოს დელეგაცია მოგეხსენებათ, რომ არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოს და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასთან ერთად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, ვილნიუსში იმყოფება.
01 ივნისი 2026, 12:06
მსოფლიო
ნატოს გენმდივნის მოადგილე: დღეს უკრაინა თავდაცვითი ტექნოლოგიების ყველაზე მოწინავე ლაბორატორიაა
„დღეს ვხედავთ, რომ რუსეთს უჭირს უკრაინაში და სწორედ ამიტომ ხდებიან უფრო უგუნურები. სწორედ ამიტომაც, უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. უკრაინელების გამოცდილებიდან ძალიან ბევრს ვსწავლობთ. ისინი ინოვაციური ძალა ხდებიან და სწორედ ამიტომ, დღეს და ხვალ, ვილნიუსში ნატო-უკრაინის ინოვატორების ფორუმს გავმართავთ, რათა ვისაუბროთ ამ ცოდნისა და ძალის გამოყენების შესაძლებლობაზე. დღეს უკრაინა თავდაცვითი ტექნოლოგიების, მაღალტექნოლოგიური სისტემების, ელექტრონული ომის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დამიზნებისა და მრავალი სხვა ასპექტის ყველაზე მოწინავე, ბუნებრივი ლაბორატორიაა“, - განაცხადა მან.
01 ივნისი 2026, 12:02
ჯანდაცვა
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
01 ივნისი 2026, 11:48
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გენმდივნის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გახდა სამხედრო ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია
სესიაზე განხილვის საკითხებია რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული და კონვენციური სამხედრო საფრთხეები. ასევე, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ნატოს წევრ ქვეყნებში სამხედრო სავალდებულო სამსახურის პერიოდის გახანგრძლივება. ასევე, სამხედრო ტექნოლოგიების და ინოვაციებში უფრო მეტი ინვესტიციების ჩადება. და ზოგადად, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერება, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ., რომელიც დელეგაციასთან ერთად, საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს.
01 ივნისი 2026, 11:39
მსოფლიო
Euractiv: ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას, რომ გაწვევის ასაკის უკრაინელი კაცები დროებითი დაცვის გაფართოებული სქემიდან გამორიცხოს
Euractiv-ის ცნობით, აღნიშნული წინადადება ევროკავშირის დროებითი დაცვის დირექტივის მომავალი გაგრძელების განხილვისას გაჟღერდა, რომელიც უკრაინელებს საშუალებას აძლევს, ევროპაში თავშესაფრის მიღების ეროვნული სისტემებისთვის მიმართვის გარეშე იცხოვრონ და იმუშაონ.
01 ივნისი 2026, 11:26
მსოფლიო
მადიარის მთავრობის მოთხოვნის მიუხედავად, უნგრეთის პრეზიდენტი არ გადადგა
პრეზიდენტის თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა პოლიტიკური მოთხოვნა პრეზიდენტის ინსტიტუტის გადააზრებისა, მაგრამ მან თავისი მოვალეობები მოქმედი კონსტიტუციით უნდა შეასრულოს. მან დასძინა, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებები შეიცავდა ცალმხრივ მოთხოვნებსა და მითითებებს მისი გადადგომის შესახებ, რაც ნეგატიურად მოქმედებს პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციონირებაზე.
01 ივნისი 2026, 11:18
პოლიტიკა
მალე ჩვენს ვებსაიტს ექნება ახალი დიზაინი და გონივრულ ვადაში დაინახავთ საქართველოს შესახებ ცვლილებებს. ასე ბუნდოვნად იმიტომ ვამბობ, რომ საელჩო და მე - ელჩი არ ვმართავთ ვებსაიტს - აცხადებს პეტერ ფიშერი, თუმცა, გერმანულმა მხარემ რუსეთის შესახებ ინფორმაციის განახლება მოახერხა
მალე ჩვენს ვებსაიტს ექნება ახალი დიზაინი და გონივრულ ვადაში დაინახავთ საქართველოს შესახებ ცვლილებებს, - ასე უპასუხა გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა, „რადიო თავისუფლების" კითხვას იმის შესახებ, თუ "რატომ არის, რომ საქართველოს პრეზიდენტად იქ ჯერაც სალომე ზურაბიშვილი წერია, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი.
01 ივნისი 2026, 11:16
კულტურა
კანიე უესტმა სტადიონებზე გამართული კონცერტების დასწრების რეკორდი მოხსნა
სააგენტოს მონაცემებით, წინა რეკორდი ჯგუფ Coldplay-ს ეკუთვნოდა. 2025 წლის იანვარში კოლექტივი 111 000 მაყურებლის წინაშე წარსდგა ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში, ნარენდრა მოდის სახელობის სტადიონზე.
01 ივნისი 2026, 11:15
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში, საჯარო სივრცეში სიძულვილისგან თავისუფალი ლექსიკის დაბრუნებას
სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში, საჯარო სივრცეში სიძულვილისგან თავისუფალი ლექსიკის დაბრუნებას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
01 ივნისი 2026, 11:11
პოლიტიკა
„ქრონიკამ“ გერმანიის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა - საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის ხელისუფლებისგან უკვე რამდენიმე თვეა აკრედიტაციის პროცედურის დასრულებას ელოდება, საქართველოს ხელისუფლების შესახებ ოფიციალური მონაცემები კი ვებ-გვერდზე ისევ არ არის განახლებული
საქართველოს ხელისუფლების შესახებ კი ოფიციალური მონაცემები ისევ არ არის განახლებული ვებგვერდზე.
01 ივნისი 2026, 11:11
სამართალი
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სურს, გამოეხმაუროს მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
01 ივნისი 2026, 11:07
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი: აუცილებელია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმება სწრაფად იყოს მიღწეული
„ყველა მათგანს ერთი და იგივე გზავნილი გადავეცი: აუცილებელია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმება სწრაფად იყოს მიღწეული. ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
01 ივნისი 2026, 11:04
საზოგადოება
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსად გიორგი არსოშვილი დაინიშნა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
01 ივნისი 2026, 11:02
მსოფლიო
ისრაელში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ „ჰეზბოლას“ 900 წევრია ლიკვიდირებული
თავდაცვის ძალების მტკიცებით, დაჯგუფების წევრები ისრაელსა და მის მოქალაქეებს უქმნიდნენ საფრთხეს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, 2026 წელს „ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის კონფლიქტს, სულ მცირე, 3 412 ადამიანი ემსხვერპლა, 10 200-ზე მეტი კი დაიჭრა.


