imedi /  25 მარტი 2021, 12:38 / სანდო წყარო

სებ-ი: თებერვალში როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 258.56 მლნ ლარით (0.68 პროცენტით) გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 38.43 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 186.87 მლნ ლარით, ანუ 1.11%-ით , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 71.69 მლნ ლარით, ანუ 0.34%-ით გაიზარდა.

„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის თებერვლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.38 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.81%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.31 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.62 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი.

2021 წლის თებერვლის განმავლობაში 1.00%-ით, ანუ 187.48 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 18.95 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.33 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.19 პროცენტული პუნქტით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

ვლადიმერ პუტინი

21 ოქტომბერი 2021, 22:35

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: ჯო ბაიდენი სწორად მოიქცა, როდესაც ავღანეთიდან ჯარები გაიყვანა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ სწორია.

ლევან ნიკოლეიშვილი

21 ოქტომბერი 2021, 22:32

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილზე: ენდეთ და მხარი დაუჭირეთ ახლა ამისთან ბელადს

,სავადმყოფოში გადაყვანას საჭიროებსო, ამბობენ ექიმები, ადვოკატები, მხარდამჭერები სააკაშვილზე. კი უნდა გადავიდეს, მაგრამ რომელი პროფილის იქნება ეს საავადმყოფო, აი ეს არის საკითხავი, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სატვირთო ავტომანქანით შემოპარვას.

ზურაბ ქადაგიძე

21 ოქტომბერი 2021, 22:26

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: მთავარსარდალი კი არა არაჟანი გვყოლია პრეზიდენტად

იმდენად გარეწარია, რომ თანამზრახველების გაწირვაც ჰქონდა დაგეგმილი, თუკი გატაცების სცენარს გაათამაშებდა, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სატვირთო მანქანით შემოპარვას.

კახა კუჭავა

21 ოქტომბერი 2021, 21:38

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მოლდოვის პარლამენტის სპიკერთან მეგობრული და საქმიანი შეხვედრა გვქონდა

„მოლდოვის პარლამენტის სპიკერთან ძალიან მეგობრული და საქმიანი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ იმ საერთო მომავალზე, რომელიც სამ ქვეყანას გაგვაჩნია. უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები არამარტო საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე, არამედ საპარლამენტო დიპლომატიის გამოყენებით ძალიან აქტიურები ვიყოთ, რათა მივაღწიოთ საერთო მიზანს. გვაქვს სურვილი, ერთად დავგეგმოთ ყველა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც სამმა ქვეყანამ ერთად უნდა გადავდგათ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

21 ოქტომბერი 2021, 21:18

მსოფლიო

ნატოს თავდაცვის მინისტრებმა ალიანსის თავდაცვის ყოვლისმომცველი გეგმა დაამტკიცეს

ნატოს თავდაცვის მინისტრებმა ალიანსის თავდაცვის ყოვლისმომცველი გეგმა დაამტკიცეს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი

21 ოქტომბერი 2021, 20:59

პოლიტიკა

პენიტენციურ სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საკანი არ შეუცვლია და საპატიმროსთან მყოფ მხარდამჭერებს გადაძახილით საშხაპედან მიმართა, რითაც დაწესებულების შინაგანაწესი დაარღვია

დღეს მედიასაშუალებებით გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საკანი არ შეუცვლია და იმყოფება იმ საკანში, სადაც თავდაპირველად მოთავსდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

21 ოქტომბერი 2021, 20:58

პოლიტიკა

„ქრონიკის“ ექსკლუზივი - რას და როგორ გეგმავდა ყოფილი პრეზიდენტი სატვირთოს მისაბმელში, რომლითაც საქართველოში შემოიპარა

„ქრონიკის“ მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ ვიდეომასალაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟისურით არის გადაღებული, რამდენიმე რამ იკვეთება. ერთი მხრივ, ის ბოლომდე არ ენდობა მის მასპინძელს, ელგუჯა ცომაიას. მეორე მხრივ, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას ვერ მოახერხებდა, მისი გატაცების სცენარს აამუშავებდა. ალიბისთვის ვიდეო-მასალა სააკაშვილმა თავადვე გადაიღო.

კახა კუჭავა

21 ოქტომბერი 2021, 20:52

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მნიშვნელოვანია, როდესაც ევროპის საბჭოს სპიკერების კონფერენციაზე საქართველოზე საუბრობენ როგორც ერთ-ერთ მაგალითზე, რომელიც გარემოს დაცვასა და ადამიანის უფლებაზე ზრუნავს

„ჩვენ მოვიყვანეთ მაგალითად კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც ამ კუთხით გავაჩინეთ კონსტიტუციაში და ორი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, რომელიც თავმჯდომარეობის დროს ჩავატარეთ. დიდი პატივი იყო ჩემთვის სპიკერების წინაშე ერთ-ერთ მთავარ გამომსვლელად წარდგომა და ინიციატივის გაჟღერება, რაც მოიაზრებს ყველა ქვეყნების პარლამენტების გარემოს დაცვითი კომიტეტების ერთიან დიდ კონფერენციას და პლატფორმის შექმნას, რომელიც უფრო ეფექტიანად ითანამშრომლებს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

იენს სტოლტენბერგი

21 ოქტომბერი 2021, 20:38

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: შავი ზღვის რეგიონში ჩვენი წარმომადგენლობა გავზარდეთ, ვინაიდან შავი ზღვის რეგიონს ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს

შავი ზღვის რეგიონში ჩვენი წარმომადგენლობა გავზარდეთ, ვინაიდან შავი ზღვის რეგიონს ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

21 ოქტომბერი 2021, 20:32

პოლიტიკა

საგარეო უწყება: სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიციას

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს განჩინებებში მკაფიოდ არის ასახული, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ იბომბებოდა და საქართველოს ხელისუფლება მოკლებული იყო ცხინვალის რეგიონში ეფექტური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას.

კახა კუჭავა

21 ოქტომბერი 2021, 20:28

პოლიტიკა

კახა კუჭავა: აგვისტოს ომზე სტრასბურგის გადაწყვეტილება არ არის გასაკვირი, რადგან რუსეთი აღიარებულია ოკუპანტად

„ეს არ არის გასაკვირი, ასეც მოხდებოდა, ამაში დარწმუნებულები ვიყავით, რადგან ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთი აღიარებული არის ოკუპანტად. რაც ყველაზე მთავარია, პირდაპირი მინიშნება არის და აღიარება იმ უფლებების დარღვევაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შესაბამისად, ნებისმიერი კონტრსარჩელი, რომელიც შეიძლება მეორე მხარის მიერ იყოს წარმოჩენილი და შეტანილი, არ იქნება მხარდაჭერილი“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ლევან ქარუმიძე

21 ოქტომბერი 2021, 20:10

პოლიტიკა

ლევან ქარუმიძე: საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროინტეგრაციას ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა აქვს

საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროინტეგრაციას ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი

21 ოქტომბერი 2021, 20:01

მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ნატოს რუსეთის მიმართ უფრო ხისტი პოზიცია უნდა ჰქონდეს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა, რომ ნატოს რუსეთის მიმართ უფრო ხისტი პოზიცია უნდა ჰქონდეს.

21 ოქტომბერი 2021, 19:35

COVID19

ჯანმო G20-ის ქვეყნებს მოუწოდებს, განვითარებადი ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდება გააძლიერონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „დიდი ოცეულის“ (G20) ქვეყნებს მოუწოდებს, ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდება გააძლიერონ.

სალომე ზურაბიშვილი

21 ოქტომბერი 2021, 19:00

პოლიტიკა

პრეზიდენტი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრების დაუშვებლობის შესახებ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა ჩვენი მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მატეუშ მორავეცკი

21 ოქტომბერი 2021, 18:50

მსოფლიო

პოლონეთის პრემიერი: პოლონეთი არ დაემორჩილება ევროკავშირის შანტაჟს

პოლონეთი არ დაემორჩილება ევროკავშირის შანტაჟს, თუმცა არსებული დავების მოგვარებას შეეცდება, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ.

21 ოქტომბერი 2021, 18:37

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ზუგდიდის მერობის კანდიდატს, შტაბის ხელმძღვანელსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ზუგდიდში, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს მამუკა წოწერიას, შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ნინო ლაცაბიძე

21 ოქტომბერი 2021, 18:33

პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე კირკიტაძეს: 2 მლნ ლარი იმ წართმეული ბიზნესების შემდეგ შესაძლოა არაფერია, ავტოფარეხების გარდა თქვენ კომპეტენცია არ გყოფნით

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ნინო ლაცაბიძის განაცხადებით, მისი საარჩევნო პროგრამის მიხედვით, ლიფტების მომსახურებისთვის მოსახლეობის მიერ გადახდილი დაახლოებით, 2 მლნ ლარი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ამის შესახებ მან „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა. ლაცაბიძე მისი მერად არჩევის შემთხვევაში, რუსთავის მოსახლეობას ლიფტებით უფასოდ სარგებლობას ჰპირდება. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის განხორციელება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

21 ოქტომბერი 2021, 18:26

COVID19

1-ლი ნოემბრიდან ისრაელში ვაქცინირებულ ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ უცხოელ ტურისტებს დაუშვებენ

1-ლი ნოემბრიდან ისრაელში ვაქცინირებულ ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ უცხოელ ტურისტებს დაუშვებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა.

კახა კუჭვა

21 ოქტომბერი 2021, 18:25

პოლიტიკა

კახა კუჭავა: საქართველო მხარს უჭერს საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელ ძალისხმევას, რომლის მიზანია ჯანსაღი გარემოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლების აღიარება

საქართველო ამაყობს, რომ არის ევროპის საბჭოს პირველი წევრი ქვეყანა, რომელმაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში, ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის კავშირი ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ათენში, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.