imedi /  17 თებერვალი 2021, 17:32 / სანდო წყარო

მაია ცქიტიშვილი: რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა ისეა დაგეგმილი, რომ შესაძლებელი იყოს ეტაპობრივად ყველა იმ მონაკვეთის ექსპლუატაციაში შეყვანა, რომელიც მზად იქნება

სამი მონაკვეთის მშენებლობის დასრულების ვადა დაგეგმილია 2022 წლისთვის, ხოლო ბოლო, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთისა - 2023 წლისთვის, - განაცხადა რიკოთის მაგისტრალის სამშენებლო ვადებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სამუშაოები არ შეჩერებულა, პანდემიამ მაინც იმოქმედა პროექტზე, ვინაიდან მასზე მომუშავე ჩინური კომპანიების პერსონალის ჩამოსვლა იყო ერთ-ერთი პრობლემური საკითხი 2020 წლის დასაწყისშივე, ჩინეთში არსებული ეპიდსიტუაციის გამო.

,,აქედან გამომდინარე, მოგვიწია გარკვეული ვადების ცვლილება და ნაცვლად 2021-2022 წლისა თარიღმა გადაიწია 2022-2023 წლებისთვის. თუმცა, ამ გზის მოწყობა და მშენებლობა ისეა დაგეგმილი, რომ შესაძლებელი იყოს ეტაპობრივად ყველა იმ მონაკვეთის ექსპლუატაციაში შეყვანა, რომელიც მზად იქნება. ასე რომ, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვიმგზავროთ რიკოთის განახლებული გზის მონაკვეთებით“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ყველა სიახლე

07 მარტი 2021, 19:17

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: რადიკალურ ოპოზიციას სურს, ეს ჩანაწერები მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად გამოიყენოს

„მიუხედავად მათი ასეთი ქმედებებისა, „ქართული ოცნება“ უარს არასოდეს იტყვის კონსტრუქციულ და სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებებზე. შესაბამისად ჩვენ მზად ვართ დიალოგის გაგრძელებისთვის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მოგვიწოდებენ“,- ნათქვამია განცხადებაში.

დაკავება

07 მარტი 2021, 19:17

სამართალი

კახეთის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის სამი წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დააკავა

კახეთის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის სამი წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მოქალაქე დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და თელავის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებულიოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ა.ა.

თენგიზ ცერცვაძე

07 მარტი 2021, 19:01

COVID19

დაფიქსირდა თუ არა საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

„არის შეტყობინებები სხვადასხვა ადამიანებისგან, რომ მათ რეინფიცირება ჰქონდათ. ჯერ ასეთი ავადმყოფები იგზავნებიან ლუგარის ლაბორატორიაში, რომ გამოკვლეული იქნეს მათი დაავადების გამომწვევი შტამის გენეტიკური თავისებურებები. ჯერ არც ერთი შემთხვევა, მართლა რეინფიცირების არ დადასტურებულა ჩვენთან. ანუ, ის, ვინც ამბობს, რომ ხელახლა დაემართა, ჯერ არ დადასტურდა, რომ დაინფიცირებულია სხვა შტამით“,- განაცხადა ცერცვაძემ.

კანე ტანაკა

07 მარტი 2021, 18:43

სპორტი

მსოფლიოს უხუცესი ადამიანი იაპონიაში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღებს მონაწილეობას

ტანაკა 1903 წელს დაიბადა. მას 4 შვილი, 5 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი ჰყავს. 103 წლამდე ის თავისი ოჯახის მაღაზიაში მუშაობდა. ქალმა ორჯერ დაამარცხა კიბო. მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ტანაკას წარსულზე ლაპარაკი არ უყვარს და ყურადღებას აწმყოსა და მომავალზე ამახვილებს.

თელავში 27 წლის ახალგაზრდამ მშობლები და ბებია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

07 მარტი 2021, 18:42

სამართალი

თელავში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 27 წლის ახალგაზრდა ცხელ კვალზე დააკავა

მოკლულია თელავის მეოთხე საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ ხოსმაზარაშვილი. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ბიჭს ბოლო დროს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ახალგაზრდამ უნივერსიტეტში აკდემიური აიღო. მეზობლების თქმით, აკო აბრამიშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში სახლიდან იყო წასული და მას ოჯახი ვერ უკავშირდებოდა.

რომის პაპი ფრანცისკე

07 მარტი 2021, 18:13

მსოფლიო

პაპმა ფრანცისკემ ერაყში, ისლამური სახელმწიფოს მიერ განადგურებული სამლოცველოს ნანგრევებთან ილოცა

ლოცვის შემდეგ პაპი ქარაქოშში ქრისტიანებს შეხვდა. ხვალ კი ირბილში, მასობრივი მესის ჩასატარებლად ჩავა. ფრანცისკე სტადიონზე იქადაგებს და მის მოსასმენად სავარაუდოდ 10 ათასამდე ადამიანი მივა.

07 მარტი 2021, 18:12

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 403 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 403 ადამიანს გამოუვლინდა, 3 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 236,768 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,241 ადამიანი. ვირუსისგან 229,718 პაციენტი განიკურნა.

07 მარტი 2021, 17:46

სამართალი

თელავში 30 წლამდე კაცმა სავარაუდოდ მშობლები და ბებია მოკლა

თელავში 30 წლამდე კაცმა სავარაუდოდ მშობლები და ბებია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ გოშაძის ქუჩაზე მოხდა. მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მინდინარეობს (სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლი).

07 მარტი 2021, 17:11

სპორტი

საბა ლობჟანიძის შესრულებული საგოლე გადაცემის შედეგად, „ანკარაგუჩუმ“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა

საბა ლობჟანიძის შესრულებული საგოლე გადაცემის შედეგად, „ანკარაგუჩუმ“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა თურქეთის სუპერ ლიგის 29-ე ტურის დაპირისპირება, სადაც საბა ლობჟანიძის „ანკარაგუჩუმ“ გასვლით შეხვედრაში ჩემპიონატის ათეულში მყოფი „კარაგუმრუკი“ ანგარიშით 1-0 დაამარცხა. მატჩში ერთადერთი გოლი სტუმართა ნახევარმცველმა ალფერ ფოთუქმა, სწორედ ქართველი ფორვარდის საგოლე გადაცემის შედეგად გაიტანა.

ირაკლი ქადაგიშვილი

07 მარტი 2021, 17:08

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე: ესაა უსუსური მცდელობა, ჩაშალონ გარკვეული მოლაპარაკებები და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება

ესაა მათი ბოლო „პოლიტიკური იარაღი“. ყველა სხვა მინდორზე, რასაც პოლიტიკა ჰქვია, ისინი დამარცხდნენ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს.

07 მარტი 2021, 17:06

საზოგადოება

ბექა ფერაძე: მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტიდან შიდა სივრცეებში სარესტორნო ბიზნესი იხსნება, ცოცხალი მუსიკის შესრულება კვლავ შეზღუდვად რჩება

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ, 8 მარტიდან რეგულაციების ნაწილი მსუბუქდება, 1-ელ აპრილამდე კვლავ შეზღუდვად რჩება სარესტორნო ბიზნესში ცოცხალი მუსიკის შესრულება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი კულტურული ღონისძიების მასშტაბი გაცილებით დიდია და როგორც ხალხის მობილობის გაკონტროლება, ასევე, რეგულაციების დაცვა ძალიან ძნელია.

იაგო ხვიჩია

07 მარტი 2021, 16:49

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერი გამოგდებულია, იმისთვის რომ მოლაპარაკების პროცესს საფრთხე შეექმნას

„შესაბამისად ბევრი უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ მოლაპარაკების პროცესის წინ ასეთი ჩანაწერების გამოგდება იკითხება, როგორც პირდაპირი მიზანი, მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდეს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

07 მარტი 2021, 16:33

სპორტი

ამერიკის სტუდენტური ლიგის რეგულარული სეზონი სანდრო მამუკელაშვილმა ორმაგი დუბლით, მისმა გუნდმა კი მარცხით დაასრულა

ამერიკის სტუდენტური ლიგის რეგულარული სეზონი სანდრო მამუკელაშვილმა - ორმაგი დუბლით, მისმა გუნდმა სეტონ ჰოლმა კი მარცხით დაასრულა. სეტონ ჰოლი ბოლო ტურში სენტ ჯონსს სტუმრად დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ მამუკელაშვილის გუნდმა პირველი ტაიმი 10 ქულით მოიგო, საბოლოოდ 71:81 დამარცხდა.

დავით მათიკაშვილი

07 მარტი 2021, 16:24

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ერთადერთი, ვისაც საქართველოში არ სურს მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეთა დასხდომა და რეალური გადაწყვეტილების მიღება „ნაციონალური მოძრაობაა“

ნოდარ მელაძისგან და „ტვ პირველისგან“ ნამდვილად მიჩვეული ვართ ტყუილების ტირაჟირებას ფაქტების, ფალსიფიციკაციას, ფალსიფიცირებული რეპორტაჟებსა და გაყალბებულ სიუჟეტებს, ამიტომ ამ კონტექსტით თუ ვიმსჯელებთ მელაძისგან და „ნაციონალური მოძრაობისგან“ გასაკვირი ნამდვილად არაფერია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მოლაპარაკების ჩასაშლელად ყველა გზას იყენებს.

ჰასან როუჰანი

07 მარტი 2021, 16:24

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტმა ბირთვული შეთანხმების ვალდებულებების შესრულებისკენ დაბრუნების წინაპირობა დაასახელა

„როგორც კი აშშ უკანონო სანქციებს მოხსნის და მუქარისა და ზეწოლის პოლიტიკაზე უარს იტყვის, ირანი მზად არის დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ბირთვული შეთანხმების ვალდებულებების შესასრულებლად“, - განაცხადა როუჰანიმ.

07 მარტი 2021, 16:17

სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტაშკენტის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტაშკენტის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა. შეჯიბრის ბოლო დღეს ტატამზე 5 ქართველი ძიუდოისტი გავიდა, მაგრამ ფინალურ ბლოკამდე მისვლა ვერცერთმა შეძლო. უშანგი მარგიანი (90 კგ) 1/4-ფინალში უნგრელ კრისტიან ტოტის შეხვდა და დამარცხდა, რის შედეგადაც რეპეშაჟში გადაინაცვლა, მაგრამ სამწუხაროდ იქაც პირველივე დაპირისპირება უზბეკი შერმუხამად იანდრეევთან წააგო და მედლის გარეშე დარჩა.

ლანა გალდავა

07 მარტი 2021, 16:03

პოლიტიკა

ლანა გალდავა ნიკოლოზ მეტრეველს პასუხობს

„ნიკოლოზ, შენს სტატუსს აკადემიური სიტყვათა წყობით ვერ გამოვეხმაურებოდი, პრინციპში, არც იმსახურებ. ბავშვიც კი ხვდება, რომ რასაც დაუწერენ, ყველაფერი არ გაიმეოროს. ეს სტატუსი იმდენად ნულს ქვემოთ ნიშნულზეა და გაშიშვლებს პიროვნულად, რომ მეტ ლუსტრაციას ვერავინ მოგიხერხებდა, თავად მოახერხე თვითლუსტრაცია და საკმაოდ მდარედ“.

ლიონელ მესი

07 მარტი 2021, 15:57

სპორტი

მესიმ „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა

მესიმ „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა. კატალონიის „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ლიონელ მესიმ საკუთარი ხმა დააფიქსირა, არგენტინელი სუპერ ვარსკვლავი არჩევნებზე ხმის მისაცემად ვაჟთან, ტიაგო მესისთან ერთად მივიდა. აღნიშნულის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას გავლენიანი მედია სააგენტო ESPN-ი ავრცელებს.

07 მარტი 2021, 15:57

რეგიონი

საქართველოს ქალაქები, სადაც 8 მარტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალებს უფასოდ მოემსახურება

ხვალ, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალებს უფასოდ მოემსახურება ბათუმსა და ქუთაისში. თელავში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში მუშაობს, მგზავრობა არა მხოლოდ ქალებისთვის და არა მხოლოდ ხვალ, არამედ კიდევ რამდენიმე თვე უფასო იქნება ყველა მგზავრისთვის.

07 მარტი 2021, 15:49

სპორტი

მარადონას გარდაცვალებიდან 100 დღე გავიდა

ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებიდან 100 დღე გავიდა. სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი 2020 წლის 25 ნოემბერს დაიღუპა. არგენტინის შემდეგ ყველაზე მეტად ეს ამბავი ნეაპოლში განიცადეს, სადაც, დღემდე „ნაპოლის“ საშინაო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიასთან უამრავი ადამიანი მიდის და მის ხსოვნას პატივს მიაგებს.