imedi /  16 დეკემბერი 2020, 11:29 / სანდო წყარო

The Hill: შავიზღვისპირა მოკავშირეების მხარდასაჭერად კონგრესმა არ უნდა დაუშვას კრიტიკული მნიშვნელობის სავაჭრო პროგრამის დასრულება

სტატია Hill

იმ დროს, როდესაც კონგრესი განიხილავს კორონავირუსის შედეგების შემსუბუქების ზომებს და ცდილობს, თავიდან აიცილოს 11 დეკემბერს მთავრობის მუშაობის შეჩერება, არსებობს რისკი, რომ ამერიკის შავიზღვისპირა მოკავშირეებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სავაჭრო პროგრამა უგულებელყოფილი დარჩება. პრეფერენციების განზოგადებული სისტემა გახლავთ პრეფერენციული ვაჭრობის პროგრამა განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალ წვდომას აშშ-ის ბაზარზე კანონის უზენაესობის განმტკიცების, მშრომელთა უფლებების გაუმჯობესების და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სანაცვლოდ. 2019 წელს ამ სისტემამ ხელი შეუწყო 21 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტს თითქმის 100 ქვეყნიდან, ასრულებდა რა კრიტიკული მნიშვნელობის ინსტრუმენტის როლს საზღვარგარეთ ამერიკული ეკონიმიკური ფასეულობების დამკვიდრების და ეკონომიკური ზრდის გზით აშშ-ის მოკავშირეთა მხარდაჭერის პროცესში, - გამოცემა The Hill-ი აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „შავიზღვისპირა მოკავშირეების მხარდასაჭერად კონგრესმა არ უნდა დაუშვას კრიტიკული მნიშვნელობის სავაჭრო პროგრამის დასრულება“.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ეს პროგრამა, რომლის მოქმედების ვადა 31 დეკემბერს იწურება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ის მოკავშირეებისთვის შავი ზღვის რეგიონში.

სტატიის ავტორის, რაიან ოლსონის თქმით, 2019 წელს იმპორტმა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან თითქმის 1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აქვე აღნიშნულია, რომ იმის მიუხედავად, რომ პროგრამის ტრადიციულად ყველაზე მსხვილი მონაწილის - თურქეთის შემთხვევაში 2019 მაისში მოხდა დისკვალიფიკაცია მისი ეკონომიკური განვითარების მაღალი დონის მიზეზით, შავი ზღვის ქვეყნებმა მაინც მოახერხეს შარშან ამერიკელი ბიზნესებისთვის და მომხმარებლებისთვის თითქმის 200 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება და კორონავირუსის მიმდინარე პანდემიის მიუხედავად, რომელმაც გლობალური ვაჭრობა მთლიანობაში ღრმა კრიზისში ჩააგდო, შავიზღვისპირა ქვეყნებმა 2020 წლის მე-3 კვარტალში განახორციელეს 110 მილიონი დოლარის ოდენობის პროდუქციის ექსპორტი აშშ-ში.

