29 დეკემბერი 2020, 22:10 / სანდო წყარო

ივანე მაჭავარიანი: ენერგეტიკის შემთხვევაში, საქართველოში ერთ-ერთი დაბალი ტარიფებია - როგორც რეგიონში, ისე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში

ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი

იქნება გაძვირება, თუმცა ეს იყო გარდაუვალი. როცა ჩვენ სხვადასხვა სექტორს, ამ შემთხვევაში, ენერგეტიკას ვაანალიზებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი დაბალი ტარიფებია - როგორც რეგიონში, ისე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „ღამის კურიერში“, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„2021 წელი რთული იქნება, შესაბამისად, ამ პერიოდშია მნიშვნელოვანი, დავეხმაროთ და თანადგომა გამოვუცხადოთ მოსახლეობასა და შესაბამისად, ბიზნესის გარკვეულ ნაწილს, რაც, ძირითადად, კვების მრეწველობას შეეხება. 2022-2023 წელს უფრო სწრაფ და დინამიკურ ეკონომიკურ აღდგენას ველოდებით. ამ პერიოდში, უკვე საბაზრო მექანიზმები იმოქმედებს და იმედი მაქვს, რომ ჩვენ აღარ მოგვიწევს სუბსიდირება. იქნება გაძვირება, თუმცა ეს იყო გარდაუვალი. როცა ჩვენ სხვადასხვა სექტორს, ამ შემთხვევაში, ენერგეტიკას ვაანალიზებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი დაბალი ტარიფებია - როგორც რეგიონში, ისე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო ტარიფი, (დღგ-ს ჩათვლით) 3.5 თეთრით იზრდება. თბილისის მოსახლეობისა და კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდება და ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი ძალაში 2025 წლის ბოლომდე იქნება.​​ ამასთან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ თბილისში სასმელი წყლის ტარიფის ზრდას მხარი დაუჭირა. ახალი ტარიფი 2021 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში და 2023 წლის ჩათვლით იმოქმედებს.

ყველა სიახლე

25 თებერვალი 2021, 22:28

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ნატოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან კიევსა და ალიანსს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

მამუკა მდინარაძე

25 თებერვალი 2021, 22:20

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კახა კალაძემ ვრცლად ისაუბრა იმ სამშენებლო ამნისტიაზე, რაც 10 ათასობით თბილისელს ძალიან გაახარებს, როდესაც ის მოქმედებაში მოვა

კახა კალაძე, რა თქმა უნდა, ესწრებოდა შეხვედრას და ჩვენ ვისაუბრეთ, მან იგივე პოზიცია დააფიქსირა, რაც ჩვენ ყველას ერთად გვაქვს დიალოგზე. მან ვრცლად ისაუბრა იმ სამშენებლო ამნისტიაზე, რაც 10 ათასობით მოქალაქეს, თბილისელს ძალიან გაახარებს, როდესაც ის მოქმედებაში მოვა, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე იმის შესახებ, ესწრებოდა თუ არა კახა კალაძე სხდომას და მას უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიცია ხომ არ გააჩნია დიალოგის შესახებ.

25 თებერვალი 2021, 22:15

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2.5 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2.5 მილიონს გადააჭარბა.

მამუკა მდინარაძე

25 თებერვალი 2021, 22:10

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიას თავად ჰქონდა თავისი ბედის გადაწყვეტის ბერკეტი თუ გასაღები

როდესაც ადამიანი არღვევს გირაოს პირობებს და გადის კონსტიტუციური კანონისმიერი ჩარჩოებიდან, ამ ჩარჩოებში დაბრუნების ერთადერთი გზა არის მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - ეს ხდება საქართველოში და საქართველოს საზღვრებს გარეთ, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, - შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

25 თებერვალი 2021, 22:09

პოლიტიკა

ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.

მამუკა მდინარაძე

25 თებერვალი 2021, 21:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკების მაგიდასთან ვიყოთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ, რომ ქვეყანამ დემოკრატიული, სტაბილური განვითარება განაგრძოს

„უმრავლესობა არის იმ აზრზე, რაც მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენი მხრიდანა ხმოვანდებოდა, რაც საბედნიეროდ ემთხვევა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მეგობრების, მთავარი სტრატეგიული მეგობრის ოფიციალურ პოზიციას, და ეს არის ის, რომ დიალოგს, მოლაპარაკებასა და არც კანონის უზენაესობას ალტერნატივა არ აქვს. ამით ყველაფერი ნათქვამია“.

მიხეილ სარჯველაძე

25 თებერვალი 2021, 21:44

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ: ეს არ არის თავსებადი ჩვენ კულტურასთან და ქართული სახელმწიფოს იდეასთან

ნებიმიერი ძალადობა არის დაუშვებელი. ეს არ არის თავსებადი ჩვენ კულტურასთან, და ქართული სახელმწიფოს იდეასთან, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი, მითუმეტეს, როდესაც ეს ეხება ჟურნალისტის წინააღმდეგ ძალადობას.

25 თებერვალი 2021, 21:41

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 9 568 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 568 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 345 ადამიანი გარდაიცვალა.

25 თებერვალი 2021, 21:35

მსოფლიო

ნატო სომხეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

ნატო სომხეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

სალომე ზურაბიშვილი

25 თებერვალი 2021, 21:34

საზოგადოება

პრეზიდენტი მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობისთვის ვადის გახანგრძლივებას მიესალმება

ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე მუშაობა საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, დეპუტატობის პერიოდში დაიწყო. ამ ეტაპზე საქართველოს პრეზიდენტი და იუსტიციის სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ საქართველოს მოქალაქეობის მიღება-შენარჩუნება-აღდგენის წესების გამარტივებაზე.

სალომე ზუურაბიშვილი

25 თებერვალი 2021, 21:26

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ: კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა

„ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს. მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა“, -აცხადებს პრეზიდენტი,

25 თებერვალი 2021, 21:18

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 19 886 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 19 886 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 308 ადამიანი გარდაიცვალა.

სალომე ზურაბიშვილი

25 თებერვალი 2021, 21:17

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: როცა დღეს საქართველოს ვინმე ადარებს რუსეთს და ნავალნის საკითხებს, ეს ასი წლის წინ დაღუპული ახალგაზრდების უდიდესი შეურაცხყოფაა

როცა დღეს საქართველოს ვინმე ადარებს რუსეთს და ნავალნის საკითხებს, ეს ასი წლის წინ დაღუპული ახალგაზრდების უდიდესი შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილი იუნკერების მემორიალთან განაცხადა, სადაც დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს გაიარა უმძიმესი დღეები, იყო მარცხიც, თუმცა აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა.

25 თებერვალი 2021, 21:13

მსოფლიო

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. სასანქციო სიაში ბელარუსის ხელისუფლებისა და ბიზნესის 88 წარმომადგენელია შეყვანილი, მათ შორის ალექსანდრე ლუკაშენკო.

ლევან ნიკოლეიშვილი

25 თებერვალი 2021, 21:08

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: საინტერესოა, ნათია მეზვრიშვილი როდის იყო გულწრფელი, როდესაც 20 ივნისის საქმეს იძიებდა თუ როდესაც ასეთი განცხადება გააკეთა

„შეიძლება ითქვას უცნაური განცხადებაა და მიუღებელიცაა ეს ყველაფერი გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები ასე უბრალოდ შეხედულებებს არ უნდა იცვლიდნენ, განსაკუთრებით ასე მძიმე საქმეებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

25 თებერვალი 2021, 21:07

საზოგადოება

სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის N1 სამხედრო ბაზაზე ჟვანიას სკოლამ 33 რეკრუტი გადაამზადა

სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის N1 სამხედრო ბაზაზე ჟვანიას სკოლამ 33 რეკრუტი გადაამზადა, - ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სასწავლო პროცესი წარმატებით 25-მა მსმენელმა დაასრულა. შესაბამისი სერტიფიკატები მათ ჟვანიას სკოლის დირექტორის მოადგილემ, პაატა კლდიაშვილმა და საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, ზაქარია კალანდაძემ გადასცეს.

25 თებერვალი 2021, 20:55

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 9 985 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 985 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 323 ადამიანი გარდაიცვალა.

25 თებერვალი 2021, 20:49

ტექნოლოგიები

მსოფლიოს მასშტაბით Facebook Messenger-ის მუშაობაში შეფერხება დაფიქსირდა

მსოფლიოს მასშტაბით Facebook Messenger-ი შეფერხებით მუშაობს. აღნიშნულ ინფორმაციას Downdetector-ი ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

25 თებერვალი 2021, 20:48

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ნიკა მელიაზე: პროკურატურამ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი არ ყოფილა, ბრალდებულის პატიმრობა

პროკურატურამ თავისი გადაწყვეტილებით დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი არ ყოფილა, კონკრეტულად ამ შემთხვევაში ბრალდებულის პატიმრობა, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც გამომდინარეობდა კანონიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროკურატურის მიზანი იყო კანონის ჩარჩოებში მოქცევა კონკრეტული ბრალდებულისა და მისი ქცევის და არა მისი პატიმრობა.

გია აბაშიძე

25 თებერვალი 2021, 20:48

პოლიტიკა

გია აბაშიძე: თუ ნათია მეზვრიშვილს ოპოზიციაში გადაბარგება სურს, ეს პირდაპირ განაცხადოს

ნათია მეზვრიშვილის გამოძიებით დადგინდა ის, რაც დადგინდა: რომ ნიკა მელია არის დამნაშავე. ორმაგი სტანდარტები ძალიან გამრავლდა ქართულ პოლიტიკაში, - ასე აფასებს ექსპერტი გიია აბაშიძე მთავრობის ამინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელისა და შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებას, რომელიც მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გააკეთა.