ბექა ლილუაშვილი: ჩვენ საკმაოდ შორს ვართ იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენი ვალის მოცულობა შეიძლება შეფასდეს, როგორც რისკის მატარებელი
ბექა ლილუაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ჩვენ საკმაოდ შორს ვართ იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენი ვალის მოცულობა შეიძლება შეფასდეს, როგორც რისკის მატარებელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ზოგადად, ვალის აღება მთავრობას მაშინ უწევს, როდესაც ფორსმაჟორული შემთხვევები ხდება.
„ზოგადად, ვალის აღება მთავრობას მაშინ უწევს, როდესაც ფორსმაჟორული შემთხვევები ხდება. გარდა ამისა, ვალის აღება და მისი სწორად გამოყენება ჩვეულებრივი ყოველდღიური პროცესია. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. მაგალითად, 2020 წლის განმავლობაში ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ეს ესპანეთი, პოლონეთი, რუმინეთი, საბერძნეთი სლოვაკეთი, უნგრეთი, ხორვატია და ა.შ. ყველა მათგანს მოუწია ბიუჯეტის დეფიციტის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის გაზრდა და ამ დეფიციტის ვალით დაფინანსება, იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიის დროს საჭირო გახდა ისეთი პაკეტების გამოყენება, როგორიც გავაკეთეთ ჩვენ. შესაბამისად ასეთ ქვეყნებშიც ამას სჭირდებოდა დამატებითი ფინანსური რესურსი. ბუნებრივია, ის ვალდებულებები, გადასახდელები, რაც ბიუჯეტს ჰქონდა აღებული და ექნება მომავალ წელსაც, როგორიც არის ჯარის, პოლიციის, მასწავლებლების ხელფასები. როგორიც არის სხვადასხვა ტიპის კაპიტალური სახდელები და ასე შემდეგ. ეს ვალდებულებები არსად წასულა, პირიქით, გაიზარდა იმიტომ, რომ ამას COVID-19-თან დაკავშირებული სამედიცინო ხარჯები დაემატა, ხოლო შემოსავლები იქიდან გამომდინარე, რომ მოგვიწია გარკვეული შეზღუდვების დაწესება, შემცირდა და ეკონომიკურმა აქტივობამ იკლო, შესაბამისად, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, როდესაც მთავრობას უწევს საგარეო დაფინანსების აღება. რაც შეეხება ვალის კრიტიკულობის ნაწილს, ჩვენ საკმაოდ შორს ვართ იმ მომენტიდან, როდესაც შეიძლება იყოს შეფასებული ჩვენი ვალის მოცულობა, როგორც რისკის მატარებელი“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. ჩ
ყველა სიახლე
08 დეკემბერი 2024, 00:28
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე: აუცილებლად სჭირდება სასწრაფოდ და დეტალურად გამოძიება. ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, შესაძლოა გამიზნული პროვოკაციაც იყოს, მინავლებისკენ წასული სამიტინგო მუხტის ასაწევად
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე გაურკვეველი პირების მიერ, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს ეხმიანება.
08 დეკემბერი 2024, 00:16
პოლიტიკა
ირაკლი გოგავა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმაზე: ჟურნალისტებზე თავდასხმა კატეგორიულად მიუღებელია. ვფიქრობ, ხელისუფლების ინტერესებში ესკალაცია ნამდვილად არ შედის
პროცესების გაჩერება მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთის ნებაზეა დამოკიდებული, რადგან ეს პროცესები იმართება და ფინანსდება დასავლეთიდან. მართალია „მეხუთე კოლონის“ სახეები გადამალეს, რომელიც ალაგ-ალაგ მაინც ჩნდებიან, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის უცხოეთის ჯამაგირზე მყოფი „მეხუთე კოლონა“. მათი მიზანია სახელმწიფო გადატრიალების მოხდენა და შემდეგ კი საქართველო უნდა ჩაერთოს რუსეთის წინააღმდეგ ომში. ეს არის გეგმა“, - აღნიშნა გოგავამ.
08 დეკემბერი 2024, 00:16
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის უმძიმესი კადრებია, ამას მხოლოდ ის გააკეთებდა, ვისაც ძალადობის პროვოცირება სურს. იმედი მაქვს, დამნაშავეს სათანადო პასუხი გაეცემა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
08 დეკემბერი 2024, 00:11
პოლიტიკა
ედიშერ გვენეტაძე: რაც მოხდა ტვ1-ის ჟურნალისტის და ოპერატორის მიმართ, ეს უდაოდ დასაგმობია და ვგმობ. აუცილებლად გამოსაძიებელია და სახელმწიფო ამას კიდევაც გამოიძიებს
რაც მოხდა ტვ1-ის ჟურნალისტის და ოპერატორის მიმართ, ვგმობ. აუცილებლად გამოსაძიებელია და სახელმწიფო ამას კიდევაც გამოიძიებს, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს ეს ძალადობა გამოწვეული და დადგმული ხომ არ არის იგივე ე.წ. ოპოზიციის, სინამდვილეში კი თავისი ქმედებებიდან გამომდინარე მეხუთე კოლონის მიერ, დაძაბოს ვითარება, დაღვაროს სისხლი- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
08 დეკემბერი 2024, 00:00
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმაზე: სასწრაფოდ არის გამოსაძიებელი აღნიშნული ინციდენტი, ეს არის პროვოკაცია მიმართული იქითკენ, რომ ქვეყანაში დაიწყოს უმართავი პროცესები
რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, ის მოხდა. პირდაპირ ეთერში მოწმენი გავხდით აუწერელი სისასტიკით როგორ გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს ნიღბიანი ადამიანები,- ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა გაურკვეველი პირების მიერ, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს.
