imedi /  24 დეკემბერი 2020, 16:49 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: „ფრიდრიხ ებერტის“ ფონდმა სწორი შეფასება მისცა მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

პანდემიის პირველივე დღიდან მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ორიენტირებულია იმაზე, რომ მოსახლეობას და მცირე ბიზნესს შევუმსუბუქოთ ის დარტყმა, რაც აუცილებლად იქნებოდა გამოწვეული პანდემიით და ჩვენ ეს მოვახერხეთ, რაც დადასტურდა კიდეც „ფრიდრიხ ებერტის“ ფონდის კვლევაში, სადაც სწორი შეფასება აქვს ჩვენს ნაბიჯებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, „მთავრობის დახმარება იყო ძალიან ზუსტად ადრესირებული იმ ჯგუფებზე, მოსახლეობის იმ მოწყვლად კატეგორიებზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა დახმარება და სწორედ ეს აისახა „ებერტის ფონდის“ კვლევაში.”

გერმანული „ფრიდრის ებერტის“ ფონდის დაკვეთით სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც შეისწავლა „ანტიპანდემიური შეზღუდვების და მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენა დასაქმებაზე, შემოსავლებსა და სიღარიბის დონეზე საქართველოში“.

კვლევის თანახმად, მთავრობის მიერ მიღებულმა ანტიკრიზისულმა ზომებმა საგრძნობლად შეარბილა და შეამსუბუქა კრიზისის დარტყმა.

კვლევის თანახმად, მთავრობის მიერ გატარებული ანტიკრიზისული ზომები ყველა ეტაპზე ხასიათდება სამიზნე ჯგუფის მაღალი სიზუსტით და მიმართულია საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენებისკენ.

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

01 მარტი 2021, 10:41

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირს სჭირდება ჩვენგან მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება

„დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასოდეს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველომ თავისი ევროპული გზა, თავისი დემოკრატიული გზა გააგრძელოს და ამ გზაზე არაფერმა შეუშალოს ხელი. ეს როგორც არასოდეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა და საჭიროა არის, რომ ის რაც იყო და არის საქართველო - ანუ სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძული, ეს კიდევ გაძლიერდეს და გამყარდეს. ევროკავშირს, როგორც საქართველოს, სჭირდება ჩვენგან მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ევროკავშირთან ერტად პოსტ-კრიზისულ გეგმაზე ერთად ვიმუშაოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

01 მარტი 2021, 10:34

საზოგადოება

როგორ გამოიყურებოდა თბილისის რკინიგზის სადგური1880-იან წლებში

საქართველოს ეროვნული არქივი თბილისი რკინიგზის სადგურის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც 1880-იან წლებშია გადაღებული. მათივე ინფორმაციით, ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, დიმიტრი ერმაკოვის კოლექციაში.

01 მარტი 2021, 10:32

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 114 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 114 067 979 შემთხვევა გამოვლინდა, 2 530 716 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 64 418 462 - გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 28 605 669 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 513 091 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ოქროს გლობუსი

01 მარტი 2021, 10:29

კულტურა

„ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

„ნომადლენდის“ რეჟისორი, ჩინელი ქლოი ჟაო საუკეთესო რეჟისორად აღიარეს. დრამატულ ფილმებში საუკეთესო მსახიობები ანდრა დეი („შეერთებული შტატები ბილი ჰოლიდეის წინააღმდეგ“) და ჩედვიკ ბოუზმენი („მა რეინი: ბლუზის დედა).

01 მარტი 2021, 10:24

თემა

„ამის დახატვა მხოლოდ შეშლილს შეეძლო“ - მკვლევრები დიდხანს კამათობდნენ იმაზე, თუ რომელმა ვანდალმა დაწერა ეს ფრაზა ედვარდ მუნკის ნახატზე „კივილი“

ნორვეგიის ეროვნულმა გალერეამ წარმოადგინა კვლევა, რომელიც ედვარდ მუნკის ნახატზე კივილი ფანქრით შესრულებულ წარწერას ეხებოდა. ფრაზა- ამის დახატვა მხოლოდ შეშლილს შეეძლო ტილოს ზედა მარცხენა კუთხეში იკითხება. მუნკმა ეს ნახატი 1893 წელს შექმნა. მისი შთაგონების წყაროდ ორ მეგობართან ერთად სეირნობის დროს ნანახი მზის ჩასვლა იქცა. დაღლილი მხატვარი ღობეს მიეყრდნო და დაინახა სისხლი და ცეცხლის ენები, რომლებიც ჩაბნელებულ ფიორდზე ეშვებოდნენ. ჩემმა მეგობრებმა გზა განაგრძეს, მე კი ვიდექი და შიშისგან ვკანკალებდი. ამ დროს ვიგრძენი უსასრულო კივილი, რომლითაც ბუნება იყო გაჟღენთილი, - ასე აღწერდა ტილოს შექმნის ისტორიას თავად მხატვარი.

