imedi /  19 ნოემბერი 2020, 14:01 / სანდო წყარო

ლიბერთისა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ერთობლივი პროექტი იწყება

დღეს, „ლიბერთი ბანკსა“ და „საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამ თანამშრომლობის მიზანია კოორდინირებული საქმიანობით, თხილის მწარმოებელ ფერმერთა ხელშეწყობა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ჩამოყალიბება.

„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასა და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში, ქართველი მეთხილე ფერმერებისათვის იქმნება ახალი შესაძლებლობები. აგრო ბარათის საშუალებით ფერმერები შეძლებენ წლის განმავლობაში ნებისმიერ ეტაპზე იქონიონ ფინანსურ რესურსებზე წვდომა შეღავათიანი პირობებით, შეიძინონ საბრუნავი საშუალებები და დააფინანსონ საოპერაციო ხარჯები აგროტექნიკური ვადების სრული დაცვით, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსავლის რაოდენობასა და ხარისხს, შეამცირებს რისკებს და დანაკარგებს. ასოციაციის მიზანს წარმოადგენს ახალი ბაღების გაშენებით და უკვე არსებული თხილის ბაღების მოდერნიზაციის საშუალებით გავაორმაგოთ ექსპორტირებული თხილის მოცულობა (100 000 ტონაზე მეტი) და მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ ხარისხი, რაც ყოველწლიურად დამატებით 1 მლრდ ლარის შემოსავალს მოუტანს ქართველ ფერმერებს და ქვეყნის ეკონომიკას“, - განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ.

,,ლიბერთი განაგრძობს მცირე ბიზნესისა და აგრო სექტორის მხარდაჭერას, რაც ბანკის ახალი სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. მეთხილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის წამყვანი სექტორია და თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან პარტნიორობა ჩვენთვის წინ გადადგმული ნაბიჯია აგრო სექტორის მომსახურების მიმართულებით. ამ პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ მზად ვართ 25 000-მდე ქართველ მეთხილე ფერმერს გავუმარტივოთ ფინანსურ რესურსებზე წვდომა და ერთი ფანჯრის პრინციპით, ძალიან მარტივად შევთავაზოთ სხვადასხვა საბანკო და სადაზღვევო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით. თავის მხრივ, იაფი ფინანსური რესურსი საშუალებას მისცემს მეთხილე ფერმერებს კიდევ უფრო გააფართოვონ თავისი საქმიანობა, ბიზნესი გახადონ რენტაბელური, დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები და ყველამ ერთად კი, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ MSME მიმართულების დირექტორის მოადგილემ ირაკლი აბაშიძემ.

„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია“ შეიქმნა 2013 წელს. ამ დროისთვის აერთიანებს 25,000-მდე წევრს სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და კახეთის მაშტაბით, ფერმერები გაერთიანებულნი არიან 2 600 სამუშაო ჯგუფში. ასოციაციის ძირითადი მიზანია საქართველოში თხილის მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება, თხილის ხარისხის გაუმჯობესება და წარმოების გაზრდა. დღეის მდგომარეობით თხილის მწარმოებელ ფერმერებს ემსახურებიან ასოციაციის კვალიფიციური აგრონომები, რომლებიც სეზონის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში არიან ჩართულნი ფერმერების კონსულტირების პროცესში, აძლევენ მათ რეკომენდაციებს და აკვირდებიან მათ მიერ თხილის ბაღებში შესრულებულ სამუშაოებს. გარდა აგრონომის მომსახურებისა, ასოციაციის წევრები სარგებლობენ შეღავათებით სხვადასხვა სერვისის მისაღებად, მათ შორის: ნიადაგის გამოკვლევა, პესტიციდები, შესაწამლი ტექნიკით უზრუნველყოფა, მოსავლის გარჩევა/შრობა/შენახვა და ა.შ. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად 2020 წლის სეზონზე მიღებული მოსავლის მოცულობამ გადააჭარბა პროგნოზირებულ 50 000 ტონას, რითაც საქართველომ მსოფლიო ბაზარზე დაიბრუნა აზიური ფაროსანას ინვაზიამდე არსებული პოზიციები.

„ლიბერთი ბანკი“, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 570 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

ყველა სიახლე

27 სექტემბერი 2026, 08:57

მსოფლიო

პარიზში რომის პაპის მესას 700 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში რომის პაპ ლეო XIV-ის მესას 700 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. შეკრებილებს რომის პაპმა, მათ შორის, ფრანგულ ენაზე, მადლობა გადაუხადა სიმამაცისა და რწმენისთვის.

27 სექტემბერი 2026, 08:30

მსოფლიო

აშშ-ში დემოკრატებისა და რესპუბლიკელების 14-მა სენატორმა დონალდ ტრამპს მოუწოდა, გააუქმოს „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილი მიწვევა

აშშ-ში დემოკრატებისა და რესპუბლიკელების 14-მა სენატორმა დონალდ ტრამპს მოუწოდა, გააუქმოს „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილი მიწვევა. ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

27 სექტემბერი 2026, 08:05

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა უარყო ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება, რომელიც ირანულმა მხარემ ამერიკელებს ნიუ-იორკში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებებისას გადასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო ირანის უახლესი სამშვიდობო წინადადება, რომელიც ირანულმა მხარემ ამერიკელებს, ნიუ იორკში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს გადასცა.

27 სექტემბერი 2026, 00:47

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა

27 სექტემბერი 2026, 00:41

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, სახელმწიფო დროშები დაშვებულია

სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, სახელმწიფო დროშები დაშვებულია

27 სექტემბერი 2026, 00:37

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

27 სექტემბერი 2026, 00:21

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

უწყების ადმინისტრაციულ შენობებთან ერთად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე.

27 სექტემბერი 2026, 00:18

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.

27 სექტემბერი 2026, 00:14

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

27 სექტემბერი 2026, 00:09

პოლიტიკა

სოხუმის დაცემიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

27 სექტემბერი 2026, 00:01

რეგიონი

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. 1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა. ​

ჯვართამაღლების ხატი

27 სექტემბერი 2026, 00:01

საზოგადოება

დღეს ჯვართამაღლებაა

დღესასწაული მე-4 საუკუნეში დაწესდა. ის ყოველი წლის 27 სექტემბერს აღინიშნება და მოციქულთა სწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება. საეკლესიო გადმოცემით, 326 წელს წმინდა კონსტანტინემ და იმპერატორის დედამ, წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა კი ჯვარი ყველას თვალწინ აამაღლა.

ირაკლი ქადაგიშვილი

26 სექტემბერი 2026, 22:45

ეკონომიკა

ირაკლი ქადაგიშვილი მევენახეებს: წავიდეთ ყველანი ერთად დადებითისკენ - სახელმწიფოს ეს სურვილი აქვს, ამის რესურსი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში საჭიროა ერთობა. რთველი და მოსავალი არის ჩვენი მომავალი. ამ დარგში რომ გარკვეული ძვრებია უკეთესობისკენ, ესეც ფაქტია

წავიდეთ ყველანი ერთად დადებითისკენ - სახელმწიფოს ეს სურვილი აქვს, ამის რესურსი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში, საჭიროა ერთობა. რთველი და მოსავალი არის ჩვენი მომავალი. ამ დარგში რომ გარკვეული ძვრებია უკეთესობისკენ, ესეც ფაქტია, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“. „მოსახლეობამდე კიდევ უფრო მეტად უნდა მივიტანოთ ყველა ის მექანიზმი, რომელიც დღესაც ჩაშვებულია პრაქტიკაში - კოოპერაცია, მცირე მეწარმეების გაერთიანება, რომ თავისი ღვინო შექმნან. ეს ყველა კომპონენტი არსებობს, ძლიერდება და მოვალეა სახელმწიფო, რომ ეს კიდევ უფრო მეტად მიიტანოს თითოეულ მევენახემდე, მით უმეტეს, მცირე და საშუალო მევენახემდე. ამ შემთხვევაში იმ ადამიანების აზრიც, ვინც აზრის ფორმირებაში აქტიურია, მათი ჩართულობა და დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი კარგი მეურნის აზრი უცებ გადაება სოფელს მითუმეტეს

ირაკლი ქადაგიშვილი

26 სექტემბერი 2026, 22:26

ეკონომიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: დღევანდელი დღის 18:00 საათის მონაცემებით, 77 ათასი ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია

„აქედან, უმაღლესი ხარისხის, რაშიც აპრილი იხდება ლარი და 30 თეთრი, ეს არის უკვე დაბინავებული მოსავლის 71%. დაახლოებით 29% არის საშუალო ხარისხის, რაშიც ლარი და 10 თეთრი იხდება. 0,5%, რომელიც არ ითვლება ხარისხიან ყურძნად, ეს მაჩვენებელი, მაქსიმალურად, წლიდან-წლამდე უნდა გავაქროთ. არ შეიძლება მევენახე ცუდი ყურძნის ანაბარა დარჩეს, რადგან საბოლოო ჯამში, კიდევ უარეს ორმოში აღმოჩნდება პერსონალურად მევენახეც და მთელი დარგი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ლევან მეხუზლა

26 სექტემბერი 2026, 22:12

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: ითქვა, დასეტყვილ ყურძენს იბარებდით 80 თეთრადო, ამ ყველაფერმა გააჩინა ის მოტივაცია, რომ ჰექტრობით ვენახების მოვლა ხდებოდა ისე, რომ რაც შეიძლება, მეტი მოსავალი მიგვეღო. ამან საბოლოოდ მიგვიყვანა იქამდე, რომ გვაქვს ბევრი დაბალხარისხიანი, ან საშუალო ხარისხიანი ყურძენი

როგორ შეიძლება, ერთ ქვაბში მოიხარშოს მევენახე, რომელსაც აქვს 1 ჰექტრამდე ვენახი, რომელსაც აქვს 5 ჰექტრამდე, რომელსაც 20 ჰექტრამდე და რომელსაც აქვს 20 ჰექტარი და ზევით. რა დავაშავეთ ჩვენ მცირე მევენახეებმა? - ამ კითხვით მევენახე ლია ბაზიერაშვილმა გადაცემა „ღაი ეთერის“ სტუმრებს მიმართა. მევენახე სახელმწიფოს სთავაზობს, მევენახეებს საკუთრებაში არსებული ვენახის ფართობის მიხედვით, დიფერენცირებულად დაეხმაროს.

ირაკლი ქადაგიშვილი

26 სექტემბერი 2026, 22:10

ეკონომიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: 2025 წელს, საქართველოს მეღვინეობის დარგმა, დაახლოებით 560 მილიონი დოლარის პროდუქცია აწარმოა და გაიტანა უცხოეთში - ჩვენი მეღვინეობა მსოფლიო კონკურენციას უნდა უძლებდეს

იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობა წარმატებული იყოს, აუცილებელი პირობაა მსხვილი მიწის ფართობები. იმიტომ, რომ იქ ყველა პროცესი გაცილებით მომგებიანია, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“.

ირაკლი ქადაგიშვილი

26 სექტემბერი 2026, 21:47

ეკონომიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: იმ ყურძნის წილი, რომელიც სათანადო კონდიციამდე არ არის მიყვანილი, უნდა შევამცირებინოთ. უნდა დავაჯეროთ მევენახე, რომ ჯობია, მან შედარებით მცირე რაოდენობით მოიყვანოს მოსავალი, რადგან ფინანსურად უფრო მოგებული დარჩება

იმ ყურძნის წილი, რომელიც სათანადო კონდიციამდე არ არის მიყვანილი, უნდა შევამცირებინოთ. უნდა დავაჯეროთ მევენახე, რომ ჯობია, მან შედარებით მცირე რაოდენობით მოიყვანოს მოსავალი, რადგან ფინანსურად უფრო მოგებული დარჩება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“.

ლევან მუხუზლა

26 სექტემბერი 2026, 21:37

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, როგორც კონკურენტი, ღვინის ბიზნესში არ ჩაერიოს

სახელმწიფო ნებისმიერი ხარისხის ყურძნიდან ხდის სპირტს. ეს არის მიზეზი, რატომაც ეს ყველაფერი იყრება გადამამუშავებელ ერთ ხაზში და ერთად დუღს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ თელავიდან ჩართვისას მევენახე გოგი კაკაბაძემ. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო პრინციპულად არ ამზადებს ღვინოს.

26 სექტემბერი 2026, 21:30

ეკონომიკა

„40%-იანი დივერსიფიკაცია გვაქვს ღვინის ბაზრების, სახელმწიფო ათეულ მილიონობით ლარს ხარჯავს, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია მოხდეს ევროპის, ამერიკის, ჩინეთის ბაზარზე“ - ირაკლი ქადაგიშვილი კითხვაზე, დგამს თუ არა სახელმწიფო ტრადიციული ბაზრის დივერსიფიცირებისთვის ნაბიჯებს

მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღევანდელი გადაცემა აშკარად არ ემსახურება წარმატებული რთველის აქცია, ეს არის კრიტიკული აზრის გადაცემა და ამისთვის მადლობას ვუხდი ტელეკომპანია „იმედს“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ თელავიდან ჩართვისას მევენახე აკაკი კეკენაძემ. მისივე თქმით, მევენახეების პროტესტზე ხელისუფლების შემხვედრი, პოზიტიური ნაბიჯი დასაფასებელია, თუმცა ეს დარგში არსებულ დიდ პრობლემებს ვერ გადაფარავს.

ირაკლი ქადაგიშვილი

26 სექტემბერი 2026, 21:20

ეკონომიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ყურძენი კი არ არის ბიზნესი, ბიზნესი არის უკვე პროდუქტი - ღვინო. მაგრამ, არის ყურძნის ჯიშები, რომლებიც თავისთავად ბიზნესია და ასეთი არის ე.წ. სუფრის ყურძენი

„სუფრის ყურძენი“ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებშია გავრცელებული. როცა ამის სეზონი დგება, ეს ყურძენი 10-15 ლარი ღირს, ამიტომ, შეგვიძლია, იმ ადგილებში, სადაც შაქრიანობაა და იმ ყურძნის ჯიშს არ სჭირდება შაქრიანობა, ჩანაცვლების პროგრამა განვახორციელოთ. ჩვენი მეზობელი სომხები ამას მშვენივრად აკეთებენ და ჩვენს ბაზარზე მათი პროდუქცია იყიდება. ამიტომ შეგვიძლია ამ მიმართულებითაც ახალი პროექტი განვახორციელოთ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.