,,ბევრისთვის პრეფერენციების განზოგადებულ სისტემას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა პოსტკომუნისტური სისტემიდან რეგიონის გამოსვლის პერიოდში. რუმინეთი და ბულგარეთი, მაგალითად, სტაბილურად მონაწილეობდნენ პროგრამაში 1990-იან და 2000-იან წლებში, საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებად გარდაქმნის პერიოდში, როცა პროგრამის ფარგლებში იმპორტი ორივე ქვეყნიდან აშშ-ში სტაბილურად იზრდებოდა და 2006 წელს ერთობლივად მიაღწია 300 მილიონ დოლარს, ანუ იმ წელს, როცა მოხდა ორივე ქვეყნის დისკვალიფიკაცია ევროკავშირში მათი შესვლის მიზეზით. ბულგარეთი და რუმინეთი წარმოადგენენ პროგრამის წარმატების ნათელ მაგალითს. ორმხრივმა სავაჭრო და ეკონომიკურმა კავშირებმა წვლილი შეიტანეს ეკონომიკურ განვითარებაში და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. დღეს ეს პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში ამერიკის, ალბათ, უახლოესი მოკავშირეებისთვის: უკრაინისა და საქართველოსთვის. ორივე ქვეყანაში რუსული ოკუპაცია არის პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა, რომელიც ძირს უთხრის ზრდას და ეკონომიკურ პოტენციალს. მიუხედავად ამისა, პრეფერენციების პროგრამა უმნიშვნელოვანესია უკრაინისა და საქართველოსთვის აშშ-ის ბაზარზე წვდომის უზრუნველყოფის და გლობალური მიწოდების ჯაჭვში მონაწილეობის შესაძლებლობის კუთხით - ეს პროცესი კი ხელს უწყობს ექსპორტის დივერსიფიკაციას და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და დონბასში შეჭრის შემდეგ აშშ-ში უკრაინის ექსპორტმა (საბაჟო გადასახადების გარეშე) შეადგინა 280 მილიონი დოლარი, რამაც წვლილი შეიტანა ქვეყნის ტერიტორიის 7%-ის დაკარგვის შედეგების დაბალანსებაში.
დღეს საქართველო არის პრეფერენციების სისტემის ყველაზე მსხვილი ბენეფიციარი რეგიონში. მისი წილი მხოლოდ აშშ-ში განხორციელებულ რეგიონულ ექსპორტში შეადგენს 60%-ს. ზოგადად, საქართველო არის პროგრამის ფარგლებში სულ მოსახლეზე აშშ-ის ბაზარზე წვდომის მხრივ სიდიდით მე-3 ბენეფიციარი მსოფლიოში. 2019 წელს სისტემის ფარგლებში აშშ-ში განხორციელებულმა ექსპორტმა დამატებით 30 მილიონი დოლარი მოუტანა საქართველოს, ანუ ყველაზე მეტი მსოფლიოში კამბოჯისა და ტაილანდის შემდეგ“, - წერს გამოცემა.

როგორც ავტორი აღნიშნავს, ბაზარზე წვდომამ არა მხოლოდ ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, არამედ წაახალისა ადგილობრივი ბაზრის რეფორმის დღის წესრიგი ევროკავშირში ქვეყნის შემდგომი ინტეგრაციის პროცესში.

მისი თქმით, პრეფერენციების სისტემის მონაწილე ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ 15 მოთხოვნას, რომელთა შორისაა „მშრომელთათვის საერთაშორისოდ აღიარებული შრომითი უფლებების უზრუნველყოფისკენ გადადგმული ნაბიჯები“.

,,ამერიკის შრომის ფედერაციის და ინდუსტრიული ორგანიზაციების კონგრესის მიერ 2012 წელს საქართველოში მშრომელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით შეტანილმა სარჩელმა გამოიწვია აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მხრიდან საქართველოს შრომითი პრაქტიკის კვალიფიციურობის 8-წლიანი განხილვა. თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა სექტემბერში დაამტკიცა შრომის რეფორმები, რის შედეგადაც ადგილობრივი კანონმდებლობა დაუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლმა სექტემბერში დახურა განხილვები და აღნიშნა, რომ ხსენებულმა რეფორმებმა და „განხილვების პერიოდში მშრომელთა უფლებების დასაცავად მიღებულმა სხვა სამართლებრივმა ზომებმა დააკმაყოფილეს აშშ-ის მთავრობის კითხვები მშრომელთა უფლებებთან დაკავშირებით“. ამ ტიპის განხილვებს, როგორც პროგრამის პირობებზე დაფუძნებული საბაზრო წვდომის არსებით კომპონენტს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს პრეფერენციების სისტემის წარმატებისთვის და მოკავშირეების დახმარებისთვის ორმხრივი ეკონომიკური კავშირების რეფორმირების და მშენებლობის პროცესში. უფრო ფართო კონტექსტში კი რეგიონში პრეფერენციების სისტემის წყალობით უზრუნველყოფილი სარგებლის დაკარგვა იქნება ჩინეთის მიერ თავისი მზარდი ეკონომიკური საქმიანობის გაფართოების ტოლფასი. ჩინეთს უკვე აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ხსენებული სარგებლის დაკარგვა, დიდი ალბათობით, გამოიწვევს ქართული ექსპორტის ნაწილის გადაგზავნას ჩინეთის ბაზარზე და მასთან ორმხრივი კავშირების გაძლიერებას. გარდა ამისა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩინეთის ვაჭრობა პრეფერენციების სისტემის კვალიფიციურ ქვეყნებთან მთლიანობაში იზრდება - 70%-ით 2010-2019 წლებში. პრეფერენციების სისტემით შეთავაზებულის სარგებლის შეკვეცამ შეიძლება უბიძგოს შავიზღვისპირა ბიზნესებს, სხვაგან ეძებონ საექსპორტო ბაზარი, რითაც როგორც აშშ-ის ბიზნესებისთვის, ისე აშშ-ის ეკონომიური ფასეულობების საზიანოდ კიდევ უფრო განმტკიცდება ჩინეთის ეკონომიკური კავშირები“, - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი მიიჩნევს, რომ მაშინ, როდესაც 116-ე მოწვევის კონგრესის მე-2 სესია მიწურულს უახლოვდება, მან პრეფერენციების სისტემის პროგრამის გაგრძელების გზით მხარი უნდა დაუჭიროს აშშ-ის მოკავშირეებს შავიზღვისპირეთში და მის ფარგლებს გარეთ.

,,1974 წელს დამტკიცებიდან მოყოლებული პრეფერენციების სისტემა, ძირითადად, წარმატებულად უნდა ჩაითვალოს, ხოლო შავიზღვისპირეთში იგი დღესაც წარმოადგენს აშშ-ის ინტერესების განმტკიცების და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის არსებით ინსტრუმენტს. ისევე, როგორც წარსულში რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი, დღეს აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეები: საქართველო და უკრაინა ეყრდნობიან ამ პროგრამას დივერსიფიკაციის გზით რუსული და ჩინური ბაზრების გვერდის ავლის, ადგილობრივი რეფორმების მხარდაჭერის და აშშ-ის ბიზნესებთან ორმხრივი კავშირების განვითარების პროცესში. შავი ზღვა სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს აშშ-ის სტრატეგიული ინტერესებისთვის. ასე რომ, კონგრესმა უნდა მიიღოს ეს ახალი რეალობა და მხარი დაუჭიროს სავაჭრო კავშირების განმტკიცებას ისეთი პროგრამების მეშვეობით, როგორიცაა პრეფერენციების განზოგადებული სისტემა“,- ნათქვამია The Hill-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

ყველა სიახლე

21 ივნისი 2026, 08:05

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: 20 ივნისს ჰორმუზის სრუტე 55-მა სავაჭრო გემმა გადაკვეთა, მათ დიდი მოცულობის ტვირთი და 17 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობი გაიტანეს

20 ივნისს სრუტე 55-მა სავაჭრო გემმა გადაკვეთა, რომელთაც მსოფლიო ბაზრებზე დიდი მოცულობის ტვირთი და 17 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობი გაიტანეს, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

21 ივნისი 2026, 00:14

სპორტი

მარია ალავიძე „მსოფლიოს თასის სუპერფინალის“ ბრინჯაოს პრიზიორია

მარია ალავიძე „მსოფლიოს თასის სუპერფინალის“ ბრინჯაოს პრიზიორია

ლევან ნიკოლეიშვილი

20 ივნისი 2026, 21:30

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ოპონენტებზე: მიუხედავად იმისა, რომ არც არავინ იღებს ევროკავშირში და მუდმივი შანტაჟის ქვეშ ამყოფებენ სახელმწიფოს, მათ მაინც მიაჩნიათ, რომ ეს არის მათი საფიცარი ორგანიზაცია

მიუხედავად იმისა, რომ არც არავინ იღებს ევროკავშირში და მუდმივი შანტაჟის ქვეშ ამყოფებენ სახელმწიფოს, მათ მაინც მიაჩნიათ, რომ ეს არის მათი საფიცარი ორგანიზაცია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა მონაწილე ოპონენტების მისამართით.