01 მარტი 2021, 10:24

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 1-ელ მარტს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებ

01 მარტი 2021, 10:19

COVID19

ჩეხეთში მოსახლეობის იმუნიზაცია რუსული ვაქცინით დაიწყეს

ჩეხეთში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის აცრა რუსული ვაქცინით, Sputnik V-ით დაიწყეს. რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანა ვერ დაელოდება, როდის დაამტკიცებს ევროკავშირი რუსულ ვაქცინას, - ამის შესახებ Aljazeera წერს.

01 მარტი 2021, 10:10

რეგიონი

ქვემო ქართლში საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვემო ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

01 მარტი 2021, 10:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 1-ელ მარტს ქუთაისში წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +8 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ასევე წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სადაც დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +6 გრადუსს და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

01 მარტი 2021, 09:53

თავდაცვა

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და აღნიშნულ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

01 მარტი 2021, 09:40

საზოგადოება

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს

თბილისის მერია პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განცხადებების მიღებას იწყებს. დაფინანსების ოდენობა (წლიურად შეადგენს 2 250-ს, ხოლო სემესტრულად 1 125 ლარს) დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ აკადემიურ მოსწრებაზე

შარლ მიშელი
სალომე ზურაბიშვილი

01 მარტი 2021, 09:25

პოლიტიკა

ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა იმართება

საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ხვდება. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო. პირისპირ შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბშილი და შარლ მიშელი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

01 მარტი 2021, 09:19

საზოგადოება

დღეიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

1-ლი მარტიდან, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ.

01 მარტი 2021, 09:13

ეკონომიკა

რომელი ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ დღეიდან საქართველოში შემოსვლას PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით

პისიარტესტის უარყოფითი პასუხით საქართველოში შემოსვლა დღეიდან კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ. ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილება საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

01 მარტი 2021, 08:53

რეგიონი

აჭარაში რესტორნები, შაბათ-კვირის გარდა, შიდა სივრცეებში მუშაობას დღეიდან განაახლებენ

აჭარაში, სადაც ღია კვების ობიექტების, რესტორნებისა და კაფეების გახსნა ყველაზე ადრე გადაწყდა. ეს ობიეტები დღეიდან მომხმარებლებს უკვე შიდა სივრცეებშიც მიიღებენ. შეზღუდვა ამ ეტაპზე შენარჩუნდება შაბათ-კვირას.

01 მარტი 2021, 08:36

საზოგადოება

ტრენინგების, კონფერენციებისა და სემინარების ჩატარება დღეიდან ნებადართულია

ტრენინგების, კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება დღეიდან უკვე შესაძლებელია. ჯანდაცვის სამინისტრომ მათთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. კერძოდ, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით და შესაბამისი წესების დაცვით უნდა მოხდეს აუდიტორიების დანლაგება

01 მარტი 2021, 08:30

საზოგადოება

ბიბლიოთეკები მუშაობას დღეიდან, მუზეუმები კი ხვალიდან განაახლებენ

დღეიდან იხსნება ბიბლიოთეკები, სადაც იმოქმედებს დამატებითი რეგულაციები. პირბადე და დისტანციის დაცვა ბიბლიოთეკებშიც აუცილებელია. მომხმარებლებს სამკითხველო დარბაზის მაგიდებთან 2-მეტრიანი დისტანციით განათავსებენ. მანამდე ისინი დეზობარიერსაც გაივლიან.

01 მარტი 2021, 08:20

საზოგადოება

დღეიდან ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია დღეს, 10:00 საათიდან დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათზე დასრულდება.

01 მარტი 2021, 08:13

საზოგადოება

დღეიდან პროფესიულ სასწავლებლებში ყველა სახის პრაქტიკული სწავლება აღდგება

დღეიდან პროფესიულ სასწავლებლებში რეგულაციების დაცვით ყველა სახის პრაქტიკული სწავლება აღდგება. ამასთან, უნივერსიტეტებში განახლდება კლინიკური, ლაბორატორიული და საგამოცდო პროცესები, ლექციების ჩატარება კი 15 მარტამდე კვლავ დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება.

01 მარტი 2021, 08:07

საზოგადოება

ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო ბაღი მუშაობას დღეიდან განაახლებს

ყველა საჯარო და კერძო ბაღი მუშაობას დღეიდან განაახლებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ სკოლამდელ, სააღმზრდელო დაწესებულებებში იმოქმედებს სპეციალური რეგულაციები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ეპიდემიოლოგებთან, ინფექციონისტებთან და მედიკოსებთან ერთად შეიმუშვა.