30 იანვარი 2021, 14:43 / სანდო წყარო

ანდრია გვიდიანი: ნამახვანჰესი იქნება ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებაში

ანდრია გვიდიანი

ანდრია გვიდიანი

ნამახვანჰესი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იქნება ყველაზე დიდი ჰოდროელექტროსადგური, რომელიც აშენდება. ამ ჰიდროელექტრო სადგურს აქვს ბევრი როგორც ეკონომიკური, ისე ტექნიკური, ანუ ენერგეტიკული ბენეფიტი, - აცხადებს ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი.

მისივე განცხადებით, დაახლოებით 800 მილიონი ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, რაც ქვეყნისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

„ასევე, არის დასაქმების საკითხი. იცით, რომ დაახლოებით 2000-მდე ადამიანი დასაქმდება რეგიონში და ბუნებრივია ჩვენთვის სამუშაო ადგილების შექმნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ყველაზე მთავარი - ეს არის ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება და მე მიმაჩნია, რომ ნამახვანჰესი იქნება ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი სწორედ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებაში, იმდენად რამდენადაც ამ ჰესის ტექნიკური მაჩვენებლები და ფუნქცია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ენერგეტიკული ქსელის გამართულად და უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის. ამ ჰიდროელექტრო სადგურს აქვს წყლის შეგროვების საშუალება, ამდენად ეს ჰესი იქნება რეზერვის ფუნქციის შემსრულებელი ჩვენი ენერგეტიკული სისტემისთვის“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

ანდრია გვიდიანის განცხადებით, გარემოზე ზემოქმედების შესახებ ისეთი ადამიანებისგან ისმის კრიტიკა, რომლებიც დილეტანტები არიან და არ ესმით, რაზე საუბრობენ.

„თქვენ იცით, რომ როგორც ნამახვანზე ისე სხვა ჰიდროელექტროსადგურებზე კეთდება საკმაოდ დეტალური, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები, ისეთი დეტალური რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები სწორედ ასეთ ანგარიშებს ეყრდნობიან და გარდა ამისა თუ ენერგეტიკულ პროექტზე არ არის დეტალური კვლევები ჩატარებული გარემოზე ზემოქმედების კუთხით ასეთ პროექტებს ცხადია საერთაშორისი ფინანსური ინსტიტუტები არ დააფინანსებენ. აქედან გამომდინარე თითოეულ ჰიდროელექტროსადგირზე ტარდება დეტალური კვლევა და არ მიმაჩნია, რომ ეს საკითხი არის ისეთი ფაქტორი, რომელიც დამაბრკოლებელი უნდა იყოს ისეთი მნიშვნელოვანი მიზნისთვის, როგორიც არის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა. ნამახვანჰესი არის ის ელექტროსადგური, რომელიც იქნება ყველაზე მდგრადი, მას არანაირი დიდი გავლენა არ ექნება გარემოზე და ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე რომ სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებსაც თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესები ამოძრავებთ ცდილობენ დეზინფორმაციის გავრცელების გზით მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ და დანერგონ ანტი განწყობები ჰიდროელექტროსადგურების მიმართ.ვფიქრობ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით ბევრია სამუშაო“ - აღნიშნავს ანდრია გვიდიანი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში, ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა გააპროტესტა და აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა იმ ტერიოტრიაზე მისვლა სცადეს, სადაც რამდენიმე თვის წინ ჯვარი აღმართეს. სამართალდამცველებმა მათ ამის უფლება არ მისცეს და განმარტეს, რომ ადგილი, სადაც ჯვარია აღმართული არის კერძო საკუთრება, რასაც მცირე ხმაური მოჰყვა.

ყველა სიახლე

12 აპრილი 2021, 17:16

მსოფლიო

საფრანგეთში მოკლე მანძილზე ავიაფრენების აკრძალვა გადაწყვიტეს

გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ქვეყნის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირების სტრატეგიის ფარგლებში მიიღეს. ახლა კანონი საფრანგეთის სენატმა უნდა მიიღოს. თუ ასე მოხდება დოკუმენტი ფინალურ კენჭისყრაზე ეროვნულ კრებაზე გავა, რომელიც მას საბოლოოდ დაამტკიცებს.

12 აპრილი 2021, 17:11

მსოფლიო

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რასაც უკრაინასთან დაძაბულობის გამწვავება შეუძლია

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რასაც უკრაინასთან დაძაბულობის გამწვავება შეუძლია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

12 აპრილი 2021, 16:59

საზოგადოება

ალასანიას ქუჩაზე სკვერი მოეწყო

საბურთალოს რაიონში, ალასანიას ქუჩა N36-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის შედეგად, 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო LED განათების ქსელი, საჩრდილობელი, საფეხმავლო ბილიკები და საპარკე სკამები. ასევე, ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

12 აპრილი 2021, 16:52

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ომი არ გვინდა, მაგრამ ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებას არ დავუშვებთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამი ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში უფრო საშიში და სერიოზული საფრთხე არ არსებობს, ვიდრე ირანის ფანატიკური რეჟიმის მხრიდან მომავალი საფრთხე.

ალეკო ელისაშვილი

12 აპრილი 2021, 16:52

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს

მე პატივს ასეთ ხალხს ვცემ და არა ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჯერ ავკაცობენ და ხალხზე ძალადობენ, როცა ხელისუფლებაში არიან, შემდეგ კი ამ ქვეყნიდან გარბიან და საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

12 აპრილი 2021, 16:48

სპორტი

ხვალ თბილისის ოლიმპიური სასახლე საქართველოს თასის მატჩებს უმასპინძლებს

ხვალ, 13 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს თასის მატჩები გაიმართება. 4 შეხვედრის ფარგლებში, ერთმანეთს 8 გუნდი დაუპირისპირდება: ტიტები vs აფხაზეთი; კაკტუსი vs რუსთავი; დინამო vs ქუთაისი; ოლიმპი vs თსუ.

გიორგი ბარამიძე

12 აპრილი 2021, 16:45

პოლიტიკა

გიორგი ბარამიძე: ვადამდელი არჩევნები ჩვენი მთავარი მიზანია, სხვა ყველაფერი მეორეხარსიხოვანია

ვადამდელი არჩევნები არის ჩვენი მთავარი მიზანი, სხვა ყველაფერი მეორეხარსიხოვანია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია ,,პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ხელოვნური კრიზისის განმუხტვას სჭირდება ვადამდელი არჩევნები.

12 აპრილი 2021, 16:34

მსოფლიო

ჰაიტიში ხუთი მღვდელი და ორი მონაზონი გაიტაცეს

ჰაიტიში ხუთი მღვდელი და ორი მონაზონი გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

12 აპრილი 2021, 16:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დავპირდით „ევროპულ საქართველოს“, რომ 3 %-იანი პარტია იქნებოდა, თუმცა მალე ეს 3%-იც საოცნებო ექნებათ

ჩვენ დავპირდით „ევროპულ საქართველოს“, რომ 3 %-იანი პარტია იქნებოდა თუმცა როგორც აღმოჩნდა, გადაჭარბებით შევასრულეთ ეს დაპირება და 3%-იც საოცნებო იქნება მათთვის ნებისმიერ შემდგომ არჩევნებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

შსს

12 აპრილი 2021, 16:23

სამართალი

შსს: სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები. განცხადებას შსს ავრცელებს. უწყების განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.

არჩილ თალაკვაძე

12 აპრილი 2021, 16:22

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მეათე მოწვევის პარლამენტი ზედამხედველობის მანდატის განხორციელებაში აქტიურია და ეს კიდევ უფრო გაიზრდება - მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში

არჩილ თალაკვაძის თქმით, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს სულ უფრო მეტად იყენებს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დღეს წარმოდგენილი ორი ოპოზიციური პარტია. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ ამ მექანიზმების სრულფასოვნად გამოყენებას სჭირდება ოპოზიციის ის წარმომადგენლობა, რომელიც საზოგადოებამ აირჩია.

არჩილ თალაკვაძე

12 აპრილი 2021, 16:20

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი და მთავრობა მთლიანად ორიენტირებულია პრობლემების მოგვარებასა და იმ სამუშაოზე, რაც საზოგადოების საჭიროებებს პასუხობს

პარლამენტი და მთავრობა მთლიანად გადართული და ორიენტირებულია პრობლემების მოგვარებასა და იმ სამუშაოზე, რაც საზოგადოების საჭიროებებს პასუხობს, - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური მოლაპარაკებების გარდა, მათთვის ძალზედ პრიორიტეტულია, უპასუხონ ეკონომიკურ გამოწვევებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროებებს, რაც დღეს ქვეყანაში დგას.

ვატო შაქარაშვილი

12 აპრილი 2021, 16:16

პოლიტიკა

ვატო შაქარაშვილი: 9 აპრილის შეკრებაც და ორგანიზებული ძალის შექმნაც მხოლოდ ერთ მიზეზს ემსახურება

„აი ია“-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ახლადშექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობის მიზნებზე ისაუბრა. ვატო შაქარაშვილის თქმით, ქვეყანაში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს. მისი თქმით, ამისთვის, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ თავად აიღოს პასუხისმგებლობა ქართული პოლიტიკის გაჯანსაღებაზე. ამ მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი მომღერალი გია გაჩეჩილაძეა.

12 აპრილი 2021, 16:15

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: აგროტურიზმი არის ახალი შესაძლებლობა სოფლის განვითარების კუთხით, რომელიც კომპლექსურია და ჩვენს ახალ სტრატეგიაში პრიორიტეტად არის გამოცხადებული

„ასოციაციის წევრი ფერმერები აძლევთ მაგალითს ყველას, რომ ფერმერული საქმიანობა შეიძლება იყოს პრესტიჟული, ინოვაციური და წარმატებული. ფერმერთა ასოციაციის საქმიანობა მოტივაციას ზრდის ჩვენ სფეროში. მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელი სოფლის მეურნეობაში უპრეცედენტოდ წარმატებული და რეკორდული მაჩვენებლების იყო, რაც არის შედეგი ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის და დიდი დახმარების ჩვენი მხარდამჭერი დონორი ორგანიზაციების მხრიდან. რაც შეეხება აგროტურიზმს, ეს არის ახალი შესაძლებლობა სოფლის განვითარების კუთხით, რომელიც უფრო კომპლექსურია, ვიდრე სოფლის მეურნეობა და ჩვენ ახალ სტრატეგიაში პრიორიტეტად არის გამოცხადებული. ეს არის შესაძლებლობა, უშუალოდ ადგილზე გაყიდოს ფერმერმა თავის წარმოებული პროდუქცია და გრძელვადიანად უფრო მდგრადი იყოს მათი საქმიანობა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მეგი ბაქრაძე

12 აპრილი 2021, 16:07

სამართალი

მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის გამოკითხვას ითხოვენ

გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის გამოკითხვას ითხოვენ. მათი თქმით, სწორედ ლევან რატიანს შეუძლია სიცოცხლის დროინდელი დიაგნოზის დასმა. ამასთან, მთავარ მოთხოვნად ისევ რჩება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება.

12 აპრილი 2021, 16:04

სამართალი

ბათუმში, „სირცხვილიას“ ოფისში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული პირების საქმის განხილვა დასრულდა

„მიმაჩნია, რომ შესაძლებელი იყო მითითებით ან გაფრთხილებით ამ ფაქტის განმუხტვა. საერთოდ ვერ გავიგე, რა საჭირო იყო მოქალაქეების გარეთ გამოყვანა. მე ვნახე ვიდეოები და სხვა ადამიანები უფრო არღვევდნენ, ვიდრე ისინი, ვინც დააკავა პოლიციამ. არადა, ბევრი სამართალდარღვევის ფაქტი ვნახე. ბატონო გენრი, მე ვიზიარებ თქვენს პოზიციას, ვნახე რომ იცავდით მეუღლეს, მაგრამ არ დაგირღვევიათ კანონი. საერთოდ ვერ მივხდი, რა საჭირო იყო აღმკვეთის გამოყენება“, - აღნიშნა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ.

ენტონი ბლინკენი

12 აპრილი 2021, 15:59

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 13-15 აპრილს ბრიუსელს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 13-15 აპრილს ბრიუსელს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ნათია თურნავა

12 აპრილი 2021, 15:59

ეკონომიკა

ნათია თურნავა: უახლოეს დღეებში შევხვდებით არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებსა და ექსპერტებს, ყველას, ვინც დაინტერესებულია წვლილი შეიტანოს „ნამახვანიჰესის“ პროექტის გაუმჯობესებაში

ვფიქრობთ, უახლოეს დღეებში ფართომასშტაბიან შეხვედრებს გავმართავთ, რომელზეც არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს, ყველას, ვინც დაინტერესებულია და თვლის, რომ დადებითი წვლილი შეუძლია შეიტანოს „ნამახვანი ჰესის“ პროექტის არსებული კვლევების გაუმჯობესებაში ან უბრალოდ გაეცნოს კვლევებს, რომელთაც მათ გადავცემთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

12 აპრილი 2021, 15:55

COVID19

არჩილ თალაკვაძე: საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ, ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამსახურების რეკომენდაციები

„საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ, ზედმიწევნით დაიცვას უსაფრთხოების ის წესები, რაც ჯანდაცვის სამსახურების მიერ არის მოწოდებული. პირველ რიგში, ვიდრე ვაქცინაცია დასრულდება ეს არის დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება ნებისმიერი ახლო კონტაქტის დროს. ეს დაგვეხმარება, რომ მინიმალური ახალი შემთხვევებით გავიაროთ პერიოდი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიდრე ვაქცინაცია დასრულდება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

კელი დეგნანი

12 აპრილი 2021, 15:53

COVID19

კელი დეგნანი: შტატებისა და ევროპის მსგავსად, ვაქცინაციის მაჩვენებელი უკვე საქართველოშიც იზრდება

ვაქცინაციის პროცესს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი. დიპლომატის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ვაქცინის უსაფრთხოებაზე და მნიშვნელობის შესახებ ჰქონდეს ინფორმაცია. მისი განცხადებით, ეკონომიკის სრულად ასამუშავებლად, კოლექტიური იმუნიზაცია გადამწყვეტია.