ნინო წილოსანი მინისტრებს: რამდენად უსაფრთხოა ნამახვან ჰესის მშენებლობის როგორც ეკონომიკური და ფინანსური მოდელი
ნინო წილოსანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ხელშეკრულების რა ნაწილი, რა პირობა გვიქმნის იმის ფიქრის საფუძველს, რომ ნამახვან ჰესის ამ პირობებში და ამ ხელშეკრულებით აშენება იქნება ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოების გარანტია, - აღნიშნული კითხვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა მიმართა.
დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მოხსენებას მოუსმინეს, რომელიც რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ პეტიციას შეეხებოდა.
ნინო წილოსანი ენერგოუსაფრთხოებისა და გარემოზე ზემოქმედების საკითხებით, ასევე, კონსენსუსის შესაძლებლობით დაინტერესდა. მისივე შეფასებით, ჰესებთან დაკავშირებულ განცხადებებს მინისტრების მხრიდან კონკრეტული, არგუმენტირებული პასუხები უნდა გაეცეს.
„გასაგებია, ზოგადად ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობა, თუმცა, ამ კონკრეტული ხელშეკრულების პირობებში, თუ შეგიძლიათ, გვითხრათ, ხელშეკრულების რა ნაწილი, რა პირობა გვიქმნის იმის ფიქრის საფუძველს, რომ ნამახვან ჰესის ამ პირობებში და ამ ხელშეკრულებით აშენება იქნება ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოების გარანტია, მათ შორის, ხომ არ გამოიწვევს ის ტარიფის გაზრდას ელექტროენერგიაზე და კონკრეტული დასაბუთება გვინდა, რა არგუმენტი უნდა გვიმყარებდეს ამ მოსაზრებას. ასევე, არაერთი კვლევა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ რჩევა არის იმასთან დაკავშირებით, რომ გარანტირებული შესყიდვები გარკვეულ რისკებს შეადგენს. შესაბამისად, იყო "ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებითაც ასეთი მოსაზრებები გამოთქმული და მინდა, თქვენგან მოვისმინოთ, რამდენად უსაფრთხოა როგორც ამ ჰესის მშენებლობის ეკონომიკური და ფინანსური მოდელი და რატომ უნდა ვიყოთ გარანტირებული, რომ ის არ წარმოადგენს ფისკალურ რისკებს?
ნამახვანის ჰესებში მონაწილე წამყვანი ინვესტორი ნორვეგიული კომპანია „ქლინ ენერჯი გრუპი“, იყო პასუხისმგებელი შუახევ ჰესზე მომხდარ ინცინდენტზე, როდესაც ახლადაშენებული ჰესის გვირაბი, გაშვებიდან ორი თვის შემდეგ, რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა, ამიტომ, გვჭირდება კონკრეტული დასაბუთება, რატომ არის ეს კომპანია ჩვენი ნდობის ღირსი და რითი გვაქვს გადაზღვეული ეს პროცესი.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს მხოლოდ სამინისტროს რესურსით ამოწმებთ თუ გარდა იმ ნაწილისა, რაზეც ისაუბრეთ, რომ იგივე, ტვიშთან მიმართებაში კონკრეტული რისკები იქნა გადაზღვეული. რა გვაძლევს იმის გარანტიას, რომ სოლიდური, გარე ორგანიზაციები იყო ჩართული ან აქ სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც გადააზღვიეს ეს რისკები და სახელმწიფოსთან ერთად იმუშავეს ამ ყველაფერზე.
თქვენ იყავით იქ ადგილზე, იცნობთ ამ პეტიციებს, ყველა აქ მსხდომი ადამიანის არგუმენტებს და მაინტერესებს თქვენი კონკრეტული მოსაზრებები, სად ხედავთ კონსენსუსის შესაძლებლობას, ანუ, რა მოთხოვნებს აკმაყოფილებთ ამ ეტაპზე და რა რჩება ღია, რომ ჩვენც ნათლად ვიცოდეთ“, - მიმართა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს.
ყველა სიახლე
23 სექტემბერი 2026, 12:12
რეგიონი
ცესკოს პრესსპიკერის შეხვედრა გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ბანაკის მონაწილეებს ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი შეხვდა.
23 სექტემბერი 2026, 12:07
საზოგადოება
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
25 სექტემბერს, 09:00 საათიდან საგზაო მოძრაობა სრულად შეიზღუდება სლავა მეტრეველის ქუჩაზე, ხოლო 15:00 საათიდან სტადიონის მიმდებარედ ნაწილობრივ შეიზღუდება დავით ყიფიანისა და ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩებზე.
23 სექტემბერი 2026, 11:52
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები.
23 სექტემბერი 2026, 11:40
საზოგადოება
გივი მიქანაძემ ქუთაისისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა
გივი მიქანაძემ პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისთვის და საქმისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
23 სექტემბერი 2026, 11:37
რეგიონი
რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით 38 ათას ტონამდე ყურძენი არის გადამუშავებული.
23 სექტემბერი 2026, 11:32
მსოფლიო
მარკო რუბიო დღეს სერგეი ლავროვს შეხვდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუბიოსა და ლავროვის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გაიმართება.
23 სექტემბერი 2026, 11:27
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე „კორძის“ კონცერტზე: ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმის, სიძულვილის წახალისებას. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულია ყველაფერი, ჰერჩინსკი აგრძელებს სირაქლემას პოზიციაში ყოფნას
ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმის, სიძულვილის წახალისებას. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულია ყველაფერი, ჰერჩინსკი აგრძელებს სირაქლემას პოზიციაში ყოფნას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ „ქრონიკასთან“.
23 სექტემბერი 2026, 11:20
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: განმარტებები უნდა გააკეთონ ევროკავშირმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, რატომ ხდება კიდევ კანონის გვერდის ავლით სხვადასხვა რადიკალური ოპოზიციის ღონისძიებების დაფინანსება - ჩვენს კანონმდებლობას უნდა დაემორჩილოს ნებისმიერი ევროპული ქვეყანა
ევროკავშირმა განმარტებები უნდა გააკეთონ ევროკავშირმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, რატომ ხდება კიდევ კანონის გვერდის ავლით სხვადასხვა რადიკალური ოპოზიციის ღონისძიებების დაფინანსება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ბახმაროში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით გაიმართა.
23 სექტემბერი 2026, 11:19
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ხან სხვადასხვა სახელმწიფოს საელჩო, ხან თავად ევროკავშირი აფინანსებს და აქეზებს ბულინგსა და შეურაცხყოფას, რათა საქართველოში პროცესების ესკალაცია მოხდეს
„მაინტერესებს, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში თუ გინახავთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რაიმე პროექტი, რომელიც საქართველოს სასიკეთოდ განხორციელდა?“ - ეს კითხვა დასვა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რას ემსახურება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ბახმაროს სემინარის ჩატარება.
23 სექტემბერი 2026, 11:18
მსოფლიო
CNN: FBI საკუთარ ქსელზე სავარაუდო კიბერშეტევის ფაქტს იძიებს
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) საკუთარ ქსელებში სავარაუდო შეღწევის ფაქტს იძიებს. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამშაბათს ცნობილმა კიბერკრიმინალურმა ჯგუფმა Shiny Hunters განაცხადა, რომ FBI-ის ათასობით აგენტის პირადი მონაცემები მოიპოვა.
23 სექტემბერი 2026, 11:17
ეკონომიკა
საქართველოსა და უნგრეთის ცენტრალურ ბანკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა უნგრეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტს პიტერ ბენო ბანაის შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
23 სექტემბერი 2026, 11:14
მსოფლიო
უიტკოფი და კუშნერი დღეს უკრაინისა და ევროპული დელეგაციების წევრებს შეხვდებიან
აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი დღეს უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფსა და ევროკავშირის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს შეხვდებიან. მედიის ცნობით, შეხვედრაზე ისინი უკრაინის წინადადებებს განიხილავენ.
23 სექტემბერი 2026, 11:12
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს და ერთ პირს ბრალი წარუდგინეს.
23 სექტემბერი 2026, 11:11
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძემ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას უხელმძღვანელა
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი სხდომა გამართა. შეხვედრას ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე უძღვებოდა. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
23 სექტემბერი 2026, 11:07
მსოფლიო
ტრამპმა უიტკოფის, კუშნერისა და ირანის ოფიციალური პირების შეხვედრა დადებითად შეაფასა -„ბევრი კარგი იდეა გაჟღერდა“
„მედიატორები აქ იმყოფებოდნენ. არა ყველაზე მაღალი დონის წარმომადგენლები, თუმცა ესეც უკვე რაღაცას ნიშნავს. გაჟღერდა ბევრი კარგი იდეა და ბევრი რამ ძალიან კარგად ვითარდება. მათ ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდათ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - დასძინა ტრამპმა.
23 სექტემბერი 2026, 11:06
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს - სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან ბექა ფერაძესთან ერთად, ბათუმის შემდეგ, დედაქალაქში გამართა მორიგი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან. მხარეებმა სამშენებლო სექტორში არსებული რისკების ეფექტიან მართვასა და უბედური შემთხვევების პრევენციის მექანიზმებზე იმსჯელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
23 სექტემბერი 2026, 10:53
ტექნოლოგიები
ტროაში 2800 წლის აგორა აღმოაჩინეს, რაც იმის ნიშანია, რომ ომის შემდეგ ქალაქში არ დაცარიელებულა
აქამდე მიჩნეული იყო, რომ ტროას დაცემის შემდეგ (ძვ. წ. 1184 წ.) ქალაქი საუკუნეების განმავლობაში სრულიად მიტოვებული იყო, სანამ ძვ. წ. VIII საუკუნეში იქ ეოლიელი ბერძნები არ დასახლდნენ და მას „ილიონი“ არ უწოდეს. თუმცა, ახალმა აღმოჩენამ - აგორამ, სამხრეთ ჭიშკრისკენ მიმავალმა მოკირწყლულმა გზამ და რკინის ხანის კერამიკამ ეს ჰიპოთეზა უარყო. გათხრების ხელმძღვანელის მოადგილის, რეიჰან ქორფეს განმარტებით, ახალი მოსახლეები ტროას დაცემიდან სულ რაღაც 80-90 წელიწადში გამოჩნდნენ და სახლების ასაშენებლად ქალაქის ძველი გალავანი გამოიყენეს.
23 სექტემბერი 2026, 10:43
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,წითელი ხიდი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
23 სექტემბერი 2026, 10:43
ეკონომიკა
ნათია თურნავა ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს იასმინა სელიმოვიჩს შეხვდა
შეხვედრა რეგიონის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა. მხარეებმა ორ ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგადახდო სისტემების განვითარებასა და ამ მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ დიალოგი და ინფორმაციის გაცვლა ხელს შეუწყობს თანამედროვე, ეფექტიანი და უსაფრთხო საგადახდო სისტემებისა და ფინანსური სერვისების განვითარებას. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების თაობაზე.
23 სექტემბერი 2026, 10:42
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო პრიორიტეტები განიხილეს.


