imedi /  26 იანვარი 2021, 17:10 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: ყოველი კვირის თავზე შევაფასებთ თითოეულ რეგიონში დადებითობის მაჩვენებელს და ეტაპობრივად გავხსნით სხვა დარგებსაც

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

დღევანდელი საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, კიდევ ერთხელ გაგვეცნო ტურისტული ინდუსტრიისთვის, რესტორნებისთვის და ზამთრის კურორტების წარმომადგენლებისთვის, თუ რა ლოგიკით მიიღება საკოორდინაციო საბჭოზე საბოლოო გადაწყვეტილებები ბიზნესის შეზღუდვების მოხსნის გრაფიკთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკურ გუნდს, ეპიდემიოლოგებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ღირებულია, რომ შეხვედრას, რომელიც სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ეკონომიკურ გუნდთან ერთად ამირან გამყრელიძე და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ესწრებოდნენ, რომელთაც ბიზნესის შეზღუდვების გახსნისთვის საჭირო კონკრეტული კრიტერიუმები დაასახელეს და ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ეგრეთ წოდებული, დადებითობის მაჩვენებელია.

ნათია თურნავას განმარტებით, ეს კრიტერიუმი ბიზნესისთვის გამჭვირვალე და გასაგებია. ასევე საუბარი შეეხო უკვე არსებულ შემსუბუქებას, მაგალითად აჭარაში, სადაც 1-ლი თებერვლიდან სარესტორნო ღია სივრცეები იწყებს ფუნქციონირებას და იხსნება სკოლები.

„ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით არასასურსათო ვაჭრობის საცალო ქსელები იხსნება, ცოტა ხანში გაიხსნება ღია და დახურული ტიპის ბაზრობები და ესაა საკმაოდ თამამი პირველი ნაბიჯები. ამასთანავე, როგორც ცნობილია, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ვაქცინაცია ტემპს იკრებს, ჯერ კიდევ არ არის დაძლეული პანდემია და პერიოდულად სხვადასხვა ევროპული და არა მარტო ევროპული ქვეყანა, შეზღუდვების დაწესებას მიმართავს. ამიტომ გარანტია ჯერჯერობით არ არსებობს და ჩვენ მივდივართ ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით. რაც მთავარია, ლოგიკა ავუხსენით ბიზნესებს და გვესმის, რომ ეს ლოგიკა კი არის გასაგები, მაგრამ შეიძლება კონკრეტულ საოჯახო სასტუმროს ბევრს არაფერს აძლევს, რადგან მართლაც ძალიან გასაჭირში არიან, სეზონი პრაქტიკულად იკარგება, თუმცა ისიც ხომ გასაგებია, რომ მათი დაკეტვა და უახლოეს პერიოდში არგახსნა ჩვენი ნება-სურვილი არაა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, არის მიდგომა, რომ გადაწყვეტილება არა მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნას მიღებული, არამედ რეგიონ-რეგიონ მოხდება სიარული, ყოველი კვირის თავზე დადებითობის მაჩვენებლის მონიტორინგი და აქედან გამომდინარე შესაძლებელი იქნება ეტაპობრივად სხვა დარგების გახსნა.

„ეკონომიკა მთლიანობაში გახსნილი გვაქვს, არ შეგვიზღუდავს არც მრეწველობა, არც სასურსათო ვაჭრობა, არც სოფლის მეურნეობა, არც მომპოვებელი და გადამამუშავებელი მრეწველობა, მაგრამ საუბარია იმ სფეროებზე, რომლებიც მსოფლიოში მაღალი რისკის მატარებლად არიან მიჩნეული და იმათაც ახლა ვხსნით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ ბიზნესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, ასევე დადებითია ის ფაქტი, რომ 1-ლი თებერვლიდან იხსნება ფრენები და საერთოდ უქმდება ნებისმიერი შეზღუდვა რეგულარულ ფრენებზე.

„მიმდინარე კვირაში რამდენიმე შეხვედრაა დაგეგმილი, მათ შორის ტუროპერატორებთან, თუ როგორ ვიმუშაოთ ვაქცინირებულ ტურისტებზე, რადგან ჩვენს რეგიონში ძალიან ბევრი ქვეყანაა, სადაც ვაქცინაციაგავლილ ადამიანებს საქართველოში ჩამოსვლა უნდათ და ჩვენ ამაშიც დავეხმარებით“, - დასძინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ყველა სიახლე

ალექსანდრ სტუბი

27 მარტი 2026, 17:05

მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტი: ირანში მიმდინარე ომი უკრაინას სასიცოცხლო ჟანგბადს აცლის

ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მთელი ყურადღება ახლა ირანს ეთმობა.

27 მარტი 2026, 16:49

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ელჩ კრისტოფ შპეტის შეხვდა

„ეუთო-ს (OSCE) მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში კრისტოფ შპეტთან შეხვედრაზე განხილვის ძირითადი საკითხი იყო ოკუპირებული რეგიონები. ვისაუბრეთ 18-19 მარტს გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 66-ე რაუნდზე და კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას ქართული მხარისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

27 მარტი 2026, 16:44

საზოგადოება

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და პროფესიულ კოლეჯს „აისი“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და პროფესიულ კოლეჯს „აისი“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს პროფესიული განათლებისა და გარემოსდაცვითი მიმართულებების განვითარების პროცესში.

გიორგი მიშელაძე

27 მარტი 2026, 16:34

საზოგადოება

გიორგი მიშელაძე: მიმდინარე წელს მიწის ფონდის შესახებ მონაცემები ოთხ რეგიონში განახლდება

საქართველოს მიწის რესურსების შესახებ ერთიანი ბაზის მონაცემები მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის ფაქტობრივი გამოყენებისა და მიწის საფარის ინფორმაციას, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯო ბაიდენი

27 მარტი 2026, 15:50

მსოფლიო

აშშ-ში გამოძიებას ითხოვენ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომლის მიხედვითაც უკრაინის მთავრობა ფარულ გეგმაზე მუშაობდა, რომ ამერიკის 2024 წლის არჩევნებში ბაიდენის საარჩევნო კამპანია ასობით მილიონი დოლარით დაეფინანსებინა

ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინის მთავრობა USAID-ის დახმარებით, ფარულ გეგმაზე მუშაობდა, რომ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანია ასობით მილიონი დოლარით დაეფინანსებინა, ამერიკელი კანონმდებლები გამოეხმაურნენ.

27 მარტი 2026, 15:48

საზოგადოება

თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან დასაქმების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის, ინიციატივით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და თბილისის საკრებულოსთან არსებულ ეთნიკური უმცირესობის საკოორდინაციო საბჭოს შორის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

27 მარტი 2026, 15:45

სპორტი

პარლამენტის სპორტის კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით

პარლამენტის რეგლამენტის 48-ე მუხლის შესაბამისად, სპორტის კომიტეტში სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროს განვითარების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. სამუშაო ჯგუფის მიზნებსა და საქმიანობის მიმართულებებზე კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ სანიკიძემ ისაუბრა.

27 მარტი 2026, 15:32

საზოგადოება

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართულ-ფრანგულ უნივერსიტეტსა და პროფესიულ კოლეჯებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართულ-ფრანგულ უნივერსიტეტსა და პროფესიულ კოლეჯებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. ინფორმაციას სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პრესსამსახური ავრცელებს.

27 მარტი 2026, 15:31

საზოგადოება

საქართველოში მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზა 20-წლიანი წყვეტის შემდეგ შეიქმნა

საქართველოს მიწის ფონდის შესახებ მონაცემების შეგროვება, დამუშავება და სისტემატიზაცია 20-წლიანი ინტერვალის შემდეგ შესაძლებელი გახდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ერთიანი ძალისხმევით. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

27 მარტი 2026, 15:29

საზოგადოება

ეკა კუპატაძე: წუხელ დაიჭირეს კიდევ ერთი! დაიჭირეს ლუკა კლადკინი, სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლისთვის. ამ იდიოტებს ჰგონიათ, რომ გიგას მკვლელობა თამაშია

წუხელ დაიჭირეს კიდევ ერთი! დაიჭირეს ლუკა კლადკინი, სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლისთვის, - წერს სოციალურ ქსელში მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე.

ვიქტორ ორბანი

27 მარტი 2026, 15:26

მსოფლიო

ორბანი ლატვიის პრემიერს ურჩევს მასზე თავდასხმის ნაცვლად, ზელენსკის მოსთხოვოს უნგრეთისთვის დაწესებული ნავთობის ბლოკადა მოხსნას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უსამართლო უწოდა ლატვიის პრემიერის, ევიკა სილინიას განცხადებას, სადაც მან უკრაინისთვის განკუთვნილი ევროკავშირის სესხის ბუდაპეშტის მხრიდან დაბლოკვა შანტაჟად შეაფასა და უნგრეთს ევროკავშირის შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდა.

27 მარტი 2026, 15:24

მსოფლიო

ცნობილი პირების წინააღმდეგ თურქეთში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჰანდე ერჩელმა სასამართლოს ჩვენება მისცა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ინსტიტუტში თმისა და სისხლის ნიმუშები ჩააბარა

სტამბოლის გენერალური პროკურატურის მიერ ცნობილი პირების მიმართ წარმოებული „ნარკოტიკების“ გამოძიების ფარგლებში მსახიობი ჰანდე ერჩელი სასამართლოში ჩვენების მისაცემად მივიდა. ინფორმაციას თურქული გამოცემა evrensel ავრცელებს.

გიორგი გაბუნია

27 მარტი 2026, 15:18

სამართალი

გიორგი გაბუნია 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით პაატა მანჯგალაძის განცხადებაზე: ეს იყო კარგად ორგანიზებული, გარედან კარგად მხარდაჭერილი და დაფინანსებული, უბინძურესი აქტი, რომელიც განხორციელდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომ ე.წ. მშვიდობიანი დამხობა აქციაზე ხალხის მისაყვანად ერთგვარი მარკეტინგული ხრიკი ეგონა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება.

27 მარტი 2026, 15:17

რეგიონი

მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა შავღელეს სადრენაჟო სისტემის მოდერნიზაციის პროექტი წარადგინა

პროექტის განხორციელების შედეგად, 700 ჰექტარ სახნავ-სათესი მიწის ფართობზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება დრენაჟის სერვისები, რაც დადებითად აისახება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე.

27 მარტი 2026, 15:14

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილება, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუჯეტის ფორმირების პროცესს ეხება.

27 მარტი 2026, 15:13

საზოგადოება

რევაზ სოხაძე თბილისის №209 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე თბილისის №209 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და მათ დეტალურად გააცნო ახალი სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებული მიმდინარე მდგომარეობა და დაგეგმილი ნაბიჯები. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

27 მარტი 2026, 15:12

რეგიონი

ოზურგეთში მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის საკითხებზე ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტები ქალაქ ოზურგეთში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

თენგიზ შარმანაშვილი

27 მარტი 2026, 15:10

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი პაატა მანჯგალაძის განცხადებაზე: ამდენი წელია პოლიტიკოსია. კარგად იცოდა, ეს 5 კაციანი ორგანო აცხადებდა, რომ ხელისუფლება უნდა გადმოიბარონ

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა მანჯგალაძის განცხადებას ეხმაურება.

თენგიზ შარმანაშვილი

27 მარტი 2026, 15:04

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ელენე ხოშტარიას პატიმრობის პერიოდში სხვადასხვა შუამდგომლობა იყო, თუმცა უამრავი წერილით ის ამბობდა, ნუ ერევით ჩემს საქმეში, თქვენი დახმარება არ მჭირდებაო

ელენე ხოშტარიას საქმეზე მოსამართლემ ყველა ის გარემოება ჩამოთვალა, რომელიც მას არასაპატიმრო სასჯელის გამოტანის საშუალებას არ აძლევდა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილი

27 მარტი 2026, 15:02

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სახელმწიფო ამბობს, რომ პატრიარქის არჩევის პროცესში არ ჩაერევა და ასე უნდა გააკეთონ სხვებმაც, სინოდი საკმაოდ ძლიერი ორგანიზაციაა იმისთვის, რომ არავის დაექვემდებაროს

საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია მიზნად ისახავს ეკლესიისთვის სახელის გატეხას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა.