ბოლო ათ თვეში, საქართველოში ფრენების მაჩვენებელი 60%-ით, მგზავრთნაკადი კი 82%-ით შემცირდა
ფოტო: shutterstock.com
საყოველთაო შეფასებებით, COVID 19-ის პანდემიამ არნახული ზიანი მიაყენა საავიაციო დარგს. არსებული დანაკარგები ბევრად აღემატება 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდგომ განვითარებულ კრიზისს ავიაციის სფეროში. საქართველოს შემთხვევაში, ეს არის საშუალოდ 60%-ით შემცირებული აფრენა-დაფრენის მაჩვენებელი და 82%-ით შემცირებული მგზავრთნაკადი, 10 თვის მონაცემებით, - აცხადებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი, ლევან კარანაძე.
როგორც კარანაძე აცხადებს, ამ სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა იციან, რომ თანმიმდევრული და კოორდინირებული ქმედებებით, ავიაციას შეუძლია, ნებისმიერ რთულ გამოწვევას გაუმკლავდეს.
„მოკლე დროში, ავიაცია გახდა ყველაზე უსაფრთხო გადაადგილების საშუალება, ეპიდემიის გავრცელების პირობებშიც. ჩვენ ერთობლივად ვიმუშავეთ მგზავრთა და საჰაერო ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულთა ჯანმრთელობის დასაცავად. მინდა მადლობა გადავუხადო ავიასაწარმოებს აღნიშნული სტანდარტების დანერგვისთვის, ასევე მათ პერსონალს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით მგზავრთა, სარეპატრიაციო და ჰუმანიტარული რეისების მომსახურებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სატვირთო ავიაკომპანიებს მათი წვლილისთვის, სამედიცინო ტვირთის დროული ტრანსპორტირების კუთხით. აქვე, მსურს ყურადღება გავამახვილო იმ ღონისძიებებზე, რომლებმაც მცირე, მაგრამ პოზიტიური გავლენა იქონია ინდუსტრიაზე პანდემიის მძიმე ზეგავლენის შერბილების კუთხით, ასევე ფაქტორებზე, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითად აისახება საავიაციო სექტორის განვითარებაზე ჩვენს ქვეყანაში“ - აცხადებს ლევან კარანაძე.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაამტკიცა დროებითი საშეღავათო ღონისძიებები სერტიფიცირებული სუბიექტების მიმართ. პირობები ძირითადად ითვალისწინებს გარკვეული მოწმობების, სერტიფიკატების, საშვების მოქმედების ვადების გახანგრძლივებას, ასევე, მოთხოვნების შემსუბუქებას. სააგენროს ხელმძღვანელის განცხადებით, საშეღავათო პირობების მოქმედება კვლავაც გრძელდება.
„სააგენტოს მიერ ინიცირებულ იქნა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მიმზიდველი გარემოს შექმნას ეკიპაჟებისთვის - მათ მიერ ტექნიკური დაშვების განხორციელების და საქართველოში დასვენების მიზნით. შემუშავდა წინადადება ოპერატორებისთვის, მომზადდა პროტოკოლი ეკიპაჟების უსაფრთხო ტრანსპორტირების და სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ სასტუმროებში განთავსების შესახებ. გეოგრაფიული მდებარეობის, ნებართვების მიღების გამარტივებული პროცედურების და მიღებული უსაფრთხოების ზომების გამო, პროექტი მიმზიდველი გახდა უცხოური ავიაკომპანიებისთვის და მან ამ ეტაპზე ჯამურად დაახლოებით 7 მილიონის შემოსავალი მოუტანა სერვისის მიმწოდებლებს: აეროპორტს, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს, საწვავგამმართველ საწარმოს, ბაზრის სხვა შედარებით მცირე მოთამაშეებს. მაგალითისთვის, 2020 წლის 22 მარტიდან 1 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში შესრულდა 525 ფრენა ტექნიკური დაშვების მიზნით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 129 ფრენა. ეკიპაჟის დასვენების მიზნით შესრულდა 541 ფრენა. საქართველოში შემოვიდა ეკიპაჟის 2270 წევრი. პროექტში ჩაერთვნენ ახალი ავიაკომპანიები: Antonov, Air X Charter, Air Hamburg, Harmony Jet, Ukrainian Wings, Fleet Air და სხვა“ - აცხადებს ლევან კარანაძე.
2 აგვისტოს, ევროკავშირმა „ერთიანი საჰაერო სივრცის” შესახებ საქართველოსთან 2010 წელს ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ევროპის ერთიან საჰაერო სივრცეში ინტეგრაციას და საავიაციო ბაზრების ეტაპობრივ ურთიერთგახსნას, ქვეყნის მიერ, საავიაციო კანონმდებლობის ევროგაერთიანების რეგულაციებთან სრულად ჰარმონიზების შემდგომ.
„სააგენტოს მიერ, წლების განმავლობაში დიდი შრომა გაწეული, რათა ეტაპობრივად, საავიაციო ინდუსტრიასთან კონსულტაციების რეჟიმში, მომხდარიყო ევროპული სტანდარტების დანერგვა სხვადასხვა მიმართულებით. ევროკავშირის მიერ შეთანხმების რატიფიცირება, კიდევ უფრო დიდ სტიმულს გვაძლევს, რომ აქტიურად გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა ევროპული რეგულაციების დანერგვის კუთხით. ფართოვდება იმ ტექნიკური რეგულაციების სპექტრი, რომლებსაც მომავალი წლიდან დავნერგავთ. ყოველივე ეს კი, ნიშნავს ჩვენი ავიაციის მეტ საიმედოობას და მგზავრთა დაცულობას. მნიშვნელოვანია, რომ COVID-19-ის უარყოფითი გავლენის მიუხედავად, ავიაგადამზიდველების მხრიდან კვლავაც არსებობს ჩვენი ქვეყნის მიმართულებით ფრენების განახლების და ახალ საჰაერო ხაზებზე ოპერირების დაწყების სურვილი. აქტიურად გრძელდება ტექნიკური კონსულტაციები და სამუშაოები რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის კუთხით. ამასთან, ავიაცია აქტიურად ემზადება ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევასაც წარმატებით გავართმევთ თავს“ - განაცხადა ლევან კარანაძემ.
7 დეკემბერი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეა.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 13:10
მსოფლიო
Reuters: შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ახლოს სამ ტანკერს დრონებით თავს დაესხნენ
შავ ზღვაში, თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ახლოს სამ გემს უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 მაისი 2026, 13:00
სამართალი
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები ესტუმრნენ
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
28 მაისი 2026, 12:47
პოლიტიკა
კაია კალასი: რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან და მოლდოვიდან ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან და მოლდოვიდან ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის.
28 მაისი 2026, 12:32
მსოფლიო
ტრამპი ომანს „აფეთქებით“ დაემუქრა, თუ ის ირანთან მოილაპარაკებს და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს დაამყარებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომანს დაემუქრა, რომ მას „ააფეთქებს“, თუ ის ირანთან მოილაპარაკებს და ჰორმუზის სრუტეში გემებს გავლისთვის ფულს გამოართმევს.
28 მაისი 2026, 12:11
სამართალი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.
28 მაისი 2026, 11:57
მსოფლიო
აშშ-ის საელჩომ კიევში კალასის განცხადება ევაკუაციასთან დაკავშირებით უარყო
აშშ-ის საელჩო კიევში ღიაა და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, - აღნიშნულია დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
28 მაისი 2026, 11:51
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ, მოადგილეებთან და საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
28 მაისი 2026, 11:44
სპორტი
სპორტის მინისტრი მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო. EMF Euro - 2026 სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმართება, სადაც სპორტის მინისტრი მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
28 მაისი 2026, 11:39
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა ჰორმუზის სრუტის მმართველ ირანულ კომპანიას სანქციები დაუწესა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სპარსეთის ყურეში ნაოსნობის კონტროლის სამმართველოს, რომელიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის მართვისთვის იყო შექმნილი, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 მაისი 2026, 11:31
რეგიონი
რუსთავში მუნიციპალური განვითარების ფონდი კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას ასრულებს
რუსთავის მერიის ინფორმაციით, №25 საბავშვო ბაღის ადგილზე სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდა. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.
28 მაისი 2026, 11:25
სპორტი
ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს⚽
„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის რუმინეთის წინააღმდეგ. გურამ კაშიასთვის ეს ბოლო სანაკრებო შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, გულშემატკივარი აუცილებლად უნდა მოვიდეს სტადიონზე. გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის ღირსეული კაპიტანი. რა თქმა უნდა, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარებას გარკვეული სირთულეები ახლავს. თუმცა, ეს ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად, სადაც სასურველი შედეგის მიღწევა გვსურს“, - აღნიშნა მან.
28 მაისი 2026, 11:22
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი განათლების მინისტრის ინტერპელაციაზე: პროვოკაციულად, პოპულისტურად გახარიებს უნდათ საზოგადოებას დაანახონ როგორც რაღაც გამორჩეული გულშემატკივარი ამ მოცემულობის. ღრმად ვართ დარწმუნებული, განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას
ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განათლების მინისტრის ინტერპელაციასთან დაკავშირებით.
28 მაისი 2026, 11:21
პოლიტიკა
ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა
ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა. მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას აკრიტიკებს და იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა. სააკაშვილის ამ სტატუსს მელია ჯერ არ გამოხმაურებია. მელიას თანაგუნდელმა კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მაოხრებელი გზირი უწოდა.
28 მაისი 2026, 11:20
მსოფლიო
BBC: აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ჩინოვნიკი დააკავეს მას შემდეგ, რაც მის სახლში 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები აღმოაჩინეს
ამერიკელმა სამართალდამცველებმა ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკი მას შემდეგ დააკავეს, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ვირჯინიაში მდებარე მის სახლიდან ჩხრეკის შედეგად 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
28 მაისი 2026, 11:16
სამართალი
აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
28 მაისი 2026, 11:15
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბინაში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
28 მაისი 2026, 11:15
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, კენიის, ნიგერიის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ფილიპინების, ბანგლადეშის, ეგვიპტის, პაკისტანის, სუდანის ერაყის, ყაზახეთის, უზბეკეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 86 მოქალაქე.
28 მაისი 2026, 11:12
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
28 მაისი 2026, 11:01
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავა
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.
28 მაისი 2026, 10:52
მსოფლიო
კაია კალასის განცხადებით, აშშ-მა კიევიდან თავისი საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მუქარის შემდეგ აშშ-მა კიევიდან საკუთარი საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა.


