28 დეკემბერი 2020, 18:47 / სანდო წყარო

იმპორტისას, დღგ-ით დასაბეგრი თანხის დამატებითი კომპონენტების შეტანის გარეშე გაანგარიშება 2023 წლამდე გადავადდება

ბექა ლილუაშვილი

ბექა ლილუაშვილი

2023 წლამდე, იმპორტისას, დღგ-ით დასაბეგრი თანხის გაანგარიშება მასში დამატებითი კომპონენტების, იმპორტთან დაკავშირებული საფასურებისა და თანმდევი ხარჯების შეტანის გარეშე განხორციელდება, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

„2021 წლის პირველი იანვრიდან შემოდიოდა ვალდებულება საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებით. კერძოდ, საბაჟოდ შემოტანილ საქონლის დღგ-თი დაბეგვრა უნდა ითვალისწინებდეს სხვა იმპორტთან დაკავშირებულ თანმდევ ხარჯებს. ამ ვალდებულებას ვავადებთ 2023 წლამდე“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები დავით სონღულაშვილი, ბექა ლილუაშვილი, გოჩა ენუქიძე და მარიამ ქვრივიშვილი. ინიციატორები კანონპროექტის განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვენ.

ყველა სიახლე

28 თებერვალი 2021, 13:10

რეგიონი

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ჰესების მშენებელი კომპანია „ენკას“ მიერ რიონის ხეობის დატოვებას და იმ ნებართვის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც ხეობაში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს, ასევე, ეწინააღმდეგებიან თურქული კომპანიისთვის მიწების 99 წლით გასხვისებას.

28 თებერვალი 2021, 13:04

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 11,359 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11,359 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 379 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 4,246,079 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 86,122 ადამიანი გარდაიცვალა.

28 თებერვალი 2021, 13:03

მსოფლიო

ესპანეთში, დაპატიმრებული რეპერის მხარდამჭერთა აქციაზე 10 ადამიანი დააკავეს

რეპერ პაბლო ასელის დაკავებას ბარსელონაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დღე-ღამეში აქციის 10 მონაწილე დააკავეს. მომიტინგეები სამართალდამცველებს მინის ბოთლებს ესროდნენ, მათ ავტომობილებს ცეცხლს უკიდებდნენ და მაღაზიებისა და ბანკების ვიტრინებს ამსხვრევდნენ.

მეუფე იაკობი

28 თებერვალი 2021, 13:01

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ყველა მხარეს შერიგებისკენ მოვუწოდებ, მოვიდნენ და დავილაპარაკოთ

ბოდბელი ეპისკოპოსი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სიღნაღიდან გამოეხმაურა. მეუფე იაკობი ყველა მხარეს კიდევ ერთხელ შერიგებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ეკლესია მზად არის ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს.

28 თებერვალი 2021, 12:49

რეგიონი

დაცვის პოლიცია სქი ქროსსა და სნოუბორდ ქროსში მსოფლიო თასის ჩემპიონატის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სქი ქროსსა და სნოუნორდ ქროსში მსოფლიო თასის ჩემპიონატის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. შეჯიბრები ბაკურიანში, დიდველზე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით იმართება.

გერმანია

28 თებერვალი 2021, 12:48

COVID19

გერმანიის მთავარი იმუნოლოგი მთავრობას მოუწოდებს, Astrazeneca-ს პრეპარატით 65 წელს გადაცილებულთა ვაქცინაცია დაიწყოს

გერმანიის მთავარმა იმუნოლოგმა მოუწოდა თავის ქვეყანას, შეცვალოს აზრი და Astrazeneca-ს პრეპარატით 65 წელს გადაცილებულთა ვაქცინაცია დაიწყოს. BBC- სთან ინტერვიუში, კარსტენ ვოცლმა განაცხადა, რომ მარეგულირებლებს მოუწევთ შეცვალონ თავიანთი გადაწყვეტილება.

მეუფე იაკობი

28 თებერვალი 2021, 12:35

პოლიტიკა

მეუფე იაკობი მელიაზე: ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი

„უცხოეთი ცოტა ხანში მოკითხავს ამათ (ოპოზიციას), თუ არ გადაიხდის მელია უცხოეთისთვის აღარ იქნება გონიერი პოლიტიკოსი, ვიცი ამერიკა და ევროპა როგორ უყურებს, თუ გამოვიდა ნიკა მელიას ის ლიდერები დაასამარებენ., როგორც სიტუაციამ გვაჩვენა ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის და ვერც ნელსონ მანდელა, მით უმეტეს, ვერც სერვანტესი“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა განაცხადა . მეუფე იაკობი ამბობს, რომ გაერთიანებულ ოპოიზიციას რეალურად საქართველოში დასაყრდენი არ აქვს.

28 თებერვალი 2021, 12:26

კულტურა

მწერალთა სახლში რეპრესირებული მწერლების მუზეუმი გაიხსნება

2021 წელს, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, მწერალთა სახლში რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი გაიხსნება, - აღნიშნულია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის მხარდამჭერია „თბილისი - იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“.

დავით ზალკალიანი

28 თებერვალი 2021, 12:14

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი ცალსახა დადასტურებაა, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე და ცალსახა დადასტურებაა, იმისა, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს, როგორც მის უმნიშვნელოვანეს პარტნიორს რეგიონში.

Johnson & Johnson

28 თებერვალი 2021, 12:05

COVID19

ამერიკულმა მარეგულირებელმა Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

Johnson & Johnson-ის პრეპარატი მესამე ვაქცინაა, რომლის გამოყენების ნებართვაც ამერიკულმა მარეგულირებელმა გასცა.

მეუფე იაკობი

28 თებერვალი 2021, 12:05

პოლიტიკა

ბოდბელი ეპისკოპოსის ვარაუდით, ოპოზიციას აქციაზე რეგიონებიდან ხალხი ფულის სანაცვლოდ ჩამოჰყავს

ბოდბელი ეპისკოპოსი ვარაუდობს, რომ ოპოზიციას აქციაზე რეგიონებიდან ხალხი ჩამოჰყავს და სანაცვლოდ მათ ფულს უხდიან. ამის საფუძვლად მეუფე იაკობს აქციის მიმდინარეობისას, იქ მისული ადამიანების ნათქვამი მოჰყავს.

28 თებერვალი 2021, 11:51

თავდაცვა

GCSD-ს კვლევა: თავდაცვის, შს და იუსტიციის სამინისტროებმა ქვეყნის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის უზრუნველყოფა კიდევ უფრო განამტკიცეს

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი კვლევას - „საქართველოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, გამოწვევები და შესაძლებლობები“ აქვეყნებს. ნაშრომში საქართველოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა და მის წინაშე არსებულ გამოწვევები და საფრთხეებია განხილული.

28 თებერვალი 2021, 11:42

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 5,833 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 5,833 ადამიანს დაუდასტურდა, 89 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,347,849 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 25,982 პაციენტი ემსხვერპლა, 1,170,023 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

28 თებერვალი 2021, 11:40

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 265 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 265 ადამიანს დაუდასტურდა, 2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 172,058 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,192 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 163,394.

მოლდოვა

28 თებერვალი 2021, 11:22

COVID19

მოლდოვაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩაიტანეს

მოლდოვაში ვაქცინა რუმინეთიდან ჩაიტანეს. ამის შესახებ რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა Facebook-ზე დაწერა. „რუმინეთი ასრულებს დანაპირებს. დღეს ჩვენ ვიღებთ პირველ დოზებს, AstraZeneca-ს 21,600 დოზას”, - დაწერა რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ფლორინ ციტუმ Twitter- ზე.

28 თებერვალი 2021, 11:19

სპორტი

ბაკურიანში, სკი კროსის მსოფლიო თასის ეტაპი დასასრულს უახლოვდება

​​​​​​​სკი კროსის მსოფლიო თასის ეტაპი დასასრულს უახლოვდება. შერეული ნაკრების გუნდური შეჯიბრება FIS-ის Ski Cross მსოფლიო თასის ჩემპიონატების ისტორიაში საქართველოში პირველად ტარდება. სათხილამურო ფედერაცია დღევანდელ განრიგს აქვეყნებს.

28 თებერვალი 2021, 11:09

მსოფლიო

არგენტინაში ვაქცინაციასთან დაკავშირებულ სკანდალს საპროტესტო აქციები მოჰყვა

„დამიბრუნეთ ჩემი ვაქცინა!“, - ამ ლოზუნგით ბუენოს აირესის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. როგორც News 18-ი იუწყება, ამის მიზეზი ვაქცინაციასთან დაკავშირებული ხმაურიანი სკანდალი გახდა. არგენტინაში კოვიდვაქცინით მოსახლეობის აცრა დეკემბრის ბოლოს დაიწყო.

28 თებერვალი 2021, 11:04

რეგიონი

აჭარაში, ზღვაში ახალგაზრდა კაცს მაშველები რამდენიმე დღეა ეძებენ

აჭარაში, ზღვაში ახალგაზრდა კაცს მაშველები რამდენიმე დღეა აქტიურად ეძებენ. ის წყალში 17 თებერვალს სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში შევიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაკარგვის დღიდან მამაკაცს ყველა საშუალებით ეძებენ.

28 თებერვალი 2021, 10:59

პოლიტიკა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს დღეს კიდევ 2 დაემატება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს დღეს კიდევ 2 დაემატება. როგორც ოპოზიციის მხარდამჭერმა აქტივისტმა განაცხადა, დღეს პროტესტი ამ ფორმით გაგრძელდება და მეტად ორგანიზებული სახე არ მიეცემა. რაც შეეხება ხელისუფლებისთვის მიცემულ 2-კვირიან ვადას. როგორც შეკრებილები ამბობენ, იმ შემთხვევაში თუ არ ჩატარდება ხელახალი არჩევნები და არ გათავისუფლდებიან, მათი თქმით პოლიტპატიმრები, გზის სავალი ნაწილი გადაიკეტება.

28 თებერვალი 2021, 10:54

პოლიტიკა

თეიმურაზ მღებრიშვილი სამხრეთ კორეის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი საქართველოში სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებულ დაესუ ჩანგს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა მხარეებს შორის, სამომავლოდ, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას. თემურაზ მღებრიშვილმა სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურის, ფუნქციებისა და პრიორიტეტების შესახებ.