07 დეკემბერი 2024, 23:57
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: ოპოზიციამ დაინახა, რომ აქციას ხალხი აკლდებოდა, მათ საზოგადოების გაბრაზების ახალი მიზეზი სჭირდებოდათ, რისთვისაც ჟურნალისტები გამოიყენეს, მათთვის ხომ ადამიანური მსხვერპლი მხოლოდ სტატისტიკაა
დავით ჩიხელიძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, თითოეულ ადამიანზე თავდასხმის ფაქტი ამორალური და მიუღებელია.
07 დეკემბერი 2024, 23:55
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: პირადად ვიქნები ინიციატორი, რომ ნიღბებით გადაადგილება ქუჩაში იქნება აკრძალული. აქციებზეც ხომ ხედავთ რამხელა პრობლემა იქმნება - ქვებს ისვრიან, ვერ ვხვდებით ვინ არის, ჟურნალისტს ვიღაც თავს დაესხა და ან მიაგნებ, ან ვერა
„იყო ადრე ამაზე საუბარი და ახლა მგონი ძალიან რელევანტური იქნება. კარგად არის შესასწავლი, სულ ერთი ორი დღის ამბავია. მე პირადად ვიქნები ინიციატორი, რომ ნიღბებით გადაადგილება ქუჩაში იქნება აკრძალული. აქციებზეც ხომ ხედავთ რამხელა პრობლემა იქმნება - ქვებს ისვრიან, ვერ ვხვდებით ვინ არის, ან მიაგნებ, ან ვერა, ახლა ჟურნალისტს ვიღაც თავს დაესხა და ან მიაგნებ, ან ვერა. ეს არის ჩემი აზრი და ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილიც ამ აზრზე არიან. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები მხარს დამიჭერენ, უმრავლესობის წარმომადგენლები, რომ ნიღბით გადაადგილება აიკრძალოს. ამას სჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა, რომლის ინიციატორიც როგორც ერთი დეპუტატი ვიქნები. ჩვენს ოპონენტებსაც ვკითხოთ, ნიღბით რომ დარბოდნენ მავნებლები, ამაზე [ნიღბის აკრძალვაზე] იქნებიან თუ არა თანახმა“ , - აღნიშნა მდინარაძემ.
07 დეკემბერი 2024, 23:50
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე მომხდარ თავდასხმაზე: მაშინ, როცა პროცესები უნდა დაწყნარდეს და მიზანმიმართულად, პირდაპირ ეთერში უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული ხდება - ასეთი დანაშაული ქვეყნის მტერს აწყობს!
ეს არის გაუგონარი ნაძირალობა და პროვოკაცია მაშინ, როცა პროცესები უნდა დაწყნარდეს და მიზანმიმართულად, პირდაპირ ეთერში უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული ხდება, - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, "ტვ პირველის" ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორზე თავდასხმას.
07 დეკემბერი 2024, 23:49
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: იმედია, სამართალდამცავები დღესვე გაერკვევიან და საჩქაროდ დაადგენენ ამ ვანდალური აქტის ჩამდენ პირებს
იმედია, რომ სამართალდამცავები დღესვე გაერკვევიან და საჩქაროდ დაადგენენ ამ ვანდალური აქტის ჩამდენ პირებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
07 დეკემბერი 2024, 23:45
პოლიტიკა
გია აბაშიძე: „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას პროვოკაციული ელფერი აქვს, დარწმუნებული ვარ, ეს არაა სამართალდამცველი სისტემიდან გაცემული ბრძანება - ღირსების საკითხია, რომ ეს ამორალური დანაშაული მყისიერად იყოს გამოძიებული
კონსერვატორიასთან „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას პროვოკაციული ელფერი აქვს, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არაა სამართალდამცველი სისტემიდან გაცემული ბრძანება, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
07 დეკემბერი 2024, 23:41
სამართალი
კობა ხაბაზზე თავდასმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრ კობა ხაბაზზე თავდახმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
07 დეკემბერი 2024, 23:33
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: ის ვინც, ასე იქცევა მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან მას სურს ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა
ვგმობ ასეთ ქმედებას, ჩადენილს თუნდაც კანონიერების დაცვის მიზნით, ვფიქრობ ის ვინც ასე იქცევა მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ რადგან მას სურს ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ბესიკის ქუჩაზე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე დაუდგენელი პირების მიერ თავდასხმის ფაქტზე.
07 დეკემბერი 2024, 23:32
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმაზე: დიდი ალბათობით მას ჰქონდა მიზანი, რომ მომხდარიყო ზოგადი ვითარების დამძიმება, ესკალაცია და სასპეკულაციოდ დამატებითი ნეგატიური მუხტის შემოტანა
„ვგმობ ნებისმიერ ძალადობას და განსაკუთრებით ისეთს, რაც დღეს ყველამ ერთად ვიხილეთ ჟურნალისტზე ვანდალური თავდასხმის სახით. ამის გამკეთებელი არ არის მხოლოდ კრიმინალი. დიდი ალბათობით მას ჰქონდა მიზანი, რომ მომხდარიყო ზოგადი ვითარების დამძიმება, ესკალაცია და სასპეკულაციოდ დამატებითი ნეგატიური მუხტის შემოტანა. დღეს, რუსთაველის პროსპექტზე ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობა ნოყიერ ნიადაგს ქმნის აგრესიისთვის და კრიმინალისთვის. ეს არ შედის არც ქვეყნის და არც მმართველი გუნდის ინტერესებში. ამ დანაშაულში პირდაპირი თუ ირიბი მონაწილენი არიან ქუჩის აურზაურის ორგანიზატორებიც და მისი წამქეზებლებიც“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
07 დეკემბერი 2024, 23:15
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: ეს სწორედ ქუჩაში მიმდინარე პროცესებს წაადგება და არა იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც ხელისუფლება ატარებს
„თავდასხმა [„ტვ პირველის“] ჟურნალისტზე იმაზე მეტყველებს, რომ არის მხარე, რომლის ინტერესებშიც არის სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დაძაბვა, ესკალაციის კულმინაცია. როდესაც დანაშაული ხდება, ყოველთვის დამნაშავის კვალზე გადიან იმის მიხედვით, თუ ვის შეიძლება აწყობდეს ესა, თუ ის დანაშაული. ამ შემთხვევაში, თავდასხმა ჟურნალისტზე. ხელისუფლებას არ შეიძლება რომ ასეთი რამ აწყობდეს, კიდევ უფრო გაამწვავოს და დაძაბოს საკუთარ მოქალაქეებში ის განწყობები, რომელიც ქუჩაში ხელოვნურად არის შექმნილი. ეს [თავდასხმა] სწორედ ქუჩაში მიმდინარე პროცესებს წაადგება და არა იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. ცალსახად ეს არ არის ხელისუფლების ინტერესებში“, - აღნიშნა კაკაბაძემ.
07 დეკემბერი 2024, 23:14
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: ეს არის პროვოკაცია, ჩაიდინა მან ვისაც უნდა კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაცია, მეტი დაპირისპირება - სახელმწიფო იმოქმედებს კანონის შესაბამისად
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს პროვოკაციაა.
07 დეკემბერი 2024, 23:11
პოლიტიკა
გიორგი ფუტკარაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: „იმედი“, როგორც ყოველთვის, ახლაც გმობს ამ ძალადობას. მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ რაც შეიძლება მალე ჩატარდეს გამოძიება, რათა დადგენილი იყვნენ დამნაშავეები
„იმედი“, როგორც ყოველთვის, ახლაც გმობს ამ ძალადობას. მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ რაც შეიძლება მალე ჩატარდეს გამოძიება, რათა დადგენილი იყვნენ დამნაშავეები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ამავე გადაცემის წამყვანმა გიორგი ფუტკარაძემ.
07 დეკემბერი 2024, 23:08
პოლიტიკა
სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცველებს, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ თავდასხმაზე დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება
სახალხო დამცველი აქციაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
07 დეკემბერი 2024, 23:03
სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.
07 დეკემბერი 2024, 22:57
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: ჟურნალისტზე თავდასხმა და ამ ფორმით მითუმეტეს, არის ამორალური. ვთხოვ საგამოძიებო ორგანოებს სწრაფ ვადებში დაადგინონ ეს ყველაფერი
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პირები, რომლებიც „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს პირდაპირ ეთერში მუშაობისას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, არც პოლიციის, არც სპეცსამსახურის ან სპეცრაზმის და არც „ქართული ოცნების“ აქტივის წარმომადგენლები არ არიან.
07 დეკემბერი 2024, 22:56
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: თუ გავეცნობით რეკომენდაციებს თავიდან ბოლომდე, ვნახავთ, რომ რეალურად ყველა ფუნდამენტური რეკომენდაცია საქართველოს მხრიდან არის სრულად შესრულებული
თუ გავეცნობით რეკომენდაციებს თავიდან ბოლომდე, ვნახავთ, რომ რეალურად ყველა ფუნდამენტური რეკომენდაცია საქართველოს მხრიდან არის სრულად შესრულებული და თვითონ ისინიც აღიარებენ ამას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით.