Imedi /  30 ნოემბერი 2020, 17:33 / სანდო წყარო

სავაჭრო ცენტრები საქმიანობის განახლების უფლებას 24 დეკემბრის ნაცვლად, 15 დეკემბრიდან ითხოვენ

სავაჭრო ცენტრი

სავაჭრო ცენტრები მთავრობას მიმართავენ და საქმიანობის განახლების უფლებას 24 დეკემბრის ნაცვლად, 15 დეკემბრიდან ითხოვენ.

როგორც კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა განცხადებით, მათი მოთხოვნა არა მხოლოდ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან, არამედ მყიდველთა ნაკადის გაკონტროლების აუცილებლობიდანაც გამომდინარეობს. ისინი აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში წინასაახალწლოდ მყიდველთა ნაკადების მართვა გაუჭირდებათ. ამდენად, სავაჭრო მოლების ხელმძღვანელები მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ეპიდემიოლოგებთან კიდევ ერთ შეხვედრას ითხოვენ.

„ისთ პოინთისთვის“ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ცოტა მეტი დღით ადრე, კონკრეტულად 15 დეკემბრიდან მოგვეცეს ოპერირებისა და ფუნქციონირების შესაძლებლობა. ეს ერთის მხრივ მოგვეხმარება, შევინარჩუნოთ ჩვენი ყველა თანამშრომელი და მეორეს მხრივ, ჭარბ მოთხოვნას გავუზლოთ და ადეკვატურად ვუპასუხოთ“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორმა, თეიკო ლომინაძემ.

ყველა სიახლე

23 იანვარი 2021, 13:23

საზოგადოება

საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელები და გვარები ცნობილია

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში კაცის ყველაზე გავრცელებული სახელია გიორგი, ქალებს შორის, კი, ქვეყანაში ყველაზე მეტი ნინო ცხოვრობს.

კრიშტიანუ რონალდუ

23 იანვარი 2021, 13:07

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის €6-მილიონიან შეთავაზებაზე უარი განაცხადა

კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის ტურისტულ სარეკლამო რგოლში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. პორტუგალიელ ვარსკვლავს ერთ გადაღებაში 6 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, თუმცა რონალდომ ერ-რიადში ჩასვლისგან მაინც თავი შეიკავა.

23 იანვარი 2021, 13:04

ეკონომიკა

2020 წელს საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა

2020 წელს უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 759.5 მლნ. აშშ დოლარი, - აღნიშნულია საქსტატის 2020 წლის წინასწარ ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს, მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა მთლიანი იმპორტის 9.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 533.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 498.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.2 პროცენტი).

23 იანვარი 2021, 12:56

ეკონომიკა

2020 წლის მონაცემებით, საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთია, საიმპორტო - თურქეთი

2020 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 75.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (476.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (441.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (441.1 მლნ. აშშ დოლარი), - აღნიშნულია საქსტატის 2020 წლის წინასწარ ანგარიშში.

23 იანვარი 2021, 12:47

ეკონომიკა

საქართველოს 2020 წლის საექსპორტო ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია

2020 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 729.4 მლნ. აშშ დოლარით. დოკუმენტის თანახმად, სპილენძის მადნებმა და კონცენტრატების ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 21.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 404.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 247.3 მლნ. აშშ დოლარით (7.4 პროცენტი).

ბიძინა ივანიშვილი

23 იანვარი 2021, 12:43

პოლიტიკა

New Europe: საქართველოს აქვს შესანიშნავი შედეგები ქვეყნისთვის, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ დიქტატურისა და რეპრესიების პირობებში ცხოვრობდა

საქართველოს აქვს შესანიშნავი შედეგები ქვეყნისთვის, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ დიქტატურის და რეპრესიების პირობებში ცხოვრობდა, - ამის შესახებ გამოცემა New Europe-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „ორი ჯორჯიის ამბავი“ პოლონელი ევროპარლამენტარი, რიჩარდ ჩარნეცკი წერს.

23 იანვარი 2021, 12:33

COVID19

როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია ვაქცინების შესახებ - ევროკავშირის წარმომადგენლობის რეკომენდაციები

პანდემიის დაწყებისთანავე გაჩნდა დიდი რაოდენობით დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები ვაქცინების შესახებ. „ვაქცინაციის შიში“ უკვე დიდი ხანია არსებობს საინფორმაციო სივრცეში, რომელსაც წარმატებით იყენებენ სხვადასხვა წარმომავლობის დეზინფორმაციის გამავრცელებლები, - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ სტატიაში.

23 იანვარი 2021, 12:32

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 20,921 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20,921 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 559 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 3,698,273 შემთხვევა გამოვლინდა, 68,971 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3,109,315 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ბიძინა ივანიშვილი

23 იანვარი 2021, 12:06

პოლიტიკა

New Europe: საქართველოში ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს ნაკლებად რეკლამირებული, მაგრამ ბევრად უფრო შთამბეჭდავი დემოკრატიული გადასვლა ახალ საფეხურზე

საქართველოში ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს ნაკლებად რეკლამირებული, მაგრამ ბევრად უფრო შთამბეჭდავი დემოკრატიული გადასვლა ახალ საფეხურზე, - ამის შესახებ გამოცემა New Europe-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „ორი ჯორჯიის ამბავი“ პოლონელი ევროპარლამენტარი, რიჩარდ ჩარნეცკი წერს.

ბიძინა ივანიშვილი

23 იანვარი 2021, 11:54

პოლიტიკა

New Europe: საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს, რომ საქართველოს არჩევნები პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს და შედეგები ზუსტი იყო

მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის ოპონენტების „ტრამპის სტილის“ პრეტენზიებისა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს და შედეგები ზუსტი იყო. ამ კონტექსტში ივანიშვილის წასვლა წინსვლის მაგალითია ახალგაზრდა ევროპული დემოკრატიებისთვის, - ამის შესახებ გამოცემა New Europe-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „ორი ჯორჯიის ამბავი“ პოლონელი ევროპარლამენტარი, რიჩარდ ჩარნეცკი წერს.

ბიძინა ივანიშვილი

23 იანვარი 2021, 11:53

პოლიტიკა

New Europe: საქართველო დიდი ხანია წარმოადგენს პროგრესის შუქურას რეგიონში და ამ პროგრესის დაჩქარებამ ბოლო წლებში ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველა მოლოდინს გადააჭარბა

საქართველო დიდი ხანია წარმოადგენს პროგრესის შუქურას რეგიონში და ამ პროგრესის დაჩქარებამ ბოლო წლებში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველა მოლოდინს გადააჭარბა, - ამის შესახებ გამოცემა New Europe-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „ორი ჯორჯიის ამბავი“ პოლონელი ევროპარლამენტარი, რიჩარდ ჩარნეცკი წერს.

23 იანვარი 2021, 11:51

მსოფლიო

2020 წელს, აშშ-ში სახლების გაყიდვების მაჩვენებელმა ბოლო 14 წლის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია

2020 წლის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით, აშშ-ში სახლების გაყიდვების მაჩვენებელი 0.7 პროცენტით გაიზარდა და წლიურმა მოცულობამ 6.48 მილიონი შეადგინა. გასული წლის მაჩვენებელი, 2006 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალია.

23 იანვარი 2021, 11:36

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 4,928 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 4,928 ადამიანს დაუდასტურდა, 116 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,187,897 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 21,778 პაციენტი ემსხვერპლა, 942,107 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

23 იანვარი 2021, 11:29

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 198 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 198 ადამიანს დაუდასტურდა, 4 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 165,909 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,034 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 154,535.

23 იანვარი 2021, 11:25

მსოფლიო

რუსეთში ნავალნის მომხრეებს აკავებენ

რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებს აკავებენ. ხელისუფლებამ ოპოზიციას მიტინგების ჩატარების უფლება არ მისცა. პოლიციამ ხაბაროვსკსა და ვლადივასტოკში არასანქცირებული აქციების მონაწილეები უკვე დააპატიმრა. ნავალნის მხარდამჭერებს აქციის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ მოსკოვშიც, რასაც დედაქალაქის მერი სერგეი სობიანინი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით ხსნის.

23 იანვარი 2021, 11:12

მსოფლიო

ამერიკის პირველი ლედი ჯარისკაცებს ორცხობილებით გაუმასპინძლდა

ამერიკის პირველმა ლედიმ ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა. ჯილ ბაიდენი თეთრი სახლის პერიმეტრზე მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს ორცხობილებით გაუმასპინძლდა. „ვერ გეტყვით, რომ ყველა ჩემი გამომცხვარია, მაგრამ მინდა მადლობა გადაგიხადოთ გაწეული სამსახურისთვის,“-განაცხადა პირველმა ლედიმ. ინაუგურაციის დღეს ვაშინგტონის უსაფრთხოებას 25 ათასი სამხედრო მოსამსახურე იცავდა.

23 იანვარი 2021, 11:07

მსოფლიო

ინგლისში, სატვირთო ავტომობილში ნაპოვნი 40-მდე ცხედრის საქმეზე ოთხი პირი გაასამართლეს

ბრიტანეთში დააკავეს ოთხი ადამიანი, რომლთაც 39 ვიეტნამელი მიგრანტის მკვლელობა ედებათ ბრალად. გამოძიების ინფორმაციით, მომხდარში მთავარ როლს ორი პირი, 41 წლის რონან ჰიუზი და 43 წლის გიორგე ნიქა ასრულებდნენ, მათ 20-დან 27 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

23 იანვარი 2021, 10:58

სპორტი

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ ტეო ერნანდესი დასახელდა

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ ტეო ერნანდესი დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sempre Milan-ი ავრცელებს. „მილანის“ მარცხენა მცველმა პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში გაიმარჯვა და ეს პრიზი კარიერაში პირველად მიიღო.

23 იანვარი 2021, 10:48

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 694 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 694 პირი, მათ შორის, თბილისში - 302, აჭარაში - 47, იმერეთში - 183. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

23 იანვარი 2021, 10:46

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოვლინდა, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 111 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.