imedi /  19 მაისი 2021, 10:10 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: პრივატიზაციის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში 160 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონებაა პრივატიზებული

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებით, დაბალი ბიზნესაქტივობის ფონზე, რაც ბუნებრივად იყო გამოწვეული იმ პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, მეორე კვარტალში ეკონომიკური აქტივობა საგრძნობლად გამოცოცხლებულია და ეს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგებზეც აისახა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, პრივატიზაციის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კამპანიის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 150 ახალი ობიექტის აუქციონზე გამოტანა დაანონსდა.

„მხოლოდ ამ ორ დღეში 17-18 მაისს აუქციონზე გასაყიდად 27 ლოტი, გამოვიტანეთ, რომელთა საწყისი ღირებულება 39 მილიონ ლარზე მეტი იყო. ძალიან მაღალი ინტერესის, კონკურენციისა და ვაჭრობის შედეგად, 72 მილიონ ლარზე მეტი - პრაქტიკულად, თითქმის გაორმაგებული ფასი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტმა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, 1-ლი იანვრიდან დღეის მდგომარეობით, უკვე 160 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონებაა პრივატიზებული და მიღებული თანხა სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის გადანაწილდება.

„დღეის მდგომარეობით უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმა თითქმის 70%-იანი გადაჭარბებით შევასრულეთ. ასე რომ, პრივატიზაციის გეგმა ძალიან სწრაფად წინმსწრებით შესრულდება. რა თქმა უნდა, პრივატიზების გაცილებით უფრო დიდი პოტენციალი გვაქვს და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას ამასაც გავაცნობთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

17-18 მაისს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასრულებულ ელექტრონულ აუქციონებზე ვაჭრობა 27 ლოტზე შედგა, რომელთა საწყისი ფასიც 39,207,800 ლარი იყო. ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დასრულებული აუქციონების საბოლოო შედეგმა 72,835,800 ლარი შეადგინა. აუქციონის შედეგად გაყიდული ქონების ღირებულება საწყის ფასთან შედარებით 86 პროცენტით გაიზარდა.

ყველა სიახლე

ია მეტრეველი

16 ოქტომბერი 2021, 14:51

პოლიტიკა

ია მეტრეველი: სააკაშვილო, ბიჭების ჩახოცვით დაიწყე და მიწების გაყიდვით დაამთავრე - პოლიტპატიმრობა კი არა, სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის და ალბათ არ აგცდება კიდეც

გარეწარო სააკაშვილო, კიდევ პოლიტპატიმრობა გინდა? მეტი რაღა უნდა ჩაგედინა? ბიჭების ჩახოცვით დაიწყე და მიწების გაყიდვით დაამთავრე. რომელ პოლიტპატიმრობაზე გაქვს პრეტენზია, პოლიტპატიმრობა კი არა, სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის და ალბათ არ აგცდება კიდეც, - ამის შესახებ 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ტრისტან წითელაშვილი

16 ოქტომბერი 2021, 14:46

პოლიტიკა

ვეტერანი ტრისტან წითელაშვილი: 2008 წელს ჩემს სახლში სპეცოპერაცია ჩაატარეს, ჩემს პატარა ბიჭს, გიორგის, წიხლი ამოარტყეს, კიბიდან გადმოაგდეს და ის დღემდე სავარძელშია, პარალიზებულია - როგორ გგონიათ, ამას სააკაშვილს ვაპატიებ?

„მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი, ისაა მკვლელი, რომელმაც საქართველო სისხლში აცურავა. დღეს გამოდიან მისი მხარდამჭერები და რაღაც გაურკვეველ განცხადებებს აკეთებენ, თითქოს, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია“, - ამ სიტყვებით მიმართა გენერალმა ტრისტან წითელაშვილმა რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან შეკრებილებს.

ლია კრიალაშვილი

16 ოქტომბერი 2021, 14:36

პოლიტიკა

ლია კრიალაშვილი: ერთად უნდა დავდგეთ და გავცეთ პასუხი იმ ხალხს, ვინც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის 6 წელი ძალიან ცოტაა, ვინაიდან „მან სამშობლო გაყიდა და ტერიტორიები ჩააბარა“. ამის შესახებ მან რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ანა ჟორჟოლიანი

16 ოქტომბერი 2021, 14:29

პოლიტიკა

თემურ ჟორჟოლიანის შვილი: მინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც სამართალი იქნება, სააკაშვილს კი სამართლებრივად ეკუთვნის ციხეში ჯდომა და უნდა იჯდეს

არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც თუნდაც სააკაშვილის შვილი ისეთივე პირობებში გაიზრდება, როგორც მე. მე მინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც სამართალი იქნება, - ამის შესახებ რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე თემურ ჟორჟოლიანის შვილმა, ანა ჟორჟოლიანმა განაცხადა.

ზაზა დავითაია

16 ოქტომბერი 2021, 14:22

პოლიტიკა

ზაზა დავითაია: სააკაშვილი პოლიტპატიმრად გამოცხადებას კი არ უნდა ელოდებოდეს - შიშით უნდა ძრწოდეს, მთელი საქართველო აქ მოვალთ - ილოცოს, რომ საკანი კარგად იყოს ჩაკეტილი

ჩვენი აქ მოსვლა, ასე სპონტანურად დაანონსებული აქციით, როცა ძალიან მწირი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტი გვქონდეს, მიუხედავად ამისა, ერთი განცხადების შემდეგ აქ რომ ამდენი ადამიანი მოვიდა, ეს არაა ძალიან ბევრი, თუმცა ერთი დაძახების კვალობაზე არც ძალიან ცოტაა, - ამის შესახებ რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ზაზა დავითაიამ განაცხადა.

თორნიკე მოლაშვილი

16 ოქტომბერი 2021, 14:10

პოლიტიკა

სულხან მოლაშვილის ძმა: მიხეილ სააკაშვილი ვერასდროს გახდება პოლიტპატიმარი, ვერც საქართველოს პრეზიდენტი ვერ იქნება

„მიხეილ სააკაშვილი ვეღარასდროს გახდება პოლიტპატიმარი. ეს პიროვნება არის დამნაშავე, კრიმინალი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორც ტერორისტი, ისე შემოიპარა ქვეყანაში, არაჟნებში დამალული, კაცობაც კი არ ეყო“, - ამ სიტყვებით მიმართა სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან შეკრებილებს.

16 ოქტომბერი 2021, 14:02

პოლიტიკა

რუსთავის ციხესთან სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებული პირების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც სასჯელს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იხდის, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს დაზარალებული პირების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

16 ოქტომბერი 2021, 13:33

კულტურა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ელისო ვირსალაძის პროექტი „თელავის ფესტივალი მუსიკოსებს“ ჩატარდება

17-22 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ელისო ვირსალაძის პროექტი თბილისში „თელავის ფესტივალი მუსიკოსებს“ ჩატარდება. დაგეგმილ კონცერტებსა და მასტერკლასებს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია უმასპინძლებს.

გიგი უგულავა

16 ოქტომბერი 2021, 13:18

სამართალი

გიგი უგულავა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2000 ლარით დაჯარიმდა

გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის მიხედვით 2000 ლარით დაჯარიმდა.

16 ოქტომბერი 2021, 13:17

რეგიონი

აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხიდი აშენდა

აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. ქედაში, სოფელ წონიარისში, 72-მეტრიანი ახალი საავტომობილო ხიდი აშენდა.საავტომობილო ხიდი ბათუმი ახალციხის გზას-ხეობასთან აკავშირებს.

16 ოქტომბერი 2021, 13:10

მსოფლიო

აშშ-მა ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის მიერ მოსახლეობის აღწერა დაგმო

ამერიკის შეერთებული შტატები ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის მიერ მოსახლეობის აღწერას გმობს. ამის შესახებ Twitter-ზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ნედ პრაისი წერს.

ლევან ნიკოლეიშვილი

16 ოქტომბერი 2021, 13:09

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: რუსთავის საპატიმროსთან, გაწამებული, დახოცილი და განადგურებული ოჯახის წევრები მიდიან იმისთვის, რომ მიშას ფანატიკოს მხარდამჭერებს შეახსენონ, რატომაა სააკაშვილი დაპატიმრებული

„დღეს რუსთავის საპატიმროსთან გაწამებული, დახოცილი და განადგურებული ოჯახის წევრები იკრიბებიან, რომ თავის პროტესტი და გულისწყრომა გამოხატონ იმ სააკაშვილის მიმართ, რომელმაც შვილები, ძმები, მეუღლეები დაუხოცა. მიდიან იმისთვის, რომ კანონის აღსრულებას ელიან, მიდიან იმისთვის, რომ მიშას ფანატიკოს მხარდამჭერებს შეახსენონ (და შეარცხვინონ!) თუ რატომაა სააკაშვილი დაპატიმრებული“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი დღეს დაგეგმილ აქციას სოციალურ ქსელში.

16 ოქტომბერი 2021, 12:46

ტაბლოიდი

აშშ-ში ირემს კისრიდან მოხსნეს მძიმე საბურავი, რომელსაც 2 წლის განმავლობაში ატარებდა. ვიდეო

აშშ-ში, კოლორადოს შტატში ირემი გაათავისუფლეს ტვირთისგან, რომელსაც ის ორი წლის განმავლობაში ატარებდა. საუბარია საბურავზე, რომელშიც მას კისერი ჰქონდა გაჭედილი.

დევიდ ემესი

16 ოქტომბერი 2021, 12:39

მსოფლიო

BBC: ბრიტანელი პარლამენტარი დევიდ ემესი სომალელმა მიგრანტმა მოკლა

ბრიტანელი პარლამენტარი დევიდ ემესი, რომელიც ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, სომალელმა მიგრანტმა მოკლა. ამის შესახებ BBC წერს.

16 ოქტომბერი 2021, 12:18

საზოგადოება

ქართულ კიბერსპორტში ახალი ერა იწყება!

ევროპაბეთისა და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის ურთიერთთანაშრომლობის შედეგად, კიბერსპორტში უპრეცედენტო ტურნირი იწყება, რომლის საპრიზო ფონდი 100 000 ლარი იქნება. მსგავსი მასშტაბის ღონისძიება საქართველოში არ ჩატარებულა, რაც ქართული კიბერსპორტის განვითარებასა და მოთამაშეების დონის ამაღლებაში უდიდეს წვლილს შეიტანს.

16 ოქტომბერი 2021, 12:08

რეგიონი

რა გახდა ბათუმში ჩამონგრეული სახლის მომიჯნავე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაციის მიზეზი

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, იმ ეზოში, სადაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა, ორი საცხოვრებელი სახლი მოსახლეობისგან სრულად არის დაცლილი, ჯამში სასტუმროში გადაყვანილია 100-მდე ოჯახი.

16 ოქტომბერი 2021, 12:08

მსოფლიო

მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს სერიალ „კალმარის თამაშების“ მავნე ზეგავლენის შესახებ აფრთხილებენ

დიდ ბრიტანეთში სკოლების ხელმძღვანელობამ გააფრთხილა მშობლები, დაიცვან ბავშვებისთვის განკუთვნილი მოწყობილობები სერიალზე წვდომისგან. მათი თქმით, 6 წლის ბავშვებიც კი, უკვე სკოლებში იმეორებენ იმ სცენებს, რომელთაც სერიალში უყურეს.

16 ოქტომბერი 2021, 12:00

პოლიტიკა

ცესკო: საოლქო კომისიები 2 ოქტომბრის არჩევნებს შეაჯამებენ, მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ ამ პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას

საოლქო საარჩევნო კომისიები 2 ოქტომბრის არჩევნებს შეაჯამებენ. შემაჯამებელი სხდომები 12:00 საათზე დაიწყება, შესაბამისად, მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს ხელი შეუწყონ ამ პროცესის კონსტრუქციულ და მშვიდ გარემოში წარმართვას“,- ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე აღნიშნა.

ბიძინა კულუმბეგოვი

16 ოქტომბერი 2021, 11:53

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვმა განმარტა, საჭიროა თუ არა ე.წ. ბუსტერ დოზა „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკათი“ აცრის შემდეგ

ჯერჯერობით ოფიციალური „ბუსტერი“ არ სჭირდება - არც „სინოფარმს“, არც „სინოვაკს“ და არც „ასტრაზენეკას“. კვლევები აჩვენებს, რომ მძიმე დაავადება და სიკვდილობა ამ ვაქცინით აცრილებში 6 თვის შემდეგაც არ გაიზარდა, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „დილის შოუს“ ეთერში განაცხადა.

ზაზა დავითაია

16 ოქტომბერი 2021, 11:47

პოლიტიკა

ყოფილი პოლიტპატიმარი ზაზა დავითაია: დღეს, ორ საათზე, ჩამოდით რუსთავში და მტარვალ სააკაშვილს პირში მივახალოთ, რას უშვებოდა პატიმრებს, პოლიტპატიმრებს, უკანონო პატიმრებს, ზოგადად, საზოგადოებას და რის ღირსია ის საზოგადოებისგან

„გვინდა, მოვუწოდოთ ქართველ საზოგადოებას; დღეს, ორ საათზე, ჩამოდით რუსთავში და მტარვალ სააკაშვილს პირში მივახალოთ, რას უშვებოდა პატიმრებს, პოლიტპატიმრებს, უკანონო პატიმრებს, ზოგადად, საზოგადოებას და რის ღირსია ის საზოგადოებისგან“, - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ზაზა დავითაიამ ჟურნალისტებთან, სადაც დღეს, რუსთავის ციხესთან აქცია დააანონსეს.