ვახტანგ ჭარაია „ნამახვანჰესზე“: ძალიან სამწუხაროა, რომ „დაინტერესებულ პირებს“ არც კი აინტერესებთ, რა შემხვედრ ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო
ვახტანგ ჭარაია
ფოტო: IMEDI
ძალიან სამწუხაროა რომ „დაინტერესებულ პირებს“ არც კი აინტერესებს, რა შემხვედრ ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო და ინვესტორი და რას იტყვიან უშუალოდ იმ დარგის სპეციალისტები, რომლებთანაც (ერთი შეხედვით) ყველაზე მწვავე შეკითხვები არსებობდა, - ამის შესახებ Facebook-ზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით წერს.
„ძალიან სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა დღეს ქუთაისში, სადაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა უბრალოდ ჩაშალეს შეხვედრა ზუსტად იმ ადამიანებთან, ვისაც პასუხი უნდა გაეცა ჰესის ტექნიკურ მახასიათებლებზე, რომელზეც ხდებოდა ხოლმე მთელი ამ დროის განმავლობაში პრეტენზიების წაყენება. ეს არამხოლოდ სამწუხაროა, არამედ ეჭვებსაც აჩენს. არადა, მინისტრებმა დღეს ძალიან სერიოზული წინადადებები ჩაიტანეს ქუთაისში:
- „ნამახვანჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, სანამ კვლევები არ გადამოწმდება!
- ჰესის მშენებლობას მხოლოდ დამხმარე ინფრასტრუქტურის ნაწილში გააგრძელებს და არ დაიწყებს ჰესის კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას, სანამ არ გადამოწმდება წარმოდგენილი კვლევები, რომლებიც აქამდე ეჭვს ბადებდა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში;
- ამ კვლევებისთვის სახელმწიფო დაიქირავებს დამოუკიდებელ ექსპერტებს;
- შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონ ლარიანი ფონდი, რომელშიც კონტრიბუციას როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო შეიტანს და დააფინანსებს ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირბოროტო პროექტს.
- დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს და უზრუნველყოფს მეტ გარანტიას, რომ ქართველი დასაქმებულების უფლებები სათანადოდ იყოს დაცული.
- ასევე შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან, რომელიც პროექტს ზედამხედველობას გაუწევს, რომ პროექტის უსაფრთხოებაზე ეჭვები გამოირიცხოს.
აქამდე იყო პრეტენზია, რომ ფინანსურად არ გვაწყობდა ეს პროექტი და გაირკვა, რომ ასე არ ყოფილა. ახლა მთავარი აქცენტი ოპონენტებმა გადაიტანეს უსაფრთხოებაზე, რაც აგრეთვე სუსტი არგუმენტებითაა გამყარებული, თუმცა ამასაც დიდი ყურადღება დაეთმობა, მაგრამ ახლა ოპონენტებს ამის მოსმენაც არ სურთ და ღმერთმა იცის, კიდევ რას მოიფიქრებენ.
დასკვნები თქვენთვის მომინდია. თუმცა, ძალიან სამწუხაროა რომ „დაინტერესებულ პირებს“ არც კი აინტერესებს, რა შემხვედრ ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო და ინვესტორი და რას იტყვიან უშუალოდ იმ დარგის სპეციალისტები, რომლებთანაც (ერთი შეხედვით) ყველაზე მწვავე შეკითხვები არსებობდა.
ყველა სიახლე
31 მაისი 2026, 10:20
საზოგადოება
პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20:00 საათიდან 23:00 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდების მიმდებარე ტერიტორიიდან ნოე რამიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 1 ივნისის ჩათვლით, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში გზის ცალკეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულია საპატრულო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
31 მაისი 2026, 10:14
მსოფლიო
აშშ-ის ავიაციამ ირანისკენ მიმავალ გამბიურ გემს რაკეტა ესროლა
„ამერიკულმა თვითმფრინავმა გემი მწყობრიდან გამოიყვანა და სამანქანო განყოფილებაში რაკეტა Hellfire ესროლა მას შემდეგ, რაც Lian Star-ის ეკიპაჟი მოთხოვნებს არ დაემორჩილა. გემი ირანის მიმართულებით აღარ გადაადგილდება“, - აღნიშნულია CENTCOM-ის განცხადებაში.
31 მაისი 2026, 10:13
რეგიონი
ანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდზე დაზიანებული ნაწილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
31 მაისი 2026, 10:12
საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.
31 მაისი 2026, 10:08
საზოგადოება
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.
31 მაისი 2026, 10:06
საზოგადოება
საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა
საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.
31 მაისი 2026, 10:03
საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.
31 მაისი 2026, 09:40
მსოფლიო
Reuters: აშშ ევროპაში განთავსებული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის დაჩქარებას გეგმავს
აშშ ევროპაში განთავსებული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის დაჩქარებას გეგმავს. ცნობას Reuters-ი გერმანულ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 მაისი 2026, 09:20
საზოგადოება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
31 მაისი 2026, 09:09
კულტურა
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ - დავით თორაძის შემოქმედებითი საღამოთი გაიხსნა
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ფონდი „ქართული გალობის“ მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ - დავით თორაძის შემოქმედებითი საღამოთი გაიხსნა.
31 მაისი 2026, 09:01
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
31 მაისს ქუთაისში დღისით +20 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე ნალექიანი იქნება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
31 მაისი 2026, 08:34
მსოფლიო
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ, პარიზის ქუჩებში არეულობის დროს 79 ადამიანი დააკავეს
პარიზში, სტადიონ „პარკ დე ფრანსთან” ახლოს პოლიციასა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
31 მაისი 2026, 08:09
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: საჭიროა სომხეთის, მოლდოვის, ბალტიის ქვეყნების, აზერბაიჯანის მხარდაჭერა, უნდა მოიძებნოს გზები ქართველი ხალხის მხარდასაჭერადაც. ეს საერთო ევროპული ამოცანაა, არავინ უნდა დავკარგოთ
არავინ უნდა დარჩეს მხარდაჭერის გარეშე. ევროპას არცერთი ქვეყნის დაკარგვის უფლება არ აქვს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ის რუსეთის მიერ სომხეთის მისამართით გაჟღერებულ მუქარას გამოეხმაურა.
31 მაისი 2026, 01:27
სამართალი
„სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩემს ნაცვლად აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებებს. გთხოვთ, ნურავინ ისაუბრებს ჩემს ნაცვლად და ეს ფაქტი, რაც მოხდა, მომავალშიც იქნება მაგალითი სხვებისთვის, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც ასე მოიქცევა“ - გორის ინციდენტისას დაზარალებული ლოცულაშვილის ძმა მის მოსაზრებას აქვეყნებს
გიგლა ლოცულაშვილი მისი ძმის - გორის ინციდენტისას დაზარალებულის, პაპუნა ლოცულაშვილის მოსაზრებას აქვეყნებს.
31 მაისი 2026, 00:00
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან.
30 მაისი 2026, 23:19
სპორტი
შალვა პაპუაშვილი: არ არსებობს ლიგა, სადაც ქართველებს სიტყვა არ გვეთქმის. და არ არსებობს თასი, რომელზეც ქართველებს პრეტენზია არ გვაქვს - გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავს. „არ არსებობს ლიგა, სადაც ქართველებს სიტყვა არ გვეთქმის. და არ არსებობს თასი, რომელზეც ქართველებს პრეტენზია არ გვაქვს! გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას!
30 მაისი 2026, 23:12
სპორტი
პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავენ
საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავენ. ზედიზედ მეორედ - ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.
30 მაისი 2026, 23:04
სპორტი
კახა კალაძე: არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა. ძვირფასო ხვიჩა, გულით გილოცავ ამ უდიდეს მიღწევას!
„არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა. ძვირფასო ხვიჩა, გულით გილოცავ ამ უდიდეს მიღწევას!“ - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე.
30 მაისი 2026, 23:00
სპორტი
ზედიზედ მეორედ - ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ეს გუნდისთვის ზედიზედ მეორე გამარჯვებაა. თამაშის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა.
30 მაისი 2026, 21:46
რეგიონი
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერში პატარებისთვის მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები მოეწყობა
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერში პატარებისთვის მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები მოეწყობა.