ვატო შაქარიშვილი

20 ივნისი 2026, 21:25

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს და შეეძლოს აწონ-დაწონვა, გაზომვა იმისა, რას გვაძლევს ჩვენ ევროკავშირისკენ სვლა და რა ფასის გადახდას მოითხოვენ

საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს და შეეძლოს აწონ-დაწონვა, გაზომვა იმისა, რას გვაძლევს ჩვენ ევროკავშირისკენ სვლა და რა ფასის გადახდას მოითხოვენ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.

ბიძინა გიორგობიანი

20 ივნისი 2026, 21:24

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: რუსეთის ფედერაციასთან ერთად ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს ევროკავშირი. რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაცია უფრო დიდი საშიშროებაა, იმიტომ რომ მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები

ჩვენ არგუმენტირებულად ვაყალიბებთ იმ აზრს, რომ რუსეთის ფედერაციასთან ერთად ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს ევროკავშირი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა. მისივე თქმით, არსებულ გეოგრაფიულ არეალში, საქართველო უნდა იყოს აბსოლუტურად ნეიტრალური სახელმწიფო, რომელიც იქნება დაცული საკუთარი ნეიტრალიტეტით და არ ვინმეს მიერ.

ვატო შაქარიშვილი

20 ივნისი 2026, 21:05

პოლიტიკა

შაქარიშვილი ობოლაძეს: თქვენ გვთავაზობთ, რომ მოვკვდეთ ევროპული პერსპექტივისთვის. ამას არ გავაკეთებთ

თქვენ გვთავაზობთ, რომ მოვკვდეთ ევროპული პერსპექტივისთვის. ამას არ გავაკეთებთ, - ამ სიტყვებით „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა დამოუკიდებელ პოლიტიკოსს ნიკა ბოლაძეს მიმართა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. „ერთი განცხადება მოიყვანა აქ ბატონმა ბიძინამ რასა იუკნევიჩიენესი, რომელმაც აღიარა, რომ ომამდე არავის, არასდროს არ უფიქრია აღმოსავლეთით გაფართოებაზე. ანუ იქამდე ჩვენ რაც ვაკეთეთ, კონსტიტუციაში, რომ ჩავწერეთ, ეს იყო სრული ბლეფი. ურსულა ფონ დერ ლაიენმა როდესაც დასაჯა საქართველო, იმიტომ რომ არ შეერთდნენ ომს, იცით რა თქვა? უკრაინელები არიან მზად მოკვდნენ ევროპული პერსპექტივისთვის, თქვენ გვთავაზობთ ჩვენ, რომ მოვკვდეთ ევროპული პერსპექტივისთვის. ამას არ გავაკეთებთ“, - განაცხადა შაქარიშვილმა.

ნიკა ობოლაძე

20 ივნისი 2026, 21:00

პოლიტიკა

ნიკა ობოლაძე: საქართველო არის 4-მილიონიანი პატარა ქვეყანა, რომლის მიზანი უნდა იყოს საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერება, საკუთარი თავის, იდენტობის შენარჩუნება და გადარჩენა

საქართველო არის 4-მილიონიანი პატარა ქვეყანა, რომლის მიზანი უნდა იყოს საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერება, საკუთარი თავის იდენტობის შენარჩუნება და გადარჩენა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა, ნიკა ობოლაძემ.

ვატო შაქარიშვილი

20 ივნისი 2026, 20:59

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ნეიტრალიტეტია სიძლიერის გარანტი და არა პირიქით, რომ ძლიერი იყო და შემდეგ გახდე ნეიტრალური. ნამდვილად, ნეიტრალიტეტია სიძლიერის, მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი

ნეიტრალიტეტია სიძლიერის გარანტი და არა პირიქით, რომ ძლიერი იყო და შემდეგ გახდე ნეიტრალური, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.

ბიძინა გიორგობიანი

20 ივნისი 2026, 20:44

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: რუსეთი ომშია იმ ქვეყანასთან, რომელსაც გაუღო მოლაპარაკებები ევროკავშირმა, ფაქტობრივად, ევროკავშირი შედის რუსეთთან ომში და მე რატომ მეპატიჟებიან იმ ომში?

რუსეთი ომშია იმ ქვეყანასთან, რომელსაც გაუღო მოლაპარაკებები ევროკავშირმა და ფაქტობრივად, ევროკავშირი შედის რუსეთთან ომში და მე რატომ მეპატიჟებიან იმ ომში? - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა. გიორგობიანმა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

ლევან ნიკოლეიშვილი

20 ივნისი 2026, 20:40

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ჰერმან საბოს: 50 ათასი ადამიანი პარტიის მეშვეობით, სექტის საშუალებით დეზერტირად აქციეთ. ადამიანებს ეუბნებით, რომ სამშობლოს კი არ უნდა ემსახუროთ, უნდა ნახოთ გზა, რომ სამშობლოში არ იმსახუროთ, სამშობლოსთვის არ იმსახუროთ

50 ათასი ადამიანი პარტიის მეშვეობით, სექტის საშუალებით დეზერტირად აქციეთ, - ასე მიმართა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა პარტია „გირჩის“ წარმომადგენელს ჰერმან საბოს.

ჰერმან საბო

20 ივნისი 2026, 20:27

პოლიტიკა

ჰერმან საბო: ევროკავშირში ძალიან ბევრი პრობლემაა

ევროკავშირში ძალიან ბევრი პრობლემაა, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” პარტია “გირჩის” წარმომადგენელმა ჰერმან საბომ. მისივე თქმით, სამოთხე არსად არ არის, მაგრამ ნეიტრალიტეტი არ არის თავისი შინაარსით მიზანი, ნეიტრალიტეტი არის საშუალება, რომ რაღაც სიტუაციაში ქვეყანა გადარჩეს.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე

20 ივნისი 2026, 20:25

პოლიტიკა

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე: ევროკავშირში ვეტოს უფლებით ყველა ისარგებლებს, მათ შორის საქართველოც

ევროკავშირში ვეტოს უფლებით ყველა ისარგებლებს, მათ შორის საქართველოც, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პოლიტოლოგმა, ნიკა ჩიტაძემ, რომელმაც ევროკავშირში შემავალი ქვეყნების თანასწორუფლებიანობას გაუსვა ხაზი.

ბიძინა გიორგობიანი

20 ივნისი 2026, 20:22

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: ეს არის ძალიან ცუდი - 35-წლიანი ტყუილი, მთელი ამ ხნის პერიოდში საქართველოს თავს მოახვიეს დოგმა, რომ მხოლოდ ევროკავშირია ჩვენი ორიენტირი

ეს არის ძალიან ცუდი - 35-წლიანი ტყუილი, მთელი ამ ხნის პერიოდში საქართველოს თავს მოახვიეს დოგმა, რომ მხოლოდ ევროკავშირია ჩვენი ორიენტირი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.

ვატო შაქარიშვილი

20 ივნისი 2026, 20:05

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი ევროკავშირში გადაწყვეტილების წესის გადახედვაზე: ახლა, 35 წლის შემდეგ გვეუბნებიან, რომ ჩვენივე ნებით უნდა დავთმოთ ის, რისთვისაც გვიბრძოლია

ახლა, 35 წლის შემდეგ გვეუბნებიან, რომ ჩვენივე ნებით უნდა დავთმოთ ის, რისთვისაც გვიბრძოლია. ეს სახიფათო რეალობაა ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა ევროკავშირში გადაწყვეტილების წესის გადახედვაზე საუბრისას. მისივე თქმით, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დაფუძნების დღიდან ხელისუფლებას აფრთხილებდა, რომ აბსოლუტური ილუზია იყო ევროკავშირში რაიმეს უკეთესობისკენ შეცვლის მოლოდინი.

შალვა ნათელაშვილი

20 ივნისი 2026, 20:03

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი ლაშა ტალახაძეზე: ასწია ის რაღაცა და ახლა უკვე საქართველო უნდა შეჭამოს, იმის გამო, რომ რაღაცა ტიტული მიიღო

„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, გადაცემაში „ინგა გრიგოლიას დღის ამბები“ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე დაყრდნობით დეპუტატების კომპანიების მიერ მიღებულ სარგებელზე ისაუბრა.

20 ივნისი 2026, 19:48

რეგიონი

სოფელ გოროვანისა და ქალაქ დუშეთის სპორტულ კლუბებს ინვენტარი გადაეცათ

„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის და სპორტის სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგად უმოკლეს ვადაში დაკმაყოფილდა რეგიონის ახალგაზრდების მოთხოვნები და ქალაქ დუშეთის, ასევე სოფელ გოროვანის სპორტულ კლუბებს ინვენტარი გადაეცათ.

გურამ მაჭარაშვილი

20 ივნისი 2026, 19:30

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: საქართველოსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებებში ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ქვეყნის გეოგრაფიულად მნიშვნელოვანი პოზიცია იქნება

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკა თითქმის ყველა მნიშვნელოვან საკითხს განსაზღვრავს და საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა რეგიონში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

გურამ მაჭარაშვილი

20 ივნისი 2026, 19:25

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მიუხედავადა იმისა, რომ ასეთი ტიპის ევრორეზოლუციები მისი შინაარსიდან გამომდინარე უკვე აღარ წარმოადგენს ძალიან დიდი მნიშვნელობის დოკუმენტებს, მაინც საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ევრობიუროკრატიას ჯერ კიდევ აქვს მიზანში ამოღებული საქართველოს სახელმწიფო

საზოგადოებას მორიგ ჯერზე შეგვიძლია, ვუთხრათ, რომ ასეთი ტიპის რეზოლუციები ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა, ევრობიუროკრატია არ მოისვენებს მიუხედავად იმისა, რომ პირველი ეტაპი საქართველოში ვერ მოიგო და მისი მიზნები აქ ვერ განხორციელდა, ვგულისხმობ მეორე ფრონტის გახსნას, სანქციების დაწესებას, ეკონომიკის ჩამოშლას და ასე შემდეგ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპარლამენტის რეზოლუციის შეფასებისას.

ლევან მახაშვილი

20 ივნისი 2026, 19:14

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ცენტრალურ აზიის სატრანსპორტო დერეფანზე: საქართველოს ვერავინ გაწევს ამ სავაჭრო გზიდან, პირიქით, საქართველო არის და მომავალშიც იქნება ძალიან საიმედო და სტაბილური პარტნიორი ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ სავაჭრო გზის ფუნქციონირება

ყველაფერი მიუთითებს ერთ რამეზე, რომ საქართველოს ვერავინ გაწევს ამ სავაჭრო გზიდან, პირიქით, საქართველო არის და მომავალშიც იქნება ძალიან საიმედო და სტაბილური პარტნიორი ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ სავაჭრო გზის ფუნქციონირება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ცენტრალურ აზიის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე საუბრისას.

ლევან მახაშვილი

20 ივნისი 2026, 19:03

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: რაც უფრო მეტად გადააყირავებენ ერთმანეთს, რაც უფრო მეტ პარტიულ რევოლუციას მოაწყობენ, ეს კარგი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის

რაც უფრო მეტად გადააყირავებენ ერთმანეთს, რაც უფრო მეტ პარტიულ რევოლუციას მოაწყობენ, ეს კარგი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით.