imedi /  14 იანვარი 2021, 14:21 / სანდო წყარო

ლევან სილაგავა: სახელმწიფომ დაადასტურა, რომ არ დაუშვებს ყოველდღიური მოხმარების პურზე ფასის გაძვირებას, ამიტომ ტენდერში მეტი სუბსიდირების თანხა ჩაიდება

ლევან სილაგავა

ლევან სილაგავა

დღეს ხორბლის ახალი პარტიების შემოთავაზება არის 270 დოლარი, როდესაც სექტემბერში 200 დოლარი იყო. ეს სერიოზული გაძვირებაა და თუ საექსპორტო ბაჟის გაორმაგებას ჩავთვლით, გაძვირების ეფექტით ერთი ტონა ხორბალი დაახლოებით 300 დოლარი იქნება , - ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მთავრობაში ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, რომ საექსპორტო საბაჟო გადასახადი გადაიხედოს და ერთ ტონაზე 25-დან 50 ევრომდე გაიზარდოს.

სილაგავას განმარტებით, ამ ფაქტმა უკვე გამოიწვია სერიოზული რყევები საერთაშორისო ბირჟებზე და ვინაიდან საქართველო საერთაშორისო ბაზრებზეა მიბმული, ეს მისთვისაც დიდი გამოწვევა იქნება.

„15 თებერვლიდან რუსეთი აწესებს კვოტირებას, ეს არის დაახლოებით 17 მლნ ტონის ფარგლებში. ანუ იმ ქვეყნების გარდა, რომლებიც არ არიან საბაჟო კავშირის წევრები, ვინც გამოიტანს რუსეთიდან ხორბალს, ის გადაიხდის კვოტირების ფარგლებში ბაჟს 25 ევროს ოდენობით ერთ ტონაზე.

ეს დაანონსებული იყო ჯერ კიდევ ორი თვის წინ და ვრცელდება ახალი მოსავლის აღებამდე, ანუ 2021 წლის პირველ ივლისამდე. თუმცა დღესდღეობით რუსეთის მთავრობაში მიდის მსჯელობა იმაზე, რომ საექსპორტო საბაჟო გადასახადი გადაიხედოს და 50 ევრომდე გაიზარდოს. ამან უკვე გამოიწვია საერთაშორისო ბირჟებზე სერიოზული რყევები. ტრენდი არის სერიოზულად აღმავალი, ჩვენც საერთაშორისო ბაზრებზე ვართ მიბმული, შესაბამისად, ეს ჩვენთვისაც სერიოზული გამოწვევა იქნება.

დღეს ხორბლის ახალი პარტიების შემოთავაზება არის 270 დოლარი, როდესაც სექტემბერში იყო 200 დოლარი. ეს არის სერიოზული გაძვირება და თუ საექსპორტო ბაჟის გაორმაგებას ჩავთვლით, გაძვირების ეფექტით, ერთი ტონა ხორბალი დაახლოებით 300 დოლარი იქნება“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.

ლევან სილაგავას განმარტებით, პურის ფასის შენარჩუნებისთვის ოთხთვიანი სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს.

მისი განცხადებით, სუბსიდირების პროგრამის პირველი ეტაპზე, პირველი დეკემბრიდან პირველი თებერვლის პერიოდში 10-ლარიანი სუბსიდირება საკმარისია და პურზე არსებული ფასი პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება.

როგორც სილაგავამ აღნიშნა, 25 იანვრისთვის უკვე უნდა გამოცხადდეს მეორე ტენდერი, რომ შემდეგ ორ თვეზე - თებერვალსა და მარტში პურის ფასი აგრეთვე შენარჩუნებული იყოს.

ლევან სილაგავას განმარტებით, სახელმწიფომ დაადასტურა, რომ არ დაუშვებს პურის გაძვირებას და ტენდერის პირობები გადაიხედება.

„პროგრამის მოქმედება დაიწყო 2020 წლის პირველ დეკემბერს და გრძელდება პირველ პრილამდე. პროგრამის არსი მდგომარეობს იმაში, რომ პურზე ფასი შენარჩუნებული იყოს, აქ საუბარია ყოველდღიური მოხმარების პურზე – ე.წ. ქარხნის პურზე და ბატონზე. პირველი 2- თვიანი პროგრამისთვის სახელმწიფომ გააკეთა ტენდერი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 8 წისქვილკომბინატმა და 52 პურის ქარხანას აწვდიან ფიქსირებულ ფასად, 53 ლარად ფქვილს იმისთვის, რომ პური არ გაძვირდეს. სუბსიდირების პროგრამის პირველი ეტაპი დაიწყო პირველ დეკემბერს და მთავრდება პირველ თებერვალს, შესაბამისად, ამ პერიოდში 10-ლარიანი სუბსიდირება საკმარისია და პურზეც ფასი შენარჩუნებული იქნება პირველ თებერვლამდე. თუმცა, 25 იანვრისთვის უკვე უნდა გამოცხადდეს მეორე ტენდერი, რომ მთლიანი 4-თვიანი პროგრამის მეორე ტენდერით, შემდეგ ორ თვეზე - თებერვალსა და მარტში პურის ფასი აგრეთვე იყოს შენარჩუნებული.

თავისუფალ ბაზარზე გაძვირებიდან გამომდინარე, დღეს ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი არის 68 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, მომავალ 2-თვიან ტენდენციაში სუბსიდირების პროგრამისთვის 10-ლარიანი დაფინანსება აღარ ყოფნის. ამიტომ, ეს პროგრამა, რომელიც მუშაობს, დადასტურებულად პურის ფასს არ აძვირებს პირველ თებერვლამდე.

რაც შეეხება მეორე ტენდერის პირობებს, თუ ტენდერის პირობები არ გადაიხედა, სახელმწიფო არ წავიდა ამ კუთხით, რომ ტენდერის პირობები შეცვალოს, მაშინ ფასი იქნება საბაზრო და პურის ფასიც გადაიხედება. თუმცა, სახელმწიფომ გუშინაც, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გელა ხანიშვილის სახელით დაადასტურა, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს პურის გაძვირებას და გადაიხედება ტენდერის პირობები, რათა პური არ გაძვირდეს, ტენდერში მეტი სუბსიდირების თანხა ჩაიდება. სავარაუდოდ, სუბსიდიის თანხა 15 ლარამდე გაიზრდება, რათა ყოველდღიური მოხმარების პურზე ფასი შენარჩუნდეს. ჩვენ ყველანაირი გათვლა გადავეცით უკვე სოფლის მეურნეობის სამინისტროს. საბოლოო გადაწყვეტილება არის ის, რომ პურზე ფასი არ უნდა გაძვირდეს, აქედან გამომდინარე, რა მიმართულებას, რა ტაქტიკას და რა მექანიზმს აირჩევს სახელმწიფო, მათი გადასაწყვეტია“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.

ყველა სიახლე

პიტ ჰეგსეტი

22 ივლისი 2026, 04:47

მსოფლიო

ჰეგსეტის შეფასებით, ირანის ომის დანახარჯმა 37.5 მილიარდ დოლარს მიაღწია

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის შეფასებით, ირანის ომის უახლესმა დანახარჯმა 37.5 მილიარდ დოლარს მიაღწია - ეს თითქმის 9 მილიარდით მეტია იმ ციფრებზე, რომლებსაც თავდაცვის დეპარტამენტი მანამდე ასახელებდა.

22 ივლისი 2026, 03:02

მსოფლიო

Euronews: სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა

სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა, - წერს Euronews-ი.

პიტ ჰეგსეტი

22 ივლისი 2026, 01:52

მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია

აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია. ამის შესახებ მან სენატში გამართული მოსმენისას, სენატორ კეიტი ბრიტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პიტ ჰეგსეტი

22 ივლისი 2026, 01:00

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სამშაბათს კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას.

22 ივლისი 2026, 00:07

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა

სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა - ამით მან დათმო პოზიციები და დაემორჩილა ზეწოლას მას შემდეგ, რაც თავდაცვის პოპულარული მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გადაყენებამ მისი პრეზიდენტობის მანძილზე ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, - წერს ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი.

21 ივლისი 2026, 23:29

მსოფლიო

საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა

საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა. საფრანგეთი გახდება ევროკავშირის პირველი სახელმწიფო, რომელიც მსგავს ზომას საკანონმდებლო დონეზე დანერგავს.

21 ივლისი 2026, 22:31

მსოფლიო

Euronews: პოლონეთის პოლიციის მონაცემებით, პოლონეთში უკრაინელებზე თავდასხმების რიცხვი იზრდება

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პოლიციამ უკრაინის მოქალაქეების მიმართ სავარაუდო სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ 180 შეტყობინება მიიღო, რაც 30%-იანი ზრდაა, - წერს Euronews-ი.

21 ივლისი 2026, 21:52

მსოფლიო

ტრამპი: ახლაც რომ შევწყვიტოთ ყველაფერი, ირანს 20-25 წელი დასჭირდება აღდგენისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებულ მიმდინარე ესკალაციასა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

კახა კალაძე

21 ივლისი 2026, 21:46

საზოგადოება

კახა კალაძე: ლეგენდარულ ქართველ მომღერალს, ქართული კულტურის ნამდვილ ელჩს, ნანი ბრეგვაძეს ვულოცავ 90 წლის იუბილეს. მისი განუმეორებელი ხმა, რომელიც არაერთ თაობას აღაფრთოვანებს, უკვე ჩვენი კულტურის ნაწილია

თბილისის მერი, კახა კალაძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.

დონალდ ტრამპი

21 ივლისი 2026, 21:20

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანის „პიკაქს მაუნთინის“ მიწისქვეშა ობიექტს მალე დაარტყამს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტს, „პიკაქს მაუნთინს“ „საკმაოდ მალე“ დაარტყამს.

21 ივლისი 2026, 21:18

საზოგადოება

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდა

შეხვედრაზე განხილული იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საპატრიარქოს კუთვნილებაში მყოფი ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს.

21 ივლისი 2026, 21:17

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ბრალდებულებს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

21 ივლისი 2026, 21:06

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

21 ივლისი 2026, 20:45

საზოგადოება

ბათუმში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა

ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა.

21 ივლისი 2026, 20:43

საზოგადოება

სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება.

21 ივლისი 2026, 20:39

საზოგადოება

მასშტაბური რეაბილიტაციის გამო რუსთაველის გამზირი 23 ივლისიდან 4 თვით იკეტება. როგორი იქნება სატრანსორტო მოძრაობის სქემა - დეტალები „ქრონიკაში“

23 ივლისის 00:00 საათიდან რუსთაველის გამზირი 4 თვით იკეტება - დედაქალაქის მთავარ არტერიაზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება. თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო საფარი და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა. იცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, გამზირზე მოხვედრა კი მხოლოდ ფეხით იქნება შესაძლებელი. მარიამ მელაშვილის სიუჟეტი.

21 ივლისი 2026, 20:36

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გაძლიერებული კონტროლი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა.

21 ივლისი 2026, 20:35

სამართალი

სპეცოპერაცია დიდ დიღომში - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციას ირანის ორი მოქალაქე ონლაინ-მაღაზიით გეგმავდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სპეცოპერაცია დიდ დიღომში და დალუქული ბინა გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის მცდელობისთვის ირანის ორი მოქალაქეა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკის გასაღებას სოციალურ ქსელში შექმნილი ონლაინ-მაღაზიით გეგმავდნენ. ანა ბერძენიშვილი გიამბობთ.

21 ივლისი 2026, 20:33

ეკონომიკა

სებ-ი ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმების შესახებ: ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის

„იმედინიუსმა“ ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმებასთან დაკავშირებით განმარტებისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა. პასუხად ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის.

21 ივლისი 2026, 20:31

ეკონომიკა

13-წლიანი უწყვეტი პროგრესი და ისტორიული მაქსიმუმი, საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში მსოფლიო ლიდერთა შორის დასახელდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში ლიდერობს. პირველი ადგილი ევროკავშირის კანდიდატებს შორის და მხოლოდ ერთი ნაბიჯი „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსამდე.